თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ლუვრში ყველაზე შთამბეჭდავი არა «მონა ლიზა», არამედ ეგვიპტის განყოფილებაში დაცული აი ეს საოცარი სურათები, საიდანაც 4 ათასი წლის წინ მცხოვრები ქალები შემოგვცქერიან სულისშემძვრელად (ყველას ერთნაირად) სევდიანი თვალებით. ეს იმდროინდელი «მარიტებია».

    ის ცივილიზაცია ალბათ სწორედ იმიტომ დაჩიავდა, დაინგრა, განადგურდა და იქცა სამუზეუმო მუმიად, რომ იქ, როგორ ჩანს, ქალის ყადრი არ იცოდნენ.
   

    შეადარეთ საბერძნეთის ეპოქის ვენერა მილოსელის ან არტემიდას ამაყ, ლაღ, თავისუფალ მზერასა და გამომეტყველებას. ეს ცივილიზაცია კი, ნურას უკაცრავად, სულაც არ დაღუპულა და გამქრალა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ  დღესაც ევროპა ჰქვია, ხოლო სახელმწიფო წყობას – დემოკრატია: არამედ მეტადრე იმიტომ, რომ იგი იმავე ღირებულებებს ეფუძნება – პიროვნული ავტონომიის, მოქალაქეობის, ადამიანური ღირსების. . . . ამიტომ პარიზისა თუ ლონდონის ქუჩებში წამდაუწუმ შეხვდებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ასეთივე ლაღი, თავისუფალი, ამაყი, ჯიუტად თავდაჯერებული მზერით.                                                                                           

  მთელ გვერდზე

 

 

 

 

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა