ჩემი ფორმულა აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემებისადმი მიდგომისა

ჩემი ფორმულა აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემებისადმი მიდგომისა

30 წელი გავიდა......

`რატომ აღიზიანებ ხალხს შენი პესიმიზმითო`

არ არის ეს პესიმიზმი!

პესიმიზმია მხოლოდ იმაში, რომ ჩვენი თაობა (და მე პირადად) ვერ მოესწროს იქნება.....

ჩემი, როგორც მოქალაქის და ანალიტიკით დაკავებული ადამიანის ფორმულა ძალიან მარტივია:

ა) აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ვცნოთ;

ბ) კარგად მოვუაროთ და განვავითაროთ ის ტერიტორია, რაც დაგვრჩა (გადარჩა) ამ 30 წლის ბობოქარი მოვლენების შედეგად და სრულიად საკმარისია, მისი მრავალგვარი რესუსრებითა და ზღვაზე გასასვლელით, წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად

გ) უნდა გამოვრიცხოთ სეპარატისტებთან ნებისმიერ `ფორმატში` თუ პროცესში მონაწილეობა, რომლის ერთ-ერთი (არა ერთადერთი თუნდაც, მაგრამ ერთ-ერთი) თემა არ იქნება ეთნიკური წმედის მსხვერპლთა დაბრუნება სამშობლოში: `ჟენევის ფორმატი`, `კარასინ-აბაშიძის ფორმატი`, `მოსკოვის ფორმატი`., `პარიზის ფორმატი`, `ვაშინგტონის ფორმატი` და ა.შ და ა.შ.

დ) შევქმანთ მცირერიცხოვანი, თუმცა კარგად შეიარაღებული არმია, რომელიც იქნება საკმარისი, რათა გარკვეული პირობების და რესურსების (არა მხოლოდ ამტერიალური არამედ გეოპოლიტიკური რესუსრების) არსებობის შემთხვევაში, ამ არმიამ უზრუნველჰყოს ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა დაბრუნება და მათ დაცვა, რაც იგივეა (აბსოლუტურად იგივეა!) რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - სრულიად ლეგიტიმური საერთაშორისო-სამართლებრივი, მათ შორის ჰუმანიტარული საფუძვლით

ე) დაველოდოთ ისტორიულ მომენტუმს! არ ავყვეთ ცდუნებებს, სანამ ეს მომენტუმი არ დადგება.

მილევადია იმათი რესურსები მეგობრებო. ისეთი წინააღდმეგობა აქვთ მოსკოველ `პატრონებთან` და იმათაც თავად ისეთი პრობლემები აქვთ, რომ მ ი ლ ე ვ ა დ ი ა!

- - - - - - - - - - - - --

აი ზუსტად ასე - ა, ბ, გ, დ, ე - მოიქცა შორსმჭვრეტელი აზერბაიჯანული ელიტა 1994 წლიდან დაწყებული, როცა სამხედრო დამარცხება განიცადა:

დაელოდა ისტორიულ მომენტუმს....თუ საჭირო იქნებოდა კიდევ 1000 წელი დაელოდებოდა........(აბა სხვა რა გზაც ჰქონდა რო?).....ამასობაში დასუსტდა სეპარატისტული რესურსი და დადგა ნანატრი `ისტორიული მომენტუმი`.

რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს. აბა სხვა რა გზა გვაქვს რო?

არანაირი სხვა გზა არ არსებობს!

დათო

P.S. იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ `გ` პუნქტის გარეშე, სეპარატისტთა რესურსები კი არ დაიკლებს, არამედ მოიმატებს!

ეს მითქვამს და ვიმეორებ. ძალიან სახიფათო ტენდენციებია მანდ აღარ დავაკონკერტებ.