გიჟი თავისუფალია; ტაში!

გიჟი თავისუფალია; ტაში!

ციკლიდან: `სად ვცხოვრობდით` და არა მხოლოდ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

Романов იყო გვარად - სსრკ სკკპ პოლიტბიუროს წევრი. ანუ ოცეულში შედიოდა იმ გრანდიოზული `სოვდეპიისა`.

გორბაჩოვის საწინააღმდეგოდ სწორედ მას ლობირებდა პოლიტბიუროს დიდი ნაწილი, მაგრამ....გააფუჭა ჭორმა, რომელიც აგორდა იმ უკიდეგანო იმპერიაში.

შესაძლოა სპეციალურად აგორებულიც კი იყო ანდროპოვის მიერ, რომელიც გორბაჩოვს უჭერდა მხარს:

თითქოს რომანოვმა, რომელიც ლენინგრადის პარტიის ქალაქკომის თუ ობლასტის პირველი მდივანი იყო, ქალიშვილს ქორწილი ერმიტრაჟში, ესე იგი `ზიმნი დვარეცში` ანუ იმპერატორ რომანოვების სასახლეში (თვითონ გლეხი იყო) გადაუხადაო....ჰოდა......ჭორაობდნენ:

ისეთი ქორწილი ყოფილააააა.......სულ რომანოვთა ჯამ-ჭურჭელი დაუმტვრევიათ.......პუგაჩოვა მღეროდაო ქორწილში ცნობილ ჰიტს: `Всё могут королиииии всё могут королиииииии....`

გახსოვთ ეს სიმღერა?

ჰოდა გუშინ ვუყურე ჟურნალისტურ გამოძიებას: თურმე ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი!

არავითარ ერმიტაჟში ის ქორწილი (1972 წელს!) არ ყოფილა, არავითარი რომანოვების ჯამ-ჭურჭელი არ დაუმტვრევიათ და არავითარ `ალლას` იქ არ უმღერია - ნათესავები იყვნენ და ახლობლები სულ 15-20 ადამიანი სახლში.

დალიეს ვოდკა, სომხური კონიაკი, იყვირეს Горько! Горько! დაუზასა ნეფემ პატარძალს ტუჩებში საჯაროდ ამ დიდებული რუსული ხალხური ტრადიციისამებრ (არ ვხუმრობ - ხალხის რაცაა ყველაფერი მშვენიერია!) და განამარტოვეს ახლადდაქორწინებულები

ეს იყო და ეს/

მაგრამ.....რომ აგორდა და აგორდა.......1985 წელს, 13 წლის შემდეგ(!), როცა ჩერნენკოს მემკვიდრეს საკითხი წყდებოდა მოსკოვში, გორბაჩოვი მათ შორის ამ ჭორის გამო არჩიეს რომანოვს.

ანუ ერთ-ერთი არგუმენტი იყო: `ჩვენ კი გავარკვიეთ რომ ტყუილია....მაგრამ......ხალხი სიმართლედ აღიქვამს და.......აბა როგორ აგირჩიოთ ადამიანი, ვისზეც ხალხს სჯერა ქალიშვილს ქორწილი ერმიტაჟში გადაუხადა, იქაური სერვიზი დალეწესო.......კორუფცია....კორუფცია......`

ყოველ შემთვევაში მიშჭკა გორბაჩოვის მომხრეებს კი გამოადგათ არგუმენტად.

ეს რომ `დადგა` პოსტზე, ის მაშინვე მოხსნა და ისიც მალე მოკვდა.

/ / / / / / / / / / / / / / /

ჰოდა ვიძახოთ ახლა, არ არის მართალი, რომ პოლიტიკაში და PR-ში მთავარია არა ფაქტი (!), არამედ აღქმა (!).

ოღონდ, რასაკვირველია, ეს ყოველივე რეჟიმის სარკეა.

იმიტომ, რომ საფრანგეთში თუ გავრცელდებოდა ჭორი, ფრანსუა მიტტერანმა ერთ-ერთი ქორწინებიდან ერთ-ერთ ქალიშვილს ქორწილი ლუვრში გადაუხადა, ღორებივით დათვრენ შამპანურით და ბურბონთა `ჯამ-ჭურჭელი` დალეწესო - ჭორადაც არ ივარგებდა: ფრანგულ პრესას რენომე ჰქონდა და იმიტომ.

ჰო.

ოღონდ....აქვე `ფრთხილად` შევნიშნავ: მე ვთქვი `რენომე` ჰქონდა მეთქი`და არა მხოლოდ `თავისუფლება` ანუ სიტყვის თავისუფლება.

(((ცხონებული ჯანსუღი რომ წერდა ნიჭიერად ამაზე ჯერ კიდევ 1990 წელს: `გიჟი თავისუფალია, ტაშშში! ტაშშშშშში!!!)))

`სიტყვის თავისუფლება`, თავისთავად, სულაც არ არის საკმარისი, რათა ქვეყანაში ფაქტი და მისი აღქმა ჯანსაღად კორრელირებდნენ და ეს ქვეყანა საგიჟეთს არ დაემსგავსოს.

ეს ისე რა.....სიტყვამ მოიტანა .....ალლა პუგაჩოვას გახსენებისას