«დღე ხვალინდელი»
       

        ცნობილი ამერიკული თრილერისგან განსხვავებით, საქართველოში მოვლენათა განვითარების არც ერთი სცენარი ატომურ ომს ან მსგავსი მაშსტაბის კატალკიზმებს არ ითვალისწინებს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი (პროვოკაცია) არ მოხდა, ვითარება ქუჩებში უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში უნდა დაწნარდე, ვინაიდან, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას არ იზიარებს არც პოლიტიკური ელიტა, არც ისტებლიშმენტი (მისი მუდამ დაბოღმილი ნაწილის გარდა) და არც საზოგადოება მთლიანობაში.
        უმთავრესი უკვე განხორციელდა: გადაყენებულია მთავრობა, იწყება ძალთა აბოლოო გადანაწილება პარლამენტში. ბუნებრივია, უმალვე წამოიჭრება «კანდიდატურათა» საკითხი - ძნელი განსაჭვრეტი არ არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტისთვის გააფთრებული ბრძოლა დაიწყება. იგი უკვე მიმდინარეობს კიდეც «ნოხქვეშ». ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირებული ძალები სულ მალე ერთმანეთს დაუწყებენ ბრძოლას. ბევრი მათგანი აიტუზა აჭარის ლიდერის კაბინეტთან, მაგრამ იქ იმდენი მოსურნეა, იმასაც გაუჭირდება ვინმე შერევა, თუ საერთოდ მოინდომა ვინმე შერჩევა. უჭველად გულიხმობს ვიღაცის (ვიღაცების) განაწყენებას.
        პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ზოგიერთივით «პიროსის გამარჯვებად» აქცევს ზურაბ ჟვანია გადადგომა. აქ რაიმეს განჭვრეტა ძალიან ძნელია, თუმცა, კანდიდატები უკვე გამოიკვეთნენ: დავით გამრელიძე, ვახანგ რეულიშვილი, ვაჟა ლორთიფანიძე, აკაკი აათიანი, დავით სალარიძე. ალბათ, ვითარება უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა, არა უმტკივნეულოდ, ხოლო დეკლარირებული «შეთანხმება» (ასეთი რამ რომც მოხდეს) დაფარულ პროლემებს ვერ მოაგვარებს.
        კიდევ უფრო რთული ვითარებაა მთავრობასთან და მომავალ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით. კანდიდატურათა რიგი აქ გაცილებით გრძელია და შთამბეჭდავი, ოღონდ, უპირველესად, გასარკვევია თვით ინსტიტუციის საკითხი, შევა თუ არა ცვლილებები კონსტიტუციაში და რა სახის? როგორი რესპუბლიკა ჩამოყალიბდება ამ ცვლილებათა შედეგად - საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო? თუ საპრეზიდენტო, - ეს იქნება «ფრანგული» თუ «რუსული» ტიპის რესპუბლიკა?
        ამ საკითხის გარუკვევლად და მოუგვარებლად პრემიერობის მსურველთა შანსების შესახებ მსჯელობა უფრო სქოლასტიკას განეკუთვნება.
        დღევანდელ ვითარებაში საკმოად დიდია ალბათობა იმისა, რომ პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობამ მიაღწიოს გარკვეულ შეთანხმებას ერთი რომელიმე მოდელის თაობაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოდელი ედუარდ შევარდნაძის თავდაპირველ ვარიანტს საკმაოდ დაშორებული იქნება.
        თუმცა, პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მზად არის კომპრომისისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება არ განხორციელდა, მაშინ ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნა და ალტერნატიული კანდიდატურები მინისტრებისა (იმავე სისტემაში), ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.
        ესე იგი, ინსტიტუციური ცვლილება გარდაუვალია. უახლოეს 2-3 კვირაში არნახულად ინტენსიური კონსულტაციები იქნება საბოლოო კონსენსუსს პოლიტიკური ელიტა (პრეზიდენტთან ერთად) აუცილებლად მიაღწევს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთობლივად «წააგებენ» და კორპორაციული ინტერესები აქ უეჭველად «იმუშავებს».
        საქართველოს ეყოლება პრემიერი, ანუ ინსტიტუციურად საკითხი გადაწყვეტილია. ახალი პრემიერის «სოციალურ წარმომავლობას» იმდენი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენიც მის პოლიტიკურ კუთვნილებას. ოღონდ კვლავ კორპორაციული და არა პოლიტიკური თვალსაზრისით. ერთი ალბათობის შესაბამისად, პრეზიდენტი პარლამენტიდან დანიშნავს პრემიერს. ასეთ შემთხვევაში სერიოზული შანსები აქვთ გოგი თოფაძეს, ზურაბ ცქიტიშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს, სხვა პოლიტიკური და კორპორაციული წარმომავლობის არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტს პოლიტიკური მანევრისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი ექნება.

დილის გაზეთი, 3 ნოემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე