პარიზის პირველი ნიშანი, მისი თვისება და სულისკვეთება, მისი სილამაზისა და სინატიფის საწყისი; ის რითაც პარიზი იცნობა და განსხვავდება – აი ეს მანსარდებია. და ყვავილებიანი აივნები. უკლებლივ, გამონაკლისის გარეშე ცოცხალი ყვავილებით.
    ყვავილებიანი აივნები თბილისშიც კია. «ზემოდან ბრძანებით». მაგრამ მხოლოდ ხელოვნური ყვავილებით, რადგან ეს ზემოდან კი არ უნდა გიბრძანონ – შინაგანი, სულიერი მოთხოვნილება უნდა იყოს. ასეთი მოთხოვნილება კი ხელოვნურ ყვავილს არ დაგაკიდებინებს.
    აი, ეს არის პარიზი – მისი უჭკნობი სილამაზით. ყველაფერთან ერთად, აქ ჰგიოდა «ქართული საბჭოთა ინტელიგენციის» იმ ნაწილის სული, რომელმაც ჯერ კიდევ 70-იან წლებში იხილა ეს ქალაქი და იგი (თურმე ნუ იტყვით) მოსკოვზე მეტად მოეწონა.
    აჰ, ეს ნატიფი მანსარდები, მშვენიერი აივნები, მყუდრო კაფეები . . . აქ, - ბოჰემურ მონმარტზე, მშვიდ ბულვარებზე . . . აჰ, ქალბატონი ლანა, ბატონი ელდარი . . . ამ მანსარდებისა და აივნების შემხედვარე აბა როგორ არ იბრძოლებდნენ «პროვინციული ფაშიზმის» წინააღმდეგ – მოსკოველ გენერლებთან და „კანონიერ ქურდებთან“ ერთად . . . . იმათი მოტყუება უნდოდათ და გამოყენება ეგზომ კეთილშობილი საქმისათვის, თორემ პარიზი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოსწონდათ, ვიდრე მოსკოვი. . . . .

 

 

 

მთელ გვერდზე                                                                                                             გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა