მარად გუშინდელნი
   

   

    მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგი, ამ არჩევნებისას ელექტორატის აქტიურობის ჩათვლით, იყო აბსოლუტურად ლოგიკური და პროგნოზირებადი – იმის გათვალისწინებით, თუ როგორ წარმართა ბრძოლა 2007 წლის სექტემბრიდან დაწყებული ოპოზიციამ და როგორ მიიყვანა პროცესი აბსოლუტურ,. შეუქცევად კრახამდე.
    ამ ხალხს არ სურდა გაეგო, დაეჯერებინა, რომ არ შეიძლება მასას მოექცე ისე, იგი მიხვდეს, რომ ბრბოდ მიგაჩნია.
    არ შეიძლება შექმნა რევოლუციური განწყობა და შემდეგ იძახო, კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთო – კონსტიტუციის ფარგლებში რევოლუცია არ კეთდება და თუ მის ფარგლებში გინდა იმოქმედო, მაშინ ჯობია ასეთი განწყობა საერთოდ არ შექმნა;
    არ შეიძლება 150 ათასიანი მიტინგი უშედეგოდ დაშალო, გადამწყვეტ მომენტში ხალხი რუსთაველის გამზირის ნაცვლად იპოდრომზე დაიბარო, იქედან მსვლელობას დაჰპირდე, მერე გადაიფიქრო, შიმშილობისკენ მოუწოდო, ხუთი წუთით ადრე დაშლა მოსთხოვო (ბურჯანაძესთან მოლაპარაკებას ვიწყებო), ორი კვირის თავზე ისევ შიმშილობა გამოაცხადო (მომატყუესო), ეს შიმშილობაც არაფრის სანაცვლოდ შეწყვიტო და ბოლოს ხალხს მოუწოდო – რევოლუციის ბედი არჩევნებზე წყდება და ხმა მოგვეცითო.

    ბუნებრივია, ხალხი ამას არ გაპატიებდა და არც გაპატია.
    რაც შეეხება ყველაზე მწარედ დამარცხებულ რესპუბლიკელებს, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ისინი ხშირად ამბობდნენ: «ძველი «ეროვნული მოძრაობიდან» მხოლოდ ჩვენ გადმოვედითო 21 საუკუნეში». აქაოდა ყველა სხვა წარსულ, მეოცე საუკუნეში დარჩაო.
    მაგრამ ამ ლოგიკით, დღეს ჯონდო ბაღათურია უფროა ახალ საუკუნეში გადმოსული (რაკი საპარლამენტო მანდატი მოიპოვა) ვიდრე «რესპუბლიკელთა ლიდერები».
    როგორც ჩანს, ეს პოსტსაბჭოური სივრცისათვის თვისებრივი მოვლენაა. ანალოგიური ფენომენია რუსეთში გრიგორი იავლინსკის «მარად გუშინდელი, ინტელიგენტურ-დისიდენტური» პარტია.
    ხოლო «რესპუბლიკელთა» მარცხის მიზეზთა თაობაზე გთავაზობთ სტატიას, რომელიც ჯერ კიდევ . . . . . . . 1995 წელს გამოქვეყნდა.

მარად გუშინდელნი

 

მთელ გვერდზე