უცნობის პოსტი ფორუმზე:

მე ვცხოვრობდი რუსეთში და ვცხოვრობდი ასევე აშშ შიც ანუ მაქვს საშუალება ახალგაზრდებისათვის დავწერო რუსების მენტალური მდგომარეობა რას წარმოადგენს დღეს
   
   

1. წარმოიდგინე რომ ქართველბი იყვენენ 150 მილიონი და მათი ქვეყანა საბჭოთა კავშირში იყო ყველაზე დიდი,
    2. ამერიკასაც კი ეშინოდა ქართველბის და საბჭოთა კავშირის,
    3.ქართველბს აქვთ ატომური ბომბი
    4.კოსმოსში პირველი ადამიანი ქართველო გაფრინდა
    5.ნაპოლეონმა საქართველოდან გაქცევით უშველა თავს
    6.ქართველების დიდი ნაწილი დაიღუპა გერმანელებთან ომში
    7. სადაც არ უნდა ჩასულიყავი ყვეკგან საუბრობდნენქართულად, ევროპულ ქვეყნებშიც კი
    და ასე შემდეგ

ანუ ეხლა წარმოიდგინე რომ ერთ დღეს შენ გეუბნებიან რომ დავაი დაახვიე აქედან ქართველბი ჩვენ არ გვჭირდება აქ,
    ჩვენ ქართველბის კონკურენტი ქვეყნის მეგობრები ვართ და შეგე...ით ქართველბსო.

არადა ჩვენ ქართველებმა რო ერთი დავახველოთ ეს რუსეთი გაქრება მსოფლიო კარტიდან, და თან ეს რუსები ეჭიდავებიან აფხაზებს და ოსებს რომლებსაც ქართველბი ევასებათ

აი აიმის მერე მე მაქ კითხვა როგორ ხასიათზე ვიქნებოდით ჩვენ ქართველბი?

მე გეტყვით როგორ ხასიათძეც ვიქნებოდით, დავახურავდით თავზე ყველკას ყველაფერს და ჩვენ პოზიციებს არ დავთმობდით
    ანუ როგორ უნდა დაგველაპარაკონ ქართველებს ასეთი მდგომარეობა რომ გვაქვს?
    როგორ და ტკბილად, და მეგობრულად არა კონფრონტაციულად,

თუ გაიგეთ ეს ყველაფერი დავწერე პირიქით ანუ რუსების მაგივრად ჩვენ რომ ვყოფილიყავით ქართველბი მეთქი...
   

   

ექსპერტის კომენტარი:

    ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი აზრობრივი კონსტრუქტია; თუმცა ნამდვილად არაჯანსაღი, - რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს სამარცხვინო დამარცხებებით დაკომპლექსებული ქართული ეთნოფსიქოლოგიის ამჟამინდელი მდგომარეობიდან.
    ესტონელის ცნობიერებაში ამგვარი კონსტრუქტი ნამდვილად არ დაიბადებოდა. იგივე ითქმის ხსენებულ ანეგდოტზე – ქართველი რომ შარდავს და როცა შენიშვნას მისცემენ - «არ ვუყვარვართო ქართველები» ა.შ . . .
    ნურც იმას ვიტყვით, რომ გამონაკლისია. ნამდვილად არ არის გამონაკლისი! მაგრამ ამ ავადმყოფური ფენომენის მატარებელთ ვერაფრით გააგებინებ, რომ საქართველოს უკან დასახევი გზა უბრალოდ არა აქვს! უკან დახევა ქართველობისთვის იმას ნიშნავს, რომ დაბრუნდეს იმ სივრცეში, სადაც, მაგალითად ცხინვალში სამარცხვინოდ დააჩოქეს მთელი მსოფლიოს თვალწინ და «გრიზუნები» ეძახეს მოსკოვიდან სამარცხვინოდ დეპორტაციისას.
    სწორედ აქედან მომდინარებს, ქვეცნობიერად, რუსეთის სივრციდან გამოყოფისა და სხვა სივრცეში შესვლის მისწრაფება, სადაც საქართველო არ დაუმცირებიათ და არ შეურცხვენიათ დაჩოქებით თუ სხვა მწარე დამარცხებებით.
    ზემოთხსენებული კონსტრუქტი კი ერის უმრავლესობის დომინანტი ვეღარ გახდება, რაკი ერის უმრავლესობა არ შეიძლება უთავმოყვარეო და უღირსებო «ჩმორიკებისგან» შედგებოდეს.
    აქედან გამომდინარე, იმათ, ვინც ქართველები ცხინვალში დააჩოქეს, «ეროვნული მოძრაობის» საქმე გააკეთეს, რაკი «უკან დაბრუნება» საბოლოოდ შეუძლებლად აქციეს.
    უკან დასახევი გზა საქართველოს მართლა აღარ დარჩა, რადგან იმ სივრცეში, სადაც ვცხოვრობდით, უკვე მხოლოდ სამარცხვინო დამარცხებები და თავლსლაფისდასხმაა (ვის გამო და ვისი ბრალით – აქ არა აქვს მნიშვნელობა, ფაქტი უკვე ფაქტია), ხოლო იმ სივრცეში, საითკენაც ვისწრაფვით, როგორც ჩვენ გვგონია(!) ჩვენი სირცხვილისა და დაჩოქების შესახებ არავინ არაფერი იცის და შეგვიძლია ყველაფერი «თეთრი ფურცლიდან» დავიწყოთ – ეროვნული მეობისა და თვითდამკვიდრების ჩათვლით. აქედან გამომდინარე, თუ ქართველი ერი იმ საზარელი დამარცხებებით საბოლოოდ არ დაჩმორებულა და განადგურებულა, მისი სწრაფვა ევროპისკენ შეუქცევადია (რამდენად წარმატებული იქნება – სულ სხვა თემაა) ხოლო რუსეთის სივრცეში ნებაყოფლობით და უმტკივნეულოდ დაბრუნება – აბსოლუტურად შეუძლებელი. ყოველ შემთხევვაში, კიდევ ერთი სამოქალაქო ომის და დიქტატურის გარეშე.
    ვინ იცის, იქნებ ეს არც იყოს ილუზია და ბრძენმა, კეთილმა ევროპამ დამარცხებულ ერს აღდგენის საშუალება მისცეს.
    იმედი ვიქონიოთ.
    ადამიანი – იმედია.
    ისევე, როგორც ერი.

 

მთელ გვერდზე