ხელისუფლებასთან სალაპარაკო ენა

        პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამი «ოროსნების» რევოლუციის შესახებ ისეთივე ფრთიან და დასამახსოვრებელ ფრაზად იქცა, როგორც «ჩარეცხილები». მით უმეტეს, რომ «ოროსნების» ყველა რევოლუციას საქართველოში ისევ და ისევ ისტორიის ორმოში ჩარეცხილი ხალხი უწყობდა ხელს.
        ერთი ასეთი «რევოლუცია» მათ უკვე მოაწყვეს: 1989 წელს, როდესაც «ოროსნებმა» 9 აპრილის ტრაგედიით ისპეკულირეს და კომუნისტური ხელისუფლება აიძულეს ისინი უმაღლესებში ჩაერიცხათ. დაახლოებით იგივე მეორდება დღესაც.
        თუმცა, ბევრად უფრო საინტერესო აქ ის არის, ხელისუფლებასთან ლაპარაკის რა ენა ყალიბდება ისტორიულად საქართველოში.
        როდესაც მთავრობის რაიმე გადაწყვეტილება არ მოგწონს, დემოკრატიულ ქვეყანაში ქუჩაში გამოსვლა სავსებით ნორმალური მოვლენაა. არანორმალურობა, კაცმა რომ თქვას, არც ისაა, თუკი სტუდენტები, ახალგაზრდები, პროტესტანტები დებოშს აწყობენ, მანქანებს ატრიალებენ და ცეცხლს უკიდებენ. უფრო სწორად, ეს რა თქმა უნად ცუდია, მაგრამ საფრანგეთზე ან ინგლისზე ამის გამო არავის უთქვამს, «არანორმალური ქვეყნები არიანო».
        ჰოდა სწორედ იმიტომ, რომ ნორმალური ქვეყნები არიან, ასეთ შემთხვევაში პოლიცია ცრემლსადენ გაზსაც იყენებს, რეზინის ტყვიებსაც და თავპირსაც ამტვრევს დემონსტრანტებს. არ იკითხავთ, მაგალითად, როგორ ისჯება საფრანგეთში ქუჩის უკანონოდ გადაკეტვა და ჩახერგვა? რ დაიჯერებთ და . . . . . 7 წლიანი ციხით!!! ჩვენთან კი ცენტრალური პროსპექტები თვეები განმავლოაბში ჩახერგილი იყო ცარიელი საკნებით და ვითომც არაფერი.
        უბრალოდ, საქართველოში, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ხელისუფლებასთან დამოკიდებულების სხვა ტრადიცია და სხვა ენა ჩამოყალიბდა: ზოგადად, მიტინგი, დემონსტრაცია, მანიფესტაცია აზრის გამოხატვის საშუალებაა და მეტი არაფერი. უბრალოდ, ამით საზოგადოების ერთი ნაწილი მთელ საზოგადოებას ატყობინებს, რომ არ ეთანხმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას და სთხოვს მოუსმინონ, მისი არგუმენტები გაითვალისწინონ. მშვიდობიანი დემონსტრაციების ფონზე იწყება მოლაპარაკება პოლიტიკური ოპოზიციის, პროფკავშირების თუ არასამთავრობო ორგანიოზაციების მონაწილეობით რაიმე კომპრომისის მისაღწევად. თუ ასეთი კომპრომისი ვერ შედგება, მაშინ, პროეტსტანტთა დიდი ნაწილი უბრალოდ სახლში მიდის, მორიგ არჩევნებს ელოდება და იმ არჩევნებზე ხელისუფლების წინააღმდეგ აძლევს ხმას. თუ ამ გზით ხელისუფლება დაამარცხა, მაშასადამე მისი შეხედულება საზოგადოების უმრავლესობის განწყობას ემთხვეოდა, მაგრამ თუ ხელისუფლებამ არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინ, ხალხის უმრავლესობია აზრით, ხელისუფლება მართალი ყოფილა და უმრავლესობის ინტერესებს გამოხატავდა. ასეთ შემთხვევაში დამარცხებულები ბედს ურიგდებიან.
        იმავე პროეტსტანტთა მცირე ნაწილი კი (განსაკუთრებით ახალგაზრდობა), მას შემდეგ რაც მშვიდობიანი დემონსტრაციები და მოლაპარაკება უშედეგოდ სრულდება, დებოშზე გადადის, - ამტვრევს, წვავს, ლეწავს და, რა თქმა უნდა, მათაც ულეწავენ თავპირს. თუმცა ესეც (ვიმეორებ) ნორმალურია და «თამაშის წესებში» თავსდება.
        ჩვენთან კი სულ სხვა ტრადიციაა. არ მოგწონს ხელისუფლების გადაწყვეტილება, მაგალითად უწიგნურებისთვის უმაღლესში ჩაბარების აკრძალვაზე? – მოვაწყოთ რევოლუცია, დავამხოთ ხელისუფლება, მოვიყვანოთ ახალი ხელისუფლება და ის მოგვაწყობს «უმაღლესში!»
        თანაც, მშვიდობიანი დემონსტრაცია, ამ შემთხვევაში, განიხილება არა როგორც აზრის გამოხატვის საშაულება, არამედ ხელისუფლებაზე პირდაპირი ძალისმიერი ზეწოლისა და შანტაჟის მეთოდი. აბა ერთი გაბედოს ხელისუფლებამ და ძალით სცადოს გზის გახსნა, სატრანსპორტო მოძრაობსი აღდგენა – მაშინვე იწყება ვაი-ვიში და მორალიზატორობა, რომ თურმე სახელმწიფომ ძალა არ უნდა გამოიუენოს. კი მაგრამ, აბა რისთვის არსებობს საერთოდ სახელმწიფო? სახელმწიფო იძულების ინსტრუმენტია და სწორედ მას აქვს მონოპოლია ძალის გამოყენებეზე. თუ სახელმწიფოს ძალის გამოყენების უნარი და შნო არა აქვს, ის სახელმწიფო არ არის!
        ეს ტრადიცია პირველად 2007 წლის ნოემბერში დაირღვა. მაშინ «დემონსტრანტებს» ძალიან გაუკვირდათ, რომ ხელისუფლება, ყველა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, კი არ გაიქცა, არამედ ძალა იხმარა. ასეთი რამ პირველად მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და პირველი ნაბიჯი გახდა ხელისუფლებასა და საზოგადოების პროტესტულ ნაწილს შორის ნორმალური ურთიერთობის დასამყარებლად: მშვიდობიანი მიტინგი, დემონსტრაცია (ოღონდ არა გზების ჩახერგვა, რაც უკვე დემონსტრაცია აღარ არის), შემდეგ დაშლა და არჩევნების მოლოდინი; შეურიგებელთა მხრიდან ქვების სროლა, ძალადობა და პოლიციის მხრიდან თავპირისმტვრევა;
        ოღონდ ისე, რომ ამის შემდეგ არავის მოუვა თავში დემაგოგია: «ქართველმა პოლიციელმა ქართველ ახალგაზრდას რეზინის ხელკეტი როგორ დასცხოო».

მთელ გვერდზე