ენერგეტიკული ჩიხი

        ორშაბათს, საქართველოს ელექტროენერგეტიკული რესურსების საბითუმო ბაზარმა დიდი ხნის მუქარა შეასრულა და ერთბაშად გამორთო ქვეყნის რეგიონთა უმრავლესობა. უცხოელი ინვესტორი, რომელიც ამ კომპანიაში მენეჯმენტს ახორციელებს, ამის თაობაზე უკვე დაახლოებით ერთი წელია აკეთებს გამაფრთხილებელ განცხადებებს, თუმცა, მის მუქარას აინუშშიც არავინ აგდებდა.

        პირველად, მუქარის შესრულება საბითუმო ბაზარმა 3 ივნისს გადაწყვიტა, მაგრამ ხელისუფლებამ სთხოვა, პოლიტიკური აქციებისათვის არ დაემთხვია ესოდენ რადიკალური ნაბიჯი. წინააღმდეგ შემთხვევაშიშ, ინვესტორს პოლიტიკურ თამაშებში ჩარევა და შესაბამისი «ქვენა გრძნობა» დაბრალდებოდა. ბიზნესმენები კი ყოველთვის ერიდებიან ასეთი იარლიყის მიწებებას, რაკი სოლიდურ ესპანურ კომპანიას ამით სახელი გაუტყდება და სხვა ქვეყნებშიც არასასურველად იქცევა. ამიტომ «ეგზეკუცია» რამდენიმე დღით გადაიდო.
        სამაგიეროდ, 9 ივნისიდან იგი კიდევ უფრო მკაცრად ხორციელდება, ვინაიდან ამ გამორთვებს დაემთხვა (იმედი ვიქონიოთ. შემთხვევით და ბუნებრივად) სარემონტო სამშუაოები მაგისტრალურ ელექტროგადამცემ ხაზზე. ეს სამუშაოები მხოლოდ დღეს საღამოს დასრულდება მთლიანად.
        ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ორშაბათს საღამოსათვის გამორთული იყო ქვეყნის რეგიონთა დიდი ნაწილი, მათ შორის, რუსთავი და ქუთაისი. ფაქტობრივად, ელექტროენერგია მეტნაკლებად მიეწოდებოდა (რაკი ხსენებული სარემონტო სამუშაოების გაომ, თბილისშიც შეიქმნა პრობლემები) მხოლოდ დედაქალაქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც ასე თუ ისე მოაწესრიგეს გადახდის პროცედურა და საბითუმო ბაზარს მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს ურიცხავენ.
        სოლისის (მთავარი მენეჯერის) განცხადებით, საბითუმო ბაზარი არავითარ შემთხვევაშიშ, არანაირი ზემოქმედების შედეგად აღარ ჩაურთავს ელექტროენერგიას არგადამხდელ რეგიონებსა და საწარმოებს.
        ერთადერთ გამონაკლისად მან დაასახელა ქვეყანაში საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის შემოღება. თუმცა, ეს წინასწარ იყო გათვალისწინებული კონტრაქტით, ანუ საომარი მდგომარეობის დროს კონტრაქტის «დამსჯელი პუნქტების» ამოქმედება დროებით ჩერდება და სახელმწიფო შემდგომ ვალდებულია ზარალი აუნაზღაუროს ინვესტორს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ცნობით, არავითარი «ინვესტორი» ის არ არის და საბითუმო ბაზრის ასამოქმედებლად მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით საზრდოობს. ამ შემთხვევაში მეორე ინვესტორი («ეი-ი-ეს» თელასი და იგნასიო ირიბარენი, ისევე როგორც ადრე ნეტარხსენებული მაიკლ სქოული) ნამდვილად არაფერ შუაშია. საბედნიეროდ, თბილისის წინააღმდეგ დამსჯელი ღონისძიებები ძნელად თუ განხორციელდება, ვინაიდან დედაქალაქის მოსახლეობა იძულებულია, გადაიხადოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
        სხვა რეგიონებში კი, აფრიცხვის მოწესრიგება ვერა და ვერ მოხერხდა. ამას ფინანსურ პრობლემებზე მეტად, მოსახლეობის მენტალიტეტიც უშლის ხელს. იროგორც ჩანს, მავანი მზად არის მოითმინოს უშუქობა, თუ მის მეზობელსაც არა აქვს შუქი. მაგრამ იგი ვერასდროს შეურიგდება, შეძლებულ მეზობელს შუქი ჰქონდეს და მას (გადაუხდელობის გამო) – არა.
        სწორედ ამიტომ, პარლამენტში ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია ზოგიერთ რეგიონში, ნ იჭიერი ბიზნესმენების მიერ «სადისტრიბუციო მიკროკომპანიების» შექმნამ, როდესაც, ეგრეთ წოდებული, «კომერციული ხაზებით» მოსახლეობა იხდიდა საფასურს და ელექტროენერგიაც ჰქონდა. ეს ხაზები დაუყოვნებლივ «ჩააჭრევინა» ადგილობრივმა ხელისუფლებამ (მოსახლეობის მოთხოვნით) შემდეგი არ გუმენტით: ან ყველას უნდა მიაწოდოთ გადახდის მიუხედავად, ან თუ არ არის დენი, არავის არ უნდა ჰქონდეს.
        ასეთი მენტალიტეტის ქვეყანაში, სადაც მოსახლეობას არ სურს შეურიგდე,ს რომ უფასო ამ ქვეყნად არაფერია და თუ არ გადაიხადე, ელექტროენერგია არ გექნება _ საქმე უფრო უარესადაც უნდა იყოს. კიდევ კარგი, ამერიკული კომპანიამ «თელასი» იყიდა, თორემ აღრიცხვა ვერც დედაქალაქში მოწესრიგდებოდა და თბილისელებიც ისეთივე სიბნელეში ვიქნებოდით, როგორშიც ვიყავით წლების განმავლობაში.
        ესპანელმა ინვესტორმა კი ნამდვილად არ იცის, რომ საგანგებო ზომების მიღება არ კმარა, აუცილებელია, მათი განხორციელება. რამდენიმე რეგიონის გუბერნატორმა უკვე განაცხადა, რომ ისინი არ დაემორჩილებიან საბითუმო ბაზრის გადაწყვეტილებას და თვითნებურად მიაწვდიან ელექტროენერგიას გამორთულ რაიონებსა და საწარმოებს მათ ტერიტორიაზე განლაგებული ენერგეტიკული ობიექტებიდან.
        ბუნებრივია, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს უშუქობით გატანჯული მოსახლეობაც, რომელიც ვერ ხვდება, რომ ასე პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ დროებითი იქნება, ოლო არაფრიგან, აოლოო ჯამშიშ, მხოლოდ არაფერი იქმნება.
        მეორეს მხრივ, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თვით ჰიდროელექტროსადგურთა მუშაკები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი, არგადამხდელებს შეუწყდეთ ელექტროენერგიის მიწოდება, რაკი სწორედ ამაზეა დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა ისინი მრავალთვიან სახელფასო დავალიანებას.
        აქ ინტერესთა უმწვავესი კონფლიქტი უბრალოდ გარდაუვალია და ასქმე შეიძლება მაშსტაბურ შეტაკებამდეც მივიდეს.
        საეროთდ კი, როგორც ჩანს, ამ საქმეს არაფერი შეველება, ყოველ შემთხვევაში, რეალური და გრძელვადიანი გამოსავალი არ ჩანს, ვიდრე თვით მოსახლეობა არ მოითხოვს გადახდის მოწესრიგებას, ანუ არ იქნება მზად უარი თქვას ელექტროენერგიის უფასოდ მიღების პრაქტიკაზე.
        სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესპანელი ინვესტორის «მკაცრი» გადაწყვეტილება ორიოდე კვირაში (მით უმეტეს, არჩევნების მოახლოების კვალობაზე) ჩაიფუშება. თანაც, არა იმდენად ცენტრალური ხელისუფლების, რამდენადაც ადგილობრივი (რეგიონული) ელიტების ძალისხმევით. ელექტროენერგია კვლავინდებურად აირთვება გრაფიკით, ანუ უყაირათოდ გაიხარჯება რესურსები, ხოლო ზამთრაში კვლავ დავრჩებით რუსეთისა და სომხეთის კეთილი ნების იმედად.

დილის გაზეთი, 10 ივნისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე