საფრანგეთის პრეზიდენტი: საქართველო გეოგრაფიულად აზიაა და არა ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტი: საქართველო გეოგრაფიულად აზიაა და არა ევროპა

საშინელი განცხადება გააკეთა საქართველოზე გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემმანუილ მაკრონმა.

ჯერ ზუსტი ციტატა, რომელიც არც ერთ ტელეარხს `რატომღაც` (მე კი ვიცი რატომაც) სრულად არ გამოუქვეყნებია.

მისდა სასახელოდ, ერთადერთი გამონაკლისი საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო და კვლავ ვიმეორებ, რომ ტელევიზიაზე მეტყველებს არა ის, რას აჩვენებს და რას ამბობს, არამედ ის, რას არ აჩვენებს და რას არ ამბობს.

ჰოდა ზუსტი ციტატა: `უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად(!-დ) სხვა ადგილას არიან. (ციტატის დასასრული)

ანუ....ანუ......იმ პროევროპული და პროდასავლური `მოძრაობის` დაწყებიდან, რომლის ტრაგიკული სტარტი 9 აპრილის საზარელი ტრაგედია იყო, უკვე 33 წელი გავიდა....16 წლის თამუნა ჭოველიძე საფლავში წევს და სამწუხაროდ მუდამ 16 წლისად დარჩება...უზღვავი სისხლი დაიღვარა ამ 33 წლის განმავლობაშიც და საუკუნეების მანძილზეც... ახლა კი გვეუბნებიან, რომ თურმე, თურმე....გეოგრაფიულად (!) არა ვართ ევროპა, ამდენად `სხვა ვართ` ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

მაკრონს ტერმინი `გეოგრაფიული` რომ არ ეხსენებინა, უამრავი შვებისმომგვრელი ინტერპრეტაციის საშუალებას დატოვებდა: რომ საქართველოს ხელისუფლება არ ვარგა... პოლიტიკური კლასი არ ვარგა...სოციალური და საზოგადოებრივი ელიტა არ ვარგა..... 30 წელია დემოკრატია ვერ ავაშენეთ, მუდმივ მარაზმში ვტრიალებთ, უამრავი სოციალური, პოლიტიკური, ინსტიტუციური პრობლემა გვაქვს, ამდენად ჩვენი ბრალია, მაგრამ.....გეოგრაფია რა შუაშია?

გეოგრაფია რა სახსენებელი იყო?

ან თუნდაც სწორედ გეოგრაფიიდან გამომდინარე და გეოგრაფიის კონტექსტში გეოპოლიტიკა რა სახსენებელი იყო?

ანუ გეოგრაფიულ რეალიებთან მიბმით `რა შუაში` იყო მეთქი, თორემ ისევ და ისევ, კონკრეტული მთავრობის საგარეო ვექტორებთან დაკავშირებით კი ბატონო, შესაძლებელია იგივე `შვებისმომგვრელი და თვითდამამშვიდებელი` ინტერპრეტაციები.

ვთქვათ სიმართლე: იმ `შუაშია`, რომ (რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს ამის აღიარება) დომინანტური ევროპული საზრისის შესაბამისად, ევროპის გეოგრაფიული(!) საზღვარი გადის ურალის მთაზე და კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ასევე ბოსფორის სრუტე-მარმარილოს ზღვა-ეგეოსის ზღვის ხაზზე (წერტილი).

შესაბამისად, სამხრეთ კავკასია ევროპა არ არის.

თურქეთი არის ევროპა გეოგრაფიულად იმიტომ, რომ აქვს მიწის ნაგლეჯი ევროპაში.

თქვენ წარმოიდგინეთ, ყაზახეთიც კი არის ევროპა, რადგან მისი ჩრდილო-დასავლეთ რეგიონის ასევე მცირე მონაკვეთი შედის `ურალის აღმოსავლეთ არეალში` ანუ გეოგრაფიულ ევროპაში. სწორედ ამ საბაბით ათამაშებენ UEFA-ს საფეხბურთო ტურნირებზე.

ჩვენს საბრალო ქვეყანას კი....... (ისევე როგორც სომხეთს - კაი, ჩვენზე ნუ ვილაპარაკებთ მაგრამ ეს ნამდვილად მაღალკულტუროსანი და დიდი ერი ევროპული არ არის??? კი მაგრამ `ევროპულობა` გეოგრაფიული ცნებაა ბატონო ემმანუილ?!-დ.)

ჰო, იმას მოგახსენებდით, რომ ჩვენი საბრალო და 33 წლის მოვლენათა, მანამდე მრავალი საუკუნის მანძილზე სწორედაც ევროპული ღირებულებების (და მათგან მთავარი ღირებულების, რომლის ხსენება არაპოლიტკორექტულია) დაცვის გამო სისხლისგან დაცლილ ქვეყანას, გეოგრაფიულ ევროპაში მიწის არსებითი (!) ნაგლეჯი არ გააჩნია.

და ამიტომ უნდა დაისაჯოს?!

თუმცაღა....ეს საზარელი განცხადება სინამდვილეში ბევრად უარესია, ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს: მაკრონის `რიალპოლიტიკური` გათვლით (თან მარტო რომ არაა ამ გათვლაში ხომ ცხადია არა?) , თუ ახლა საქართველოს მისცემენ რეალურად `კანდიდატის` სტატუსს (და არა მის სუროგატს) მაშინ... გეოგრაფიულად აფრიკაში მდებარე ალჟირს რატომ არ უნდა მისცენ? ტუნისს რატომ არ უნდა მისცენ? მაროკოს რა არგუმენტით უნდა უთხრან უარი?

სამივე აფრიკულ ქვეყანას ჩვენსავით აქვს გაფორმებული `ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება!` და რა თქმა უნდა დიდი ხანია მოითხოვენ ევროკავშირის წევრობას, რაც ევროკავშირს ნამდვილად დაანგრევს.

გამოდის, მაკრონს და მის უამრავ თანამოაზრეს სწორედ ეს პრეცედენტი აშინებთ!

აი ესაა ყველაზე უარესი აქ.

და სხვათა შორის....ამას წინათ რომ დავწერე თუ გახსოვთ: მიხეილ სააკაშვილის სენსაციური განცხადება აფხაზეთის სტატუსზე ამ ჩვენმა სამარცხვინო მედიამ მიაჩუმათა, რაკი თემა Deep state-ისთვის კონსენსუსური გამოდგა მეთქი, ასევე მიაჩუმათეს რამდენიმე წლის წინ მისივე ძააააალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი განცხადება ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში:

`საქართველოს, სინამდვილეში, მხოლოდ სამი ორიენტაცია შეიძლება ჰქონდეს: `პრორუსული, პროთურქული და პროუკრაინული. სხვა ყველა შორსაა` (ციტატის დასასრული)

`სხვა ყველა შორსაა`.....`სხვა ყველა შორსაა`.....`სხვა ყველა შორსაა`.....`სხვა ყველა შორსაა`.....`სხვა ყველა შორსაა`.....

აქედან ვერ წაიშლება საბედნიეროდ.

ითქვა? კი, ითქვა!

არა, ეს შევარდნაძეს არ უთქვამს, არც ბიძინას უთქვამს - მიშამ თქვა, მიშამ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმედი ვიქონიოთ, ევროკავშირის სხვა ლიდერები მაკრონს გონს მოიყვანენ და რაღაც ისეთ სტატუსს მაინც გაიმეტებენ (რაიმე `ასპირაცია` ან `კანდიდატობისკენ მსწრაფველობა` ან `კანდიდატობის კანდიდატობა`, რაც 16 წლის თამუნა ჭოველიძისთვის საფლავში ჩაფურთხებად არ იქნება აღქმული.

დათო