უდიდესი შეტევა თავისუფლების წინააღმდეგ
       

        მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ყოფილა ნიუ-იორკში და უნახავს გრანდიოზული «თვინს-თაუერი» (ტყუპი ცათამბჯენები) შეძლებს, სრულად წარმოიდგინოს, რა კოლოსალური ტროაგედია დაატყდა თავს ნიუ-იორკს, რომლეიც არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ მოსლფიოს დედაქალაქად, აგრეთვე, მთელ ამერიკას, უფრო მეტიც - მთელ დასავლურ ცივილიზაციას და კაცობრიობას, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ესმის, რა არის თავსიუფლება. თორემ არიან სხვებიც (მა თშორის საქართველოშიც), რომელთაც ამერიკელი ხალხისა და დასავლური ცივილიზაციის ეს ტრაგედია გაუხარდებათ.
        როგორც ჩანს, ეს არის ის მოვლენა, რომლითაც დაიწყო მესამე ათასწლეული და 21-ე საუკუნე ჩვენს პლანეტაზე, ანუ, როდესაც მომავალში ისტორიკოსები შეეცდებიან, მოძებნონ «საწყისი», ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - 2001 წლის 11 სექტემბრის სულისშემძვრელი ტრაგედია სისხლიან «სტარტად» იქცევა. და ძალიან ძნელი სავარაუდოა, საეროთდ რაიმე თუ შეიძლება შეედაროს მიმდინარე საუკუნესა და ათასწლეულში ამ საზარელ, გამანადგურებელ კატასტროფას. რა მაშსტაბის მიწისძვრაც არუნდა მოცდეს, «სითბურმა ეფექტმა» კაცობრიობის არსბეობა ეჭვქვეშ რომც დააყენოს, 11 სექტემბრის კატასტროფას მიანც ვერაფერი შეედრება, ვინაიდან ეს იყო ცივსისხლიანი, გაუგონარი თავხედობით, სატანური ეშმაკობით ჩადენილი ულმობელი, ბარბაროსული, მკვლელობა.
        დაიღუპა ათეულათასობით ადამიანი, თითქმის მთლიანად განადგურებულია მანჰეტენის სამხრეთი ნაწილი, აღარაფერს ვამბობთ იმაზ,ე რომ განადგურებულია პლანეტის ერ-თერთი ულამაზესი არქიტექტურული ნაგებობა, საკცაობრიო ტექნოლოგიური გენიის განსახიერება. მაგრამ, რაც მთავარია, «თვინს-თაუერი» არ ყოფილა მხოლოდ არქიტექტურული და ტექნოლოგიური გენიის გამოხატულება». «თვინს-თაუერი» განასახიერებდა პიროვნების თავისუფალი არჩევანის უფლებას- დასავლური ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველს. ამიტომ ეს არის დარტყმა თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეაპსა და სულისკვეთებაზე. მაგრამ ტერორისტები და მათი საზიზღარი გულშემატკივარნი მიზანს ვერ მიაწღევენ. პიროვნული თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავენ და, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებულ შტატებს (როგრც სახელმწიფოს) ვერ მოსპობენ. სამწუხაროდ, ვერაფერი დააბრუნებს ათეულათასობით ადამიანს, ხოლო გრანდიოზული და ულამაზესი ქალაქი, ნიუ-იორკი, უკვე აღარაოსდეს, არც ერთი თვალსაზრისით აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2001 წლის 11 სექტემბრამდე.

დილის გაზეთი, 12 სექტემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე