თენგიზ კიტოვანი მეგობარს ელოდება
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების მთავარი სულისჩამდგმელის, თენგიზ კიტოვანის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
თავდაპირველად ამის მიზეზად კიტოვანის ავადმყოფობას ასახელებდნენ, მაგრამ დაზუსტებული ცნობით, ამჟამად ბატონი თენგიზი თავს მშვენივრად გრძნობს - პროცესის განახლებას კი ვერა და ვერ დაადგა საშველი.
კომპეტენტური წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ კიტოვანისათვის წაყენებული ბრალდება არ იძლევა საშუალებას მისი ხანგრძლივი ვადით იზოლირებისათვის: სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც ასამართლებენ თენგიზ კიტოვანს, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათ წლამდე. გასათვალისწინებელია, რომ �ლაშრობას აფხაზეთზე� მძიმე შედეგი არ მოჰყოლია - არავინ დაღუპულა და სამოქალაქო ომიც არ დაწყებულა.
თუმცა, კიტოვანს სხვა ბრალდებაც შეიძლება წაუყენონ. კერძოდ �თვითმ ფრინავების საქმესთან� დაკავშირებით. მაგრამ ამისთვის საჭიროა თენგიზ კიტოვანს მისი განუყრელი მეგობარი - თენგიზ სიგუა მიუსვან გვერდით.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავების გაყიდვით მიღებული დიდძალი თანხა �უკვალოდ გაქრა�. უფრო სწორად, კვალს კიტოვანთან მივყავართ.
გარდა ამისა, თენგიზ სიგუას პროკურატურა ბრალად სდებს 1992 წლის 7 თებერვლის (!) ფართომასშტაბიანი სავალუტო აფიორის განხორციელებას. თუ პროკურატურა შეძლებს ამ ბრალდებათა დამტკიცებას, მაშინ �თენგიზებს� შესაძლოა უფრო მკაცრი სასჯელი ელოდეთ - ყოველ შემთხვევაში კოდექსი ითვალისწინებს თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აღსანიშნავია, რომ როგორც თენგიზ კიტოვანი, ასევე თენგიზ სიგუა პროკურარატურის მიერ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და მათ �უზნეო ცილისწამებად� მიიჩნევენ. მაგრამ სიგუას პროკურატურა მაინც ნელ-ნელა უახლოვდება - საქართველოს ექსპრემიერი უკვე რამდენჯერმე დაჰკითხეს პროკურატურის წარმომადგენლებმა �თვითმფრინავების� საქმესთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, კიტოვანის საქმის გაჭიანურება სწორედ პროკურატურის ამ �მანევრებთან� იყოს დაკავშირებული.
�მერიდიანი�, 19 აპრილი, 1996 წელი.