ფაშისტური იუგოსლავიის განადგურება ევროპას საბოლოოდ გააერთიანებს

        უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსი აგრძელებდა იუგოსლავიის დაბომბვას. ნატოს თვითმფრინავები ყოველდღიურად 500 (!) გაფრენას ასრულებენ, ანუ ხუთასჯერ ესხმიან თავს (მთლიანობაში) იუგოსლავიის სამხედრო ობიექტებს.
        ამ ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი სულ მალე ნულს გაუტოლდება, - განადგურდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული ობიექტები და ასე შემდეგ.
        დაახლოებით ერთი-ორი თვის შემდეგ ნატო უეჭველად განახორციელებს სამხედრო ოპერაციებს კოსოვოში, რათა უზრუნველყოს ალბანელ ლტოლვილთა დაბრუნება.
        ოპერაციის კონკრეტული მიზანი, რა თქმა უნდა, კოსოვოელ ალბანელთა პრობლემის გადაწყვეტაა, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით ნატო სხვა, უფრო შორსმიმავალ მიზნებსაც ისახავს. ჩრდილოატლანტიკური კავშირი უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები) უეჭველად ცდილობს, 21 საუკუნეში მოაშოროს კაცობრიობას ისეთი საზიზღარი წყლული, როგორიც სერბული ნაციონალიზმია, რომელიც XX საუკუნეში ორი სისხლისმღვრელი მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა.
        სერბები, ფაქტობრივად, ორივე მსოფლიო ომიდან გამარჯვებულნი გამოვიდნენ და ახალი ტერიტორიებიც მოიპოვეს.
        მეორე მსოფლიო ომის დროს, გააფთრებული პროპაგანდის შედეგად, სერბმა ფაშისტებმა შექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინი «მართალი საქმისათვის» იბრძოდნენ; ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით სერბებმა, რომლებიც სინამდვილეში თვითონ იყვნენ მეტი ნაცისტები, დაიპყრეს ხორვატები, სლოვენიელები, დაიმონეს ბოსნიელი მუსლიმები და ბალკანეთზე საბჭოთა კავშირის მსგავსი გაერთიანება შექმნეს «იუგოსლავიის» სახით.
        ისევე, როგორ რუსეთი დომინირებდა საბჭოთა კავშირში, ასევე სერბეთი – იუგოსლავიაში. საბჭოთა კავშირის დაშლას იუგოსლავიის დაშლა მოჰყვა, რის შემდეგაც სერბებმა საზარელი სასაკლაო მოაწყვეს. იმავე ხორვატიაში, სლოვენიასა და ბოსნიაში.
        ფაქტობრივად, რუსეთის დახმარებით სერბებმა გაიმარჯვეს ამ ომში. მიუხედავად იმისა, რომ ხორვატიამ შეძლო «კრაინის» დაბრუნება, სერბებმა დაიპყრეს ლამის ნახევარი ბოსნია და იგი სერბეთს შეუერთეს იმავე «ხალხთა თვითგამორკვევის» საბაბით, რასაც ახლა გააფთრებით ეწინააღმდეგებიან კოსოვოში.
        გამოდის, მათი აზრით, ბოსნიაში ან ხორვატიაში მცხოვრებ სერბებს ჰქონდათ ამგვარი უფლება, ხოლო სერბეთში მცხოვრებ ალბანელებს კი – არა.
        სერბები ჯიუტად იცავენ ამ უზნეო ორმაგ სტანდარტს და მზად არიან მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ იომონ ამ უზნეობის დასაცავად.
        თუმცა მათი ზეობის აღსასრული უკვე მოახლოვდა, - რაც უფრო დიდხანს გაჯიუტდება მილოშევიჩი, რაც უფრო დიდხანს განაგრძობს იგი წინააღმდეგობას, მით უფრო დაანგრევს ნატო ფაშისტურ იუგოსლავიას და, შემდგომ, მით უფრო დიდი ვადა დასჭირდება დანგრეულის აღდგენას. თანაც, იმავე სერბთა ხელით, - სხვა ქვეყნების დახმარების გარეშე.
        ნატო სერბეთისაგან არა მხოლოდ კოსოვოს ფაქტობრივად გამოყოფას შეუწყობს ხელს, არამედ ჩერნოგორიასაც ჩამოაცილებს, რის შედეგადაც სერბეთი დაკარგავს გასასვლელს ადრიატიკის ზღვაზე.
        ფაქტობრივად, იუგოსლავია ხდება მსხვერპლი იმავე «ფრაგმენტარული იმპერიალიზმის პოლიტიკისა», რასაც რუსეთი ატარებდა პოსტსაბჭოურ სივრცეზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ხელს უწყობდა სეპარატიზმს აფხაზეთში, მთიან ყარაბაღსა და დნესტრისპირეთში.
        ასევე იქცეოდა სერბეთი ხორვატიის «სერბულ კრაინასა» და ბოსნიის «რესპუბლიკა სერბსკა»-ში; შედეგად, თვითონ მიიღო სეპარატიზმი კოსოვოში, ისევე, როგორც რუსეთმა – ჩეჩნეთში.
        რუსეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რათა ხელი შეეწყო სერბული ფაშიზმისათვის – ეხოცა სხვა ხალხები ბალკანეთზე, მაგრამ როგორც კი დასავლეთს მოთმინების ფიალა აევსო (სამწუხაროდ, ძალიან გვიან) და პოსტინდუსტრიული საზოგადოების ტექნოლოგიური რისხვა დაატყდა თავს სერბეთს, რუსეთი უმალვე ჩირგვში დაიმალა; ახლა სერბები რუსებს აბრალებენ: წაგვაქეზეს და გაჭირვებაში მიგვატოვესო, რუსები კი ცინიკურად იმართლებენ თავს.: სერბების გამო დასავლეთს ვერ დავუპირსპირდებით, სერბებმა თავის თავს თვითონ უშველონო. აბა, ჩვენ რა ვალდებულნი ვართ მათ დავეხმაროთ და ომში ჩავებათო ამერიკასთან?
        რუსმა ინტელექტუალ-შოვინისტმა, მძვინვარე ანტიქართველმა, მერაბ მამარდაშვილის მეგობარმა და ოსურ-აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, ანატოლი ლუკინმა (რუსული გოსდუმის «საერთაშორისო საქმეების კომიტეტის» თავმჯდომარემ) ამ თემაზე მსჯელობისას ასეთი რამ თქვა: «როდესაც მოგვიწოდებენ, სერბებს დავეხმაროთ და ომში ჩავებათ, უპირველეს ყოვლისა, ტალეირანის სიტყვებით მახსენდება - გეშინოდეთ პირველი სულისკვეთების, ვინაიდან იგი ყველაზე კეთილშობილურია».
        რუსეთს აღარც შნო აქვს დახმარებისა - არ დაიჯეროთ, თითქოს რუსეთი «ვერ აწვდის იარაღს სერბეთს». რუსული იარაღი სერბებს თავზე საყრელად აქვთ, მაგრამ დასავლურ ტექნოლოგიებთან შედარებით, ეს იარაღი ისეთივე უდღეურია, როგორიც რუსული «მოსკვიჩი» - «მერსედესთან» და «ვოლვოსთან» შედარებით.
        ნატო უეჭველად გაანადგურებს მილოშევიჩის სერბეთს და მისცემს საშუალებას სერბ ხალხს, შექმნას ახალი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ცივილიზებული მსოფლიოსა და ევროპის ნაწილი იქნება; ისევე, როგორც ფაშისტური გერმანია და იაპონია გახდნენ ამერიკის უახლოესი მოკავშირეები ომში დამარცხების შემდეგ.
        ამით ევროპა საბოლოოდ გაერთიანდება და საბოლოოდ მოიშორებს კრემლის ხუნდს. XXI საუკუნეში ევროპამ ფაშიზმისა და კომუნიზმის ნაშთებისაგან განწმენდილმა უნდა შეაბიჯოს.

მერიდიანი, 23 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე