დავიწყებული ყირგიზეთის გაკვეთილი
       

        ვის ახსოვს დედამიწაზე ყირგიზეთი? ბოლოს როდის გსმენიათ რაიმე ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ? ან რაიმე მოლაპარაკებისას თუ განუხილვთ ყირგიზეთის საკითხი ამერიკის, ევროპის ან რუსეთის ლიდერებს? იქნებ ეუთოს ბოლო სამიტზე იყო რაიმე დისკუსია ან ვინმემ რაიმე კითხვა დასვა, ყირგიზეთმა რამე საპასუხო განცხადება გააკეთა, უცხუელმა ლიდერებმა ერთხელ მაინც ახსენეს ან დაინტერესდნენ საერთოდ?
        არავინ და არაფერი! სრული სიჩუმე, სრული გულგრილობა და დავიწყება!
        არადა, ამ ქვეყანაში რომ ცოტა ხნის წინ საშინელება მოხდა, ასეთი ბოლოდროინდელ მსოფლიოს საერთოდ არ ახსოვს. შესაძლოა მხოლოდ რუანდაში და სხვა რომელიმე ველურ ქვეყანაში მოვძებნოთ ანალოგია. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ იმ «ველურ ქვეყანაში» დასავლეთი ჯარებს აგზავნიდა, გაერო (ისევ და ისევ დასავლეთის მოთხოვნით) რეზოლუციებს იღებდა, ეს თემა პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა და წამყვანი დასავლური ტელეკომპანიები ყოველდღიურ ყურადღებას აქცევდნენ. ყირგიზეთი კი, იქ გაჩაღებული საშინელი ხოცვა-ჟლეტიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, ყველას დაავიწყდა.
        რატომ? იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც იქ მოხდა, დასავლეთმა ამ ქვეყანაზე ხელი ჩაიქნია და (რაც მთავარია) მისი ბედი თუ უბედობა მთლიანად რუსეთს გადაულოცა! ანუ «რუსეთი აკონტროლებს იქ ყველაფერს და იმან იმტვრიოსო თავი მაგ ევლურებთან ურთიერთობისთვის».
        მართალია ყირგიზეთში რუსული ბაზაცაა განლაგებული და ამერიკისაც, მაგრამ სამოქალაქო ომისა და ხოცვლა-ჟლეტის პროვოცირებით მოსკოვმა დაამტკიცა: «ორ სკაზე ჯდომა» ქვეყნისთვის დამღუპველია, რადგან საბოლოოდ მაინც ჩავარდება და ბოლოს ერთ-ერთ სკამზე მოუწევს მყარად დაჯდომა. ესე იგი, ამერიკამ ყირგიზეთზე «ხელები დაიბანა» და ავღანეთში ტვირთების გადატანის გარდა აღარაფერი აინეტრესებს. რუსეთი კი წარმატებით ახერხებს ყირგიზეთის ქცევას ჩამორჩენილ და არასტაბილურ პროვინციად, რომელიც ადრე თუ გვიან პუტინისეულ «ახალ იმპერიაში» დაიმკვიდრებს ამ სტატუსს. ესე იგი, უბრალო გუბერნიად იქვცევა.
        უკვე რამდენიმე კვირაა, ყირგიზეთის პარლამენტი იკრიბება და იშლება, იკრიბება და იშლება. . . . . როგორც ცნობილია, სისხლიანი მოვლენების შემდეგ, როდესაც ყირგიზებმა ჯერ ერთმანეთი ხოცეს, დედაქალაქი დაწევს, გაძარცვეს, გაანადგურეს, შემდეგ კი უზბეკებს დაერივნენ, ამ ქვეყნის უბადრუკმა «პოლიტელიტამ» მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის სრულ საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ.
        ამაყობდნენ კიდეც: «ჩვენ პირველი და ერთადერთი ქვეყანა ვართ აზიაში, რომელმაც ესოდენ დემოკრატიული წეს-წყობილების შემოღება შეძლოო». მაგრამ აზიურ ნიადაგზე «გერმანული მოდელის» დამყნობამ ის მახინჯი შედეგი გამოიღო (როგორც მოსალოდნენლი იყო), რომ ყირგიზეთის პარლამენტი საერთოდ ვეღარ იღებს გადაწყვეტილებებს: გადაჰყვნენ საპარლამენტო ლაყბობას, ჩხუბს, გაწევ-გამოწევას, ურთიერთბრალდებებს, სხდომათა ბოიკოტს და ერთხელაც კი ვერ გამართეს საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვანი შეკრება.
        ჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში იმაზე ყაყანებდნენ, თუ როგორ უნდა განეხილათ რეგალმენტი. ამაზე ვერ შეთანხმდნენ და დროებითი რეგლამენტი მიიღეს. მერე იმაზე კამათობდნენ და ჩხუბობდნენ, უნდა შეექმნათ თუ არა სისხლიანი მოვლენების საგამოძიებო კომისია. ვერ შეთანხმდნენ ვერც ამაზე და ვერც იმის შესახებ, საერთოდ რა საკითხები შეეტანათ დღის წესრიგში.
        ბოლოს რაღაც მოახერხეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უკმაყოფილო დეპუტატებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და კვორუმი არ შედგა. ბოროტი ენები საქართველოში ამბობენ, რომ ეს კონსტიტუცია (ე.წ. «საპარლამენტო») ქართველ რესპუბლიკელებთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ერთი «ცნობილი ქართველი კონსტიტიციონალისტის» შექმნილია დასავლური გრანტის საფასურად.
        თუმცა, ეს «ცნობილი საკონსტიტუციო გვამიც» და «რესპუბლიკელებიც» ამ საზიზღარ ჭორს დღეს უკევ კატეგორიულად უარყოფენ, ხელებს თეატრალურად ასავსავბეენ და ყირგიზეთის მარაზმის შემხედვარე აცხადებენ, რომ «არავითარი კავშირი ამ მარაზმთან არა აქვთ» და არანაირი წვლილი ყირგიზეთის საპარლამენტო დემოკრატიაში არ შეუტანიათ.
        კი ბატონო, უნდა დავუჯეროთ. როზა ოტუმბაევა მათ არ გასცემს და სხვა რა დარჩენიათ? თუმცა ის კი უნდა გავითვალისწინოოთ, რომ სწორედ ეს «ჭკუისკოლოფები» ქმნიან 1988 წლიდან დაწყებული საქართველოში სხვადასხვა «კონსტიტუციისა» თუ «საარჩევნო კანონთა» მოდელებს და კიდევ კარგი, მათმა ბრძნულმა პროექტმა ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა.
        თუ არ ჩავთვლით 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებს ე.წ. «პრეფერენციების» სისტემით, რასაც სამოქაალქო ომის განახლება, აფხაზეთის დაკარგვა და ქვეყნის დაქცევა მოჰყვა. ესე იგი, მოჰყვა დაახლოებით ის, რაც «მოდელირებულ ქრონიკაში» იყო აღწერილი და ყირგიზეთში რეალურად მოხდა.

მთელ გვერდზე