საქართველოზე – დუმილით

           საქართველოში განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ვლადიმირ პუტინის ამერიკულ ვოიაჟს და მის მოლაპარაკებას პრეზიდენტ ბუშთან, რასაც ბევრი დამკვირვებელი უკანასკნელი პერიოდის უმთავრეს მოვლენად მიიჩნევდა. მართლაც, პუტინი და ბუში (ორი უმთავრესი ატომური სახელმწიფოს ლიდერები) ერაყის კონფლიქტის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, რათა უთანხმოება დაეძლიათ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულმა პრესამ ვლადიმირ პუტინს საშინელი მასპინძლობა გაუწია. არ დარჩენილა არც ერთი სერიოზული გაზეით, რომელმაც დღევანდელი რუსეთის ლიდერს კბილი არ გაჰკრა, განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა დაატეხეს თავს რუსეთის პრეზიდენტს ისეთმა ავტორიტეტულმა და გავლენიანმა გაზეთებმა, როგორებიც არიან» ნ იუ-იორკ ტაიმის», «ვოლ სტრიტ ჯერნელი», «ვაშინგტონ პოსტი» და «ვაშინგტონ ტაიმსი». ერთი შეხედვით, თითქოს ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ჩვენთვის მაინც ძალიან ნიშანდობლივია, რომ ამერიკულმა პრესამ ნეგატიური განწყობა შექმნა, მაგალითად, ჩეჩნების კონფლიქტთან დაკავშირებით და პუტინს ჩეჩენი ხალხის გენოციში ადანაშაულებს. ეს განწყობა, უეჭველად, საქართველოს სასარგებლოდ იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი კვლავ გადაწყვეტს პანკისის პრობლემის გამოყენებას, ყოველ შემთხვევაში, ქვეყანა, რომელსაც დასავლური საზოგადოება მცირე ერის გენოციდში ადანაშაულებს – სხვა მეზობელ ქვეყანას ტერორისტების მფავრელობაში ბრალს ვეღარ დასდებს, ვინაიდან, ამ ბრალდებით დასავლეთისმ მხარდაჭერას ვეღარ მოიპოვებს. სწორედ ეს იყო ყველაზე საშიში (საქართვლეოსათვის) რუსეთ-ამერიკის ბოოლოდროინდელ ურთიერთობებში. გარდა ამისა, ამერიკული ისტებლიშმენტი (რომლოის ინტერესთა გამომხატველია ელიტარული პრესა) პუტინს ადანაშაულებს ატვორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებაში, სიტყვის თავისუფლების ჩახშობასა და საბჭოთა კაშვირის აღდგენის მცდელობაში. ეს ბოლლო მომენტიც ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა და განურჩევლად იმისა, ამ კონტექსტში იყო თუ არა ნახსენები კონკრეტულად საქართველო – Hპუტინის ნეოიმპერიულ ინტენციათა ესოდენ მკვეთრი და მკაფიო უარყოფა საქართველოსთვის კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია.
           გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლისას, პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღევანდელ ვითარებაში მოსკოვი ცდილობს, სწორედ გაერო აქციოს ამერიკის «შეკავების» უმთავრეს ინსტრუმენტად. ეს არც არის გასაკვირი იმ ვითარებაში, როდესაც იგივე ამერიკული პრესა, ერთგვარი, ირონიითაც კი შენიშნავს: რუსეთის ეკონომიკური შესაძლებლობები და მისი გლობალური ამბიცია ერთმანეთს არ შეესაბამებიანო. ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ნატოს საკითხთა არასამთავრობო ოკმიტეტის პრეზიდენტის, ცნობილი ამერიკელი მოღვაწის და აღიარებული ექსპერტის – ბრიუს ჯეკსონის განცხადება, რაც სწორედ პუტინის ამერიკაში ვიზიტისას გამოქვეყნდა ერთდროულად რამდენიმე დასავლურ გაზეთში. ბრიუს ჯეკსონის თქმით, ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეზე ეკონომიკური ალიანსის შეკოწიწება, ფაქტობრივად, ევროპის ხელახლა გამყოფი «მეორე იალტა» იქნება. როგორც ცნობილია, 1945 წელს იოსებ სტალინის მოწვევით იალტაში შეიკრიბა დიდი სამეული, სადაც გადაწყდა ევროპის გაყოფა. ჯეკსონი ყველას აფრთხილებს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის იალტის სამიტზე ხელმოწერილი განზრახულობათა ოქიმ, თუ იგი საბოლოოდ განხორციელდა, - უკრაინას შეათრევს კავშირში ავტორიტარულ სახელმწიფოებთან (რუსეთთან, ბელარუსთან და ყაზახეთთან), რაც ხელახლა გახლეჩს ევროპას და წერტილს დაუსვამს პოსტსაბჭოური სივრცის მოდერნიზაციის დასავლურ პროექტს. ჯეკსონი გვპირდება (მათ შორის, რასაკვირველია, ქართველებსაც(, რომ უახლოეს მომავალში დასავლეთი ეუთოს მეშვოებით შეცედება, დაწვრილებით განიხილოს აფხაზეთის და სხვა პოსტსაბჭოური კონფლიქტების პრობლემა. თავისთავად, ეუთო ამ თვალსაზრისით უმწეოა, მაგრამ იგი დასავლეთის პროპაგანდისლუტ ტრიბუნად იქცევა და შეიძლება გარკვეული ფონიც ოეამზადოს ახალი პროექტების შესამშუავებლად, რაც კონფლიქტურ რეგიონებში ბრიუსელისა და ვაშინგტონის «შემოსვლას» გულისხმობს.
           მაშასადამე, თუ ყოველივე ზემოთ თქმულს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პროობლემათა ჩრდილი პუტინის ამერიკულ ვიზიტს ნამდივლად გასდევდა, თუმცა, საკუთრივ კემპდევიდში უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებებისას, საქართველოს შესახებ კონკრეტული მსჯელობა არ ყოფილა, რაც კიედვ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა ჩვენს ქვეყანას განიხილავს მხოლოდ პოსტსაბჭოური სივრცის საერთო მოდერნიზაციის პროგრამის კონტექსტში და არავითარი «კერძო» პროექტი საქართველოსთვის არ შეიქმნება.
           კეამპ-დევიდის სამიტმა დაადასტურა სერიოზული უთანხმოება რუსეთსა და ამერიკას შორის რამდენიმე გლობალურ თემაზე. აშშ-ის საგარეო რეზიდენციის სილამაზემ და დიპლომატიურმა ანტურაჟმა, მათ შორის, გოლფის მოედანზე სასეირნო მანქანის ერთობლივმა მართვამ, ვერ დაფარა წინააღმდეგობა ორ ლიდერს შორის ირანის, ერაყის და გაეროს როლის, ანუ საერთაშორისო სამართლის მომავლის საკითხებში. თუმცა, ეს უთანხმოება, ჯერჯერობით, არ არის საკმარისი, რათა ვაშინგტონმა უარი თქვას თავისი პოსტსაბჭოური სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტზე: კავკასიის მართვაზე რუსეთის ხელით. იგულისხმება, რომ ეს ხელი ვაშინგტონის ხელისუფლების გაგრძელებაა. ყოველ შემთხვევაში, ელცინის დროს ნამდვილად ასე იყო.

დილის გაზეთი, 29 სექტემბერი 2003 წელი

მთელ გვერდზე