ამერიკის ელჩი საიდუმლო მოლაპარაკებებით დაინტერესდა

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა შეხვედრა ამერიკის სრულუფლებიან ელჩს – რიჩარდ მაილსსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის. აქვე უნდა ითქვას, როა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სახელმწიფო კანცელარიასა და მთავრობის კაბინეტებში იშვიათი სტუმარი არ არის. რიჩარდ მაილსი აქტიურად მუშაობს კონკრეტული საკითხების განხილვაზეც კი, რაც დიპლომატიურ პრაქტიკაში იშვიათობაა, თუმცა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა დონისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესთა გათვალისწინებით, ეს, ალბათ, მისასალმებელი პრაქტიკაა.

        გუშინდელი შეხვედრა მიანც აგმორჩეული იყო, რადგან გაჟონა ინფორმაციამ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილებოდა «ეიი-ეს თელასის» საქართველოდან წასვლისა და აქციათა საკონტროლო პაკეტის რუსული «რაო-ეეს»-ისთვის მიყიდვის პრობლემა. თვით რიჩარდ მაილსმა ეს ინფორმაცია მთლიანად არ დაადასტურა, მაგრამ არც კატეგორიულად უარუყვია. ამასთანავე, ერთდროულად რამდენიმე წყარო ადასტურებს თვით თემატიკას, ოღონდდეტალებზე მხოლოდ ირიბი ინფორმაციებითა და მინიშნებებით შეიძლება ვიმსჯელოთ. უეჭველია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეიძლება არ იყოს აღშფოთებული იმ აშკარა ტყუილით, რითაც «ეი-ი-ეს»-ის სათავო ოფისი პასუხობს ოფიციალური თბილისის ყველა თხოვნას, მიაწოდონ ინფორმაცია «რაო-ეეს»-თან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ.
        ისღა დაგვრჩენია, ვიოცნებოთ, რომ მთელი ეს აურზაური ამერიკული კომპანიის მიერ განხორციელებული საკმაოდ ოსტატური «პი-არ» აქციაა და სინამდვილეში მას არ სურს საქართველოდან წასვლა, თუმცა კი ცდილობს დააშინოს ხელისუფლება, რათა მან ურფო მეტად გაითვალისწინოს კომპანიის ინტერესები და არ აიძულებდეს, მიაწოდოს ელექტროენერგია არგადამხდელებს, ზარალის მიუხედავად.
        მეორე საკითხი, რაც, როგორც ჩანს, განიხილებოდა მაილსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, უეჭველად იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებულიო «ჰუმანიტარული ხორბლის» ხარჯვის საკითხი. ეს მარაგი ამჟამად იხარჯება იმისათვის, რათა პურზე ფასი არ გაიზარდოს, არადა, ამერიკელებს მიაჩნიათ (რაკი მათ საჩუქარია, აქვთ ამ საკითხებში ჩარევის უფლება მორალურიც დაპ ოლიტიკურიც)9 რომ ეს მარაგი უნდა დაიხარჯოს მხოლოდ პურზე ფასის შესამჩნევი ზრდის პირობებში.

დილის გაზეთი, 30 ივლისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე