«მართვადი ქაოსი» _ მიზანი თუ საშუალება?

        გუშინ დილით, ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ოფისზე განხორციელებული თავდასხმა, რასაც სასწაულებრივად არ მოჰყვა მსხვერპლი, ძალიან შემაშფოთებელი სიმპტომია, რომლეიც უდავოდ მეტყველებს, რომ რევოლუციის შემდეგ, საქართვლეოში ვითარება დესტრუქციის ყველაზე საშიშ ფორმებს იღებს.

        ამ ფენომენს პოლიტოლოგები «მართვადი ქაოსის» სისტემას უწოდებენ. უპირველესად, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ თუ პირველ სამ შემთხვევაში, როდესაც აფეთქებები რადიო-ტელევიზიის შენობასთან ან სხვადასხვა ოფისებთან მოხდა, პროვოკატორები დაშინებას (უფრო ზუსტად, საზოგადოებრივ რეზონანსს) ისახავდნენ მიზნად, ამჯერად თავდასხმის მიზანი აშკარად სხვა იყო: ჟურნალისტების მკვლელობა და ვითარების უკიდურესად დაძაბვა ქვეყანაში.
        ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი, რომლეიც ტელეკომპანიის შენობას ესროლეს და რომელსაც სამხედრო სლენგზე «მუხა» ეწოდება, თავისი მოხერხებულობით, სიმჩატით, ტრანსპორტაბელურობით, სიზუსტით და, იმავდროულად, გამანადგურებელი კუმულატიური დარტყმის ძალით, თავისი კლასის ტანკსაწინააღმდეგო იარაღთა შორის, საუკეთესოდ მიიჩნევა. 70-იანი წლებიდან, როდესაც მისი მასობრივი წარმოება დაიწყო, საბჭოთა კავშირი უხვად ამარაგებდა ხელის ნაღმსატყორცნებით ყველა ჯუგის ავაზაკსა და ტერორისტს აფრიკიდან ჩრდილოეთ ირლანდიამდე და ჩილედან ვიეტნამამდე.
        საქართველოში 1991-1993 წლების მოვლენებისას რუსეთის სამხედრო სპეცსამსახურმა ათასობით ერთეული ანალოგიური ტიპის იარაღი დაურიგა გვარდია-მხედრიონისა და «ზვიადისტური» ფორმირებების წევრებს, რაკი იცოდა, რომ ეს იარაღი (ათი ათასობით «კალაშნიკოვის» ავტომატთან ერთად) დამანგრეველ ძალად იქცეოდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.
        გადაჭარბებაა, თითქოს «მუხის» სასროლად რაიმე განსაკუთრებული მომზადებაა საჭირო: ამ იარაღის უნიკალურობა სწორედ მისი უბრალოება და (იმავდროულად) მრისხანე ძალაა. საკითხავი ნამდვილად ის არის, ვის აძლევს ხელს ამჟამად დესტაბილიზაცია და ვინ იყენებს დიდწი ხნის წინათ «დავერბოვკებულ» გარეწრებს ამგვარი ტერაქტების მოსაწყობად. ეს არცთუ ისე ადვილი ასახსნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აქ ვერას გავხვდებით დედუქციური ლოგიკით, რადგან «ინტერესთა ჯგუფები» სინამდვილეში ბევრად უფრო მრავალრიცხოვანნი და მრავალგვარნი არიან, ბევრად მეტ საგარეო და საშინაო ძალას წარმოადგენენ, ვიდრე სქემატური ანალიზიდან შეიძლება გამომდინარეობდეს.
        აქ ვუახლოვდებით ყველაზე საზარელ ვითარებეას, რაც «მართვადი ქაოსისთვისაა» დამახასიათებელი, როდესაც არანაირ ანალიზს არ ექვემდებარება მოვლენათა რიგი, ექსცესთა მოტივაცია და მათი ურთიერთმიმართება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, «მართვადი ქაოსისას» ყველაზე ძნელია იმის არათუ დადგენა, დამტკიცება, არამედ ჰიპოთეზური მოაზრებაც კი, თუ ვინ მართავს ამ სისტემას და რა მიზნით. ასეით რამ უკვე მრავალგზის მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში და უამრავი ანალოგია არსბეობს, ვინაიდან დესტაბილიზაციის ტექნოლოგია (მეთოდოლოგიურად) უცვლელია. მაგალითად, ავღანეშთი ომის დროს შემაძრწუნებელი მოვლენა იყო «სათამაშო ბომბები». ბავშვები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე პოულობდნენ სათამაშოებს, რომლებიც სინამდვილეში შენიღბული ბომბები იყო. ისინი პატარებს ხელებში უფეთქდებოდა. მთელი მსოფლიო მოიარა ასეულობით შემაძრწუნებელმა სურათმ ა- დასახიჩრებული, უფეხო, უხელო, დაბრმავებული ბავშვებით.
        დღემდე გაუგებარია, ვინ აკეთებდა ამას საბჭოთა კავშირის საოკუპაციო ჯარები? მაგრამ ამით ხომ ავღანეთში საბჭოთა მისიის დისკრედიტაცია ხდებოდა და თანაც აფეთქებები თანაბრად ნაწილდებოდა სხვადასხვა რეგიონებს შორის, განურჩევლად იმისა, იმყოფებოდნენ თუ არა იქ საბჭოთა ჯარები. ავღანელი მოჯაჰედები – საკუთარი ბავშვების წინააღმდეგ?
        _ ეს მით უმეტეს, გამორიცხულია, რადგან ფანატიკოსი მუსლიმები, რომლებიც შუაგულ ბრძოლაშიც კი ასრულებდნენ ნამაზს, ამას არავის შეარჩენდნენ და არც გამოეპარებოდათ. ისე დამთავრდა საზარელი ომი (!მილიონიანი მსხვერპლით)9 რომ ამ საშინელი მოვლენის შესახებ ვერავინ ვერაფერი გაიგო. სწორედ მაშინ შემოვიდა ლიტერატურაში ტერმინი «მართვადი ქაოსი» და «დინამიკური ქაოსი».
        არსბეობს ძალიან საშიში სიმპტომები იმისა, რომ რაღაც მსგავსი ხდება საქართველოში და ასევე შეუძლებელი გახდება იმის დადგენა, ვის რაში აძლევს ხელს ტერაქტები, რა არის მათი შინაგანი ლოგიკა, მოტივი, მიზანი, ურთიერთკავშირი და ასე შემდეგ. «მართვადი ქაოსის» სისტემა ის უფერული, უხილავი, უცნობი, «უვინაობო» ურჩხულია, რომელმაც საქართვლეოში და სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ათეულობით სხვადასხვა სპეცსამსახურის სიბნელიდან ამოყვინთა და, ღმერთმა ნუ ქნას, სისხლიანი მონაგარი მოიმკას საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში.
        რაღაც ინტუიციმთი შეიძლება მივხვდეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა (ეს აშკარაა) ამ სისხლიანი ურთჩხულისთვის მხოლოდ «საშუალედო მიზანი», საშუალებაა და არა ძირითადი მიზანი, რადგან ხელისუფლების არალეგიტიმურობის პირობებში უფრო გაუადვილდებათ «მართვადი ქაოსის» სისტემების ამოქმედება. რა არის საბოლოო მიზანი და თვით ეს სისტემა რა შედეგისთვის იქმნება, ამის განსაზღვრა დღეს შეუძლებელია.
        ქართულ სპეცსამსხაურებს, საწმუხაროდ, 15 წლის განმალვობაში ანგრევდნენ, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მათ გაძლიერებაზე ეზრუნა, ამიტომ, ნ ურცი ს გაგვიკვირდება, თუ ეს ტერაქტი (მის წინამორბედთა მსგავსად) გაუხსნელი დარჩება. ერთადერთი საშუალება თავის დასაცავად, ისევ და ისევ, მოსახლეობის აქტიურობაა, რათა იდუმალმა დესტრუქციულმა ძალამ ზემოხსენებული საშუალედო მიზნის მიღწევა ვერ შეძლოს.

დილის გაზეთი, 30 დეკემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე