აფხაზეთის კომიტეტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოლოდინში

        რამდენიმე დღის განმავლობაში სახელისფლებო ბლოკში მიმდინარე პეტრუბრაციებმა ძალზე მნიშვნელოვანი ცნობა დაჩრდილა: საქართველოს პრეზიდენტმა გასული კვირის ბოლოს ხელი მოაწერა ბრძანებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობოის აღდგენის კომიტეტის შექმნის შესახებ და პირველი სხდომაც ჩაატარა. ფაქტობრივად, პრეზიდენტმა შექმნა სათათბირო (მუდმივმოქმედი) ორგანო, რის უფლებასაც მას კონსტიტუცია ანიჭებს.
        შევარდნაძის სახელისუფლებო ტექნოლოგიის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ იგი ძალიან იშვიათად სარგებლობს ამ უფლებით და ამჯობინებს ამგვარი სათათბირო ორგანოები (რასაკვირველია, ეროვნული უშიშროების საბოჭს ან საინვესტიციო საბჭოს გარდა) არაოფიციალურად, გაუფორმებლად არსებობდეს ან სხვა უწყებათა ეგიდით შეიქმნას.
        საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტი არ შექმნილა რაიმე კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად და არც მხოლოდ აფხაზეთის პრობლემის განსახილველად. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, მისი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. პირველივე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომიტეტის სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის საკითხი (სოჭის შეთანხმებათა შესაბამისად). აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ ამის გამო აღშფოთებაც კი გამოთქვა და კატეგორიულად დაგმო რკინიგზის აღდგენა ლტოლვილთა დაბრუნებამდე. ამას კიდევ უფრო რადიკალური მოთხოვნა ემატება, თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ რკინიგზა მანამ არ უნდა აღდგეს, ვიდრე აფხაზეთის სტატუსი არ გაირკვევა და ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია არ აღდგება. ეს მოთხოვნა სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან ლტოლვილთა დაბრუნება იურისდიქციის აღდგენამდე, ან, ყოველ შემთხვევშაი, თუნდაც გალის რეგიონში ერთობლივი იურისდიქციის აღდგენამდე უეჭველად ნიშნავს მათ ჩაყრას ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც აღმოჩნდა გალის რაიონის (თაგილონის) მოსახლეობა გუშინწინდელი დარბევის დროს. თუმცა, ამჯერად ეს შიშნეულობა აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ედუარდ შევარდნაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სოჭის შეთანხმებათა და პრეზიდენტ პუტინის განცხადებათა შესაბამისად, რკინიგზის აღდგენა მოხდება მხოლოდ ლტოლვილთა დაბრუნების სინქრონულად. ეს კი უკვე აფხაზური მხარისთვისაა მიუღებელი, რადგან უმჭიდროესად უკაშვირდება ისევ და ისევ ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნას. მაშასადამე, პრეზიდენტს ეს კომიტეტი იმისათვის არ შეუქმნია, რათა იალტის სამიტის წინ რკინიგზის აღდგენა უზრუნველეყო.
        ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ კომიტეტის წევრებად თავდაპირველად დაინიშნენ ძალისმიერ სტრუქტურათა წარმომადგენლები და არ დაინიშნა თამაზ ნადარეიშვილი. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რაკი ედუარდ შევარდნაძე ასეთი დემონსტრაციებქის დიდოსტატია: კომიტტეტი რომ მორიგი სიმბოლური ორგანო იყოს, თამაზ ნადარეიშვილისათვის იქ ადგილი თავიდანვე უეჭველად მოიძებნებოდა, მაგრამ პრეზიდენტს ამით სურდა ეთქვა, რომ კომიტეტი არ იქმნება აფხაზეთში ომის დასაწყებად _ მას სხვა დანიშნულება და ფუნქცია აქვს. უეჭველია, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისათვის აფხაზეთთან დაკაშვირებით. ამასთნა, ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ მშვიდობიანი მოწესრიგებისა და კომპრომისების დისკურსში განიხილება. ოღონდ არა რკინიგზის აღდგენა-არაღდგენის, არამედ უფრო მაღალ რეგისტრში – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ფედერალიზაციისა და რუსეთთან სტრატეგიული კომპრომისის თავლსაზრისით.
        ამ პროცესში «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტი» განმსაზვრელ ფუნქციას შეასრულებს. ფაქტობრივად, ეს არის საკონსტიტუციო რეფორმის კომიტეტი. მისი შემადგენლობა უეჭველად გაფართოვდება, ხოლო ძალისხმევის ცენტრალური მიმართულება ისევ და ისევ კონსტიტუციური ცვლილებები იქნება.

დილის გაზეთი, 9 სექტემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე