დიდი რეორგანიზაცია მთავრობაში

        ზოგიერთი ცნობით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვლავ წამოტივტივდება სამთავრობო რეორგანიზაციისა და სტრუქტურის შეკვეცის, ანუ შემცირების საკითხი. თავისთავად, ამ პრობლემას საინტერესო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1992 წლის დაუვიწყარი პირველი პარლამენტიდან ოპოზიცია მოითხოვმს მთავრობის შემცირებას, ანუ სამინისტროთა შეცვლა-გაერთიანებას. მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის საფუძველზე სამინისტროთა რიცხვი 27-დან 18-მდე შემცირდა, ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოთქვამდა _ რატომ 12-მდე არ შეკვეცესო.

დღეს ცოტა არ იყოს პარადოქსული (ერთი შეხედვით მაინც) ვითარება იქმნება: პრეზიდენტი თავად მოითხოვს სამინისტროთა გაერთიანებას, ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც მთავრობის შემადგენლობა პრეზიდენტმა გადააყენა, ედუარდ შევარდნაძემ თვითონ შემსთავაზა პარლამენტს საკმაოდ ღრმა და სტრუქტურული რეორგანიზაცია მთავრობაში. თანაც, საეჭვოა, მაშინ ეს წინადადება პერსონიფიცირებული ყოფილიყო, ანუ რომელიომე კონკრეტული მინისტრის ან მინისტრთა ჯგუფის წინააღმდეგ ყოფილიყო მიმართული. თვით მინისტრების გატარება საპარლამენტო «საკეპ მანქანაში», აგ რეთვე იმის დემონსტრირება და დადასტურებაა, რომ პრეზიდენტი არ აპირებს მინისტრების საკეთებელი აკეთოს და მათი ასატკიებელი თავი თვითონ აიტკიოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ანალოგიური ტექნოლოგიური სვლა კიდევ არაერთგზის გამეორდება.
        ამჯერად საუბარია თითქმის ისეთივე პროექტზე, როგორიც გასულ წელს განიხილებოდა. რასაკვირველია, წინააღმდეგობა იგივე მეთოდოლოგიისა იქნება. პირვანდელ პროექტს გააფთრებულიო წინააღმდეგობა შეხვდა პარლამენტში და ეს წინააღმდეგობა უეჭველად აღმასრულებელიო სტრუქტურებიდან იყო სტიმულირებული.
        უკლებლივ ყველა მინისტრი და აგრეთვე, უკლებლივ ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი გეტყვით, რომ კონკრეტულად მისი უწყების დამოუკიდებლად არსებობის გარეშე საქართველო უმოკლეს ვადებში დაიღუპება. ისინი ყველანაირად შეეცდებიან, არ დაუშვან «სამშობლოს დაღუპვა», ანუ მათი სამინისტროს სხვასთან გაერთიანება, სამინისტროს დეპარტამენტად გადაკეთება, ან დეპარტამენტის გაუქმება, ოღონდ ეს იმიტომ კი არა, თითქოს ისინი ცუდები არიან, უბრალოდ, ეს ინსტიტუციონალური კანონზომიერებაა, ნებისმიერი ინსტიტუტი (სისტემა) იბრძვის თვით გადარჩენისა და არსებობისთვის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მინისტრიც ამ ინტერესს (თვითგადარჩენის ინსტიქტს) გამოხატავს.
        მიუხედავად ამისა, ყველაფრით ჩანს რომ შევარდნაძე არ აპირებს უკან დახევას და ინსტიტუციონალური რეფორმის პროცესს ბოლომდე მიიყვანს.
        ამჯერად, საუბარია ისევ და ისევ კულტურისა და განათლების სამინისტროთა, აგრეთვე, ფინანსთა და «გადასახადების» სამინისტროების გაერთიანებაზე. გარდა ამისა, ყველა ეკონომიკური ბლოკის სამინისტრო უნდა გაერთიანდეს ერთ ეკონომიკის სამინისტროდ.
        სხვათა შორის, იმ ვითარებაში, როდესაც (საბაზრო ეკონომიკის პირობებში) სამინისტროებს მხოლოდ მაკოორდინირებელი
        ფუნქცია აქვთ დატოვებული, არანაირი ტრაგედია არ არის მათი
        შეკვეცა.
        აქ არის კიდევ ერთი ასპექტი. მთავრობის რეორგანიზაციას დიდი ხანია მოითხოვს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ვინაიდან ეს ინსტიტუციონალური რეფორმის ერთ-ერთ გამოვლინებად მიაჩნია. სამიტნისტროთა გაერთიანება არ ნიშნავს კადრების გადანაწილებას. ბუნებრივია, «გაერთიანება-რეორგანგიზაციიმს» საფარველქვეშ მოხდება კადრების შემცირება, რაც საკმაოდ სარისკო ღონისძიებაა, ვინაიდან უმუშევრად დარჩება ასეულობით ბიუროკრატი, რაც თავისთავად გამანადგურებელი ძალაა.

დილის გაზეთი, 13 მარტი, 2002 წელი

მთელ გვერდზე