შევარდნაძემ გაეროს ტრიბუნიდან აფხაზეთზე სიმართლე თქვა

        გუშინ «მილენიუმ სამიტზე» გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა უპრეცედენტოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა, როგორც რუსეთის, ასევე გაეროს მისამართით. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, «ჩვენ შესანიშნავად ვიცით როგორ დაიწყო აფხაზეთის კონფლიქტი და ვინ ეხმარებოდა სეპარატისტებს. არაერთგზის გვითქვამს, რომ არ ყოფილიყო აფხაზეთის კონფლიქტი, არ იქნებოდა ჩეჩნეთი». ამ კონტექსტში ჩეჩნეთის ხსენება უკვე, უეჭველად, იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ხელისუფლება საბოლოოდ თავისუფლდება რუსეთის მეშვეობით აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის ილუზიისაგან.
        რასაკვირველია, შევარდნაძე გაეროში პრირდაპირ ვერ იტყოდა, რომ საქართველო იმხანად რუსეთთან აწარმოებდა ომს, მაგრამ რაც ითქვა, სრულიად საკმარისი იყო. სიმართლე დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით უნდა თქვა, თორემ ვერ გაგიგებენ, მით უმეტეს, რომ დღეს, ანუ მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ტრაგედიიდან თითქმის 7 წელი გავიდა, ოფიციალურ თბილისს გაუჭირდება კონკრეტული დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენა და ამ საბუთების სერიოზულად არც არავინ განიხილავს მოსფლიოში ამჟამად არსებული ვითარების გათვალისწინებით. მაგრამ პოლიტიკურ თვალსაზრისით, როგორც საგარეო, ასევე, საშინაო პოლიტიკის საჭიროებათა გათვალისწინებით, იმ სიტუაციაში, როდესაც უკვე დაიწყო რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან, ედუარდ შევარდნაძის მკვეთრ გამოსვლას გაეროს ტრიბუნიდან, იმ ვითარებაში, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება «მილენიუმ სამიტისადმი» იყო მიპრყობილი, განსაკუთრებული მნიშვნელოდა და დატვირთვა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, ამ გამოსვლიოთ (დიპლომატიური ფრაზეოლოგიის მიუხედავად, მის სიმსწვავეს გარეშე დამკვირვებელიც იგრძნობდა) რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დაიწყო ახალი ეტაპი, როდესაც რუსეთის წასვლა ჩვენი ქვეყნიდან უკვე გარდაუვალი ხდება, თანაც, ყოველიოვე ითქვა მაშინ, როდესაც «მილენიუმ სამიტში» რუსეთის პრეზიდენტიც მონაწილეობდა. რუსეთის დელეგაციას ედუარდ შევარდნაძის ტონალობა არ გამოეპარებოდა და ყოველივეს მიხვდებოდა, მაგრამ შევარდნაძე უკვე მოქმედებს პრინციპით: მიხვდებიან და მიხვდნენ! ერთადერთი მეთოდი, რომლითაც აფხაზეთში განხორციელებული ანტიქართული აგ რესიის შემდეგ რუსეთს შეეძლო შეენარჩუნებინა «ყოფნა» საქართველოში და მიეღო ის გეოპოლიტიკური გარანტიები, რაც მას აინტერესებს (ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით), იყო აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა და ამ პროცესში საქართველოს ინტერესების თუნდაც ნაწილობრივ დაცვა. რუსეთს საამისო შესაძლებლობები ჰქონდა, მაგრამ ამის ნაცვლად მან, პირიქით, აფხაზეთის მიმაპრთ ბლოკადა საბოლოოდ გააუქმა, ანუ რუსეთმა არ მოინდომა აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა შვიდი წლის განმავლობაში (მიუხედავად 1995 წელს ბაზების თაობაზე ხელშეკრულების პარაფირებისა) და ისიც უნდოდა, რომ საქართველოს ჩეჩვნეთის საკითხში მისთვიმს მხარი აქტიურად დაეჭირა, არა მხოლოდ სიტყვით (განცხადებებითა და დეკლარაციებით), არამედ ჯარიც გაეტარებინა შატილზე ჩეჩნებისათვის ზურგში დასარტყმელად, თანაც, არ სურდა ამის შემდეგაც კი რაიმე შეეცვალა აფხაზეთში.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, გაეროს ტრიბუნიდან ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიო ისტებლიშმაენტსაც და საქართველოს მოსახლეობასაც მიანიშნა, რომ იწყება სრულიად ახალიო ეტაპი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და თუ გვინდა (გვინდოდა) ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა, ანუ უცო ქვეყნის ჯარის გაყვანა, იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ რუსეთი, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება ამ პოზიციაში, ყველა ღონეს იხმარს, რათა საქართველოდან არ «წავიდეს», თუნდაც ჩვენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მეთოდით, როგორც ერთხელ უკვე გააკეთა. ამ მეთოდოლოგითი ყველაზე ადვილი იქნება ზამთარში «თბილსრესისათვის» ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა, რის შედეგადაც, მიუხედავად აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა, თბილისი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩება, ან ტარიფი კიდევ უფრო გაიზრდება – დაახლოებით 11 თეთრამდე, რათა «აეს-თელასმა» ძალზე ძვირი საწვავის (მაზუთის( შეძენა შეძლოს, ეს გარდაუვალი ადა თუ ამის თავიდან აცილება გვინდოდა, სჯობდა დამოუკიდებლობა, საერთოდ, არ გამოგვეცხადებინა, ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი მდგომარეობა რომ მოუთმენელია, ცხადია. ვიდრე საქართველოში რუსეთის ჯარებია დისლოცირებული, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სერრიოზულად არც არავინ აღიქვამს. ეს დამოუკიდებლობა უფრო სიმბოლურია, ვიდრე რეალური. თუ ეს გვინდა, მაშინ არსებული ვითარების შენარჩუნებაზე იოლი არაფერია, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს სულაც არ გვიქმნის იმის გარანტიას, რომ ნ ეოველიკოდერჟავული რუსეთი გაცილებით მეტს არ მოინდომებს. გარდა ამისა, რუსეთის გავლენიდან გამოსვლა შეიძლება გახდეს უფრო მეტი გარანტია, რათა სხვა ქვეყნები დავაინტერესოთ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტით. ამ კონფლიქტმა შეიძლება სულ სვხა ელფერი შეიძინოს და გაჩნდეს ახალი საშუალებები მის გადასაწყვეტად. გარდა რუსეთისა, ედუარდ შევარდნაძემ გაეროც მკაცრად გააკრიტიკა, ყოველ შემთხვევაში, მან პირდაპირ და დაუფარავად თქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ფუჭი რეზოლუციების მიღების გარდა, ვერაფერს აკეთებს, ოლო ეს რეზოლუციები სეპარატისტებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით. თუმცა ედუარდ შევარდნაძეს არც არასდროს ჰქონია გაეროს რეზოლუციების მეშვოებით აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის ილუზია. იგი ხომ შესანიშნავად იცნობს ამ ორგანიზაციას. ეს არის წმინდა წყლის ბიუროკრატიული, სრულიად უმაქნისი წარმონაქმნი, რომელსაც სხვა შესაძლებლობა გარდა, ფუჭი რეზოლუციების მიღებისა, არ გააჩნია, ვიდრე მისი წევრი სახელმწიფოები არ დაინტერესდებიან ამა თუ იმ პრობლემით. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ასეთი ილუზია ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ჯერ კიდევ «მოძრაობის» პერიოდიდან ჩაუჭედეს სისულელე, რომ «გაერო გვიშველის», «საერთაშორისო სამართალი გადაგვარჩენს» და ა.შ. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ მალე მოგვიწევს ამ თვალსაზრისის გადახედვა.

მერიდიანი, 8 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე