საერთაშორისო მიმოხილვა. 4 ოქტომბერი. 2022 წელი
გუშინ ღამით, უკრაინული არმია კიდევ უფრო მიუახლოვდა ხერსონს!!!
ამ ქალაქის დაკარგვა ბეეეეეეეეეეევრად დამაზიანებელი იქნება პუტინისთვის, ვიდრე კუპიანსკის, იზუმის და ლიმანის გათავისუფლება უკრაინის მიერ.
ორი მიზეზის გამო:
- ხერსონი ერთადერთი დიდი ქალაქია, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ დაიპყრო პუტინმა - ვერც ხარკოვი, ვერც ოდესა და ვერც კიევი მან ვერ აიღო.
- თუ ხერსონი გათავისუფლდა, ეს იქნება წარუმატებლობა უკვე მას შედმეგ, რაც პუტინმა იგი შემოუერთა რუსეთს. ანუ პუტინი უკვე დგას იმ ცდუნების წინაშე, რომ ბირთვული იარაღი გამოიუენოს ვიდრე უკრაინა ხერსონს გაათავისუფლებს.
. . . . . . . . . . . . . . .
აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება გააკეთა ილონ მასკმა: დონბასში რეფერენდუმი ჩავატაროთ საერთაშორისო მეთვალყურეობით და თუ იტყვიან რუსეთში გვინდაო, მაშინ....იყონ რუსეთშიო! ყირიმში უკვე რეფერენდუმი ჩატარდა (2014 წელს) და იქ საკამათოც არაფერია - რუსეთში უნდა დარჩესო. ხოლო უკრაინამ, თურმე, ამ ყველაფრის შემდეგ გამოაცხადოსო ნეიტრალიტეტი გადარჩენილ ტერიტორიაზეო.
უკრაინაში ამ განცხადებამ და ე.წ. `ინიციატივამ` უდიდესი რეაქცია გამოიწვია. ძალიან მწვავე და სამართლიანი.
ილონ მასკი არ არის ჩვეულებრივი ბიზნესმენი. არც მხოლოდ ჩვეულებრივი ტექნო-ნოვატორია. ილონ მასკი არის `ბრენდი` - ევროატლანტიკური ცივილიზაციის ტექნოლოგიური და არა მხოლოდ ტექნოლოგიური გენიის განსახიერება.
იგი ექსცენტრიულია, თუმცა ნამდვილად ბევრი მიღწევა აქვს. ამ მხრივ `ნიშანდობლივი ფიგურა` და ასეულობით მილიონი ადამიანის `იკონაა` (Iconic Figure)
აქ ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ არანაირი ეკონომიკური, ფინანსური ან სხვა რაიმე ინტერესი ილონ მასკს რუსეთში არ გააჩნია.
ყოველ შემთხვევაში ისეთი და იმდენი, რომ ასეთ საშინელ განცხადებად ღირდა, თუნდაც მორალური კომპრომისის ხარჯზე; დავაკვირდეთ: მასკს ხომ არ უთქვამს (ჯერ): მიუხედავად ყველა სანქციისა, Tesla რუსეთში მუშაობას გააგრძელებსო. ოღონდ ეს ბევრად უარესია - ამით ხაზს უსვამს, რომ არანაირი მატერიალური ინტერესი ამ შემთხვევაში არა აქვს.
ამდენადვე ფუჭია მსჯელობა იმაზე, მოისყიდა თუ არა ილონ მასკი რუსეთმა. რა ფული ღირდა ამგვარ დისკრედიტაციად იმ ხალხის თვალში, ვინც პუტინის ჩადენილ ბოროტებას და მის საფრთხეს აღიარებს?
ამდენად, ილონ მასკის ეს ფენომენალურად დამაზიანებელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს: პუტინის მთავარი საყრდენი დასაველთში არის `სასარგებლო იდიოტთა` კატეგორია.
ეს კატეგორია ჯერ კიდევ ლენინმა შენიშნა და თქვა, რომ Полезные идиоты დაეხმარებოდნენ მსოფლიო რევოლუციის მოწყობაში.
ასევე შენიშნა ჰიტლერმა და მათი მეშვეობით იღებდა ე.წ. `დაშოშმინების პოლიტიკას`, (Appeasement Policy) რამაც დასავლეთი მიუნჰენის სამარცხვინო გარიგებამდე მიიყვანა, როცა ჰიტლერმა გერმანელებით დასახლებული სუდეტის ოლქი დაიპყრო ჩეხეთში და შემდეგ დასავლეთმა ეს (ბოდიში ჟარგონისთვის) `გაუპრავა`. რასაც სულ მალე მთელი ჩეხეთის დაპყრობა მოჰყვა.
საბედნიეროდ, დასავლური ელიტები, მათ შორის `გადაწყვეტილებათა მიმღებნი`მიხვდნენ რასთან აქვთ საქმე (როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს მიხვდნენ გვიან მაგრამ მაინც) და რამდენად პოპულარულიც ან `ბრენდულიც` არ უნდა იყოს ილონ მასკი, ის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს ამგვარი სრულიად უგვანი, სამარცხვინო ინიციატივებით.
დამაიმედებელია ის გარემოება, რომ მაშინვე, როგორც კი მასკმა ეს კატასტროფული განცახდება გააკეთა, Tesla-ს აქციები 8%-ით დაეცა, რაც ძალიან ბევრია.
ეს მოხდა არა იმ მიზეზით, თითქოს ამით მისი აქციების მფლობელებმა პროტესტი განუცხადეს. არა რასაკვირველია, მაგრამ ბროკერები ძალიან ფაქიზად გრძნობენ ხოლმე სახელისუფლებო კონიუნქტურას დ ესმით, რომ დასავლური ელიტები, მათ შორის ხელისუფლებები, ილონ მასკის მოწოდებას არ გაითვალისწინებენ ანუ..... თუ მეტისმეტად `გაამწვავა` საქმე, სანქციებიც არ ასცდება.
ხილული ან არადეკლარირებული საქნციები.
ჩვენში ზოგჯერ `არ` ან `ვერ ამჩნევენ იმ გარემოებას, რომ დასავლური სანქციები ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ დეკლარირებულია, არამედ არადეკლარირებულიც.
საამისოდ, დასავლურ მთავრობებს, მიუხედავად დემოკრატიისა, უამრავი `ინსტრუმენტი` და ოფცია გააჩნიათ.
ანუ, თუ როგორ დასაჯონ თუნდაც ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და მილიარსერი, რომელიც თავისი `სასარგებლო იდიოტიზმით` არა მხოლოდ საკუთარ, დიდებულ კომპანიას, არამედ თვით ევროატლანტიკურ ცივილიზაციას უქმნის საფრთხეს.
დასავლურ ელიტებში უკვე არსებობს `კონცენტრირებული კონსენსუსი`, ესე იგი არსებითი პოზიცია მიუხედავად ელიტური უმცირესობის დამოკიდებულებისა, რომ პუტინისთვის დათმობა, მისი გამარჯვება უკრაინაში, ევროატლანტიკური სივრცის მორალურ და ცივილიზაციურ დამარცხებას ნიშნავს. რასაც აუცილებლად ( ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ!) მოჰყვება ამ ცივილიზაციის დეგრადაცია და მსოფლიო ასპარეზზე ჩინეთის ან რუსეთის მსგავსი ცივილიზაციების გაბატონება.
დღეს მსოფლიო არ არის იგივე, რაც იყო 1945 წელს. ანუ საქმე ბევრად უარესადაა: დასავლური ცივილიზაციური ` ბრენდის`, ილონ მასკის ამგვარი განცხადება ძალიან ცუდი `მესიჯია` 7 მილიარდი ადამიანისთვის - იმ 1 მილიარდის მიღმა, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში ცხოვრობს მისი ღირებულებებით.
. . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში ძალიან საშიში პროვოკაცია განახორციელა რუსეთის მიერ გულმიცემულმა ჩრდილოეთ კორეამ. მან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა წყნარი ოკეანის მიმართულებით. რაკეტამ გადაუფრონა იაპონიას და ჩამოვარდა იაპონიის აღმოსავლეთით - იმდენად ახლოს იაპონიის ნაპირებთან, რომ ჰოკაიდოზე (იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე) ხელისუფელბამ განგაში გამოაცხადა და მოსახლეობას ურჩია თავი შეეფარებინა სპეციალურად მოწყობილ თავშესაფარში.
ჩრდილო კორეამ ამით მთელს მსოფლიოს, პირველ რიგში ამერიკას `უთხრა`, რომ აქვს 4 000 კილომეტრის სიშორის რაკეტა, რომლის ტექნოლოგია რასაკვირველია რუსეთისგან მიიღო - ანუ ეს არის რუსული რაკეტა `სკად`-ის მოდიფიკაცია. კიმ-ების საგვარეულოს შემდეგი მარაზმატული ნაბიჯი იქნება ისეთი ბალისტიკური რაკეტის `გამოცდა` (ნამდვილად აქვთ ასეთი რაკეტაც), რომელიც გაიფრენს 10-12 ათას კილომეტრს და ჩამოვარდება სადმე წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში.
ამით ამერიკას ეტყვიან ფხენიანი და მოსკოვი, რომ ამერიკასაც მისწვდებიან.
. . . . . . . . . . . . . . .
მერამდენედ გვიწევს იმის აღიარება, თუ რა ოსტატურად თამაშობს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიიფ ერდოღანი სხვადასხვა წინააღმდეგობაზე და ცივი ცინიზმით იყენებს რუსეთის ამჟამინდელ დამოკიდებულებას მასზე. \
გუშინ ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ ვინაიდან რუსული გაზი მეტისმეტად ძვირია, 2024 წლამდე ვერ გადაიხდის საფასურს;
თან ამ `თხოვნის` დადასტურებაც მოსთხოვა. პუტინი უარს ვერ ეტყვის, იმდენად სჭირდება დღევანდელ ვითარებაში ანკარა როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუ მაინც ეტყვის უარს, მძიმე შედეგებს მიიღებს.
ანუ `ხალხურად` თუ ვიტყვით, მაგრად `გაიჭედა` პუტინი, რომელსაც სულ ტყუილად სჯეროდა თავისი `დერჟავას` ყოვლისშემძლეობისა. ასევე საკუთარ თავზეც დიდი წარმოდგენა ჰქონდა, თუმცა ერდოღანმა აშკარად დაჯაბნა პოლიტიკური ხელოვნებით. და თუკი ერდოღანმა დაჯაბნა, როგორ დავიჯეროთ, დასაველთში ბოლოს და ბოლოს არ გამოჩნდებიან ისეთი დიდი ლიდერები, როგორებიც იყვნენ ჩერჩილი, რეიგანი, ტეტჩერი, რომლებიც მას მის კუთვნილ ადგილს მიუჩენენ?
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა რაკეტებით დაარტყა გუშინ ხარკოვის ელექტრომომარაგებელ ინფრასტრუქტურას. ამ უზარმაზარ ქალაქში ელექტროენერგია ხალხს არ მიეწოდება. ჯერ-ჯერიბით გაურკვეველია, დაიწყო თუ არა პუტინმა ამ ბარბაროსული დარტყმით იმ ულტიმატუმის განხორციელება, რომ თუ უკრაინა გააგრძელებდა შეტევას და არ გაიყვანდა ჯარებს დონბასის საზღვრებიდან, ის დაიწყებდა უკრაინის ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერ განადგურებას.
. . . . . . . . . . . . . . .
ე.წ `სამხრეთ ოსეთის` ე.წ. `თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი აფხაზეთში ჩავიდა ლუკაშენკოს შემდეგ.
ჯერ ჯერობით გაურკვეველია, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რუსეთი, სეპარატისტთა ხელით რაიმე პროვოკაციას გეგმავს საქართველოს წინააღმდეგ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დონბასიდან აფხაზეთში დაბრუნდა ცნობილი აფხაზი `ბოევიკი` ახრა ავიძბა, რომელმაც წინა პრეზიდენტი, რაულ ჰაჯიმბა დაამხო და იმუქრება, რომ თუ ახლანდელი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთს გადასცემს ბიჭვინთის აგარაკს, ასევე შეასრულებს მოსკოვის სხვა მოთხოვნებს, ბჟანიასაც დაამხობს. `ხომ შეიძლება სამთავრობო და პრეზიდენტის რეზიდენციაში ხანძარო მოხდეს?!` - საჯაროდ სვამს კითხვას ავიძბა და ამ ფორმით აშკარად ემუქრება `პრეზიდენტ` ბჟანიას.
აქ არის ძალიან სერიოზული საფრთხე, რასაც სამწუხაროდ, თბილისში იმდენ ყურადღებას არ აქცევენ, რასაც იმსახურებს: აფხაზეთში ნამდვილად გამოცხადდა სამხედრო გაწვევა, ოღონდ არა დონბასზე გასაგზავნად, რაზეც აფხაზებმა უარი უთხრეს პუტინს (და კიდევ უფრო გააღიზიანეს) არამედ ეს ჯარები საქართველოს გადარჩენილი ტერიტორიის მახლობლად კონცენტრირდება.