2024 წლის არჩევნების ერთი დადებითი მხარე
ისტორიულ ჭრილში ამ არჩევნების ერთ დადებით მხარეზე რომ დავწერო...ამკუწავენ?
უაღრესად დადებითი და არსებითი მხარე ის არის, რომ ბევრისთვის მოულოდნელად...... თითქმის (!) პირველად საქართველოს არჩევნების 34 წლიან ისტორიაში, საკმაოდ მაღალი 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ!
თანაც საკმაოდ დამაჯერებლად გადალახა და აქ არა აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენი აიღო.
მთავარი ისაა, რომ გამოიკვეთა რამდენიმე სოციალური კლასტერი (!), როდესაც ერთი ხმას აძლევდა პოლიტიკურ ფენომენს და პროგრამას თუ მიმართულებას (პირობითად) „ლელო-ხაზარაძე“, მეორე - „გახარია“, მესამე - „მელია-გვარამია-ჯაფარიძე“ მეოთხე - “მიშა-ენმ“.
არა, არ არიან ერთი და იგივე! ამის თქმა უტიფარი დემაგოგიაა!
„გახარია“ არ არის იგივე რაც „გირჩი ჯაფარიძე“.
სწორედაც ღირებულებითი და პროგრამული - არა პიროვნული თვისებრიობის თვალსაზრისით.
ესაა ყველაზე არსებითი.
ამგვარი პრეცედენტი იყო მხოლოდ 2003 წელს, როდესაც 2 ნოემბრის არჩევნებზე 7%-იანი (!) საარჩევნო ბარიერი გადალახა ექვსმა პოლიტიკურმა ძალამ და ათმა პარტიამ..
ანუ მაშინაც და დღესაც ამომრჩეველმა (აი ეს ძალიან სერიოზული მიღწევაა ქართული დემოკრატიისა) დ ა ი ნ ა ხ ა არა მხოლოდ ორი ძალა, არა შავ-თეთრად აღიქვა არჩევანი, არამედ პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება შენიშნა.
1990 წელსაც კი ორი ძალა დაინახა მხოლოდ: კომუნისტები და ზვიადი.
1992 წლის არჩევნები არჩევნები არ იყო.
2003 წელს მოხდა ამ კეთილშობილი დემოკრატიული ინსტიტუტის დაბადება, როცა ამომრჩეველმა „მრავალფეროვნება“ შენიშნა.
26 ოქტომბრის არჩევნები იმ ინსტიტუტის რეანიმაციაა.
და ეს ნამდვილად კარგია!
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი