საერთაშორისო მიმოხილვა. 6 სექტემბერი. 2022 წელი.
ანეგდოტური ისტორია სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქის, მილიარდერის რუბენ ვარდანიანის მონაწილეობით
რამდენიმე დღის წინ მილიარდერი რუბენ ვარდანიანი მოსკოვიდან გაიქცა, ჩავიდა მთიან ყარაბაღში, იყიდა სახლი სტეპანაკერტში, უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე (!) და მიიღო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოქალაქეობა.
მთავარი აქ ისაა, რომ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, თუმცაღა იოლად შეეძლო დასახლებულიყო სტეპანაკერტში და არ ეთქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე. ანუ `ორმაგი მოქალაქეობა` ჰქონოდა.
ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ ვარდანიანი რუსი ოლიგარქია სინამდვილეში, პუტინის გარემოცვის წევრია და მას ეშინოდა დასავლური სანქციების. ოღონდ ბიზნესი აქვს რუსეთში და არც იმ ქონების დაკარგვა უნდა.
ამიტომ ასეთი ეშმაკური გზა აირჩია: დასავლეთს ეტყვის, რომ `მე ხომ აღარ ვარ რუსეთის მოქალაქეო` და პუტინს კი ეტყვის `მე მხოლოდ იმიტომ, ვთქვი უარი რუსეთის მოქალაქეობაზე და მხოლოდ იმიტომ წავედი რუსეთიდან, რომ მშობლიურ სომხეთს და სომეხ ხალხს დავხმარებოდიო`.
ერთი სიტყვით, გენიოსია რა.....
ეს ის რუბენ ვარდანიანია, რომელიც 2020 წლის `მეორე ყარაბაღის ომის დროს` ვიდეობლოგებს ლამის ყოველ დღე ავრცელებდა, საქართველოს მომართავდა და გვარცხვენდა, რომ ჩვენ, თურმე, ვუღალატეთ ქართულ-სომხურ მრავალსაუკუნოვან ძმობას და არ ვეხმარებით ომში `თურქების` წინააღმდეგ.
თუმცა გაუგებარია, რით უნდა დავხმარებოდით? ერდოღანის თურქეთისთვის ომი გამოგვეცხადებინა?
. . . . . . . . . . . . . . . . .
G7 ქვეყნებმა (აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, კანადა) მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსული ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით: მთლიანად არ აუკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტი, თუმცაღა დააწესეს `ზღვრული ფასები` ანუ ფასი, რომელზე მეტადაც ამ 7 ქვეყნის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტი რუსულ ნავთობს ვერ იყიდის. ამაზე მეტს ვერ გადაიხდის.
არადა, რუსეთს ისედაც უჭირდა საკუთარი ნავთობის რეალიზება, რადგან ციმბირში და ყინულოვანი ოკეანის პირას მოპოვებული რუსული ნავთობის სახეობა (Urals) ისედაც ძალიან ძვირია თვითღირებულების მხრივ. და ნაკლებ ხარისხიანიცაა არაბეთში მოპოვებულ ნავთობთან შედარებით.
არაბულ ქვეყნებში საკმარისია პატარა სიღრმეზე ჩახვიდე მიწაში და იქედან უკვე ნავთობის ამოსჩქეფს; მაშინ, როდესაც რუსეთში ზოგჯერ კილომეტრობით(!!!) უნდა ჩახვიდე მიწაში, რომ ნავთობი მოიპოვო.
რაც მთავარია, `დიდი შვიდეული` ადგენს, რომ რუსული ნავთობი შეიძლება იყიდონ სუბიექტებმა, ოღონდ.... მხოლოდ თვითღირებულების ფასად ანუ რაც მისი მოპოვება დაუჯდა რუსულ კონცერნს Роснефть.
ეს უკვე პირდაპირი დაცინვაა პუტინის.
ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომ მართალია ეს გადაწყვეტილება `შვიდეულმა` მიიღო, თუმცა მინიმუმ 40 ქვეყანა მას აუცილებალდ შეუერთდება და რუსეთს ნავთობში თვითღირებულებაზე მეტს არ გადაუხდის.
და ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
საქმე ის გახლავთ, რომ მსოფლიოში 40-50 სახელმწიფო სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული G7 ლოჯისტიკაზე, G7 ბაზრებზე, G7 სადაზღვევო სისტემებზე, რითაც ხდება ნავთობტანკერების დაზღვევა და ა.შ და ა.შ. ამიტომ ისინიც აუცილებლად გაითვალისწინებენ `შვიდეულის` გადაწყვეტილებას.
ყოველივე არ ნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიო ბაზრებზე ნავთობს ვერ გაყიდის, თუმცა პუტინის ბიუჯეტი მილიარდობით დოლარს დაკარგავს.
G7 კომპრომისი ის იყო, რომ შეზღუდვა არ ეხება ნავთობსადენებით მიწოდებულ რუსულ ნავთობს, არამედ მხოლოდ იმ ნავთობს, რომელიც მსოფლიოში მყიდველებს ნავთობტანკერებით მიეწოდება.
თუმცა მაინც ძალიან დიდი რაოდენობაა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ე.წ. `მინსკის ფორმატის საკონტაქტო ჯგუფის ლიკვიდაციის` შესახებ/
ეს არის საეტაპო გადაწყვეტილება!
ზელენსკის ბრძანებულება იმას ნიშნავს, რომ აღარანაირი კომპრომისი მოსკოვთან არ განიხილება რადგან მინსკის `საკონტაქტო ჯგუფი` იყო ერთადერთი `ძაფი`, რაც მოსკოვსა და კიევს კიდევ აკავშირებდა.
`მინსკის ფორმატი` და `საკონტაქტო ჯგუფი` შეიქმნა 2014 წელს, როდესაც რუსმა აგრესორებმა მწარედ დაამარცხეს უკრაინული არმია და ალყაში გაანადგურეს ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი.
მაშინ პრეზიდენტი პოროშენკო პუტინის და ლავროვის მუქარით იძულებული გახდა `მინსკის ფორმატში` ხელი მოეწერა უკრაინისთვის კატასტროფულად წამგებიანი `მინსკის შეთანხმებისთვის`, რათა ათასობით უკრაინელი ახალგაზრდა, გამოუცდელი ჯარისკაცი ილოვაისკის და დებალცევოს ალყიდან გამოეხსნა.
მას მერე, 8 წლის განმავლობაში, უკრაინული არმია ძლიერ მოემზადა და ახლა ვხედავთ კიდეც, რა შეუძლია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ აამოქმედა `ლენდ ლიზი!`.
პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით, მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი დაიძრა უკრაინისკენ კიდევ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რიაბკოვმა სიტყვა სიტყვით განაცხადა ამის პასუხად: `ამერიკას სულ მცირედიღა აშორებს, რომ მხარედ (!) იქცეს უკრაინის კონფლიქტშიო`.
ანუ, იგულისხმება `რუსეთთან მეომარ მხარედ რომ იქცეს, ამისგან აშორებს `სულ მცირედი`.
ეს პირდაპირი მუქარაა, რომელიც ვეღარ ჭრის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის სადაზვერვო Community-მ პრეზიდენტ ბაიდენს მოუმზადა ინფორმაცია, რომ იანვრიდან დაწყებული, რაღაც იდუმალი მიზეზებით, 8 მსხვილი კალიბრის, გავლენიანი, ცნობილი რუსი ენერგომენეჯერი თუ ენერგომფლობელი გამოესალმა სიცოცხლეს.......
Gazprom-თან, Lukoil-თან დაკავშირებულები და ა.შ.
ზოგმა `თავი მოიკლა`, ზოგი ცათამბჯენიდან გადმოხტა მოულოდნელად და ა.შ.
ამერიკელ მზვერავებს ეჭვი აქვთ, რომ ეს სერია შემთხვევითი არ შეიძლება იყოს და იგი უკავშირდება ოლიგარქიულ ომს პუტინის გარშემო.
ამასთან თვალსაჩინო მაგალითად მოჰყავთ ნავთობკომპანია Lukoil -ის გენერალური დირექტორის, აზერბაიჯანელი რავილ მაგანოვის იდუმალი სიკვდილი: მაგანოვმა ფაქტიურად მხარი დაუჭირა უკრაინას, ჰუმანიტარული ტვირთებიც კი გაუგზავნა და......საავადმყოფოში მოხვდა გაურკვეველი დიაგნოზით, შემდეგ კი იმ საავადმყოფოს VIP-პალატის ფანჯრიდან გადახტა `რატომღაც`.
შეგახსენებთ: Lukoil ეკუთვნის აზერბაიჯანული წარმოშობის რუს მილიარდერს ვაგიპ ალეკპეროვს.
თუ გავითვალსიწინებთ, რამდენად გაძლიერდა აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ და თუ გავითვალისწინებთ ასევე, რამდენად `თავისუფლად` გრძნობს თავს პუტინის მიმართ ილჰამ ალიევი (ერდოღანის ზურგით), Lukoil -ის პოზიცია გასაკვირი არაა. ოღონდ.....მაშინ არც ისაა გასაკვირი, რომ რავილ მაგანოვმა ფანჯრიდან ისკუპა....`მოულოდნელად`.
ეს არის მკაფიო Message თვით ალეკპეროვს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანეთის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ინგლისის დასასჯელად ახლა მოსკოვი ყველანაირად შეეცდება შოტლანდიის ფაქტორი გამოიყენოს პროვოკაციულად, სადაც შესაძლოა მომავალ წელს ჩაატარონ რეფერენდუმი ბრიტანეთიდან გამოყოფისა და ევროკავშირთან მიერთების შესახებ.
კერძოდ, პუტინი შოტლანდიის სეპარატისტულ ძალებს (ისინი რეფერედუმს მოითხოვენ, რაკი ინგლისმა `ჩვენს დაუკითხავად დატოვაო ევროკავშირი`) უგზავნის `მესიჯებს`, რომ მოსკოვი მზადაა ყველანაირად მხარი დაუჭირის, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში და....`ლონდონი რომ მალე გაითოშება ან ელექტროენერგია ხუთჯერ გაძვირდება, ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ შოტლანდიელებს ენერგია არ გაუძვირდეს, სახლებში სითბო ჰქონდეთ` - ჩასსისინებენ რუსი აგენტები შოტლანდიელებს.
ბუნებრივია, თუ ამის საშუალება მიეცემა, პუტინი ყველაფერს იღონებს საამისოდ: ახლა ბუნებრივ აირს, ევროპის ჯინაზე, უბრალოდ ჰაერში უშვებს და წვავს, ოღონდ გერმანიას არ მიაწოდოს.
გაზის და ნავთობის ულევი მარაგები გააჩნია და არ დაიშურებს, ოღონდ კი ისტორიულ მტერს, ინგლისს რაიმე ავნოს.
ინგლისისადმი მოსკოვის, მანამდე პეტერბურგის სიძულვილს ისტორიული მიზეზები აქვს: საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისელები ერთადერთი ერია ევროპაში, რომელსაც რუსებისა არაფერი `მართებთ`.
უკლებლივ ყველა სხვა ევროპელ ერს ისტორიულად, სხვადასხვა პერიოდისთვის, რაღაც მაინც `მართებთ` რუსეთისა და რუსების - გარდა ინგლისელებისა: რუსი ჯარისკაცები, კაზაკები პარიზისა და ბერლინის ქუჩებში `დანავარდობდნენ ` XIX –XX საუკუნეებში....ესპანეთშიც იბრძოდნენ სამოქალაქო ომის დროს (ფრანკოს ეპოქაში) , იტალიაშიც (სოვოროვი), მაგრამ ინგლისის მიწაზე არც ერთ რუს ჯარისკაცს და კაზაკს ისტორიულად ფეხი არასდროს დაუდგამს!
ამიტომაც, ინგლისელთა დამცრობა/დამცირება, ინგლისში `საჯარო და სასტიკი მკვლელობების მოწყობა`(ნოვიჩოკის მოწამლვლა, რადიოაქტიული პოლონიუმით მოწამვლა, ლიტვინენკო....სოლსბერი და ა.შ) პუტინისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რაკი საქმე საძულველ ინგლისელებს ეხებათ - ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ისტორიულად რუსეთთან ომში არასდროს დამარცხებულა და მის დედაქალაქში რუს კაზაკებს არ გაუსეირნიათ.