პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნა

პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნა

გრანდიოზული გახსნა იყო.

როგორიც ეკადრება საფრანგეთს!

წვიმამაც ბევრი ვერაფერი დააკლო.

ღონისძიების ერთგვარი „აჭრილობა“ განაპირობა რეჟისორის „ფუძე კონცეპტმა“, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა ქალაქ პარიზის რესურსი. მისი სილამაზე, არქიტიტექტურა, ცნობადობა....

აბა სენ-დენის სტადიონზე რომ ჩატარებულიყო ცერემონია, რა იქნებოდა?

არც არაფერი განსაკუთრებული.

წარმოდგენის მთავარი იდეა - მ რ ა ვ ა ლ ფ ე რ ო ვ ნ ე ბ ა.

ყველანაირი - რასობრივი, ეთნიკური, ეიჯური (ასაკობრივი), სქესობრივი, სექსუალური, სოციალური და....ღირებულებითი(ც!)

კი, დიდ კულტურებს ეს ძალუძთ.

მრავალფეროვნება ღერძულა ფრანგული იდეა ხდება.

ლე პენი იქ ვერ გაიმარჯვებს და თუ გაიმარჯვებს, მხოლოდ სისხლით და ომით.

მით უმეტეს, საფრანგეთის მრავალსაუკუნოვან ცივილიზაციაში ამ მრავალფეროვნების ყველა ჩამოთვლილი კომპონენტი იოლად მოიპოვება.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

დედოფალ მარია ანტუანეტას მოკვეთილი თავი რომ ამღერეს კონსიერჟის სასახლიდან....

საერთოდ, აქვე ვიტყვი, რომ ფრანგი ერის ერთ-ერთი „კულტურული კოდია“, არ გაგიკვირდეთ....... განსაკუთრებული მიმართება მოკვეთილი თავისადმი.

დიდი ხნის წინ „ასსამბლე ნაციონალში“ (პარლამენტში) ვნახე ნახატი: ჯალათს ლუი XVI მოკვეთილი თავი უჭირავს თმებით გილიოტინასთან და ყელიდან სისხლი წვეთავს.

ასეთი რამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ნებისმიერ სხვა პარლამენტში?

თუმცა ეს კულტურული კოდი ბევრად ძველია სინამდვილეში, ვიდრე საფრანგეთის დიდი რევოლუცია: „საქღე ქეღ“-ის (წმიდა გული) ეკლესია ააშენეს იმ ადგილზე სადაც ოდესღაც, რომაული ბატონობის ეპოქაში (250წ), პარიზის პირველ ეპისკოპოსს მოკვეთეს თავი და ამ თავით ხელში დაიარებოდა თვითონ მონმარტზე.

საოცრად პოეტური და მრისხანედ მშვენიერი სურათ-ხატია.

ის ეპიზოდი მომეწონა ძალიან, ლუვრის ცნობილ ტილოთა პერსონაჟები რომ ჩამოძვრებიან კედლებიდან და ფანჯრებთან მიცვივდებიან ზეიმის საყურებლად.

ოლიმპიური კომიტეტის გერმანელი (!) პრეზიდენტი ტომას ბახი რომ თავიდან ბოლომდე ფრანგულად გამოვიდა გახსნაზე.

ჰო, ეს გერმანულ-ფრანგული ისტორიული შერიგების მორიგი დემონსტრაცია იყო: ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მას შემდეგ, რაც კონრად ადენაუერის და დე გოლის მომდევნო თაობის დიდმა ფრანგმა პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა და გერმანიის დიდმა კანცლერმა ჰელმუტ კოლმა საბავშვო ბაღის პატარა, 4 წლის ბიჭუნებივით ჩაკიდეს ერთმანეთს ხელის თითები ფოტოსესიაზე.

სულ ბოლოს, ეიფელის კოშკიდან რომ ქალი ამღერდა, კი გავიფიქრე: ვინაა ნეტავ ამ შესანიშნავი ხმის პატრონი მეთქი და...რა თქმა უნად სელენ დიონი. შეუდარებელი სელენ დიონი!

ჰო, ნამდვილად გამიელვა თავიდან: ლედი გაგა თუ მიიწვიეს, ეს გენიალური ქალი როგორ მოინაკლისეს მეთქი.

საფრანგეთის დედაქალაქში და ფრანგული კულტურის გულში, კაცობრიობის ერთ-ერთი ნათელი და კეთილი გენიას, ინგლისელი (! - და არა ამერიკელი.) ჯონ ლენონის უჭკნობი Imagine....... თანაც ბრწყინვალე შესრულებით....ცეცხლოვან როიალთან.

ეიფელის კოშკის როლი და ფუნქცია კიდევ ცალკე თემაა.

მკაფიო მაგალითია ისტორიული ევოლუციისა:

როცა აღმართა ეიფელმა და 1900 წლის „მსოფლიო გამოფენის“ შემდეგ აღარ დაშალეს, პარიზელები (არა მხოლოდ ელიტა) მძვინვარებდნენ: ეს რკინის საძაგლობა იმაზე მეტად ამახინჯებს ჩვენს ქალაქს, ვიდრე ბიზანტიურ-ბერძნული სტილის „საქღე ქეღის“ ეკლესია მონმარტზეო......

მოპასანი რეგულარულად სადილობდა ეიფელის რესტორანში და რომ კითხეს: „კი მაგრამ თუ ასე ვერ იტან, აქ რატომ სადილობო“, უპასუხა: „აქ იმიტომ ვსადილობ, რომ ერთადერთი ადგილია პარიზში, საიდანაც ეს მათხოჯობა არ ჩანსო“

დღეს კი......

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

აქვე ესეც მინდა ვთქვა:

აი....... რუსი რომ იყო ადამიანი რა და......ამ მშვენიერ, კეთილ, კაშკაშა, ფერადოვან პლანეტარულ ზეიმზე - სიყვარულის, ძმობის, მეგობრობის, თავისუფლების და თანასწორობისა.....შენი ქვეყანა იყოს ასე.......უკაცრავად და.....თავზე დაჯმ....ლი!

ნეიტრალური სტატუსითაც კი არ მიაკარეს ცერემონიას.......დროშაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

აი რად უნდა გიღირდეს მაშინ ან ეს დაპყრობილი ტერიტორიები, ან რა ჯანდაბად გინდოდეს ასეთი „დერჟავა“?