საერთაშორისო მიმოხილვა. 30 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 მარტი. 2023 წელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ ახალი პირობები წამოაყენა უკრაინაში ომის შესაჩერებლად.

აღსანიშნავია, რომ ძველ პირობებს ესე იგი ე.წ. `დემილიტარიზაცია/დენაციფიკაციას` და მსგავს ბოდვას დაემატა სამი ახალი:

ა) უკრაინამ უარი უნდა თქვას არა მხოლოდ NATO-ში, არამედ ევროკავშირში შესვლაზე! ესე იგი უარყოს EU კანდიდატის სტატუსი. ეს მოთხოვნა საინტერესოა იმით, რომ ზოგიერთი ჭკუსიკოლოფი საქართველოში დარწმუნებულია, თითქოს მოსკოვს მხოლოდ NATO აღიზიანებს, აი EU-ში საქართველოს შესვლას კი მშვიდად აღიქვამს, რაც უკეთეს შემთხვევაში ილუზიაა, უარეს შემთხვევაში კი - ბოროტი ტყუილი!

ბ) უკრაინა დაბრუნდეს `დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში` (დსთ), რომლის  ფორმალური წევრი (დე-იურე) უკრაინა არც არასდროს ყოფილა, რადგან უკრაინული რადა, ყველა პრეზიდენტების დროს, უარს აცხადებდა დსთ-ს წესდების რატიფიცირებაზე (საქართველოსგან განსხვავებით: საქართველოს პარლამენტმა დსთ-ს წესდების რატიფიცირება განახორციელა 1994 წლის 1 მარტს) თუმცა უკრაინის პრეზიდენტები ამ უარის მიუხედავად დე-ფაქტო მონაწილეობდნენ სამიტებში

გ) უკრაინამ აღადგინოს დონბასის ინფასტრუქტურა და ეკონომიკა, რაც დაინგრა 2014 წლის შემდეგ რუსული აგრესიის შედეგად! ესე იგი რუსეთის აჰრესიის დროს რაც დაინგრამ ისიც უკრაინამ აღადგინოსო.

კომენტარი: ამ საქმეს, რუსეთის სამხედრო დამარცხების გარდა არაფერი ეშველება!

. . . . . . . . . . . . . . .

რუსი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების თავხედობას საზღვარი არა აქვს: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ამერიკამ გადაწყვიტა აღარ მიაწოდოს რუსეთს ინფორმაცია ბირთვული იარაღის გამოცდისა და რაკეტების საცდელი გაშვების შესახებ.

იგულისხმება, მათ შორის ამგვარი სარაკეტო გაშვებების თაობაზე წინასწარ შეტყობინება.

ამგვარ პრაქტიკას და წესს ითვალისწინებდა სტრატეგიული შეიარაღების შესახებ რუსეთ-ამერიკის შეთანხმება (2010), საიდანაც რუსეთი მიმდინარე წლის 21 თებერვალს გავიდა.

ანუ რუსეთი ჯერ თვითონ გავიდა იმ შეთანხმებიდან ცალმხრივად ანუ აცხადებს, რომ აღარანაირ ინფორმაციას ამერიკას აღარ მიაწვდის სარაკეტო გაშვებების ან ბირთვული იარაღის გამოცდის შესახებ (მათ შორის წინასწარ) და იმავდროუალდ `აშფოთებას გამოთქვამს`“ ამერიკა რატომ არ გვატყობინებს წინასწარო`.

ბუნებრივად წარმოიშობა კითხვა: `კი მაგრამ თქვენ ხომ (რუსეთი) თავად გახვედით იმ ხელშეკრულებიდან?`

ამაზე რიაბკოვის თავხედური პასუხი ასეთია: `კი, ჩვენ გავედით, მაგრამ ამერიკა არ გასულა იმ ხელშეკრულებიდან ჯერ. ამიტომ ჩვენ აღარ მივაწვდით ამერიკას ინფორმაციას, ხოლო ამერიკა კვლავინდებურად ვალდებულია მოგვაწოდოს ინფორმაცია მისი სარაკეტო გაშვებებისა და ბირთვული გამოცდების შესახებ`

აქ კომენტარი ზედმეტია.

`სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის` შესახებ დიდი ხელშეკრულება იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ხდება რაკეტების საცდელი გაშვება ერთ ქვეყანაში, მეორე ქვეყანამ სჯობს ამის შესახებ წინასწარ იცოდეს, რათა ბირთვული რაკეტის საცდელი გაშვება თავდასხმად არ აღიქვას და თვითონ მართლა არ გაუშვას ბირთვული რაკეტები `შემხვედრად`

. . . . . . . . . . . . . . .

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები კიევო-პეჩორის ლავრაში: პრორუსული `უკრაინის მაღთლმადიდებელი ეკლესიის` აქრიმანდრიტი აბრაამი, რომელიც ლავრაში მსახურობდა,  გადავიდა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში, რის შემდეგაც უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლმა ეპიფანემ აბრაამი დანიშნა კიევო-პეჩორის ლავრას მღვდელმთავრად.

აბრაამმა პრორუსული ეკლესიის სხვა იერარქებსაც მოუწოდა, დატოვონ პრორუსული `უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია` და გადმოვიდნენ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში`.

ანუ, უკრაინის ხელისუფლება ძალას არ იყენებს, რათა გამოაძევოს პრორუსი მღვდლები, თუმცა უკრაინის სახელმწიფოს სხვა ინსტრუმენტები და ბერკეტებიც აქვს, რათა უკრაინის ეროვნული ინტერესები განახორციელოს.

ეს ინსტრუმენტები ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება, რათა ეროვნული ინტერესები დაიცვას.

. . . . . . . . . . . . . . .

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 27 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შესაძლოა ჩავიდეს თურქეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს `აქუუის` ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საწვავით დატვირთვის ცერემონიალში.

ეს მნიშვნელოვანი განაცხადია ორი მიზეზით’

ა) თურქეთი არ არის ჰააგას საერთაშორისო სასამართლოს წევრი, არ განუხორციელებია რომის სტატუტის რატიფიცირება, შესაბამისად თუ პუტინი თურქეთში ჩავა, მას არ დააპატიმრებენ. თუმცა საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის - ერდოღანმა დააყოლა, რომ შესაძლოა ცერემონია `ონლაინ` რეჟიმშიც ჩატარდეს და პუტინი მოსკოვიდან ჩაერთოსო. შეგახსენებთ, რომ აქუუის ატომურ ელექტროსადგფურს თურქეთი აშენებს სწორედ რუსეთის მხარდაჭერით და დახმარებით. მანამდე რუსეთმა ირანს აუშენა ატომური ელექტროსადგური ბუშერში.

ბ) თურქეთი, რუსეთის დახამრებით, ხდება ბირთვული სახელმწიფო! მართალია ლაპარაკია ჯერ-ჯერობით `მშვიდობიან` ატომზე, მაგრამ ამით თურქეთი მაინც ნამდვილად ხდება იმ კლუბის წევრი, რომელსაც აქვს ბირთვული ტექნოლოგიები და იყენებს ატომურ ტექნოლოგიას, ატომურ ენერგიას სტრატეგიული მიზნებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი მუდამ ეწინააღდმეგებოდა ირანში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას სწორედ იმ არგუმენტით, რომ ირანი ამით მოიპოვებდა შესაბამის ცოდნას და ტექნოლოგიებს ატომური იარაღის შესაქმნელად.

ისრაელი მართალიც აღმოჩნდა - ირანს ბევრი აღარ უკლია, რათა შექმნას ატომური ბომბი.

თურქეთში სულ მალე გაიმართება `საბედისწერო` არჩევნები, როდესაც ერდოღანმა ან უნდა განაგრძოს მოღვაწეობა, ან ჩაბარდეს ისტორიას.

ოპოზიციის კანდიდატმა სინან ოგანმა განაცხადა, რომ დასავლეთის პოლიტიკა უკრაინის ომში `ცალმხრივია` ანუ, ფაქტიურად, რუსეთს დაუჭირა მხარი.

. . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში გამოიკვეთა ოპოზიციის ახალი ლიდერი - ადგურ არძინბა, რომელიც აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას მოგვარეა.

გუშინ მას მხარი დაუჭირა ექს-პრეზიდენტმა რაულ ჰაჯიმბამ, რომელიც აფხაზეთში გავლენიან კლანს წარმოადგენს.

ადგურ არძინბას `პროგრამიდან` ისაა ცნობილი, რომ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება პუტინისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას.

 გარდა ამისა, ადგურ არძინბა ღიად ამბობს, რომ აფხაზეთის მოქალაქეობა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს უნდა ჰქონდეთ, რადგან სომხები და რუსები (ქართველებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) თუ რეფერენდუმი ჩატარდა, აფხაზეთის რუსეთთან შეერთებას მისცემენო ხმას.

`აფხაზეთის სახალხო ფორუმმა`, სადაც რაულ ჰაჯიმბა გამოვიდა სიტყვით და `მომავალ პრეზიდენტს`, ადგურ არძინბას დაუჭირა მხარი, მოუწოდა აფხაზეთის მოქმედ `პრეზიდენტ` ასლან ბჟანიას, `ნებაყოფლობით გადადგეს, რაკი უღალატა აფხაზი ხალხის სურვილს, შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო` და `აფხაზურ მიწებს ყიდის რუს ოლიგარქებზე`.

. . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში, მოქვის ტაძარში, ვინმე ბოიან დელბამ, რომელიც თავს უწოდებს `აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარს`, ლოცვა აღავლინა კიევო-პეჩორის ლავრას პრორუსული მღვდელთმსახურების დასაცავად, რომლებიც უარს ამბობენ შეასრულონ უკრაინის ხელისუფლების მითითება და დაცალონ უკრაინის უდიდესი სიწმიდე, - კიევო პეჩორის ლავრა.

ანუ აფხაზეთის `სამღვდელოებამ` მხარი დაუჭირა მოსკოვს ამ საკითხში.

. . . . . . . . . . . . . . .

სულ უფრო მწვავდება ურთიერთობა ისრაელსა და ამერიკას შორის მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაგმო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნატანიაჰუს მცდელობა, გაატაროს ისრაელში ისეთი სასამართლო რეფორმა, რაც სასამართლო ხელისუფლებას დააკნინებს და დაასუსტებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებთან შედარებით.

როგორც ცნობილია, ბაიდენმა ვაშინგტონშიც კი არ მიიწვია ნათანიაჰუ!

ანუ ისრაელის პრემიერს სურდა ვაშინგტონში ჩასვლა, რათა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განეხილა, თუმცა უარი მიიღო.

რაც მთავარია, ნატანიაჰუ ოპერირებს იმ უორდინგით და ნარატივით, რასაც ამერიკის მტრები იყენებენ ხშირად.

გუშინ ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ მისი ქვეყანა `სუვერენული სახელმწიფოა და ვერავინ, მათ შორის თვით უახლოესი მეგობრებიც კი, მასზე ზეწოლას ვერ განახორციელებენო.`.

ანუ, ერთის მხრივ, ნათანიაჰუმ გაიწვია სასამართლო რეფორმა, თუმცა ბაიდენის დემარშის შემდეგ გადაწყვიტა თემას დაუბრუნდეს, რათა ამერიკას აჩვენოს, რომ `ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და ზეწოლას არ დაექვემდებარებაო`.

აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბაიდენსა და ნათანიაჰუს შორის ანტიპათია სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1980-1990 -იანი წლებიდან, როცა აშშ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჯო ბაიდენი ამერიკის კონგრესში ვაშინგტონის `ახლოაღმოსავლური პოლიტიკის` არქიტექტორად ითვლებოდა და ცდილობდა `დაებალანსებინა` ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ერთის მხრივ ისრაელთან, მეორეს მხრივ პალესტინელებთან და ზოგადად არაბულ სამყაროსთან.

ისრაელში ბაიდენის ეს პოლიტიკა არც მაშინ არ მოსწონდათ და მწვავე განცხადებებს არ იშურებდნენ.

თუმცა, სწორედ ბაიდენი გახდა (ნამდვილად!) ერთ-ერთი ინსპირატორი ისრაელ-არაბების ნაწილობრივი` დაზავებისა`, რაც გამოიხატა ისრაელის პრემიერ-მინისტრ იცჰაკ რაბინის რეფორმაში, რითაც მან პალესტინელ არაბებს `ავტონომია` მიანიჭა; ოღონდ ამ ავტონომიის გარე საზღვრებს (ეგვიპტესთან და იორდანიასთან) კვლავინდებურად ისრაელის არმია აკონტროლებდა.

რაბინის ისტორიული რეფორმა ძალიან არ მოსწონდათ ისრაელელ რადიკალებს. მათ შორის ნათანიაჰუს.

იცჰაკ რაბინი, სწორედ ამიტომ,  ისრაელელმა ფანატიკოსმა ნაციონალისტმა მოკლა 1995 წელს.