ელისო ვირსალაძის არისტოკრატიზმი და ხატია ბუნიათაშვილის სტილი

ელისო ვირსალაძის არისტოკრატიზმი და ხატია ბუნიათაშვილის სტილი

.რა მაინეტრესებს იცით?

აი ყოველგვარი განქიქების განზრახვის გარეშე, მართლა აკადემიური ინტერესით მინდა დავსვა კითხვა, როგორც ადამიანმა, ვისაც კლასიკურ მუსიკაში ბევრი არაფერი მესმის (გიუსტავ მალერის `მეხუთის` და ჩაიკოვსკის ბალეტთა სიყვარულის გარდა), ამიტომ ცუდს ნურაფერს დამაბრალებთ, თუ გულუბრყვილოდ ვიკითხავ:

ელისო ვირსალაძე რომ აი ასეთ კაბას არ ჩაიცვამს (ჩავთვალოთ `არ`), ეს ხატიას რაიმე ფორას აძლევს თუ არა, როგორც მუსიკოსს ფორტეპიანოზე რახმანინოვის შესრულების თვალსაზრისით?

და ქალბატონი ბოლქვაძე რომ ჩაიცმევს, ეს მათ უნარებს, როგორც მუსიკოსების და შემსრულებლობისა, როგორც მინიმუმ ათანაბრებს საწყის პოზიციებში, სანამ კლავიშს ხელს შეახებენ?

ამიხსენით რა, ეს რა `ვეივია` ან `პონტია` საერთოდ?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ამას წინათ ვკითხულობდი: დიდმა ქართველმა ხელოვანმა, პიანისტმა ელისო ვირსალაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა ხატია ბუნიათიშვილი.

შესრულების მანერაც დაუწუნა და იმპროვიზაციებიც.

კლასიკის შესრულებისას ხატიას ჩაცმის სტილი არ უხსენებია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამასაც გულისხმობდა.

ამაზე დავწერე წინა პოსტში და ბევრმა ვერ გაიგო რა ვთქვი სამწუხაროდ.

ჯერ ერთი, ხატია ბუნიათიშვილი არის ულამაზესი და ძალიან გემოვნებიანი ქალი, ჭკვიანი და ნიჭიერი გოგო (წერტილი)

მეორე: კლასიკური მუსიკა არის ღვთისნიერი ფენომენი! კლასიკური მუსიკა არის უფალთან დიალოგი, კლასიკური მუსიკა XVIII საუკუნეში ლოცვიდან და გალობიდან ამოიზარდა და მას, ისევე, როგორც ყველაფერს, რაც ღვთისნიერებასთან და სულიერებასთანაა დაკავშირებული, გადაჭარბებული თან აშკარად გამოკვეთილი `ხორცისმიერება` არ უხდება!

`არ უხდება`, ანუ ამდაბიურებს! აუბრალოებს! და კიჩურობას სძენს! - საკრალურობას და არისტოკრატიზმს უკარგავს.

მესამე: ელისო ვირსალაძე არის არისტოკრატი.

ელისო ვირსალაძე სწორედ მისი მენტალობიდან გამომდინარე, გამორიცხულია შურით ლაპარაკობდეს, მით უმეტეს რაღაც `ქალური შური` ჰქონდეს - ეს ხომ საერთოდ სისულელეა.

მაგრამ ელისო ვირსალაძისთვის კლასიკური მუსიკა არის ღვთისნიერი ფენომენი, მთელი მისი სულიერი ცხოვრებაა და ის რა თქმა უნდა ღიზიანდება, როცა თვლის, რომ ეს ფენომენი ი რ ყ ვ ნ ე ბ ა!

სწორედ ეს არის მისი მოტივატორი და არა შური.

განა ევროპა არ მიესალმება კლასიკის პოპულარიზებას? 1990 წელს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისას, რომის ფორუმზე სამმა გენიალურმა ტენორმა, - პლასიდო დომინგომ, ლუჩიანო პავაროტიმ და ხოსე კარერასმა სათავე დაუდეს კლასიკის გაპოპულარულების ანუ `გახალხოსნურების` ტენდენციას, მაგრამ ეს გააკეთეს ძალიან ზომიერად, დახვეწილი გემოვნებით, ხოლო იმ კონცერტზე, ისევე როგორც კიდევ სხვა ორ ასეთივე კონცერტზე 1994 და 1998 წელს, შეასრულეს მხოლოდ `საოპერო ჰიტები`, რომლებიც `ხალხსისთვის` გასაგებია და დემოკრატიულია ამ თვალსაზრისით.

აბა მუსორგსკის ან თუნდაც მოცარტის დონ ჟუანს ან ბეთჰოვენს ეგალიტარიზმისა არაფერი.... `აცვია`.

წარმატებები ჩვენს ულამაზეს ხატიას!