რა არის Deep state?
ტერმინ Deep state-თან დაკავშირებით.
რა ინტერპრეტაციები არ ვრცელდება....ლამის „მასონთა ლოჟებამდე“ და სხვა მსგავსი „ბოსტნეულის პლანტაცია“
რეალურად კი, ამ ტერმინის „სამშობლო ქვეყანაში“, ანუ ამერიკაში, სადაც იგი 20 წლის წინ გავრცელდა და აქტიურად იყენებენ, Deep state სხვას არაფერს აღნიშნავს გარდა კონკრეტული სახელმწიფოებრივი და სოციალური ფენომენისა: „გადაწყვეტილების მიმღები“ (Decision maker) საშუალო რგოლის სახელმწიფო მოხელეთა და გავლენიან პირთა ლეგიონს ანუ ბიუროკრატიის თუ ელიტის იმ ნაწილს, რომელსაც პროცესებზე (და მოვლენებზე) გავლენის პროეცირება შეუძლია, მაგრამ....... საჯარო არ არის, ანუ თვითონ არ ჩანს! ესე იგი კომუნიცირებადი არაა.
მაგალითად Deep state ნაწილია (ჩვენს ენაზე თუ ვიტყვით) „პოლიციის უფროსი“, რომელსაც შეუძლია მიიღოს (თუმცა შეუძლია არც მიიღოს) გადაწყვეტილება - კონსკრეტულ დროსა და სივრეცში საქმე აღძრას სისხლის სამართლის კოდექსით (თუ ადმინისტრაციული კოდექსით - ეს მისი დისკრეციის სფეროშია) და Deep state-ის წევრია ასევე ის სატელევიზიო პროდიუსერი (არა აქვს მნიშვნელობა კერძო თუ სახელმწიფო არხზე), რომელსაც შეუძლია მიიღოს, თუმცა შეუძლია არც მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ სიუჟეტის ან ამა თუ იმ სინქრონის ან/და ამა თუ იმ სტუმრის ეთერში გაშვების შესახებ.
Deep state ზოგადად არ არის ჰომოგენური, არ გააჩნია არანაირი „ქსელი“, „პლატფორმა“, თუმცაღა არსებით ძალას იკრებს მაშინ, როდესაც Decision maker-თა საშუალედო დონეზე კატეგორიული უმრავლესობის კონსენსუსი წარმოიშობა.
ამგვარ კონსენსუსს რა წარმოშობს და როგორ, ბევრად რთული თემაა და სხვა დროს.
აი ამის შემდეგ და ამის შედეგად (უკვე), Deep state ნამდვილად მრისხანე ძალა ხდება და უდიდეს ზეგავლენას პროეცირებს როგორც პროცესებზე, ასევე მოვლენებზე.
ოღონდ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ „საერთო მნიშვნელებს“ უჩინარ „გადაწყვეტილების მიმღებთა“ ტრენდებში, რათა ამ ფენომენის ჩუმი, ყრუ, თუმცა ზემძლავრი „გუგუნი“ გაიგონოთ
Deep state რასაკვირველია საქართველოშიც არსებობს.
ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მისი ამჟამინდელი, კლასიკურად ქცეული მოწყობით, ანუ სოციუმის ძირითადი მასით, უფლებამოსილი ელიტებით და „ვერტიკალური“ სამოხელეო სტრუქტურით.
თან არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუროკრატიაში და არა მხოლოდ „ძალისმიერ“ ინსტიტუტებში.
ჩრდილო კორეაში Deep state ბევრად სუსტია რა თქმა უნდა , ვიდრე ნიდერლანდში.
ოღონდ არანაირი „მისტიკა“ ეს არ არის.
და არანაირი „მასონთა“ თუ „იდუმალ ბრძენთა“ ლოჟა.