საქართველოს ეროვნული მოძრაობა და აფხაზთა ლიხნის თავყრილობა

საქართველოს ეროვნული მოძრაობა და  აფხაზთა ლიხნის თავყრილობა

       9 აპრილის შემდეგ,  პირველი პრესკონფერენცია მოსკოვში  ლანა ღოღობერიძემ და ელდარ შენგელაიამ გამართეს. არც ერთს, არც მეორეს აზრადაც არ მოსვლიათ თუნდაც ერთი სიტყვით ეხსენებინა «ლიხნის თავყრილობა» და ამით ეცადათ მიტინგის გამართლება.
        ახლა კი ვნახოთ, როგორ მოიქცნენ ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში ჩრდილოკავკასიელები. დავიწყოთ აფსუებით: ვლადისლავ არძინბამ ჩეჩნეთში «ანტიტერორისტული ოპერაციის» (ანუ ჩეჩენი ერის გენოციდის) დაწყებისთანავე ქართული მენტალიტეტისათვის გამაოგნებელი განცხადება გააკეთა: «რუსეთის შეიარაღებულ ძალთა წარმატებული ოპერაცია ჩეჩნეთში ტერორისტების წინააღმდეგ გვაძლევს საფუძველსა და საშუალებას, ჩვენც ასეთივე წარმატებით ვებრძოლოთ ქართველ ტერორისტებს აფხაზეთის გალის რაიონში».
        კიდევ უფრო შორს წავიდა აფსუეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა: «აფხაზეთი ვალდებულია, მხარი დაუჭიროს რუსეთის ბრძოლას ჩეჩნური სეპარატიზმის (!) წინააღმდეგ, ვინაიდან აფხაზეთი თავად დაზარალდა ქართული სეპარატიზმისაგან (!) გალის რაიონში, რომელიც აფხაზეთის ისტორიულ პროვინციას წარმოადგენს».
        ამ დროს რა ხდება, ეგრეთ წოდებულ, ჩერქეზეთში?
        სწორედ ის «ამაყი ჩერქეზები», რომლებიც ასეთი ვაჟკაცები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისას, ჩეჩნეთის ომს იყენებენ იმისთვის, რომ «ყარაჩაი-ჩერქეზეთში» ყარაჩაელებს წაართვან «პირველი პირის» არჩევისა თუ დანიშვნის პრიორიტეტი: ათწლეულობით ჩამოყალიბებული ტრადიციის შესაბამისად, ყაბარდო-ბალყარეთში პირველი პირი ყოველთვის ყაბარდოელი (იგივე ჩერქეზი) იყო, ხოლო «ყარაჩაი-ჩერქეზეთში» - ყარაჩაელი. ამჟამად, რაკი ჩეჩენი ერის განადგურების პროცესში კრემლს აფსუა-ადიღეურ ხალხთა «ნეიტრალიტეტი» უფრო სჭირდება, ვიდრე მათზე განუზომლად უფრო სუსტ ყარაჩაელთა, - «კეთილშობილი ჩერქეზები» და «ამაყ აფსუათა» ახლო ნათესავი აბაზინები (სხვათა შორის, მათ ორგანიზაციასაც «აიდგილარა» ეწოდება), შესანიშნავად იყენებენ ამ ბერკეტს, «სარგებლობენ მომენტით», რათა მათზე უფრო სუსტი და უმწეო ჩაწიხლონ და გაანადგურონ.
        კვლავ და კვლავ ვიმეორებ: მათი მენტალიტეტისათვის ამგვარი ქმედება სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია. მათთვის აქ სამარცხვინო და საჩოთირო არაფერია.
        კიდევ ერთი (ოღონდ სხვა კატეგორიის) მაგალითი: «აფსუეთის» ტურიზმის მინისტრმა, ვინმე ბღაჟბამ რუსეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: «ჩეჩენი ლტოლვილები აფხაზეთშიც ცდილობდნენ შემოსვლას, მაგრამ ჩვენი მთავრობა ამჟამად ყველა ღონეს ხმარობს ამ პროცესის მოსაწესრიგებლადო».
        დააკვირდით, რა ეშმაკურად არის ფრაზა კონსტრუირებული: ერთი მხრივ, «ცდილობდნენ», ნიშნავს, რომ აფსუებს ისინი არ დაუპატიჟიათ, «მოწესრიგება» კი ნიშნავს, ერთი მხრივ, «კონტროლს», ოღონდ, მეორე მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ ჩეჩენი ლტოლვი ლები (მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც) შედიან აფხაზეთში, ანუ საბოლოოდ, თითქოს ჩეჩნებსაც არ უნდა ჰქონდეთ «საპრეტენზიო».
        ბღაჟბას ქართველ კოლეგას ვაჟა შუბლაძეს აზრადაც არ მოუვა მსგავსი რამ თქვას საქართველოს თავშეფარებულ ჩეჩენ ლტოლვილებზე. იმიტომ კი არა, რომ აფსუა მინისტრი მასზე «ჭკვიანია» - უბრალოდ, იგი სხვა მენტალიტეტის მატარებელია, სხვა მენტალიტეტის საზოგადოებაში აღიზარდა. ამიტომაც, ქართველებს «არ გამოგვდიოდა», «არ გამოგვდის» და, ალბათ, არც ოდესმე «გამოგვივა» ჭეშმარიტი პოლიტიკა, რომელიც უეჭველად გულისხმობს ცინიზმს (იმავე პრაგმატიზმს), უსინდისობას (იგივე რაციონალიზმს) და ასე შემდეგ.
        ნურც ის გვიკვირს, ნუ გვაქვს იმედი, რომ ამ ეგრეთ წოდებულ «კავკასიელთა» გული ვერაფრით მოვიგეთ (თავისთავად ასეთი მცდელობაც შეურაცხმყოფელია) ან ისინი ოდესმე აღიარებენ, რომ ჩვენი დღევანდელი პოზიცია (ჩეჩენი ლტოლვილების მიღება, რუსის ჯარის გატარებაზე უარის თქმა, პრეზიდენტის მიერ ჩეჩენი ერის გენოციდის ფაქტობრივად დაგმობა სტამბოლის ეუთოს სამიტზე), აიძულებს მათ ინანონ, რომ თავად რუსეთის დახმარებით მოაწყვეს ქართველების გენოციდი, რომ შესანიშნავად ისარგებლეს «მოძრაობის» ჩლუნგი ლიდერების მიერ შიდადაპირისპირებაში ჩათრეული საქართველოს უმწეობითა და სისუსტით; ან შერცხვეთ, რომ თვითონ ახლა სოროებში არიან შემძვრალნი;
        პირიქით, ცდილობენ, ჩეჩენი ერის ტრაგედიით ისარგებლონ თავისი ინტერესებისათვის და, იმავდროულად, საქართველოს სდებენ ბრალს ვითომდა რუსეთთან ერთად «ერთობლივ გენოციდში», მაშინ, როდესაც თავად კრინტიც არ დაუძრავთ (ისეთი ფორმით, რაც რუსეთს გააღიზიანებდა) - ამ გენოციდის საწინააღმდეგოდ! მათთვის ამგვარი «აბსურდული წინაღმდეგობა» სავსებით ბუნებრივია. ისინი ამ აბსურდს ვერც კი გრძნობენ, ვერც კი აცნობიერებენ – ეს მათი ბუნებაა, მათი მენტალიტეტია...
        ამ მენტალიტეტის დასახასიათებლად გენიალური რუსი ფიზიოლოგის, პავლოვის ცნობილ «ვირთხის ფენომენს» გავიხსენებ. პავლოვმა აღმოაჩინა და ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ ამ ქვეწარმავალს აქვს საოცარი თვისება: იგი რაღაც იდუმალი ინსტინქტით გრძნობს მსხვერპლის უმწეო მდგომარეობას. რეალურად მასზე ძლიერს ვირთხა არასდროს ესხმის თავს, სამაგიეროდ, ყოველთვის უცთომელად გრძნობს, როდის არის გარეგნულად მასზე ძლიერი მსხვერპლი უმწეო მდგომარეობაში.
        ამ ფენომენის გამოკვლევისას პავლოვმა დადგა ასეთი ექსპერიმენტი (თუმცა კი, საკმოად არაეთიკური): ადამიანს, რომელსაც დიდ ფულს უხდიდა, სკამზე სვამდა და ზურგს უკან ხელში დიდ ჩაქუჩს აკავებინებდა. შემდეგ, გალიიდან უშვებდა დიდრონ, მშიერ ვითრხას, რომელიც ადამიანს არასდროს ესხმოდა თავს, რაკი «რაღაცნაირად» გრძნობდა, რომ მას შეეძლო თავის დაცვა.
        მაგრამ, როდესაც პავლოვმა ადამიანს ზურგს უკან ხელები შეუკრა, ვირთხამ ესეც «რაღაცნაირად» იგრძნო და უბედურს «ფრენით ეცა» სახეში – ისე, რომ პავლოვს კარგა გვარიანი კომპენსაციის გადახდა მოუწია დასახიჩრებულისთვის.
        ზემოთქმულთან თითქოს არა აქვს კავშირი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ბოლო დრომდე (ალბათ, აფხაზეთის ომამდე) ზოგიერთ «ადიღეურ», «აფსუანურ», «ჩერქეზულ», «დაღესტნურ» სკოლებსა და უნივერსიტეტებში არნოლდ ჩიქობავას სურათი ეკიდა. კიდევ კარგი, დროულად ჩამოხსნეს. ამ ჭეშმარიტი ქართველისა და დიდი მეცნიერის კეთილშობილი შეცდომა (იბერიულ-კავკასიურ ხალხთა ერთობის კონცეფციის შემუშავება) ჯერ კიდევ არ უნდა იყოს საფუძველი მისი შეურაცხყოფისთვის.
        იგი შეცდა, მაგრამ შეცდა კეთილშობილად და კეთილგანზრახულად.
        მისი პორტრეტის ნაცვლად, იმავე დაწესებულებებში, სჯობს, იმ არსების «გადიდებული» სურათი დაჰკიდონ, რომლის მენტალიტეტი მათთვის გაცილებით მახლობელი, თვისებრივი და ბუნებრივია – თანაც «დიდ ჩარჩოში», გვერდი-გვერდ ხანჯლებით გაფორმებულ-დამშვენებული.

საქართველო «ადგილობრივი დემოკრატიის» საბოლოოდ დასამკვიდრებლად ემზადება

შაბათს, რუსთაველის კინოთეატრში «საკრებულოთა ასოციაციის» წევრებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ «ადგილობრივი თვითმმმართველობის» შემდეგი არჩევნებისას უეჭველად იქნება გათვალიოსწინებული «ადგილებზე» ყველა დონის ხელმძღვანელთა (და არა მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს) არჩევა.
        ამჟამად საქართველოში «ადგილობრივი დემოკრატია» ერთგვარად შეზღუდულია, ვინაიდან რაიონების გამგებლები და რამდენიმე დიდი ქალაქის მერი კვლავინდებუროად ინიშნებიან «ცენტრიდან».
        2001 წლის შემოდგომაზე კი (კონსტიტუციის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება) მოსახლეობა აირჩევს არა მხოლოდ საკრებულოს, არამედ თბილისის, ქუთაისის, სხვა დიდი ქალაქების მერებს და რაიონების გამგებლებს.
        არა მგონია სამართლიანი იყოს დებულება, თითქოს ხელისუფლება ამაზე მიდის «ევროსაბჭოს ზემოქმედებით», ვინაიდან ევროქარტია (იგი ევროპის საბჭოს «კონსტიტუციადაც» შეიძლება ჩაითვალოს) იმპერატიულად არ მოითხოვს «ადგილებზე» აღმასრულებელ ორგანოთა მაინცდამაინც არჩევითობას.
        იმპერატიული მოთხოვნა მხოლოდ წარმომადგენლობით ორგანოთა არსებობასა და მათი ფუნქციების დონეს ეხება. მიუხედავად ამისა, რაიონების გამგებელთა და დიდი ქალაქების მერების არჩევითობა მაინც ბუნებრივად გამომდინარეობს საქართველოში განვითარებული პროცესებიდან.
        ამიტომ, ხელისუფლება იძულებულია «ლოგიკურად დაასრულოს» მის მიერვე დაწყებული პროცესი – სულ ერთია «სრულყოფილი ადგილობრივი არჩევნები», ადრე თუ გვიან (უფრო ადრე, ვიდრე გვიან. _ ავტ.) ქართული პოლიტიკური «ეჯენდის» სისხლხორცეულ ნაწილად იქცევა.
        ამრიგად, პრეზიდენტის ინიციატივა სავსებით ბუნებრივია – მიუხედავად იმისა, რომ იმავე ქართულმა «პოლიტოკრატიამ», როგორც მოსალოდნელი იყო, ეს არათუ დაუფასა, არამედ პირიქით, ბრალიც დასდო: «ვიდრე ევროსაბჭომ არ აიძულა, მანამ ჩვენი (!) მოთხოვნა არ შეასრულაო».
        რაკი ჩვენი პოლიტიური ელიტა თავად ქადაგებდა (რა თქმა უნდა, «გულწრფელად») პლურალიზმსა და განსხვავებული აზრის პატივისცემას, გავბედავ ვთქვა, რომ მათი მოთხოვნის შესრულება და საქართველოში მართლაც «სრულყოფილი ადგილობრივი არჩევნების» ჩატარება ნამდვილად გახდება «დემოკრატიული პრინციპის» ტრიუმფი (თავისთავად), მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი შეიძლება საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოო განადგურებისა და დაშლის წინაპირობადაც იქცეს, თუ ვერ მოხერხდა შესაბამისი დამცავი მექანიზმების შემუშავება.
        როგორი გაღიზიანება და აღშფოთებაც უნდა გამოიწვიოს ამ დებულებამ, უეჭველია, რომ სრულყოფილი «ადგილობრივი დემოკრატიის» დამკვიდრება აუცილებლად მოითხოვს და გულისხმობს ქვეყანაში ერთიანი ნაციის, ჭეშმარიტი «სამოქალაქო საზოგადოების», ანუ «საქართველოს ხალხის» არსებობას და საზოგადოების მაღალ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ კულტურას – ისევე, როგორც მოქალაქეობრივი შეგნების შესაბამის დონეს.
        გულზე ხელიო დავიდოთ და ვთქვათ, რომელი გვაქვს დღეს საქართველოში? არც ერთი! ხოლო ის არგუმენტი, რომ «თუ არ სცადა, ხომ ვერც ისწავლისო» - იგივეა, დასვა პითეკანტროფი «პენტიუმ-3»-თან და ასეთივე არგუმენტი მოიყვანო: «თუ არ სცადა, პრაქტიკის გარეშე როგორ ისწავლისო» საქმე ის არის, რომ «პენტიუმამდე» პითეკანტროფმა ევოლუციის ხანგრძლივი გზა უნდა განვლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპიუტერი საჭმელი ეგონება და დაამტკვრევს «გასასინჯად».
        საქართველში 85 რაიონის 85 გამგებლის «საყოველთაო სახალო კენჭისყრით» არჩევა ნიშნავს 85 პრეზიდენტის არჩევას!
        აღარაფერს ვამბობ მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, ახალქალაქის, ნინოწმინდის რაიონებზე – ეს პრობლემა დავტოვოთ «ფრჩხილებს გარეთ».
        მაგრამ, როგორც ჩვენში იტყვიან, «წმინდად ქართულ რაიონებშიც» კი, არჩევიდან მეორე დღესვე, «რაიონის პრეზიდენტი» დაიწყებს იმით, რომ შექმნის რაიონულ არმიას («მუნიციპალური პოლიციის» სახელწოდებით) და აუცილებლად დაუპირისპირდება ცენტრალურ ხელსიუფლებას, რათა სწორედ ცენტრალური ხელისუფლების სიძულვილით ახსნას რაიონის პრობლემათა გადაუწყვეტელობა.
        შემდგომ ისარგებლებს ცნობილი პრეცედენტით და უარს განაცხადებს «ცენტრში» გადასახადების გადმორიცხვაზე იმ მოტივით, რომ... «რაიონს სჭირდება» და ასე შემდეგ.
        ისე ყველაფერი აგიხდეთ, როგორც ეს პროგნოზი ახდება, თუმცა, პოლიტიკურ ელიტას რა ენაღვლება – მაინც ხომ ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება?!

დილის გაზეთი, 20 მარტი, 2000 წელი