საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივლისი. 2023 წელი
ამერიკაში გრძელდება სასამართლო პრეზიდენტ ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიერ გადასახადების დამალვის შესახებ.
როგორც იცით, საქმეში ფიგურირებს უკრაინაც: პროკურატურა ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ ჰანტერი პოროშენკოს დროს იღებდა უკანონო შემოსავლებს და გადასახადებს არ იხდიდა.
ირკვევა, რომ ჰანტერი მზად იყო ეღიარებინა დანაშაული, გადაეხადა გადასახადები ოღონდ პირობითი სასჯელის სანაცვლოდ.
მაგრამ მოსამართლემ დაცვისა და ბრალდების საპროცესო გარიგება ჯერ არ დაამტკიცა, რაკი მოსამართლე დაეჭვდა, რომ ჰანტერ ბაიდენმა არა მხოლოდ ამერიკის საგადასახადო კანონმდებლობა დაარღვია, არამედ FARA (Foreighn Agents Registration Act), რაკი უკანონოდ ლობირებდა უცხო ქვეყნის მთავრობასო.
`საპროცესოს` ჩაშლის შემდეგ ჰანტერ ბაიდენმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა ძირითად ბრალდებაში.
ბუნებრივია, დონალდ ტრამპის მხარე ამ სასამართლო პროცესს აქტიურად გამოიყენებს და უკვე იყენებს წინასაარჩევნო ომში (!) რომელიც დაიწყო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სასიხარულო ამბებია უკრაინიდან: გუშინ უკრაინის არმიამ, მძლავრი შეტევით გაარღვია რუსების თავდაცვითი ზღუდის მეორე ხაზო ზაპოროჟიეს რეგიონში და მიაღწია ორეხოვოს, საიდანაც ზღვამდე (აზოვის ზღვამდე) 100 კილომეტრია ანუ მნიშვნელოვნად მიუახლოვდნენ მელიტოპოლსა და ბერდიანსკს.
აქ ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ უკრაინული არმია `წვდომის სიშორეზეა` რუსების `სახმელეთო დერეფანთან`, საიდანაც მარაგდება რუსული დაჯგუფება ყირიმში. ანუ უკრაინელები თანდათან უახლოვდებიან იმ წერტილებს, საიდანაც შეეძლებათ ხსენებული დერეფანი დაბომბონ საბჭოთა/უკრაინული რაკეტებით, - - - - არც კი დასჭირდებათ ATACMS ან HIMARS.
რუსები ყველაფერს უარყოფენ ჯერ-ჯერობით.
სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ უკრაინა ეძებს სუსტ წერტილებს როგორც 1000 კილომეტრიანი ფრონტის ჩრდილოეთით (რაზეც გუშინ ვწერდით) ესე იგი ბახმუტთან, ასევე სამხრეთით, ზაპოროჟიეს მიდამოებში, რათა შემდეგ რეზერვები აამოქმედოს `გარღვევის წერტილში`
ზოგიერთი ცნობით, უკრაინამ სწორედ ორეხოვო -სოფელ რობოტინოს მიმართულებით აამოქმედა იმ რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც დასავლეთში მოამზადა. თუმცა რუსების ღრმად ეშელონირებული დაცვის გარღვევა მაინც ძალიან ძნელია.
ამასობაში ცნობილი ხდება, რომ რუსეთი რაკეტებით უტევს უკრაინის `ხორბლის ინფრასტრუქტურას` არა მხოლოდ შავ ზღვაზე, არამედ....მდინარე დუნაიზე.
ეს უკვე აღმოსავლეთ ევროპაა!
ესე იგი, რუსეთი არ ერიდება დარტყმებს NATO-ს წევრი რუმინეთიდან რამდენიმე ასეულ მეტრში!!!
რაკეტა რომ ხორბლის საწყობ/საცავს ასცდეს და რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცეს..... მით უმეტეს იქ უბრალო ფერმერი მოკლას, ეს უკვე ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე თავდასხმა გამოვა!
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში არმიაში გაწვევის ასაკი 28 წლიდან 30 წლამდე გაზარდეს.
ანუ, თუ მანამდე 28 წლამდე ახალგაზრდებს იწვევდნენ, ახლა უკვე 30 წლამდე ახალგაზრდებს იწვევენ ჯარში.
სამხედრო საქმის ექსპერტები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ეს `ფარული მობილიზაცია` და დიდი ომისთვის მზადებაა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ტრამპის ყოფილი მრჩეველი სამხედრო საკითხებში, დუგლას მაკგრეგორი აცხადებს, რომ ამერიკამ სთხოვა ტაივანს (!) უკან დაუბრუნოს რაკეტები Hawk, რომელიც ჩინეთის შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად იყო საჭირო რაკი `ჩინეთის თავდასხმის მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა`.
ეს `მიწა-წყლის ზედაპირი` კლასის რაკეტები უკრაინის არმიისთვის სჭირდებათ ამერიკელებს. მანამდე თითქმის მთელი თავისი არსენალი ტაივანს გადასცეს. .
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) უფროსმა, ვასილი მალიუკმა დაადასტურა, რომ 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე აფეთქება სწორედ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ რულონებში შეხვეული ჰექსოგენით მანქანა ჯერ აღმოსავლეთ ევროპაში გაიგზავნა უკრაინის პორტიდან, შემდეგ იქიდან ფოთში ჩამოვიდა, სომხეთში ჩავიდა, იქ მოხდა განბაჟება `ევრაზიული კავშირის` ტარიფებით (რაც ჩვეულებრივი, დღესაც მოქმედი სქემაა) მერე საქართველოს გავლით წავიდა რუსეთში, იქ გადაიტვირთა, შევიდა ყირიმის ხიდზე, სადაც ააფეთქეს.
აქ ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ უკრაინის ხელისუფლება, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკი იმ დროს უარყოფდა ამ დივერსიის ავტორობას, რაკი დასავლეთის შესაძლო ნეგატიური რეაქციის ეშინოდა.
მაგრამ დღეს უკვე აღარ უარყოფენ და ამბობენ (სიმართლეს), რომ ყირიმის ხიდი, დიახაც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა.
დასავლეთის დამოკიდებულებაც ევოლუციონირებს, იცვლება და ისინიც აღიარებენ (უკვე) რომ არა მხოლოდ ყირიმის ხიდი, არამედ მთლიანად ეს ოკუპირებული ნახევარკუნძული, სწორედაც ლეგიტიმური სამიზნეა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ რუსეთში დააპატიმრეს ცნობილი პოლიტოლოგი, ბორის კაგარლიცკი `ტერორიზმის გამართლების` ბრალდებით.
მან მხოლოდ ის დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე, რომ უკრაინა 2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქებით `რუსული არმიის მომარაგების შეწყვეტას ცდილობდაო`. ანუ კი არ გაუმართლებია არამედ ახსნა, თუმცა ტერორიზმის მხარდაჭერას ედავებიან ახლა და 15 წლამდე ციხე ელის
ასევე, უკრაინამ არაოფიციალურად აღიარა, რომ `ჩრდილო ნაკადის` გაზსადენები ბალტიის ზღვაში უკრაინელებმა ააფეთქეს როგორც ლეგიტიმური სამიზნეები, რაკი ამ გაზსადენის წყალობით აგრესორი რუსეთი ყოველდღიურად მილიარდობით ევროს იღებდა და იყენებდა ამ ფულს აგრესიისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გაეროს უშიშროების საბჭოში დიდი დიპლომატიური `ჯახია`. ასეთი დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა: დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს, დაბლოკა უშიშროების საბჭოზე რუსეთის იმ მომხსენებლის გამოსვლა, რომელსაც უნდა მოეყოლა, როგორ იჩაგრება (თურმე) უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია.
როგორც ცნობილია, უკრაინაში, გარდა ავტოკეფალიური უკრაინული ეკლესიისა, არსებობს კიდევ მეორე მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება (Украинская православная церковь Московского патриархата).
აი ამ პრორუსული ეკლესიის წინამღძღვრებმა, რუსეთის მიერ ოდესას ბარბაროსული დაბომბვისა და ოდესას მართლმადიდებლური სპასოპრეობრაჟენსკი ტაძრის დანგრევის შემდეგ, მწვავე ანტირუსული განცხადებები გააკეთეს.
არ არის გამორიცხული, ეს პრორუსული ეკლესია უკრაინაში თავად გაუქმდეს და უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდეს.
სწორედ ამით არიან ახლა ძალიან გამწარებულნი რუსები და ყველანაირად, ყველა `მოედანზე` ცდილობენ თემის გამწვავებას, რაც არ გამოსდით: მათი დემაგოგიისა აღარავის სჯერა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის საინფორმაციო ჯარები აგრძელებენ საინფორმაციო დივერსიებს უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ: ფართოდ გავრცელდა ვიდეო-კლიპი, როგორ შეუვარდებიან სახლში გერმანულ ოჯახს პატარა გერმანულ ქალაქში გერმანული ბუნდესვერის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არმიის) სამხედრო მოსამსახურეები, ძარცვავენ, ყველაფერს გაიტანენ ოჯახიდან, კედელზე კიდებენ პრეზიდენტ ზელენსკის პორტრეტს და ყვირიან `ჰაილ ზელენსკი!`
მზაკვრობა ისაა, რომ ეს ვიდეო ვითომ გადაიღო გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ `ალტერნატივა გერმანიისთვის`, რომელიც მართლაც ეწინააღმდეგება გერმანიის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებას. მაგრამ სინამდვილეში, ვიდეო-კლიპი ამ პარტიის გადაღებული არ აღმოჩნდა: გამოძიებით დადგინდა, რომ იგი შექმნეს რუსეთში, რუსი მსახიობების მონაწილეობით.
(გიგზავნით ვიდეოს)
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჰააგას სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი, ქალბატონი ტომოკო აკანე, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების უკრაინიდან დეპორტაციისთვის, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ძებნაში გამოაცხადა. რატომ, რა ბრალდებით, არ წერია ინფორმაციაში. `უნდა დაგიჭიროთო` და....მორჩა
ბუნებრივია, ეს იაპონელი (!) ქალბატონი რუსეთში ჩასვლას ნამდვილად არ აპირებს. შესაბამისად, ვერც დააპატიმრებს რუსული პროკურატურა პუტინის ბოღმით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი დავიდარაბის შემდეგ, გუშინ აფხაზეთის ე.წ. `პარლამენტმა`მთავრობას ნება დართო გადასცეს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტი უცხოელ ინვესტორს იჯარით, 45 წლის ვადით.
ვინ არის ეს `უცხოელი ინვესტორი` ჯერ ჯერობით არ კონკრეტდება; თუმცა ძნელი მისახვედრი არაა, რომ ლაპარაკია რომელიღაც რუს ოლიგარქზე, ვისაც პუტინმა დაავალა მოუაროს სოხუმის აეროპორტს.
წინასწარი შეთანხმებაც მიღწეულია და ინვესტორი აეროპორტს მიიღებს შეღავათიანი პირობებით: აღადგენს და 25 წლის განმავლობაში თავისუფლდება გადასახადებისგან.
ოპოზიციის წარმომადგენელმა დეპუტატმა კან ქვარჩიამ კი გააპროტესტა, მაგრამ ძალიან უცნაურად გააპროტესტა: `მოსალოდნელია, იმ რუსმა ინვესტორმა კრედიტი `საქართველოს ბანკისგან` მიიღოსო.
საიდან მოიტანა ეს `ახალი ამბავი` არ დაუკონკრეტებია.
იმავე `პარლამენტის სხდომაზე` აფხაზეთის `სისხლის სამართლის კოდექსში` შეიტანეს მუხლი `ადამიანით ვაჭრობის` დაუშვებლობის შესახებ.
რაც შეეხება სოხუმის აეროპორტს, მის აღდგენას რეალურად წლები დასჭირდება. ალბათ რუსეთი ცალკე ავიაკომპანიას შექმნის რათა აფხაზეთში იფრინოს. როგორც ყირიმის შემთხვევაში იყო.