საერთაშორისო მიმოხილვა. 6 მარტი. 2023 წელი
ყარაბაღში ძალიან დაიძაბა გუშინ ვითარება მას შემდეგ, რაც სომხურმა ძალებმა, რუსი `მშვიდობისმყოფელების` მხარდაჭერით სცადეს ტვირთების შეტანა სატვირთო მანქანებით `ლაჩინის დერეფნის` გვერდის ავლით სომეხთიდან - მთლიან ყარაბაღში.
აზერბაიჯანის არმიამ სცადა ეს კოლონა შეეჩერებინა, ატყდა სროლა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
ბუნებრივია, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყველა ტვირთი, შეთანხმების მიხედვით, მხოლოდ ლაჩინის დერეფნით უნდა შევიოდეს სომხეთიდან - ყარაბაღში, ოღონდ ლაჩინის დერეფანი, შუშასთან, აზერბაიჯანელ `ეკო-აქტივისტებს` აქვთ გადაკეტილი, რომლებიც აზერბაიჯანის არმიასთან და უმაღლეს ხელისუფებასთან შეთანხმებით მოქმედებენ.
შესაბამისად, ყარაბაღი ბლოკადაშია და სომხებიც ცდილობენ, შემოვლითი გრუნტის გზით გაძვრენ ყარაბაღში, რასაც აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგობა აუცილებალდ შეხვდებოდა და შეხვდა კიდეც.
გამოდის, სომხებმა ან უნდა დატოვონ ყარაბაღი, ან აღიარონ აზერბაიჯანის იურისდიქცია ან ბლოკადის გარღცევა სცადონ ამგვარი მეთოდებით, რაც გარდაუვლად აქცევს შეტაკებებს და ლოკალურ სამხედრო კონფლიქტებს.
არც პირველი და არც მეორე ვარიანტი სომხებისთვის მისაღები არ არის.
შესაბამისად, ვიტარება ყარაბაღში, რომელსაც რუსი ე.წ. `მშვიდობისმყოფელები` აკონტროლებენ და ჯერ-ჯერობით აქტიურად არ ერევიან (`ცასაფრებულები არიან უფრო - უკრაინის ომის დასრულებას ელიან) აუცილებალდ და განუხრელად დაიძაბება ახლო მომავალში, თუ ნიკოლ ფაშინიანი არ წავიდა რისკზე და არ მოაწერა ხელი ალიევთან ისტორიულ შეთანხმებას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით.
ასეთ შემთXვევაში სომხებს ყარაბაღიდან არავინ გამოყრის და იქაური სომხები აზერბაიჯანისგან მიIღებენ ყევლაფერს, რაც უნდათ.
ოღონდ როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები.
გაბედავს დიდი რეფორმატორი, ნიკოლ ფაშინიანი ამ ნაბიჯის გადადგმას?
ეს ამ რეგიონში ვითარების პერსპექტივათა მთავარი საკითხია ამჟამად.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც სპეციალისტების აზრით, გაიმართება მომავალი გენერალური ბრძოლის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპოზოდი, ბრიტანეთიდან გადაისროლეს 4 ათასამდე უკრაინელი სამხედრო, რომლებმაც მომზადება გაიარეს ბრიტანეთის `ვორკოპის` ბაზაზე. ისინი იქ მოამზადეს ბრიტანელმა სპეციალისტებმა. ბრიტანეთის პრემიერ-მიონისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ სულ ბრიტანელები მოამზადებენ 40 000 უკრაინელ სამხედროს.
ეს უკვე ძალიან დიდი ძალაა.
ბრიტანელები მუდამ ცნობილნი და სახელგანთქმულნი იყვნენ იმით, რომ არიან არა მხოლოდ ჯარგი მეომრები, არამედ შესანიშნავი ინსტრუქტორები.
თანამედროვე ომში სამხედროთა სპეციალურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
არანაკლები, ვიდრე შეაიარაღებას, საბრძოლო მასალებს და სამხედრო ტექნიკას.
ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი `ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდა რუსეთზე ენერგფეტიკული დამოკიდებულებისაგან`. იქვე დააზუსტა: მხედველობაში აქვს ნავთობისა და გაზის მიწოდება.
ფონ დერ ლაიენის თქმით, გასული 8 თვის განმავლობაში, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 80%-ით შემცირდა. ნავთობს კი რუსეთისაგან ევროპა თითქმის აღარ ყიდულობს.
ევროკავშირმა ისე გადაიტანა ზამთარი, არც კი უგრძვნია.
მაშასადამე, სრულიად ჩაფლავდა პუტინის ოცნება თუ გათვლა, რომ რუსეთის გაზზე და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების გამო, ევროკავშირი მიატოვებდა უკრაინას ანუ მისცემდა მას საშაულებას დაეპყრო ევროპული სახელმწიფო, - გაენადგურებინა უკრაინა.
ქალბატონი ლაიენის თქმით, გადამწყვეტი როლი ამ `გათავისუფლებაში` რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისაგან შეასრულეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (თხევადი გაზის დიდი რაოდენობით მიწოდებამ) და ნორვეგიამ, რომელმაც გაზარდა ბუნებრივი აირის წარმოება და მიწოდება.
სრულიად ფუჭი აღმოჩნდა პანიკა, თითქოს რუსული ენერგომატარებლებისაგან გათავისუფლებას 5 წელი დასჭირდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეალურად სულ რამდენიმე თვეში მოიშპორეს ეს რუსული `ხუნდი` ევროპელებმა
ოღონდ.......ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: თუ ასე ადვილად შეგეძლოთ ამ დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება, რატომღა ხსნიდით წლების განმავლობაში რუსეთისათვის `დათმობის`, რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვის აუცილებლობას (მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში) იმით, რომ ევროპა რუსეთის გარეშე ლამის გაიყინება?
თუმცა ეს კითხვა ქალბატონ ლაიენს ნამდვიალდ არ ეკუთვნის: იმ დროს იგი გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო, ხოლო გერმანიის კანცლერი ბრძანდებოდა ქალბატონი ანგელა მერკელი; ხოლო მისი წინამორბედი გერჰარდ შრიოდერი რუსულ კონცერნ `გაზპრომ`-ში დასაქმდა.
უკიდურესად სამართლიანი და უკიდურესად რადიკალური განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გუშინ. მისი თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკება პუტინთან დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი აღიარებს, რომ `ვერ მიაღწია თავის იმპერიალისტურ მიზნებს და გაიყვანს ჯარებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან`.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პუტინის აგრესმიამ უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია გერმანიის მრავალწლიანი `აღმოსავლური პოლიტიკის` სრული ტრანსფორმაცია და გერმანია ევროპის ანტიიმპერიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთი ლიდერი ხდება.
11 ივლისს გაიმართება NATO-ს მორიგი სამიტი უმაღლეს დონეზე.
ირკვევა, რომ თურქეთს ჯერ-ჯერობით ძალიან მკაცრი პოზიცია აქვს ალიანსში შვედეთუსა და ფინეთის ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ერდოღანის ულტიმატუმით, იგი ხმას მისცემს ალიანსის გაფართოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვედეთი და ფინეთი მას გადასცემენ დასასჯელად იმ ქურთ აქტივისტებს, ვინც ამ ქევყნებში მიიღო თავშესაფარი, ხოლო თურქეთი` ტერორისტობას` აბრალებს.
ამგვარი კომპრომისი ორი დემოკრატიული სკანდინავიური სახელმწიფოს მხრიდან გამორიცხულია: ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ახალი ტავშესაფრის უფლება შესაძლოა სხვა აქტივისტებზე აღარ გასცენ, მაგრამ ტავშეფარებულ ადამიანთა გადაცემა თურქეთისთვის - მეტისმეტია.
რასაჯვირველია, ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრება უკვე ფორმალობაა, რადგან ეს ქვეყნები ისედაც ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ ალიანსთან. მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფორმალობაა!
უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიამ კი მთლიანად დაანგრია ის გეოპოლიტიკური კონცეპტი, რაც სტალინმა შექმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა გაჩნდა ტერმინი `ფინეთიზაცია`, ესე იგი რუსეთისადმი ლოიალობის დეკლარირება ე.წ. `ნეიტრალიტეტის` სახით.
აღმოჩნდა და გაირკვა, რომ რუსეთის მეზობლებს საბოლოოდ არანაირი `ფიენთიზაცია` არ დაიცავს რუსული აგრესიისაგან, თუკი მყარი `ქოლგა` არ ექნებათ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სახით.
რუსეთმა შესაძლოა დატოვოს ე.წ. `ხორბლის გარიგება`, რომელიც გულისხმობს უკრაინული პორტებიდან ხორბლის გატანას მსოფლიო ბაზარზე. ამგვარი ულტიმატუმი გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააჟღერა. კონკრეტული მიზეზი არ აუხსნია, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ეს გარიგება მიღწეულია ძირითადად თურქეთისა და მისი პრეზიდენტის რეჰეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით.
მოსკოვს ერდოღანის გაღიზიანება ხელს არ აძლევს, ამიტომ განცხადებაში ისევ დასავლეთსა და ამერიკაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა რეალური მიზეზი ძნელი მისახვედრი არ არის: იარაღის მიწოდება უკრაინისთვის სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის პუტინს ქვეყნის შიგნით. ამიტომ ცდილობს ახლკა ამ უკანასკნელი ბერკეტის გამოუენებას, რათა მსოფლიო პურის კრიზისის პროვოცირება სცადოს და აზია-აფრიკის ქვეყნებში შიმშილი გამოიწვიოს.