საერთაშორისო მიმოხილვა. 30 დეკემბერი. 2024 წელი
მეინსტრიმულ დასავლურ მედიაში News შესაძლოა უამრავი რამ იყოს, მაგალითად პრეზიდენტ ჯიმი კარტერის გარდაცვალება ან აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდება, ან სამხრეთ კორეული თვითმფრინავის ჩამოვარდნა, მაგრამ.....„თემა“, როგორც „თ ე მ ა“ და განსახილველი პრობლემა მაინც უკრაინის კონფლიქტია იმის მიუხედავადაც კი, რომ ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას თითქოსდა ბევრად აქტუალურია.
უკრაინული „თემა“ ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური იმიტომაა, რომ დ ი ნ ა მ ი უ რ ი ა ანუ „აქ და ახლა“ ვითარდება. და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.
განა ტრამპის პოლიტიკა ჩინეთის მიმართ პროგნოზირებადია? არა რასაკვირველია. მაგრამ ეს თემა 20 იანვრის შემდეგ წამოიწევს წინ რაკი...„გააქტუალურდება“. ხოლო ის, რაც უკრაინაში, დონბასის ფრონტზე ხდება, „დღეს, აქ ახლა“ აქტუალურია.
მით უმეტეს იმ დათქმით, რომ „აქ“ ნიშნავს NATO-ს საზღვართან.
მსოფლიო მედია ავრცელებს Flight radar უტყუარ მონაცემებს, რომლის თანახმად ამერიკული Airforce One –ის რუსული ანალოგი, Илюшин 96 საიდუმლოდ გადაფრინდა რუსეთიდან ჯერ ნიუ იორკში, შემდეგ ვაშინგტონში და იქ სამი დღე დაჰყო.
ვინ იმყოფებოდა ბორტზე ან ვის შეხვდა, უცნობია.
ცნობილია ზუსტად მხოლოდ ის, რომ გარდა პუტინისა ამ უზარმაზარი ლაინერით სარგებლობს მხოლოდ ორი ადამიანი: საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და СВР (Служба внешней разведки) დირექტორი, სერგეი ნარიშკინი.
ლავროვი რომ ჩასულიყო, არ დაიმალებოდა. გამორიცხულია.
მაშასადამე....ნარიშკინი ჩავიდა და როგორც ჩანს დონალდ ტრამპს ან მისი მომავალი ადმინისტრაციის გავლენიან ფიგურებს ჩაუტანა წინასწარი Message ტრამპის უკრაინულ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით.
მეინსტრიმული მედია აღნიშნავს, რომ პუტინი დონბასზე იწყებს დიდ ბრძოლას ქალაქისთვის Красноармейск, რომელიც „გასაღებია“ Краматорск-ის აგლომერაციისთვის.
ხოლო Краматорск ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე Бахмут, რომელსაც პუტინმა ათეულობით ათასი ჯარისკაცი შეაწყვიტა.
თუმცაღა სამართლიანობა და სიზუსტე მოითხოვს ითქვას, რომ ის ჯარისკაცები ძირითადად ბანდიტი პრიგოჟინის მიერ ციხეებიდან რეკრუტურებული კრიმინალები იყვნენ.
Краматорск-ში კი რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის საწარმოა. მათ შორის სამხედრო საწარმო - ჯერ კიდევ სსრკ ეპოქიდან მოყოლებული.
თუ პუტინმა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეძლო ამ აგლომერაციის ან აღება, ან ალყის (ბლოკადას) განხორციელება, ეს ნიშნავს, რომ მას ბევრად ძლიერი არგუმენტები ექნება მომავალ პაექრობაში ტრამპთან და მაკრონთან.
აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მაკრონს უკვე აშკარად სურს ტრამპზე არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მომავალ რუსულ-უკრაინულ დაზავებაში, რაც როგორც მას მიაჩნია (რატომღაც ასე მიაჩნია) გარდაუვალია.
კერძოდ, ემანუელ მაკრონმა მოითხოვა ის, რაც ტრამპს არ უთქვამს: 20 000 ევროპელი (NATO-ს) „მშვიდობისმყოფელის“ ანუ „ცისფერჩაფხუტიანის“ განლაგება ცეცხლის შეწყვეტის მომავალ ხაზზე.
ამას პუტინი არ დათანხმდება არაფრის დიდებით! მსოფლიო ომს დაიწყებს ბირთვული იარაღის გამოიყენებით და ამას არ დათანხმდებაო - ამბობს ბევრი ექსპერტი.
იმიტომ, რომ ეს იქნება უკრაინის სამუდამოდ დაკარგვა - ანუ სამუდამოდ დაკარგვა უკრაინის „გადარჩენილი“ ნაწილისა მაშინ, როდესაც „გადარჩენილ ნაწილს“ კვალავაც ექნება გასასვლელი შავ ზღავზე.
აი შავ ზღვაზე გასასვლელი რომ არ დარჩენოდა ამ „დანარჩენ, არაოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიას“, ანუ პუტინს მოეხერხებინა ოდესას აღება, დნესტრისპირეთის საზღვარზე გასვლა, მაშინ სხვა ამბავი იქნებოდა.
მაკრონის წინადადება „გამყოფ ხაზზე“ იმდენად მიუღებელია კრემლისთვის, რომ მისმა „საგარეომ“, სერგეი ლავროვმა საფრანგეთის პრეზიდენტს ღიად, პრეს-კონფერენციაზე (!) უწოდა Петух.
რუსულ სემანტიკაში ეს უმძიმესი შეურაცხყოფაა. ფრანგულ სემანტიკაში კი „მამალი“ ეროვნული სიამაყე და ეროვნული ტოტემია ანუ „თემური სიმბოლო“.
ამ გაიძვერა ლავროვს ახლა ვინმემ რომ ჰკითხოს ან პარიზში მის ელჩს რომ ჰკითხონ ფრანგულ „საგარეოში“ , „მეხუთე რესპუბლიკის ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ასეთი შეურაცხყოფა რატომ მიაყენეო“, აუცილებლად უპასუხებენ: „როგორ გეკადრებათ, რატომ და როგორ გეწყინათ Петух ხომ თქვენთვის საამაყო სიმბოლოაო“.
დღევანდელობის ერთ-ერთი ნიშან-თვისება ისიცაა, რომ არასდროს მეორე მსოფლიო ომის და „ყირიმის ომის“ შემდეგ (1953 - 1956წწ) რუსეთსა და საფრანგეთს შორის ასეთი ცუდი ურთიერთობა არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა საფრანგეთი NATO-ს სამხედრო ორგანიზაციიდან ნაწილობრივ გამოიყვანა (ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა მონაკოს დე-ფაქტო სტატუსის თაობაზე ამერიკასთან უთანხმოება; გირჩევთ შესანიშნავ ფილმს ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით Grace of Monaco) და ამერიკული ბანკებიდან საფრანგეთის კუთვნილი ოქრო გამოზიდა დე გოლმა...... მოსკოვსა და პარიზს შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობა დამყარდა.
1985 წელს (ოქტომბერში) სსრკ ახალი ლიდერი გორბაჩოვი პირველი ვიზიტით სწორედ საფრანგეთს ეწვია. ფრანგულ კონცერნებთან სტრატეგიული ხელშეკრულებებიც გააფორმა.
ახლა ეს ვითარება იცვლება: ნიკოლა სარკოზიმ მისი ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სამხედრო ორგანიზიაციაში სრულყოფილად დააბრუნა ხოლო ემანუელ მაკრონმა ფაქტობრივად საფრანგეთის არმიის (შინაარსობრივად ასეა) უკრაინის ტერიტორიაზე განლაგება დააანონსა, რაც პუტინს აცოფებს.
წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ დანიის პრემიერმა დანიელებს მოუწოდა კონსერვები მოემარაგებინათ რაკი რუსეთის აგრესია გამორიცხული არ არის.
Associated press (ძალიან სერიოზული ამერიკული რესურსი) იტყობინება, რომ NATO-ს ახალბედა წევრის, შვედეთის ხელისუფლებამ ირიბი გზებით სასაფლაო ნაკვეთების შესყიდვა დაიწყო - რუსეთთან შესაძლო ომში გარდაუვალი მსხვერპლის გათვალისწინებით.
ზოგადად აქ უნდა ითქვას, რომ დასავლური სახელმწიფო და სამთავრობო მენეჯმენტის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროგნოზირება და რისკების გადაზღვევა, ასევე მოლოდინების მართვა.
შესაბამისად, არც დანიის, არც შვედეთის ამგვარი კაზუსები გასაკვირი არაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლიტიკური ტექნოლოგია: ყაზახეთმა რუსების ჩამოგდებული აზერბაიჯანული თვითმფრინავის „შავი ყუთები“ ბრაზილიაში გააგზავნა გამოსაკვლევად.
თამაშობს პრეზიდენტი ტოკაევი:
პუტინი თუ უსაყვედურებს ეს რატომ გააკეთეო, თვალებს ნაივურად განაბავს და ეტყვის: „ამერიკაში ხომ არ გავაგზავნე....BRICS-ის წევრ ბრაზილიაში გავაგზავნეო“.
ყაზახეთი დამკვირვებელია (2025 წლის 1 იანვრიდან „პარტნიორი“) ამ ორგანიზაციაში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა), რომელიც პუტინმა მისი ინტერესებიდან გამომდინარე შექმნა;
ოღონდ ახლა ყაზახეთის და სხვა „მესამე“ ქვეყნებისთვის BRICS საყრდენად იქცევა პუტინთან ფრთხილ საჭადრაკო პარტიაში.
. . . . . . . . . . . . . . . .
უნგრეთის Strong man ორბანი უახლოვდება „წითელ ხაზებს“: უნგრეთის დელეგაციამ NATO-ში გაავრცელა „ნაციონალური ატლასი“, რომლითაც რუმინეთის ტერიტორიის ნაწილი უნგრეთში შედის.
ბუქარესტმა პროტესტი გამოთქვა.
კრემლს კი უხარია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მსოფლიო მედიის Top-News-ია, რომ 100 წლის (!) ასაკში გარდაიცვალა ამერიკის 39-ე პრეზიდენტი (1976-1980) ჯიმი კარტერი \
ის არ იყო ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი.
ალბათ უფრო პირიქით.
მის სახელს უკავშირდება ირიბად ან პირდაპირ „ისლამური რევოლუცია“ ირანში და ამერიკის გლობალური დამცირება ირანელი ისლამისტი ფანატიკოსების მიერ ამერიკელ დიპლომატთა ტყვედ აყვანით;
ბუნებრივია, ჯიმი კარტერი ვერანაირად ვერ იქნებოდა შთამბეჭდავი ფიგურა იმ დიდი ქვეყნის და მსოფლიოს ისტორიაში მისი მომდევნო პრეზიდენტის - დიდი რონალდ რეიგანის ფონზე, რომელმაც ამერიკა გამოიყვანა „ვიეტნამის წუმპეს“ განცდიდან, დაანგრია კომუნისტური იმპერია და ააღორძინა აშშ ეკონომიკა რადიკალური საგადასახადო რეფორმის შედეგად.
ოღონდ ჯიმი კარტერს აქვს ერთი დიდი დამსახურება მთელი მსოფლიოს და ყველა Freedom love ადამიანის წინაშე ამ პლანეტაზე - განსაკუთრებით კი იმ ადამიანების წინაშე, ვინც კომუნისტურ ჯურღმულში დავიბადეთ და გავზიარდეთ: სწორედ ჯიმი კარტერის ადმინისტრაციამ, ჰელსინკის 1975 წლის ისტორიული, ეპოქალური „აქტის“ საფუძველზე, განახორციელა (და ძალიან მძლავრად განახორციელა) „ადამიანის უფლებათა“ (Human rights) კონცეპტის პრომოუტირება. ა
მ კონცეპტმა, მისგან გამომდინარე არგუმენტებმა და პოლიტიკურმა დომინანტებმა საბოლოოდ დაანგრიეს „ბოროტების იმპერია“, რადგან მოსკოვმა ვერაფერი დაუპირისპირა ადამიანის თავისუფლების იდეას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
შესანიშნავი ამერიკელი მსახიობის, კიანუ რივზის „როლექსი“, რომელიც მას გასტაცეს 2003 წლის დეკემბერში ლოს ანჟელესის საცხოვრებელი სასახლის ძარცვის დროს, იპოვეს ჩილეში, სანტიაგოში, საპოლიციო რეიდისას.
არ არის ძვირი საათი - სულ რაღაც $9 000 ღირს, მაგრამ სამახსოვროა, რაკი წარწერით უკავშირდება მსახიობის ერთ ერთ ფილმს John Wick.
სანტიაგოს (ჩილეს) პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა დააკავა.
ეს ბიჭი რომ არ იქნებოდა მთავარი ამ საქმეში, ცხადია.
ჩილეს პოლიცია ამტკიცებს, რომ ბოლოდროინდელი ტრენდით, არსებობს გლობალური ქსელი (ესეც გლობალიზაციის ერთ-ერთი შედეგია), რომელიც დაკავებულია „სელებრიტების“ ესე იგი VIP-პერსონების საათების და სხვა პირადი ნივთების მოპარვით, რათა შემდეგ ეს საათები, ეს პირადი ნივთები, რაც მეტისმეტად ძვირი არ არის, შესაბამისად არც ისე კარგადაა შენახული, მიჰყიდოს განსაკუთრებული მენტალობის სოციოპათებს, ვისთვისაც არ არის მნიშვნელოვანი, კიანუ რივზის საათი $9 000 ეღირება, $90 თუ $900 000.
მთავარია, რომ ეს კიანუ რივზის საათია და მას ეკეთა მაჯაზე.