საერთაშორისო მიმოხილვა. 26 მარტი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 მარტი. 2022 წელი

ძალიან არსებითი  სიახლეებია რუსული აგრესიის მიმდინარეობაში.

გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ (მეორედ მთელი აგრესიის განმავლობაში, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო) გამოაქვეყნა დაღუპულთა რაოდენობა. ამ ოფიციალური ცნობით, 24 თებერვლიდან - 25 მარტამდე დაღუპულია 1 351 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი. დაჭრილია 3 825

ესეც  დიდი ციფრებია. თუმცა უკრაინული მხარის ცნობით, სინამდვილეში დაიღუპა 15 000-16 000 სამხედრო და სამჯერ მეტი დაიჭრა.

ბუნებრივია, მეომარ მხარეთა მონაცემებს კრიტიკულად აანალიზებენ მსოფლიოს საუკეთესო Think tank-ები, მათ შორის სახელგანთქმული `სტოკჰოლმის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი`. ისინი იმ დასკვნამდე მიდიან, რომ უკრაინული მხარის მონაცემები ბევრად, შეუდარებლად ახლოსაა სინამდვილესთან. და რომ რუსეთი ამ შემთხვევაში იყენებს მარტივ მანიპულაციებს:

ა) თვლის მხოლოდ იმ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, ვინც ოფიციალურად ირიცხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში/

ბ) არ თვლის ე.წ. `დონბასის არმიის` დანაკარგებს, რომელიც სინამდვილეში რუსული არმიის ქვედანაყოფია და არა დამოუკდიებელი სამხედრო Entity (ძალიან ჰგავს, ტალიავინის რომ ეუბნებოდნენ: ეს სამხრეთ ოსეთის არმია ხსნიდა მუდამ ცეცხლს ჩვენ რა შუაში ვართო და იმანაც `დაიჯერა`). თუმცა ეს სხვა თემაა/

გ) არ თვლის ე.წ. `როსგვარდიას`, რომელიც ოფიციალურად ასევე არ არის თითქოს რუსული არმიის ქვედანაყოფი, თუმცა რეალურად არის/

დ) არ თვლის კადიროვის მსგავს სისხლიან მარიონეტთა ე.წ. `მოხალისეთა რაზმებს` და მათ დანაკარგებს - ჩეჩნეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და ა.შ.

ე) არ თვლის ე.წ. `კერძო სამხედრო ფორმირებების` (Частная военная компания - ЧВК) დანაკარგს, როგორიცაა მაგალითად ЧВК Вагнер – «პუტინის მზარეულად«  წოდებული რუსი ოლიგარქის, მილიარდერ პროგოჟინის ფორმირება, რომელიც სინამდვილეში პუტინის პირადი გვარდიაა და ხან ვენესუელაში აგზავნის, ხან სირიაში, ხან უკრაინაში, ხან საქართველოში

ვ) არ თვლის ტყვედ ჩავარდნილებს, რომელთაგან დიდი ნაწილი უკვე ტყვეობაში ჭრილობებისგან მოკვდა.

ამ ყველაფერს ქვია `აუნაზღაურებელი დანაკარგი` და მასში არ შედიან უბრალოდ ტყვეები.

ბუნებრივია პუტინის რეჟიმს ახლა სასიცოცხლოდ სჭირდება ციფრების შემცირება, რადგან დანაკარგი იმდენად დიდია, რუსული მოსახლეობის მზარდ აღშფოთებას იწვევს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გუშინდელი ამბავი ისაა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალურმა შტაბმა პირველად განაცხადა:  რუსეთის არმია ახდენს `გადაჯგუფებას`, თვლის ომის პირველ სტადიას დასრულებულად და მიიჩნევს, რომ ომის მეორე სტადიაზე უნდა `კონცენტრირდეს` იმ ტერიტორიაბზე, რომელსაც უკვე აკონტროლებს რუსული არმია. ძირითადად კი `დერეფანზე` დონბასიდან - ყირიმიმამდე.

ოღონდ პუტინის პრობლემა ისაა, რომ ამ `დერეფნის` ცენტრშია მარიუპოლი; რუსის ჯარმა ნამდვილი გენოციდი მოაწყო ამ ქალაქში, - იმ დონის ეთნიკური წმენდა და ხოცვა-ჟლეტა, რაც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს ჰუმანიტარული კატასტროფის სახით. სანამ მარიუპოლი ვერ აიღეს ან ვერ მოახრჩვეს ბლოკადით, `პირველი სტადიის` დასრულებაზე და ახალ პრიორიტეტებზე ლაპარაკი სიცრუეა.

გარდა ამისა, მივაქციოთ ყუარდღება, რომ გამოჟონილი ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს პუტინის მონები მოითხოვდნენ უკრაინას ხელი მოეწერა `ცეცხლის შეწყვეტაზე` ისე, რომ თან ნეიტრალიტეტი გამოეცხადებინა, თან აეღო ვალდებულება, ამ `ცეცხლის შეწყვეტის` ხაზს აღარ გადალახავდა. სანაცვლოდ პუტინს შესაძლოა კიევის მისადგომებიდან და ხერსონის მისადგომებიდან ჯარიც კი გაეყვანა, რადგან თავიდანვე (ამას ბევრი ვარაუდობდა) მისი რეალისტური გეგმა C იყო დონბასსა და და ყირიმს შორის დერეფნის გაჭრა

ანუ პუტინს, ანალიტიკური შეფასებებით ჰქონდა, არარეალისტურობის გრადაციით  

გეგმა A (უკრაინის მთლიანად დაპყრობა კიევის ჩათვლით);

გეგმა B (უკრაინის მთელი ზღვისპირეთის დაპყრობა ოდესამდე და მოდლოვამდე)

გეგმა C (მხოლოდ დერეფანი დონბასიდან -  ყირიმამდე)

პუტინის ეგზისტენციური (ანუ ყოფნა არყოფნის) პრობლემა ახლა ის არის, რომ იმპერიალისტურად და შოვინისტურად განწყობილი რუსების აბსოლუტური უმრავლესობა (80%) ყველა სხვა ვარიანტს, გარდა A გეგმისა, დამარცხებად ჩაუთვლის.

სოლოვიოვი რომაა, რეჟიმის მთავარი პროპაგანდისტი, ვისაც ახლახანს იტალიამ ვილლა წაართვა კომოს ტბაზე, ისიც კი პირდაპირ ამბობს: თუ პუტინი ახლა უკან დაიხევს უკრაინული სახელმწიფოებრიობის სრული, ტოტალური განადგურების გეგმიდან, ჩემს მხარდაჭერას დაკარგავსო.

მაგრამ მეორეს მხრივ, პუტინს სჭირდება ამოსუნთქვა, ჯარში და ქვეყანაში მზარდი უკმაყოფილების დაცხრობა, ამიტომ მან  `ოქროს შუალედის`ყნოსვა დაიწყო: ოფიციალურად ხელს არ მოვაწერ C ვარიანტს, თუმცა რეალურად განვახორციელებო. პუტინს სჭირდება არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ის, რომ უკრაინამ უკვე რაც დაიპყრო, ის `გაუპრავოს`.

მაგრამ ნურას უკაცრავად: უკრაინის არმია, რომელმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე პრინციპული გამარჯვება მოიპოვა, ასე `ხელმოუწერლად` სულაც არ ჩათვლის თავს ვალდებულად დაიცვას `არაოფიციალური ცეცხლის შეწყვეტა`. ომი და შეტევები გაგრძელდება. პარტიზანული მოძრაობაც იწყება. განსაკუთრებით დაპყრობილ ქალაქებში და ამას ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს.

სტალინმაც კი ვერ შეაჩერა - პუტინი მით უმეტეს. ამას 3-4 მილიონი ჯარისკაცი და ოფიცერი სჭირდება. სტალინს და ბერიას ჰქონდათ, პუტინს არა აქვს. ხომ ვხედავთ: ოსები მიჰყავს საომრად ცხინვალდიან, იმდენად არ ჰყოფნის ცოცხალი ძალა.

თუმცა იმას, რომ პუტინი გეგმა C-ს განხორციელებაზე გადავიდა და დაპყრობილ ქალაქებში მზადაა სისხლის ტბები დააყენოს, მეტყველებს ასევე გუშონდელი გადაწყვეტილება ხერსონში, მელიტოპოლში, სხვა ოკუპირებულ  ქალაქებში ე.წ. `სამხედრო ადმინისტრაციების` შექმნის შესახებ.

ანუ თავიდან პუტინს იმედი ჰქონდა, დაპყრობილ ქალაქებში ადმინისტრაციები (ეთნიკური რუსები იყვნენ) მის მხარეს გადავიდოდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ბრძანება გასცა, ეს ადმინისტრაციები და ქალაქების მერები  დაიჭირონ (უფრო მოკლან, გააქრონ), დანიშნონ სამხედრო კომენდანტები, ეს სამხედრო კომენდანტები გამოაცხადებენ კომენდანტის საათს საღამოს 6 საათიდან დილის 11 საათამდე (ან თუნდაც 24 საათიან კომენდანტის საათს გამოაცხადებენ, როგორც პანდემიის დროს), გათიშონ  ადგილობრივი ტელევიზიები, გათიშონ ქალაქებში ინტერნეტი,  მობილური კავშირი, ჩართონ რუსული ტელევიზიები და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის ეს გეგმაც კი არ მოსწონთ ექსტრემისტებსა და რადიკალებს (მარტივად თუ ვიტყვით შეშლილ მანიაკებს) რუსულ გენერალიტეტში და არმიაში. იმიტომ, რომ სალდაფონური პრიმიტიულობით განსჯიან მხოლოდ სამხედრო არსენალით ანუ სამხედრო პოტენციალით.

მაგალითად, გუშინ, აშკარად მათი სახელით ლაპარაკობდა რუსულ არხზე სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ხოდარენოკი, რომელმაც დაახლოებით ასეთი საშინელი აზრი განავითარა: მოვიდა დრო რუსეთმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ტაქტიკური ბირთვული იარაღი. მაგალითად, რუსულ არმიას აქვს `ბირთვული საარტილერიო ჭურვები`, რომელთა გასროლა ქვემეხითაც შეიძლება. მათგან ყველაზე პატარაა 150 მილიმეტრი ანუ 15 სანტიმეტრი სიგრძის ბირთვული საარტილერიო ჭურვი. მაგრამ ამ `პატარა ჭურვის` აფეთქების სიმძლავრე იქნება 1 ტრილიონი ტროტილის ექვივალენტი (აფეთქების სიმძლავრეს ზოგადად ფეთქებადი ნივთიერების ტროტილის ექვივალენტით თვლიან) და ხოდორენოკის თქმით, 3-4 ასეთი საარტილერიო ჭურვი რომ ვესროლოთ, მაგალითად ხარკოვს, ეს ქალაქი სრულიად მოისპობაო.

ანუ.........ნახევარი მილიონი ადამიანი განადგურდება 3-4 `ყველაზე პატარა` რუსული საარტილერიო ბირთვიული ჭურვის გასროლით`.

და ეს კაცთმოძულე, ფაშისტური მსჯელობა მიმდინარეობს რუსეთის სახელმწიფო არხზე!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს, შაბათს, ჯო ბაიდენი ახალ სანქციებს გააჟღერებს და პროგრამული სფიჩით გამოვა.

რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ნამდვილად ყველაზე ძლიერია ისტოირიაში. ირანის წინააღმდეგაც კი არ ყოფილა ასეთი, მაგრამ ცდება ყველა (პუტინის ჩათვლით) თუკი ვინმეს ჰგონია,  ფინანსური და ეკონომიკური სანქცირების მხრივ დასავლეთმა ამოწურა არსენალი. კიდევ უამრავი რამ შეუძლია დასავლეთს და ამერიკას. პორტების ჩაკეტვა მაგალითად რუსული გემებისთვის, ან ბიო-მასალებისა და სათესლე მასალების მიწოდების დაბლოკვა, რაც 3 თვეში რუსეთში შიმშილს გამოიწვევს.......მედიკამენტების მიწოდების დაბლოკვა......სასტიკია მაგრამ რა ქნას კაცობრიობამ?  

ერთადერთი ის აჩერებთ, ანუ იმიტომ ვერ ბედავენ, რომ რუსული სამხედრო/პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მისი ლიდერით ანუ პუტინით დაწყებული, როგორც სჩანს მართლა შეიშალა ჭკუიდან და ეს არ არის რაიმე გადაჭარბება. აბა ხარკოვის და კიევის 3-4-7 ბირთვული საარტილერიო ჭურვით განადგურებაზე რომ მსჯელობს, ის საზოგადოება ნორმალურია საერთოდ?

უკვე ბევრი თვლის, რომ ასეთი კატასტროფული საფრთხის წინაშე კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის დროს კი  არა და.......მთელი ისტორიის  მანძილზე არ მდგარა!!!

ჰიტლერს და ჩინგიზყაენს 5 000 ბირთვული ბომბი (50 კილოტონიანიდან - 50 მეგატონიანამდე) არ ჰქონიათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის ორ შემაძრწუნებელ გამონათქვამს იხსენებენ.  ჩვენც დავაკვირდეთ და განვსაჯოთ, რა ფენომენთან გვაქვს საქმე ჩვენც და კაცობრიობას მთლიანად\

  1. ატომური ომი??? თუ ატომური ომი მაინც მოხდება, ჩვენ, რუსები სამოთხეში მოვხვდებით, ამერიკელები და ევროპელები კი უბრალოდ ჩაძაღლდებიან

«Мы попадём в рай, а они просто сдохнут«

  1. რა ჯანდაბად გვინდა ასეთი მსოფლიო, თუ იქ არ იქნება რუსეთი?!

Зачем нам такой мир, в котором не будет России?!

პუტინისთვის `რუსეთი` და `იმპერია` იდენტური ცნებებია. `არ იქნება იმპერია, არ იქნება რუსეთი`. ასე აზროვნებს.

კატასტროფააა.