რუსი ბიზნესმენების «შემოსევა» საქართველოში

რუსი ბიზნესმენების «შემოსევა» საქართველოში

 
         დღეს თბილისში რუსეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი იხსნება, რომლის მიზანიც უდიდესი რუსული კომპანიების დაინტერესებაა საქართველოში ინვესტირებით. ამ ფორუმის თაობაზე, მოსკოვში ყოფნისას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ zurab Jvanias საგნობრივი მოლაპარაკება ჰქონდა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე mixeil fradkovTan, რომელმაც თავისი კაბინეტის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ეკონომიკური განვითარების მინისტრი «გერმან გრეფი» გამოგზავნა ჩვენს დედაქალაქში ბიზნესმენებთან ერთად.

    სავსებით გასაგებია, რა მიზანს დებს ბიზნეს-კონფერენციაში რუსეთის და რატომ ცდილობდნენ ყველაზე დიდი რუსული კომპანიების მესვეურები მოხვედრილიყვნენ იმ სიაში, ვისაც პრემიერ-მინისტრი და ფორუმის სხვა მონაწილენი თბილისში მოიწვევდნენ, მეორე მხრივ, რითაც არ უნდა იყოს მოტივირებული რუსული მხარის დაინტერესებ, საქართველოსთვის მთავარია, მოიზიდოს ინვესტიცია იმ დარგებში, რაც ახლო წარსულში უპერსპექტივოდ აღიქმებოდა.
    მოსკოვში ყოფნისას პრემიერმა ერთი, მეტად ნიშანდობლივი განცახდებაც გააკეთა: «როდესაც დავათვალიერე რუსთავის მეტალურგიული კომპლექსის ის საწარმოები, რომლებიც სულ ახლახან უიმედოდ მკვდარი გვეგონა, საბოლოდ დავრწმუნდი, რომ რუსეთის ბაზარზე გასვლის შემთხვევაში, მათი ამოქმედება და მუშა-ხელის დასაქმენა სავსებით რეალურია». მაშასადამე, რუსი ბიზნესმენების ჩამოსვლა ამჯერად ნამდვილად არ უკავშირდება რაიმე ცერემონიულ ღონისძიებას ან თუნდაც პოლიტიკური «შთაბეჭდილების» შექმნას, როგორც ეს ადრე იყო. რუსული კაპიტალის დაინტერესება «განათლებული» და გაძლერებულია ოფიციალური მოსკოვის მხარდაჭერით. რუსეთის ხელისუფლებას აშკარად მოეწონა ანატოლი ჩუბაისის სქემა, რითაც «რაო-ეეს»-მა «თელასი» შეიძინა, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და საქარტველოს ბაზარზე რუსული (სახელმწიფო) კაპიტალის დამკვიდრებასაც შეუწყო ხელი. იმავდროულად, ხსენებული სქემა ქართულ მხარესაც «ჭკუაში დაუჯდა», რაკი ენერგეტიკაში ვითარების გამოსწორების პერსპექტივა შეიქმნა.
    ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული ცნობით, ბიზნეს-კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევები დაეგზავნათ უდიდესი რუსული კონცერნების ხელმძღვანელებს. თითქმის ყველა «პირველი პირებით» არ იქნება წარმოდგენილი (მაგალითად, ანატოლი ჩუბაისი თავის მოადგილე ანდრეი რაპოპორტს აგზავნის), მარამ წარმომადგენლობა მაინც საკმაოდ საკმარისია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. წინასწარი მონაცემებით, თბილისში 80-ზე მეტი რუსლი ბიზნესმენი ჩამოვა. ქართული მხრიდან კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობენ TBC ჯგუფი და სხვა ბიზნეს-ჰოლდინგები თუ წამყვანი კომპანიები. როგორც ჩანს, სტუმრების ასეთ ოდენობას ისინიც კი არ ელოდნენ. ამიტომ, ტექნიკური მიზეზებით, იძულებულნი არია, «მასპინძელი მხრიდან» შეზღუდონ მოწვეულთა რაოდენობა. ჯერ კიდევ მოსკოვში პრემიერის ვიზიტისას ითქვა, რომ გემან გრეფთან ერთად ზურაბ ჟვანია განიხილავს რუსეთ-საქარტველოს ეკონომიკური საზღვრის «გამჭვირვალობას», ანუ მოსკოვის მიერ 1999 წელს დაწესებული შეზღუდვების საკითხს. რაც, თავისთავად, ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების პროექტია და არც ერთ საინვესტიციო პროგრამას არ ჩამოუვარდება მასშტაბითა თუ ეკონომიკური მნიშვნელობით.
    გარდა ამისა, განიხილება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა (თუ დავაჯგუფებთ), საქართველოს საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა (მხოლოდ მსოფლიო ბანკთან და ევრობანკთან ერთად) ბათუმის პორტი, აჭარის საკურორტო მეურნეობა, ელმავალმშენებელი ქარხანა, რუსთავისა და იმერეთის კომპლექსები, «გაზპრომისა» და «იტერას» ინტერესების შეჯერება და ასე შემდეგ.
    როგორც ჩანს, აქ მხოლოდ კაფეების გახსნაზე არ არის საუბარი გათვალისწინებულია სერიოზული საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება, ოღონდ, თუ ფრადკოვის განცხადებას კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, ისიც უდავოა, რომ ყველა პროექტი მხოლოდ კრემლის მიერ «მწვანე შუქის» ანთების შემდეგ შეიძლება განხორციელდეს, ისევე, როგორც ქართული მხარე, მაგალითად, არასდროს დაეთანხმება ენგურჰესის რეაბილიტაციის თავისთავად ძალზე ხელსაყრელ და «მაცდუნებელ» პროექტს, თუ პარალელურად არ დაიწყო გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნებისა და ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნის პროცესი. ანუ, ორივე ქვეყანაში არსებული რეალიების გათვალისწინებით, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და უზენაესი სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპს კვლავინდებურად დიდი ყურადღება მიექცევა.

27 მაისი, ხუთშბათი, 2004 წელი
    დილის გაზეთი