იოსებ სტალინი და მისი ყაჩაღობები

იოსებ სტალინი და მისი ყაჩაღობები

ჩემი თაობის (1964) ხალხს ეხსომება, უმაღლესში იყო ასეთი საგანი „პარტისტორია“. საკმაოდ „წონადი“ საგანი იყო იმ დროს („რატომღაც რომ არა“) და ისტორიის ფაკულტეტზე მხოლოდ „მეცკომი“ (მეცნიერული კომუნიზმი) შეედრებოდა საათების რაოდენობით.

ეს „მეცკომი“ რა....“ვიოლინოც“ იყო გასაგებია - ბოლო ბოლო მომავალს ეხებოდა, მაგრამ „პარტისტორია“ წარსულს სწავლობდა ხომ? ჰოდა რაკი ასეა КПСС-ВКП(б) ისტორიის ლექციებზე „რატომღაც“ არ მახსოვეს აი ამ ფაქტების შესახებ მოეთხროთ ღირსპატივცემულ ლექტორებს:

1908 წლის ზაფხულში, ბაქოს პორტში ჩამოდგა გემი, რომელსაც რუსეთის იმპერიული სახელმწიფო ბანკის თანხა გადაჰქონდა ადგილობრივი განყოფილებისთვის. გემზე ავიდა სამი პოლიციელი, ვითომდაც შესამოწმებლად. სინამდვილეში სამი ბანდიტი იყო.

ამ სამმა ყაჩაღმა კბილებამდე შეიარაღებული დაცვა უსწრაფესად განაიარაღა და სეიფს მიადგა. სეიფი შვეიცარიული იყო და „გაუტეხავად“ ითვლებოდა. მაგრამ ერთ-ერთმა ყაჩაღმა, მეტსახელად „აჰმადი“ 4 წუთში გააღო. სეიფში აღმოჩნდა მილიონზე მეტი „ნიკოლოზის რუბლი“, დღევანდელი კურსითა და „უნარით“ 30 მილიონი დოლარი.

ჩადეს ტომრებში და გემბანზე გამოვიდნენ. ამასობაში სანაპიროზე მდგომ გემს ბაქოს პოლიციამ სანაპიროს მხრიდან ალყა შემოარტყა. ყაჩაღები ხელებაწეულნი გამოვიდნენ გემბანზე, თუმცა მოულოდნელად ზღვის მხარეს გადახტნენ, სადაც კატარღა ელოდათ.

შემდეგ ზღვამ უყო პირი თუ როგორ იმ კატარღას...... ფაქტია გაქრნენ - ვერავინ დაეწიათ.

ხოლო ის კატარღა მოგვიანებით იპოვეს და დღესაც ბაქოს მუზეუმშია დაცული.

ამ ყაჩაღების ვინაობა ცნობილია: იოსებ ჯუღაშვილი, იმდროინდელი ზედსახელით „კობა“, სიმონ ტერ-პეტროსიანი, ზედსახელით „კამო“...... რაც შეხება „აჰმადს“, არ ვიცი, თუმცა ის კი ზუსტადაა ცნობილი, რომ მოგვიანებით აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (!!!) გახდა.

ჰა ჰა ჰა.....აბა რით არ იყო „პარტისტორიის“ სახელმძღვანელოში შესატანი ამბავი, მით უმეტეს, რომ ეს ფული ემიგრაციაში მყოფ РСДРП (Б) ხელმძღვანელობას (მათ შორის „ფილოსოფოსს“ სახელით და გვარით ვლადიმერ ულიანოვი, ზედსახელად „ლენინი“) მოხმარდა?

რამდენიმე თვის შემდეგ, თბილისში, „ერევნის მოედანზე“ (მოგვიანებით „ბერიას მოედანი“, კიდევ უფრო მოგვიანებით „ლენინის მოედანი“, ახლა „თავისუფლების მოედანი“) ინკასატორები დააყაჩაღეს, რომელთაც ზაკავკაზიეს ცენტრალური საიმპერატორო ბანკიდან დაახლოებთ 100 მილიონი (!) დოლარის ექვივალენტი „ნიკოლოზის რუბლი“ გადაჰქონდათ.

ყაჩაღმა ზედსახელით „კამო“, რამდენიმე ყუმბარით ააფეთქა დაცვა და ამოწყვიტა მცველ კაზაკთა რაზმი, მეორე ბანდიტმა, 30 წლის „კობამ“ უშუალოდ საინკასატორო ეტლში მყოფები დახოცა და ფული გაიტაცა.

ბუნებრივია, იმპერიის ჟანდარმერიამ მსოფლიო შეძრა .....კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ პარიზში დააპატიმრეს ვინმე ლიტვინოვი, რომელსაც იმ ნაყაჩაღარიდან 500 რუბლიანი ბანკნოტა აღმოაჩნდა. და.....ეს „ვინმე ლიტვინოვი“ მოგვიანებით სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა!

ძარცვა იმდენად ხმაურიანი იყო, ნიკოლოზმა თავის მინსიტრებს დაავალა, თქვენი დედა.....!. იპოვეთ როგორც გინდათო, „კობამ“ ხმაურის დროს ბაქოში რაღაც მცირედი დანაშაული ჩაიდინა (ამბობდნენ განგებო) და ციხეში ჩაჯდა - იქ ხომ არ დაუწყებდნენ ძებნას.

კამერაში „კანონიერი ქურდები“ უდიდესი კრძალვითა და მოწიწებით ექცეოდნენ, როგორც „ავტორიტეტთა შორის ავტორიტეტს“. ისინი რომ „მუჟიკებს“ ურჩევდნენ საქმეებს, კობა მათ საქმეებს არჩევდა.....

გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და ბაქოში ადგილობრივი ოლიგარქი ნავთომბრეწველი მოიტაცეს....დიდი ფული დააწერეს. მოლაპარაკებას სადღაც დილეგში მასთან პირადად კობა აწარმოებდა.....ეს მაგნატი რევოლუციის შემდეგ არ გაიქცა და სიკვდილის წინ ოჯახს გამოუტყდა (უკვე 30-იან წლებში) რომ მთავარ გამტაცებელში ის ადამიანი ამოიცნო, - ყველა კედელზე რომ პლაკატად იყო გამოკრული. თუმცა მის მიმართ დიდი სითბოთო ილაპარაკა სიკვდილის წინ: „ეგ რომ არა ბევრად უარესად დავამთავრებდიო“.

„კობამ“ კი (მაშინ უკვე „სტალინმა“) ოჯახს პიანინო აჩუქა, რომელიც დღესაც დაცულია იმ აზერბაიჯანულ ოჯახში. (საოცრებაა, თუმცა ფაქტია) ისევე, როგორც ის საკანია მუზეუმად ქცეული, სადაც „კობა“ ქურდებს შორის უთანხმოებას არჩევდა ხოლმე

ჰოდა, ახლა მე გეკითხებით, პატივცემულო მკითხველო: „აქედან“ რაიმე სასიკეთო შეიძლებოდა გამოსულიყო? ის „ფილოსოფოსი“ ზედსახელად „ლენინი“ რაიმე ხეირიანს შექმნიდა? არ ვიცი...არ ვიცი......

ისე....ფრანგი რევოლუციონერებიც კი იყვნენ ფანატიკოსები, მაგრამ რობესპიერის, სენ-ჟიუსტის, დანტონის და სხვათა სისტემურ ყაჩაღობებზე თუ ძარცვა-გლეჯაზე მე არაფერი მსმენია. კაპრალ ბუონაპარტეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ეგება ვცდები......თქვენ თქვით.....

p.s უცნაურია, მაგრამ პოსტსაბჭოურ კულტურაში სკკპ ამ განუყოფელი ისტორიისა და „კობას“ ბანდიტობის შესახებ სულ მცირე ნიმუშებია; გამონაკლისად მახსენდება დიდი (ნამდვილად დიდი!) მწერლის, წარმოშობით აფსუა ფაზილ ისკანდერის მოთხრობათა ციკლის (Сандро из Чегема) მიხედვით გადაღებული "Пиры валтасара" გენიალური მსახიობის, ალექსეი პეტრენკოს უბრწყინვალესი შესრულებით.

ყველას გირჩევთ, ვისაც ეს შესანიშნავი ფილმი არ გინახავთ.....მიუხედავად მისი არც თუ ზედმიწევნით შენიღბული ანტიქართული სულისკვეთებისა, რაც მე მგონი უფრო რეჟისორს, იური კარას უკავშირდება „იმჯერად“, ვიდრე ფაზილს.

N.B იმ აზერი ნაბვთობმაგნატისათვის ნაჩუქარი პიანინო (ვიმეორებ: აბსოლუტურად უტყუარი ფაქტია) წარმოშობს ლეგიტიმურ კითხვებს მოარულ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ სიმონ ტერ-პეტროსიანი სტალინის დავალებით მოკლეს. აბა კამოს მოკლავდა „არ ილაპარაკოსო“ და იმ აზერს ცოცხალს დატოვებდა......თუმცა თბილისში მაშინ ერთადერთი ავტომობილი დადიოდა მგონი და ისიც მაინცდამაინც კამოს დაეჯახა და......მოკლედ რას გაუგებ ამ ბოლშევიკებს...