ზურაბ წერეთელი და მისი შვილიშვილი

ზურაბ წერეთელი და მისი შვილიშვილი

ზურაბ წერეთელი რომ ნამდვილად დიდი სკულპტორი იყო, ეს მონუმენტიც მეტყველებს - გაეროს ოფისის წინ, ნიუ იორკში.

დააკვირდით წმინდა გიორგის საჩვენებელ თითს მარჯვენა ხელზე, რომლითაც შუბი უპყრია და ფრთოსანი რაკეტა „პერშინგ“-ისგან (აშშ!) შექმნილ ურჩხულს გმირავს.

ამით სკულპტორი ამბობს, რომ წმინდა გიორგის ძალისხმევა არ სჭირდება ბოროტების დასამარცხებლად - მისი ძალა სულიერება და რწმენისთვის თავშეწირვაა.

განსხვავებით ფიზიკური ძალისგან - იგი ხომ შეკრულ მუშტშია მხოლოდ.

ანუ ერთი მცირე დეტალით ავტორმა ქრისტიანობის არსი სრულად გადმოსცა.

არა მგონია ეს სკულპტურული კომპოზიცია ყველას მოსწონებოდა გაეროში, რაკი მეტისმეტად მკაფიოდ გამოხატავს არსს: „კაცობრიობის ბედს ქრისტიანები ვწყვეტთ“, მოსწონს ეს ვინმეს თუ არაო.

ასე არ უნდა ეთქვა ალბათ მთლად, რადგან ქრისტიანები კაცობრიობის 20% თუ ვართ....... მაგრამ....თქვა და ძვრა ვერ უყვეს - ახლაც იქ დგას და იდგება, როგორც სჩანს სამარადჟამოდ.

უმდიდრესი მხატვრული ტრადიციების რუსეთში, ზურაბ წერეთელი სიკვდილამდე, 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა Академия Художеств და რომ მოკვდა, ხუთასამდე წევრმა თითქმის ერთხმად (1- გამონაკლისით) აირჩიეს პრეზიდენტად მისი შვილიშვილი.

სულ იდიოტები და „ნახლებნიკები“ არიან?

არა მგონია რაღაც - ხელოვანი ხალხია!

ახლა.....ხელოვანი ადამიანი ზოგადად კონფორმისტობას ჩვეული რომაა.....მიკელანჯელოდან დაწყებული, რათა შემოქმედების და გამოხატვის საშაულება ჰქონდეს........ეს კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი გარემოებაა, ანუ მ ო ვ ლ ე ნ ა;

მაგრამ....ზურაბი თუ იყო პუტინისადმი „ლოიალისტი“, უკვე გარდაიცვალა და მისი შვილიშვილისადმი „კონფორმიზმი“ ასეულობით შესანიშნავ ხელოვანს რაში დასჭირდებოდა რომ არა ნამდვილი დამსახურება და პატივისცემა?

განქიქება გვიყვარს.....ოჰ როგორ გვახასიათებს....აბა ერთი ჩვენი მეზობელი, დიდებული, უნიჭიერესი ერის შვილი ყოფილიყო.....თუ განაქიქებდნენ ასე: „ეგ ჟესტიანშჩიკი ეგაააააა“

დათო

P.S მისი ნამდვილი ნიჭი რუსთაველზე, ყოფილ „კადეტთა კორპუსში“ გამოფენილ ხელთქმნილობებში, მოზაიკებსა და ნახატებშია.

გირჩევთ.