ბიძინა და......ქართული Deep state
ძვირფას მკითხველს, რომელსაც უყვარს კითხვა და აზროვნებს „რთულად“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბიძინა და......ქართული Deep state
- - - - - - - - - - - - - - - -
დიდი ხანია მინდა ეს საინტერესო თემა, შეძლებისდაგვარად აღვწერო, გავაშუქო მიმდინარე მოვლენების ფონზე....თუმცა მუდამ იმ პრობლემას ვაწყდები, რომ რთულია „დინების საწინააღმდეგოდ ცურვა“ და იმ საზრისთა გამოთქმა, რაც საყოველთაო სოციო-ფსიქოლოგიურ თუ „ინტელექტუალურ“ დომინანტებს ეწინააღმდეგება.
რა არის ეს პრიმიტიული დომინანტა?
მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ბიძინა აკონტროლებს საქართველოში ყველაფერს....ბიძინა ავტოკრატია....ბიძინა დიქტატორია.....სასამართლო ჯიბეში უდევს.......პროკურატურა ჯიბეში უდევს......მისი ერთი სიტყვა საკმარისია რომ.......
- - - - - - - - - - - - - - - -
ჰოდა მოდით ახლა აი ამ უბადრუკი, პრიმიტიული პროპაგანდისტული „მესიჯბოქსის“ გათვალსწინებით (პროპაგანდა მხოლოდ სახელისუფლებო როდია, როგორც ბევრს ჰგონია-დ) შევხედოთ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს.
არა, იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ბაჩიაშვილმა გაპარვა მოახერხა.....
(აქვე: ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის მოქალაქე გადავიდა ტყე-ტყე და იქედან წავიდა რუსეთში, სადაც წინასწარ ჰქონდა ეს ამბავი „დალაგებული“ ძვირადღირებული ადვოკატების და არანაკლებ ძვირადღირებული ლობისტების მეშვეობით სახელისუფლებო დერეფნებში)
გაპარვა და გადაპარვა შეიძლება ყველგან მოხდეს. არათუ საქართველოში, არამედ ჩრდილო კორეაშიც კი. ეს არაფერია.
არც იმის განხილვაში შევდივარ, მართალია თუ არა ბიძინა - ბაჩიაშვილთან და მართლა მოპარა თუ არა ბაჩიაშვილმა მას ასეულობით მილიონი.
დავუშვათ არ მოუპარავს, დავუშვათ ბაჩიაშვილი უმწიკვლოდ მართალია ბიძინასთან.
არსებითი ეს არაა.
არსებითი ამ დისკურსში ჩვენთვის ის არის, რომ თვით ბიძინა ივანიშვილი ამბობდა „მომპარაო“ და არათუ ფინანსურად, არამედ აშკარად მწვავე ემოციით (!) იყო დაინტერესებული, ასე რაკი „გადააგდო“ (მას მიაჩნდა რომ გადააგდო) ის „გაიძვერა თაღლითი“ დაესაჯა ან როგორც მინიმუმ (როგორც მინიმუმ!!) ფული, ესე იგი „მოპარული“ თანხა დაებრუნებინა.
ვთანხმდებით ამაზე?
იყო ხომ დაინტერესებული?
ჰოდა თუ ამაში ვთანხმდებით, მაშინ დავაკვირდეთ უცნაურობას: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ, ყველა მისი კომპონენტით (ვუწოდოთ პირობითად „საქართველოს იუსტიცია“) მიუხედავად „ტირანის“, „ავტოკრატის“, „დიქტატორის“ „ერთპიროვნული მმართველის“ „ქვეყნის მპყრობელის“ აშკარა პიროვნული (!!) დაინტერესებისა, 2023 წელს გიორგი ბაჩიაშვილს მიუსაჯა.....გირაო და არა წინასწარი პატიმრობა.
სასაცილო გირაო იმ თანხასთან შედარებით, რასაც ბიძინა ედავებოდა - სულ რაღაც 2,5 მილიონი ლარი.
ეს კიდევ არაფერი.
ბიძინამ მეორედ (!!) სცადა ბაჩიაშვილის ციხეში ჩასმა იმავე მიზნით და საკუთარ „თანაინვესტირების ფონდს“ მეორე ბრალდება დააინიცირებინა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, თუმცა „იუსტიციამ“ მეორედაც (!!) მხოლოდ გირაო გამოიყენა მიუხედავად ივანიშვილის აშკარა დაინტერესებისა - აღმკვეთი ღონისძიება ამჯერად (მაინც) პატიმრობა ყოფილიყო და არა გირაო.
მ ე ო რ ე დ!
რატომ? განა იმიტომ, რომ „ქრთამი აიღო“ პროკურორმა ან მოსამართლემ.
არა!
იმიტომ, რომ საქართველოს იუსტიციამ, რომელიც ქართული Deep state-ის ანუ „გადაწყვეტილების მიმღები ბიუროკრატიის“ შემადგენელია....... აი ასე ჩათვალა საჭიროდ!
Deep state არის, ცნობილი ფილოსოფიური ტერმინით, „საგანი თავის არსში“ chose en soi.
ასეთია მისი სუბსტანციური ბუნება, რასაც ვერაფრის დიდებით ვერ გააგებინებ, ვერ აუხსნი საბრალო ბოჩოლებს: „ბიძინა ავტოკრატიააააა.....ბიძინა ტირანიაააა.....ბიძინა დიქტატორია....ბიძინას ყველა/ყველაფერი ჯიბეში უდეეეევს.......“ და სხვა უსაზრისო ზმული.
მზია ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ამ ზემძლავრი კორპორაციის ინტერესები, პრესტიჟი, რენომე შეიბღალა (რაკი პოლიციის უფროსი დგებუაძე Deep state-ის წევრია) იმავე „იუსტიციამ“ ანუ Deep state-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სილის გაწვნისთვის ჟურნალისტი გოგონა ციხეში უნდა ჩალპეს, ხოლო...„დიქტატორი“, „ერთპიროვნული მმართველი“, „ტირანი“, „ავტოკრატი“....„ასი მილიონი მომპარა მაგ დამპალმაო“ და...... დ ა ი კ ი დ ა!
სიმბოლური გირაო.
დიახ, დაიკიდა: „მე ვარ რაც ვარ“, „ასე ვთვლი საჭიროდ“ და „შენი ინტერესები სულ მკიდია.“
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად იცოდა „იუსტიციამ“: ბაჩიაშვილი რუსეთის მოქალაქე იყო და ძალიან კარგად იცოდა აგრეთვე, რომ სავსებთ შესაძლებელია რუსეთში გადაპარულიყო.
და რომ 2,5 მილიონი ლარი კაპიკებია იმ თანხასთან შედარებთ, რასაც „ავტოკრატი“ ივანიშვილი ედავებოდა.
- - - - - - - - - - - - - - - -
ახლა იმავე „იუსტიციას“ თუ ჰკითხავენ რამეს ამ თემაზე იცით როგორ მოიქცევა? ან რას/როგორ უპასუხებს?
ნაივურად განაბავს თვალებს, ხელებს გაშლის და უპასუხებს: „ბაჩიაშვილი შეიძლება გაპარულიყო“ იურიდიული გარემოებაა. ამ გარემოების პასუხად მე მას ჩამოვართვი პასპორტები......ხოლო „უპასპორტოდაც გადაიპარებოდა რუსეთშიო“...იურიდიული გარემოება არ არის - მე ჩემი დისკრეცია მაქვს, ჩემი უფლებამოსილება მაქვს, პატივმოყვარეობა მაქვს, თავმოყვარეობა მაქვს, ჩემი პროფესიული „მოტტო“ მაქვს და ამის მიხედვით ვერ მივიღებ გადაწყვეტილებებს.
აი ასე უპასუხებს
და რას უზამ?
ვ ე რ ა ფ ე რ ს!
კანონის მისახალიც არ დაურღვევია!
ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრი.
ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ მოსამართლე სამუდამოდ ინიშნება, ხოლო პროკურორს პარლამენტი კი არ ნიშნავს, არამედ საპროკურორო საბჭო ირჩევს და მერე უკვე მასზე ზემოქმედების ბერკეტი ხელისუფლებას აღარ გააჩნია.
ოფიციალურ ხელისუფლებასაც კი არ გააჩნია
„არაოფიციალურზე“ ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
აბა როგორ შეიძლება კლინიკური იდიოტის გარდა ვინმემ დაიჯეროს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს მისხალ-მისხალ იცნობდა, იქნებოდა დაინტერსებული მის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების სახით პროკურორ შოთაძეს (ჰოოო...აი სწორედ იმას, - „ტყაპანით“ რომ გადახტა წყალში, როგორც კი მოეჩვენა გემი იძირებაო) გამოეყენებინა არა პატიმრობა, არამედ სასაცილო გირაო? კაპიკები - „მოპარულ თანხასთან“ შედარებით?
ნუთუ ეს იქნებოდა ბიძინას ინტერესი გირაოს საკითხის გადაწყვეტისას და მერე სასამაღთლო პროცესების უსასრულოდ გაჯანჯლებისას?
თუმცაღა მისი რუსეთის მოქალაქეობის შესახებაც იცოდა და გაძრომ-გამოძრომის უნარიც - თუნდაც იმავე ოკუპირებული ტერიტორიების რისკით?
ვინც იმ იდიოტიზმს დაიჯერებს, დაიჯეროს.
მე არ მჯერა.
- - - - - - - - - - - - - - - -
ჰოდა აი ახლა განვიხილოთ მთავარი საზრისი, რომელიც სრულ კონოტაციაშია დღეს ქუჩაში მიმდინარე მოვლენებთან:
როდესაც 2014 წელს ივანიშვილთან მიდიოდა ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ვისაც ბიძინა „გენიალურ დიპლომატს“ უწოდებდა.......მიდიოდა და დაჟინებით მოითხოვდა მისგან ისევე როგორც სხვა დასავლელი ელჩები:
„დემოკრატიის წესია, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს მასზე ზემოქმედების ბერკეტები.....მოსამართლეები სამუდამოდ უნდა ინიშნებოდნენ....გენერალურ პროკურორს ხელისუფლება კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ საპროკურორო საბჭო ირჩევდეს......ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღეზე მეტი არ უნდა იყოს.......“და ა.შ და ა.შ.
აი ამ დროს რა იყო დასავლეთის „ინტენცია“ ანუ შინაგანი განზრახვა?
არა, გიორგი ბაჩიაშვილის მილიონები არ ყოფილა....ინტენცია ის იყო, რომ „ჰიბრიდულ, გარდამავალ დემოკრატიაში“ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ბერკეტები, რათა პირდაპირი ზემოქმედება განახორციელოს Deep state-ზე მაშინ, როდესაც მეოთხედ, მეხუთედ, მეცხრედ მოინდომებს არჩევნებში გამარჯვებას, ანუ ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს უზენაეს ღირებულებას შეეწინააღმდეგება....მერე ამის გამო პასსიონარული უმცირესობა ქუჩაში გამოვა.....„თბილისი მოლთან“ პოლიცია რვა ადამიანს დააკავებს, აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ საბედნიეროდ (!) იმ რვა ადამიანს ქართული „იუსტიცია“, ანუ ქართული Deep state მოულოდნელად (ს ა ბ ე დ ნ ი ე რ ო დ!!) აღმკვეთი ღონისძიების სახით არა პატიმრობას, არამედ სიმბოლურ გირაოს გადაუწყვეტს.
რატომ?
ასე გადაწყვიტა Deep state-მა საკუთარი დისკრეციის ფარგლებში და მორჩა.
რატომ გადაწყვიტა კონკრეტულად?
ოოოოო..... აქ მილიარდი მიზეზი შეიძლება იყოს და არც ერთი არ არის არსებითი: „მისმა“ შვილმა გერმანიაში უნდა ისწავლოს, სასწავლო ვიზა სჭირდება და.....რა იცი რა ხდება....... რომ დაასანქცირონ?
მე მგონი მკითხველი ხვდება ჩემს მთავარ სათქმელს: ქართული Deep state, იმ ვითარებაში, როდესაც ელჩმა ნორლანდმა და ზოგადად დასავლეთმა, მისი უძლიერესი NGO -ინსტრუმენტებით აიძულეს ბიძინა ჩამოეყალიბებინა სისტემა „ბერკეტების გარეშე“, უკვე მოქმედებს როგორც თავისთავადი Body.
და ვერავინ ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრის ქართულ Deep state-ს უ კ ვ ე!
უბრალოდ ბერკეტები არ გააჩნიათ.
ასე ჩათვლის ეს Deep state თვითონ?
მზიას ჩასვამს!
ჩათვლის თვითონ?
ბაჩიაშვილს არ ჩასვამს მიუხედავად იმისა, რომ იმავე კლინიკური იდიოტების გარდა არავინ დაიჯერებს, თითქოს „ტირანი“ და „ავტოკრატი“ ბიძინა საბრალო ჟურნალისტი გოგონას „აღმკვეთი პატიმრობით“ უფრო მეტად იქნებოდა დაინტერესებული, ვიდრე ბაჩიაშვილის „აღმკვეთი პატიმრობით“ ჯერ კიდევ 2023 წელს.
თუ 2018 წელს არა, როცა პირველად დაიჩივლა: „გამძარცვა ამ ოხერმა გაიძვერამო“
- - - - - - - - - - - - - - - -
ოდესღაც, დიდი ხნის წინ, მე გავბედე ტერმინი „ბიუროკრატიის ჩუმი საბოტაჟი“.
მაშინ ტერმინს Deep state არ ვიცნობდი.
- - - - - - - - - - - - - - - -
საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ხელისუფლება ქართულ Deep state-ს ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრის: ბერკეტები არ დაუტოვეს.
უფრო ზუსტად „გენიალურ დიპლომატს“ რომ უწოდებდა ბიძინა მრავლანაცად, უჭკვიანეს ნორლანდს , მაშინ ეტყობა მართლა ვერ ამჩნევდა სწორედ ამგვარ სისტემას რატომ აყალიბებინებდნენ:
ევროპაში ადმინისტრაციული პატიმრობა ზოგან 90 დღეა და აქ 14 დღეზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
- - - - - - - - - - - - - - - -
ჰო იგივე „გენიალური დიპლომატები“ მიშასთან რომ შესულიყვნენ და ეთქვათ: „რატომ გაქვს ადმინისტრაციული პატიმრობა ჩვენსავით 60 დღე, თქვენთან 14 დღეზე მეტი არ უნდა იყოსო......“პანღურით გააგდებდა მიშა თავის კაბინეტიდან.
პ ა ნ ღ უ რ ი თ!
ვანო, ზურა და ერეკლე მიაყოლებდნენ ცალკე პანღურს კიდევ.
დიახაც ასე იქნებოდა.
- - - - - - - - - - - - - - - -
რა არის გამოსავალი ამ მარაზმიდან?
ერთადერთი გამოსავალი არსებობს მიუხედავად იმისა, რომ მკითხველს ეგება თავიც მოვაწყინე:
ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა!
არა „ცვლილება“ არამედ ცვალებადობა, როგორც ინსტიტუტი.
აი მაშინ Deep state სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმალური საყრდენი და მისი ფუნქციონირების გარანტორი გახდება.
ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში.
და..... იმ „ნორმალურ სისტემაში“ რომ ბიძინა მისთვის თაღლითი გაიძვერას მიერ მოპარულ და ბიტკოინებში გადახურდავებულ ას მილიონს მაინც უკვე ვერაფრის დიდებით ვეღარ დაიბრუნებს, ეს....უკაცრავად......არც ჩვენი და არც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პრობლემა არ არის.
„პოლიტიკა სასტიკია“, როგორც ამბობდა დიდი ქართველი პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძე.
ხშირად იმაზე სასტიკიც კი, ვიდრე ბიზნესი.