`შეტრიალებული კითხვა` აგვისტოს ომზე
ჰო...... რაღაცეები უნდა შევამჩნიოთ ხოლმე, სხვაგვარად არ შეიძლება.
გირჩევთ ყურადღებით მოისმინოთ ბრატისლავას პანელზე ღარიბაშვილის გამოსვლის ის ნაწილი, როდესაც 2008 წლის რუსულ აგრესიაზე ლაპარაკობდა.
დააკვირდით რა იქედნურად შეუტრიალა კითხვა ჟურნალისტმა: "ის არაპროვოცირებული აგრესია იყო?"
ანუ....ანუ...."განა რუსეთის აგრესია 2008 წელს არაპროვოცირებული იყოო?!"- ეკითხება ჟურნალისტი.
ეს იქედნური "კითხვის შეტრიალება" იცით რას ნიშნავს?
იმას, რომ დასავლურ ელიტებში მართლა იგრძნეს დისკომფორტი საქართველოს ხელისუფლების ამ მრავალგზის განმეორებული საყვედურის (სრულიად სამართლიანი საყვედურის) გამო: რატომ 2008 წელს არ დააწესეთ სანქციებიო და ახლა ცდილობენ დაამკვიდრონ ნარატივი, რომ 2008 წელს დასავლეთმა რუსეთს სანქციები არ დაუწესა რადგან....თურმე.....საქართველომ მოახდინა(ო) იმ ომოს პროვოცირება და თურმე ნუ იტყვით, საქართველო დაესხა(ო) თავს რუსეთს!
ვისაც მეხსიერება არ დაუკარგავს, იცის, რომ ეს ბინძური ტყუილი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში თქვეს მედვედევთან პრეს-კონფერენციაზე სარკოზიმაც და მერკელმაც.
ანუ ახლა, როცა ორმაგი სტანდარტი შეახსენეს, ცდილობენ ამოიღონ ძველი სკივრიდან ისევ.....პროვოცირებული.....საქართველოს მიერ პროვოცირებული.....ესე იგი 2008 კონფლიქტი სხვაა, 2022 უკრაინა სხვაა.....რუსეთი უკრაინასთან არის მტყუანი თორემ საქართველოსთან მართალი იყო......
კი, როგორ არა, სეპარატისტი ნაცისტები რომ 1 აგვისტოდან ბომბავდნენ ლიახვს და ავნევში 7 აგვისტოს ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაჭრეს, ეს თურმე არ ყოფილა პროვოცირება...უიმე უიმე....მანდ რუსეთი ან მისი კონტინგენტი რა შუაში იყო, როგორ გეკადრებათ.....ამას ხომ ოსები აკეთებდნენ და არა რუსები......"პროვოცირება" თურმე მხოლოდ ის ყოფილა, 8 აგვისტოს რომ ქართულმა არტილერიამ გახსნა ცეცხლი მტრის საცეცხლე წერტილების ჩასახშობად, რომელსაც კოორდინატებს ე.წ. რუსი სამშვიდობიები აწვდიდნენ.
ეს უტყუარი ფაქტია.
ქართულ პოლიტიკურ ელიტებს რომ ელემენტარული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ, ამ იქედნურ და ნაძირლურ ნარატივს ახლა ერთობლივად უნდა დაუპირისპირდნენ და არა ერთმანეთისკენ თითის გაშვერით თუმცა........რა სისულელეა......
ვეღარ ვისწავლე რა ჭკუა.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი.