საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ივლისი. 2024 წელი

საინტერესო განცხადება გააკეთა ამაღამ დონალდ ტრამპმა.

ზოგადად ის ულაპარაკოდ, აშკარად, უეჭველად უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია, ვიდრე მისი ამჟამინდელ მოწინააღმდეგე, ჯო ბაიდენი და რა თქმა უნდა ბაიდენისცუდი ფორმახდება მთავარი არგუმენტი მიმდინარე საარჩევნო კამპანიისა.

ტრამპის თქმით, იგი არ გამოაქვეყნებს საკუთარ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს მანამ, სანამ არ ეცოდინება ზუსტად, ბაიდენიჩაიხსნაარჩევნებიდან თუ კვლავინდებურად მონაწილეობს არჩევნებში.

როგორც ცნობილია, ბევრი დემოკრატი უკვე ღიად მოუწოდებს მოქმედ პრეზიდენტს, მოხსნას კანდიდატურა.

 ტრამპი ამბობს (ოღონდ რაზე დაყრდნობით ამბობს, არ აზუსტებს), რომ თუ ჯო მართლაც მოიხსნა არჩევნებიდან, მაშინდემოკრატიული პარტიისკანდიდატი და უკანასკნელი იმედი ამჟამინდელი Vice კამალა ჰარისი გახდება.

აი ზუსტად ამიტომ არ სურს  ტრამპს ჯერ-ჯერობით საკუთარი Vice დაასახელოს - ელის რას გააკეთებენდემოკრატები“, ვინ ეყოლებათ საპრეზიდენტო კანდიდატად, ვინ ნომინირდებადემოკრატთავიცე-პრეზიდენტად და მხოლოდ ამის მიხედვით შეარჩევს დონალდიც თავისვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს.

შესაძლოა ესრესპუბლიკელთაკონვენტამდე მოხდეს ან უშუალოდ კონვენტის მიმდინარეობის დროსაცო - ამბობს ტრამპი.

თან ირონიულრჩევასაცაძლევსდემოკრატიულ პარტიას“: ეგ ბებერი საკუთარი ნებით არ მოხსნის კანდიდატურას; ხოლო დემოკრატიული პარტიისკონვენტს ამის უფლება არ ექნება, რაკიდემოკრატიული პარტიის წევრებმააირჩიეს კანდიდატად ბაიდენიო (ნამდვილად ასეა) ამიტომ ტრამპიკეთილად ურჩევსმოწინააღმდეგე პარტიას, გამოიყენოს აშშ კონსტიტუციის 25- შესწორება, როცა პრეზიდენტს ძალაუფლებიდან ხსნიან ანუ ოფისიდან აძევებენჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უუნარობის გამო

 ამ შემთხვევაში, ავტომატურად, ამერიკის პრეზიდენტი ხდება ამჟამინდელი Vice კამალა ჰარისი.

რასაკვირველია თეორიულად მას შეეძლება მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებშიდემოკრატიული პარტიისგანდა ამგვარი შესაძლებლობა განაპირობებს იმ აუცილებლობასაც, რომ მაშინ დონალდ ტრამპმაც უნდა მოძებნოსვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატადვინმე ისეთი ფიგურა, ვინც ფერადკანიანი კამალას ფაქტორსგააწონასწორებს“..... ესე იგი აფრო-ამერიკელი ან ლათინო-ამერიკელი და ..

ამ განცხადებების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით არ ჩანს რეალური ნიშანი იმისა, რომდემოკრატებიბაიდენს არჩევნებიდანჩახსნიან“ და თვითონ კი ისე ებღაუჭებაოვალურ კაბინეტს“, როგორც ლამის არავინ სხვა ამერიკის ისტორიაში.

 

ამასობაში, როგორც NYT წერს, ბოლო 8 თვის განმავლობაშითეთრ სახლსრვაჯერ (ანუ თვეში ერთხელ) სტუმრობდა პარკინსონის დაავადებისცნობილი ექსპერტი, პროფესორი.

მაშასადამე არსებობს საფუძველი ხომ?

აბა პრეზიდენტის ჯან-ღონით სავსე გორილასებრი პირადი მცველების პარკინსონის დაავადებაზე შესამოწმებლად მივიდოდა ის თეთრ სახლში?

ამ ცნობამ კიდევ უფრო დაასუსტა ბაიდენის პოზიციები.

პარკინსონის დაავადება“, ისევე როგორცალცჰეიმერის დაავადებადა დემენცია გამორიცხავს შრომისუნარიანობას.

 

ამ ინფორმაციას გუშინ სკანდალი მოჰყვა თეთრ სახლში: ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ხმაური და ობსტრუქცია მოუწყვეს თეთრი სახლის სფოუქსპერსონს, Karine Jean-Pierre მას შემდეგ რაც მან უარი განაცხადა გაეკეთებინა არსებითი კომენტარი პროფესორის თეთრ სახლში ვიზიტზე (ეს გახლავთ Dr. Kevin Cannard, a neurologist at Walter Reed National Military Medical Center) და ზოგადად პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე.

გავითვალისწინოთ: არაფერი ამერიკელებს და ყოვლისშემძლე ამერიკულ პრესას ისე არ აღიზიანებს, როგორც პრეზიდენტთან დაკავშირებით ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა.

ამაზე, როგორც არაფერ სხვაზე, ავდებიან, გიჟდებიან დაცოფდებიან“.

დავაკვირდეთ საინტერესო დეტალს: საიდან გაიგო NYT-მა ამ სპეციალისტისთეთრ სახლშივიზიტის შესახებ?

ამის შესახებ მან შეიტყო ვიზიტორთა ოფიციალური საიტიდან.

ამგვარი ინფორმაციის  დამალვა აბსოლუტურად  გამორიცხულია: მიზანი თუ უკავშირდებოდა პრეზიდენტის ჯანმრთელობის კონტროლს, ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა და Secret service იცავს, ოღონდ თვით ფაქტი, რომ ექიმი თეთრ სახლში იმყოფებოდა, საჯარო ინფორმაციაა.

ჟურნალისტების გაავება კი ზუსტად იმან გამოიწვია, რომ სფოუქსპერსონი ჯიუტად უარს ამბობდა ან დაედასტურებინა ან უარეყო ინფორმაცია, რომ Dr. Kevin Cannard „ოვალურ კაბინეტშიიმყოფებოდა და.... არა პრეზიდენტის რომელიმე პირადი მცველის ან ნებისმიერი სხვა სტაფერის ჯანმრთელობის საკონტროლოდ, არამედ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამონიტორინგოდ, რაც უბრალოდ ორჯერ-ორია.

რატომ არ მპასუხობთ კითხვაზე“ - ეკითხებოდა პრეს-მდივანს Ed O’Keefe, the White House correspondent for CBS News.

- მე გიპასუხეთ.

- არა არ გიპასუხიათ!

- კი, გიპასუხეთ უკვე....

- არა არ გიპასუხიათ......

იყო ერთი ყაყანი და აურზაური ბრიფინგების ოთახში, რაც მთელმა ამერიკამ იხილა რამდენიმე საერთონაციონალური ტელე-არხით.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის დემოკრატიული ისტებლიშმენტის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი რეფლექსირებს ამჟამად: რა ვქნათ....რა ვიღონოთ...... და იმ დასკვნამდე მიდიან, რომ თუ ბაიდენი ჩაიხსნა (რაც საბოლოოდ მაინც გარდაუვალი ჰგონია ბევრს) მაშინ ცუდ არჩევანებს შორის საუკეთესო არჩევანი მაინც იგივე კამალა ჰარისი იქნება.

ოღონდ იმ პირობით, თუ მის სასარგებლოდ ამუშავდებიან დემოკრატიულიპარტიის ლეგენდები - ლეგენდარული პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ბილ კლინტონი.

მათ შეუძლიათ ნამდვილად, იმგვარიპრომოუშენიკამალას სასარგებლოდ, რაც ჰარისს გააძლიერებს ამჟამინდელი დაბალი (შედარებით ტრამპთან) რეიტინგის მიუხედავად

მთავარი სლოგანით: ამერიკელებო, პრეზიდენტად პროკურორი გინდათ თუ კრიმინალი?!!!“

იგულისხმება, რომ დონალდ ტრამპი კრიმინალია, ხოლო კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი იყო და სპეციალიზდებოდა სექსუალურ დანაშაულებზე.

ყველა-ყველა და კამალა ნამდვილად ჯანზეა, - ალცჰაიმერის ან პარკინსონის ექიმი არ სჭირდება.

თუმცა საგარეო პოლიტიკაში ისევეასტრალშია“, როგორც დონალდი იყო 2016 წლამდე.

დემოკრატიული პარტიის Think-tanks ახლახარშავენპროექტს, რომ უნდა შეიქმნას Town hall - საგანგებო კომიტეტი, ერთგვარი აეროპაგი - ბარაქ ობამათი და ბილ კლინტონით სათავეში;

უნდა მიიწვიონ იქ 2025 ყველაზე ავტორიტეტული გუბერნატორი და სენატორი, დაასახელონ კამალა, აიძულონ ბაიდენი ჩაიხსნას და მიმართონ ამერიკელებს დაახლოებით ასეთი უორდინგით (წერსდემებისმრავალი საპრეზიდენტო კამპანიის სფიჩრაითერი, კლინტონების ყოფილი თანაშემწე  James carville: `ამერიკელებო........ვინ გინდათ პრეზიდენტად? აი ეს შესანიშნავი ქალი, კამალა ჰარისი თუ....კრიმინალი დონალდ ტრამპი, რომელიც დაიბადა პლატინის კოვზით პირში, თუმცა მორალური კომპასის გარეშე, პათოლოგიური მატყუარა, კრიმინალი, სექსუალური მანიაკი, მომავალი დიქტატორი და პუტინისპადხალიმი“? (lickspittle?)

 

საეჭვოა ამ ისტერიამ იმუშაოს, მაგრამ მაინც- წყალწაღებული ამერიკელიდემოკრატები“ ახლახავსს ეჭიდებიან

. . . . . . . . . . . . . . . . . .

მეინსტრიმული დასავლური პრესა აკომენტარებს საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგს და ძალიან საინტერესოა, რომ უკვე ამსგავსებს საფრანგეთს 1950-1960-იანი წლების იტალიას, სადაც წელიწადში რამდენიმე მთავრობა იცვლებოდა, რაკი არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია ვერ იღებდა მყარ უმრავლესობას.......შესაბამისად,  მყიფე სამთავრობო კოალიციები ხშირად იშლებოდა სულ რამდენიმე კვირის შემდეგაც კი.

თან, რაც მთავარია, ეს კოალიციები იყო (ხოლმე) აბსურდული ანუ მემარჯვენე-მემარცხენე და .

ახლა საფრანგეთში პირველად შეიქმნა ანალოგიური ვითარება.

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მემარცხენეახალმა სახალხო ფრონტმაგაიმარჯვა: მემარცხენე ძალებიფრანგული პოლიტიკური ლანდშაფტის აბსოლუტურად ლეგიტიმური ფიგურანტები და სუბიექტები არიან: სოციალისტი იყო საფრანგეთის დიდი პრეზიდენტი, ფრანსუა მიტერანი ან თუნდაც სულ ახლახან ფრანსუა ოლანდი, მაგრამ......ამჟამინდელი კოალიცია, რომელსაცახალი სახალხო ფრონტიჰქვია, მეტისმეტად რადიკალური ძალებისგან შედგება, სადაც „კლასიკური“ სოციალისტები ერთმნიშვნელოვნად არ დომინირებენ;

ამ „ახალმა სახალხო ფრონტმა“ მოიპოვა ყველაზე მეტი მანდატი - 180 ხმა ეროვნულ ასამბლეაში.

პრეზიდენტ მაკრონის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია იძულებული იქნება მასთან კოალიცია შექმნას.

უფრო დაზუსტებით თუ ვიტყვით, კონსტიტუციის თანახმად, სწორედ ამ საპარლამენტო ძალას უნდა დაავალოს სახელმწიფოს მეთაურმა მთავრობის ფორმირება.

და ვის? მელანშონს? ეს ხომ ლამის გიჟია უბრალოდ!

 

შესაბამისად, რაკი დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ საპრეზიდენტო პარტიის წევრები  მინისტრთა კაბინეტის შექმნას, მაკრონი უნდა შევიდეს კოალიციაშიმეალნშონთან და ამ ლამის ტროცკისტ „გიჟებთან“!

 აბა ისევ მარინ ლე პენს ხომ ვერდაიკოალიციურებს?“.

თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი „მემარცხენე-ფრონტელიიქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთი უახლოეს წლებში განწირულია არაპროგნოზირებადობისა და რყევებისთვის.

ეს კი ძაააააალიან ცუდია მთელი ევროპისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის.