საერთაშორისო მიმოხილვა. 7 მარტი. 2024 წელი
პუტინი ზრდის პენსიებს და ყოველნაირ სოციალურ შემწეობებს, მათ შორის ახალგაზრდა ოჯახებისთვის და ა.შ, რათა `მოთაფლოს საკუთარი ხალხი და მისი ანტისაომარი პროტესტი შეარბილოს. ასევე თავისი ელექტორალური საყრდენი ბაზაც გაზარდოს.
ჯერ ჯერობით მას ამის საშუალება აქვს, რადგან ომმა გამოიწვია ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ანუ რუსეთის ბიუჯეტს შემოსავალი არ აკლდება, დასავლეთი დღემდე არ იღებს გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის შესახებ.
ის სანქციები, რაც დასავლეთმა შემოიღო, რუსეთს ქვის ხანაში ნამდვილად დააბრუნებს, ოღონდ 2-3-4-5 წელიწადში და არა წელსვე.
პუტინი იმდენად თავხედურად დარწმუნებულია, ამ სანქციებს მოუხნის დასავლეთი, რომ ომით გამოწვეული დევალვაციითაც კი ცდილობს სარგებელი მიიღოს. მაგალითად, მისი ბრძანებით, რუსეთის ბიუჯეტმა გამოისყიდა იმ რუსული კომპანიების აქციები, რომლებიც დასავლელ ინვესტორებს ეკუთვნოდა და `ნაგვის ფასად` ყიდდნენ თავიდან მოსაშორებლად ეს ინვესტორები. მაშასადამე, პუტინს იმედი აქვს, ეს აქციები მალე ისევ გაძვირდება, თუმცა უკვე სახელმწიფოს საკუთრება იქნება და მერე იმაზე ძვირად გაყიდის, ვიდრე მანამდე. ანუ ორმაგად მოიგებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ ღამით რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ოდესა დაბომბა სასტიკად. მათ შორის თითქმის მთლიანად განადგურებულია უკრაინული ინდუსტრიის ძალიან ღირებული ქარხანა: Одесский припортовый завод (ОПЗ), რაზეც ამდენი ომი ჰქონდა მიშას უკრაინელ ოლიგარქებთან.
ამერიკული ავიამზიდი, `ჰარი ტრუმენი` უახლოვდება ბოსფორის სრუტეს, რათა შევიდეს შავ ზღვაში. ეს თუ მართლა მოხდა, მთლიანად შეცვლის (ისტორიულად შეცვლის!) ძალთა განლაგებას შავ ზღვაზე.
მაგრამ საუბედურად, `მონტრეს კონვენციით სრუტეთა სტატუსის შესახებ` (1936წ), შავ ზღვაში მხოლოდ მცირე წყალწყვის გემების შემოსვლაა დაშვებული, რომელთა საერთო ტონაჟი 45 000 ტონას არ უნდა აღემატებოდეს. და იმ პატარა გემებსაც მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ დარჩნენ შავ ზღვაში.
გარდა ამისა, მონტრეს კონვენცია პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით კრძალავს ავიამზიდების შესვლას შავ ზღვაში. პირდაპირ ასე წერია.....ოღონდ ეს მშვიდობიანობის დროს! კონვენცია მოქმედებას წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი (რომლის საკუთრებაა ბოსფორის სრუტე) ჩათვლის, რომ ომის მდგომარეობაში იმყოფება. ოღონდ ამისთვის ანკარამ ომი უნდა გამოუცხადოს ოფიციალურად მოსკოვს.
თუმცა თავისთავად ამერიკული ავიამზიდის შესვლა ხმელთაშუა ზღვიდან - ეგეოსის ზღვაში (რომელიც ესაზღვრება ბოსფორის სრუტეს) მნიშვნელოვანი `მესიჯია` ამერიკის მხრიდან. ასეთი რამ წინათ არასდროს მომხდარა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა ოფიციალურ დონეზე დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ იმ ნარატივის გამოყენება, რაც უკვე მრავალი წელია ჟღერს საქართველოს `ლუგარის ლაბორატორიის` წინააღმდეგ, რომ თითქოს ამ ლაბორატორიებში, რუსეთის საზღვრებთან, ამერიკა `ბილოგიურ იარაღს ამზადებს`, რაც სრული ტყუილია რასაკვირველია. ამას ემატება პროპაგანდისტული ნარატივი, რომ უკრაინა ვითომდაც `ატომური ელეტროსადგურების აფეთქებას` აპირებს. ამიტომ ისინი რუსულმა ჯარმა უნდა გააკონტროლოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი ემზადება გადადგას კიდევ ერთი ნაბიჯი მისი ქვეყნის დასაბრუნებლად ქვის ხანაში: `როსკომნადზორმა` ყველა პროვაიდერს უბრძანა მოემზადონ რუსეთის სრული ჩახსნისთვის გლობალური ინტერნეტიდან. იმიტომ, რომ ინტერნეტი ხელს უშლის უკრაინის განადგურებაში და საკუთარი ხალხის დაბრმავებაში.
პირველი ნაბიჯია მოთხოვნა, რომ ყველა დიდმა მსოფლიო ამერიკულმა თუ ევროპულმა კომპანიამ ცენტრალური სერვერები (!) რუსეთში განათავსოს და არა ამერიკაში
ცხადია Google (მაგალითად) არ დაეთანხმება მისი ცენტრალური სერვერის განლაგებას რუსეთში.
ჩვეულებრივ რუსებს დარჩებათ კოსმოსური ინტერნეტი ანუ ილონ მასკის იდეა. თუმცა გლობალურ ინტერნეტს უახლოეს 20 წლის მანძილზე კოსმოსური ინტერნეტი ვერ ჩაანაცვლებს, ცხადია.
მით უმეტეს პუტინის რუსეთში. პუტინი კი უსასრულოდ აპირებს იქ `მეფობას`, თუ ვერ დაამხეს ახლა მაინც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის პატრიარქმა კირილემ განაცხადა: `ომი იმიტომ დაიწყო და გრძელდება, რომ დონბასში არ უნდათ გეი-პარადები`.
ზოგადად, ამ ნარატივს კრემლი დიდი ხანია და ახლაც ძალიან ცბიერად იყენებს თავის პროპაგანდაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა მთლიანად გაანადგურა ვინიცას აეროდრომი. გაანადგურა `კალიბრ`-ის ფრთოსანი რაკეტებით.
ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ `კალიბრები` უკრაინის ტერიტორიას ესროლეს მოლდოვას ოკუპირებული ტერიტორიიდან ანუ ე.წ. დნესტრისპირეთიდან. როგორ შეიტანეს `კალიბრები` დნესტრისპიერთში, უცნობია! დნესტრისპირეთს რუსეთი არ ესაზღვრება. ესაზღვრება ერთის მხრივ უკრაინა, მეორეს მხრივ თვით მოლდოვა და რუმინეთი.
როგორც სჩანს, `კალიბრების` შეტანა მოხდა საჰაერო გზით, როდესაც უკრაინა `ენის მოჩლექით` ელაპარაკებოდა ჯერ კიდევ მოსკოვს.
აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინის არმიამ ააფეთქა ხიდი, რომელიც უკრაინას დნესტრისპირეთთან (ესე იგი მოდლოვას ოკუპირებულ ნაწილთან) აკავშირებდა და დნესტრისპირეთი ახლა სრულ ბლოკადაშია. ამიტომ სპეციალისტები თვლიან, რომ დნესტრისპირეთში დისლოცირებული უძლიერესი რუსული არმიის შეტევა ოდესისკენ (ახლოსაა მოლდოვასგან) გარდაუვალია! შემდეგ ოდესის აღება და `დონბასის არმიასთან` შეერთება, რომელმაც ალყა შემოარტყა მარიუპოლს უკრაინის აღმოსავლეთში.
სხვა შემთხვევაში პუტინი იძულებული იქნება დნესტრისპირეთი მოდოვას დაუბრუნოს, რასაც არ აპირებს რასაკვირველია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში ფართოვდება (და ნამდვილად კიდევ უფრო გაფართოვდება) საპროტესტო მოძრაობა. მხოლოდ გუშინ, კვირას, 65 ქალაქში 4 600 ადამიანი დააპატიმრეს. ხშირ შემთხვევაში საპოლიციო ძალადობით.
მათი ``დანაშაული`` მხოლოდ ის იყო, რომ ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციებზე (უფრო ზუსტად პიკეტებზე) გამოვიდნენ ლოზუნგით `არა ომს`.
ტერმინი `ომი` პუტინმა აკრძალა და 15 წლით ციხე ემუქრება მას, ვინც ამ ტერმინს გამოიყენებს უკრაინაში მიმდინარე პროცესის აღსანიშნავად.
უფრო რომ დავაკონკრეტოთ: `რფ` სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს სამართლებრივად აბსურდული მუხლი, რომ ნებისმიერი მოწოდება ისეთი მიტინგის ჩატარებისკენ, რომლის გამართვამ `ზიანი მიაყენა რუსულ არმიას`, 15 წლიანი ციხით ისჯება!
მაგალითად, თუ გაიმართება მიტინგი, რომლის მთავარი სლოგანი იქნება `არა ომს`, შემდეგ პროკურატურა გამოიყვანს სასამართლოს სხდომაზე რუსული ბატალიონის მაიორს, რომელიც იყო ხარკოვთან.......ის იტყვის, რომ ამ მიტინგმა და სლოგანმა არმიას ზიანი მიაყენა, რაკი არმია და მისი ბატალიონი (თურმე) ომს კი არ აწარმოებდა, არამედ `სპეციალურ სამხედრო ოპერაციას` (ოფიციალური ტერმინია) და ამიტომ აქციის ორგანიზატორებს 15 წლით ციხე უნდა მიესაჯოთ, ხოლო ჩვეულებრივ მონაწილეებს - 5 წლით ციხე. მათ კი, ვინც პოლიციისთვის დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევა გაბედა, 10 წლით ციხე.
ასეთ აბსურდამდე და ტერორამდე მივიდა პუტინის რეჟიმი!
თუმცა რაც უფრო გაჭიანურდება ეს სიხლიანი ომი.....როგორც საცერში ვერ დაიკავებ წყალს, ასე ვერ შეაჩერებს პროტესტის გავრცელებას.
სინამდვილეში პუტინი სამკვდრო-სასიცოცხლო რისკზე წავიდა, როცა ეს ომი დაიწყო, რასაც შეიძლება თვითონ შეეწიროს როგორც გადატანითი, პოლიტიკური, ასევე პირდაპირი ფიზიკური გაგებითაც კი. არ არის გამორიცხული.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი არა მხოლოდ ჩრდილო კავკასიელებს აგზავნის მასობრივად საომრად უკრაინის წინააღმდეგ, არამედ სირიელებსაც. ანუ სირიის დიქტატორ-პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრეებს: ``ჩვენ ხომ გადაგარჩინეთ, დაგეხმარეთ, ახლა თქვენ იომეთ და დაგვეხმარეთო``.
ორივე შემთხვევაში პუტინის მიზანია ეთნიკურ რუსთა შორის მსხვერპლის მინიმიზება. მსხვერპლი მაინც უდიდესია (9 ათასამდე) მაგრამ ძირითადად კონტრაქტორები იღუპებიან. პუტინი, ასე ვთქვათ `რუსულ სისხლს უფრთხილდება`
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მილიონნახევარმა (1,5 მილიონი) უკრაინელმა დატოვა უკრაინა და თავს უშველა ევროპაში.
საყოველთაო აღიარებით, ეს არის იძულებით გადაადგილებულთა ყველაზე დიდი ნაკადი და ყველაზე დიდი მასა, რაც კი ყოფილა ევროპის კონტინეტზე მეორე მსოფლიო ომის ანუ ჰიტლერული აგრესიის შემდეგ.
რუსეთის არმია მიზანმიმართულად ბომბავს ე.წ. `მწვანე დერეფნებს`, საიდანაც მშვიდობიანი ადამიანები უნდა გამოსულიყვნენ მარიუპოლიდან და ხარკოვიდან. რუსებს არ უნდათ მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვოს ქაალქები რადგან იმედი აქვთ, რომ ბავშვების, ქალების და მოხუცების გაჟლეტის თავიდან ასაცილებლად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ადმინისტრაცია უომრად ჩააბარებს მათ ამ ქალაქებს