საერთაშორისო მიმოხილვა. 23 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 23 სექტემბერი. 2024 წელი

აფხაზეთში მთავარი თემაა, რომ ვიღაც უცნობმა ნიღბოსნებმა სასტიკად სცემეს მოძრაობა ХараХПицунда- ლიდერი Дэвид Гобечия.

ჯერ სახელს დავაკვირდეთ: Давид კი არა, არამედ Дэвид.

რაც შეეხება ამ ХараХПицунда-, ეს არის მოძრაობა, რომელიც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეიქმნა სლოგანით: არ დავუთმობთ პიცუნდის აგარაკს პუტინს“.

რეალურად აფხაზეთის ხელისუფლებამ ის აგარაკი პუტინს არც დაუთმო.

კი მიიღეს ღამის სხდომაზე რაღაც დადგენილება თუ კანონი, მაგრამ ისეთი ცვლილებებით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის .. „საგარეო საქმეთა სამინისტროსდიპლომატიური ნოტა გაუგზავნა: ისეთი კანონი მიიღეთ რომ ჩვენი ხელშეკრულების დარღვევაა და ასე ჩვენ პიცუნდას აგარაკს ვერ დავიკანონებთო.

აქვე უნდა ითქვას, რომ პუტინს ეს აგარაკი არც სჭირდება განსაკუთრებით - აგარაკების მეტი რა აქვს თუნდაც სოჭთან? მაგრამ აფხაზებს „პიცუნდას“ თემა „საინფორმაციო საბაბის დეფორმაციისთვის“ სჭირდებოდათ (არის ასეთი საინფორმაციო ტექნოლოგია), რათა ნამდვილად პრინციპული საკითხები (იგივე ახალი ათონის მონასტერი) არ წამოწეულიყო მეინსტრიმში.

მაშ რატომღაც სცემეს ახლა აფხაზურმა სპეცსამსახურებმა ეს Дэвид Гобечия?

ესეც სპექტაკლია, რითაც  აფხაზებს სურთ პუტინს მიანიშნონ და უჩვენონ: ხომ ხედავთ რა მკაცრად ვექცევით თქვენს მტრებს აფხაზეთშიო.

ძალიანაც არ უცემიათ - ისე...წაუთაქეს მცირედ.

თან ხომ ოპოზიციონერია და ბჟანისთვისაც სასიამოვნო იქნებოდა.

მით უმეტეს, რომ ეს Дэвид Гобечия ახალგაზრდების, მათ შორის  სტუდენტების მობილიზებას ცდილობდა ანუპრეზიდენტ ბჟანიასთვისიგი მიუღებელი იყო, რაკი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას შესაძლოა ეს ახალგაზრდული/სტუდენტური რესურსი გამოეყენებინა ოპოზიციის და ვინმე ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ.

უცნაური სახელი კი (დევიდ) დასავლური სპეცსამსახურების წარმოსაჩენად დასჭირდათ: აშკარად ამერიკის დავალებას ასრულებდაო ეგდევიდ“. ჯერ ვერ გაარკვიეს ოღონდ კონკრეტულად რომელი სპეცსამსახურისა. CIA ხსენებას ერიდებიან.

 

აი ასეთ ხრიკებს მიმართავენ აფხაზური ელიტები მოსკოვთან რთულ საჭადრაკო პარტიაში, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სინამდვილეში პუტინისთვის არაფერი დაუთმიათ მართლა პრინციპულ საკითხებში: არც აპარტამენტები, არც ახალი ათონის მონასტერი, არც დიდი პრივატიზება, არც ენგურჰესი.

მოსკოვმა დაფინანსების ნაწილი (!) კი შეუწყვიტა, თუმცა ამით ვერაფერს მიაღწია.

რეალურად, როგორც ბევრჯერ ითქვა, აფხაზურ ელიტებს თურქეთის და სხვა ბანკებში ფინანსური რესურსების პრობლემა არა აქვთ.

ერთადერთი რისიც ეშინიათ, საზღვრის ჩაკეტვაა რუსეთთან.

ოღონდ ეს იმდენად კარდინალური ნაბიჯია, პუტინი ჯერ ვერ ბედავს რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, რომ პუტინი რაიმესვერ უბედავსაფხაზ სეპარატისტებს;

 თუმცა მრავალგზის აგვიხსნია, რომ მას ახლა იმდენად ცუდად აქვს საქმე უკრაინის ფრონტზე, დამატებითი თუნდაც მცირე პრობლემები არ სჭირდება.

 

ასლან ბჟანიამ ინტერვიუ მისცა აფხაზეთის ტელევიზიას და განაცხადა, რომკოზაკის ოქმინამდვილია.

ანუ სწორედ ის ოქმი, რომლითაც მოსკოვმა ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა აფხაზ სეპარატისტებს და პირობების შესრულება მოსთხოვა.

თუმცა ბჟანიამ იქვე დასძინა მედიდურად: „სხვა სახელმწიფოს მთავრობის ოქმზემე კომენტარს ნუ მთხოვთო.

თითქოს თვითონ არ მონაწილეობდა მოსკოვში იმსხვა სახელმწიფოსმთავრობის სხდომაში.

 

ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ ღალატი უწოდა იმ ოქმში დაფიქსირებულ ვალდებულებას, რომ ასლან ბჟანიას მოსკოვისთვის უნდა გადაეცა იმ აფხაზი დეპუტატების სახელები და გვარები, ვინც შლიან ზემოთჩამოთვლილ საკითხებზე (აპარტამენტები, ენერგეტიკა და .) კანონების მიღებას.

ასლან ბჟანიამ იმდენჯერ გაუმეორა პუტინს, სხვა რუს ხელმძღვანელებს, იმავე კოზაკს: მე კი მინდა დაგეხმაროთ, მაგრამ.....აი დეპუტატები გვიშლიან ხელსო (ტყუილი), რომ ბოლოს მოსთხოვეს: ერთი მაგ დეპუტატების გვარები მოგვეცი, რუსეთის მოქალაქეობას ჩამოვართმევთო.

როგორც კი დაბრუნდა სოხუმში, ბჟანიამ განაცხადა: არ დავპირებივარ არავის, რომ დეპუტატების ვინაობას გადავცემდიო.

აქ ერთი სასაცილო, კომიკური გარემოება იკვეთება: აფხაზურ საიტებს, მათ შორის ოფიციალურ საიტებს რომ გადაავლოთ თვალი, ვერსად იპოვით ინფორმაციას იმაზე, ვინ რას დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი აფხაზეთის 40 კაციანი .. „პარლამენტისსხდომაზე.

ანუ ხომ განიხილესპიცუნდისსაკითხი?

 ვინ მისცა ხმა, ვინ არ მისცა ხმა, ვინ წინააღმდეგი იყო, ვინ მომხრე იყო, ამაზე ინფორმაცია არსადაა.

იგივეაპარტამენტებისსაკითხზე: ვინ გამოვიდა წინააღმდეგ, ვინ რა განცხადება გააკეთა?...... კიდევ უარესი, რაც საერთოდ კომედიაა: აფხაზეთის დეპუტატთა სიაც კი გააქრეს.

რატომ? იმიტომ, რომ მოსკოვმა ვერ აიღოს ეს სია და მის მიხედვით ვერ დააწესოს სანქციები - არ შეუშვას რუსეთში მაგალითად, როცა ფსოუზე საზღვრის გადაკვეთას მოინდომებს ეს დეპუტატი...... ან საზღვარზე რუსული პასპორტი წაართვან რის შემდეგაც იძულებულნი იქნებიან ეძებონ ალტერნატივები.

 

დავაკვირდეთ საინტერესო გარემოებას: იმავე ინტერვიუში აფხაზეთის ტელევიზიისთვის ბჟანიამ განაცხადა: არ ვურჩევ აფხაზებს გაეროს ნეიტრალური პასპორტები აიღონ, რაკი ეს საქართველოს ინიციატივა იყო დასავლეთთან ერთად და ამ ასპორტებში საქართველოს საერთაშორისო კოდია ჩაშენებულიო“.

სინამდვილეში ეს იყო ბჟანიას და აფხაზური ელიტების მორიგი Message მოსკოვის მიმართ: თუ მეტისმეტად შეგვავიწროვებთ, კი არ გვინდა, მაგრამ ამგაეროს ნეიტრალურ პასპორტებსავიღებთ თქვენს ჯინაზეო.

ჰო, მაგრამ თუკი საზღვარი ჩაიკეტა, როგორ იმოძრავებენ?

როგორ და ენგურის გავლით - ქუთაისის აეროპორტიდან.

 ბევრ აფხაზს არათუ რუსული ან გაეროს, არამედ საქართველოს პასპორტებიც კი აქვს და თავისუფლად დასეირნობენ ამ პასპორტებით ევროპაში - უვიზოდ.

 

სოხუმის ცენტრში ვიღაც უცნობმა პირებმა სასტიკად სცემესპრეზიდენტ ბჟანიასნათესავი ინალ კვიცინია.

გარჩევებიაქვს ბჟანიას მოწინააღმდეგე ბიზნეს-კლანთან.

აქ ნიშანდობლივია, რომ აფხაზური საინფორმაციოს სააგენტოების ცნობით, ეს კვიცინია, თურმესამკურნალოდ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გადაიყვანესო“.

ასეთი ფორმულირება ასიდან 99 შემთხვევაში ნიშნავს, რომ ზუგდიდში ან ქუთაისში ან თბილისში გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანით, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.

ოღონდ აფხაზებს ამის აფიშირება არ ხდება.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაცპრეზიდენტადწოდებული ასლან ბჟანია ლამის პირადად მონაწილეობსრაზბორკებში“: რამდენიმე თვის წინ, აფხაზეთის პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, როინ აგრბამ რაღაც აწყენინა, ერთ-ერთ ინტერვიუში ასლანის პირად ცხოვრებაზე იჭორავა..... ბჟანია იმდენად გაბრაზდა, საკუთარი შვილი და პირადი დაცვის 15 წევრი მიუგზავნა. ისე სცემეს, თვეობით საავადმყოფოში იწვა.

საქმე არც აღძრულა რასაკვირველია.

 

კვირის ბოლოს, იმავესპექტაკლებისსერიაში, აფხაზეთის ხელისუფლებამ დაიწყო მშრომელთა წერილების ორგანიზება.

ანუ აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იბარებენ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, ადმინისტრაციის უფროსებს დაავალებენშეაგროვონ ხელმოწერები პეტიციაზე პარლამენტის მიმართ: მოგიწოდებთ მიიღოთ კანონი აპარტამენტების შესახებ......“ მოგიწოდებთ მიიღოთ კანონი რუსული ინვესტიციების შესახებ......“ და ..

 

შავი კომედიაა: ამით ისევ და ისევ მოსკოვს აჩვენებს ბჟანია: ხომ ხედავთ რა ერთგული ვარ, ხომ ხედავთ როგორ ვცდილობ, - აი ხელმოწერებსაც კი ვაგროვებ, მაგრამ....ადრეც შემიგროვებია თუმცა დეპუტატები.....ეს არამზადა დეპუტატები....არ მემორჩილებიან და ხალხსაც არ უჯერებენ...სულ მთლად მოსწყდნენ ხალხს ეს ოხრები“........მაგრამ რა ვქნათ, ხალხის მიერ არიან არჩეულნი და....აბა კონსტიტუციას ხომ ვერ დავარღვევთ, როგორ გეკადრებათ..... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

არ უჩანს ბოლო აფხაზ სეპარატისტთა კრეატიულობას.

კიდევ ერთი კანონი, რასაც არაფრის დიდებით არ იღებენ, არის საარბიტრაჟოს სასამართლოთა გადაწყვეტილებების ურთიერთცნობა.

ანუ წარმოვიდგინოთ: ჩამოვიდა აფხაზეთში რუსი ბიზნესმენი, განახორციელა ინვესტიცია, გაუკეთეს, რუსული არგონითკიდოკი“, წავიდა მოსკოვში, იჩივლა მოსკოვის სასამართლოში, იქ დაადგინეს, რომ უსამართლოდ წაართვეს ბიზნესიო და აფხაზეთის სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს კომპენსაცია იმ რუს ბიზნესმენს?!

 რა თქმა უნდა აფხაზები ამას არ დაეთანხმებიან. და რომც დაეთანხმონ, ყველა კანონიც რომ მიიღონ, ამას არავითარი აზრი არა აქვს: Правоприменительная практика ანუ კანონის აღსრულება აფხაზეთში არის ნული!

დავუშვათ მაინც აიძულეს აფხაზეთის .. „პარლამენტი“, მიიღოს კანონიაპარტამენტების შესახებმერედა რა, ამით? არც არაფერი - გაწელავენ მშენებლობას უსასრულოდ, გაწელავენარბიტრაჟებზესასამართლოს აღსრულებას უსასრულოდ და . და .

აბსოლუტურად ფუჭია ეს ყოველივე.

იცის პუტინმა, აღრჭიალებს კბილებს, მაგრამ მეტს ჯერ ჯერობით (!) ვერაფერს ბედავს.

ჯერ ჯერობით ოღონდ!