არ არის ბიძინა პოლიტიკისთვის დაბადებული, არა!

არ არის ბიძინა პოლიტიკისთვის დაბადებული, არა!

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი:

`ირაკლი კობახიძეს უფრო ხარისხიანად უნდა აეხსნა, რატომ უნდა გაეწვიათ კანონი. თუმცა გაწვევა სწორი იყო`.

ერიჰააააა.......

აბსოლუტურად გამორიცხულია ვიქტორ ყიფიანს (ძალიან ჭკვიან და ფრთხილ ადამიანს) არ ესმოდეს, რომ თუ ეს განცხადებები არ არის შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან და არ გამოხატავს ივანიშვილის განწყობას, ეს მას დიდ ზიანს მიაყენებს.

ანუ 100% შეთანხმებულია.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დასკვნა, რომ ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია ირაკლი კობახიძეზე, რაკი მიაჩნია, რომ მან მეორედ დაუშვა უმძიმესი შეცდომა ამ კანონის ინიციირებით, რამაც მეორე კატასტროფული მარცხი გამოიწვია.

პირველი კატასტროფა იყო გაიძვერა სერგეი გავრილოვის (კონსტანტინე ზატულინის მარჯვენა ყვ...ის) მოწვევა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმის თავდაჯერებით, რომ ერთი პროვოკატორი ბერძენი პრორუსი დელეგატის დახმარებით აქ პროვოკაციას არ მოაწყობდა.

ჰოდა მოაწყო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ დისკურსს თუ გავართულებთ, აქ ყველაზე კომიკური იცით რა არის?

ლოგიკურად ისიც გამოდის, რომ ივანიშვილი არ ყოფილა ამ კანონის ინიციატორი.

ზოგადად `გადაბრალება ` მისი სტილი არ არის და ამ სისტემაში ეს არც გამოვა - არ დაიჯეროთ.

უფრო იმან იმუშავა, რომ `ალბათ იმასთან შეთანხმებულია და.....` აგატა კრისტის ნოველებში რომ არის - იდუმალი `ვიღაც` და ყველა რომ ერთმანეთზე ფიქრობს: `ალბათ ეს და ის იმასთან შეათანხმებდა და......`

ჰოდა კომიკურია იმიტომ, რომ ნამდვილი, ღია ავტოკრატიის დროს ასე არ ხდება: ავტოკრატი თვითონ გამოდის, დაახეთქებს მუშტს პიუპიტრს და ამბობს: `ასეა საჭირო` წერტილი.

მაშინ საკამათოც და გაუგებარიც არაფერია (ხოლმე).

მოკლედ......აი სულ რომ ამკუწოთ მაინც ვიტყვი: მე ვარ მილიონი პროცენტით დარწმუნებული, რომ ამ განვილი 12 წლის განმავლობაში ბიძინას უამრავჯერ უფიქრია (და ახლაც ფიქრობს ალბათ) `რა მინდოდა წვენებში......`

არ არის ეს ადამიანი პოლიტიკისთვის დაბადებული რა......უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული მართლა მაგრამ არიან პლატონ-არისტოტელესეული პოლიტიკური ცხოველები (კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს არ დავასახელებ) და არაპოლიტიკური არაცხოველები....ან არაპოლიტიკური ცხოველები......იშვიათად პოლიტიკური არაცხოველები........ჰმ.

ეს იმდენად რთული თემაა მათემატიკურ Limes-უსასრულობას ვუახლოვდებით რაიმეს ახსნის მცდელობისას.\

პოლიტიკა მარტო ფიზიკაზე კი არა (როგორც გენიალური აინშტაინი ამბობდა) არამედ მათემატიკაზე(ც) ბევრად რთული ფენომენია.

მხოლოდ კოსმოსი შეიძლება შეადარო მისი ამოუცნობობით და აბსოლუტურად გაუგებარი, შემაძრწუნებელი უსასრულობით.

მიფრინავ, მიფრინავ და.....არ მთავრდება.....არსად არ მთავრდება......სულ არის, უსასრულოდ........რამდენიც არ უნდა იფრინო ერთი და იმავე მიმართულებით...მილიარდობით წელიც რომ იფრინო....... უვადოდ რომ იფრინო....სულ!~

ამის გააზრებისას რომ ჟრუანტელი დაგივლის, იგივე სიკვდილის შიშია.

ეს თუ მთლად გავართულებთ დისკურსს.

გენაცვალოთ თქვენი

დათო