საერთაშორისო მიმოხილვა. 23 ოქტომბერი. 2022 წელი
აფხაზეთის ხელისუფლებამ წერილით მიმართა ევროკავშირის საბჭოს და გააპროტესტა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, არ სცნოს რუსეთის მიერ აფხაზეთში გაცემული პასპორტები.
ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო
ახლა აფხაზები წუწუნებენ იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირმა, თურმე `მსოფლიოში მოგზაურობა შეუზღუდა აფხაზებს` (რუსული პასპორტებით)
ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს ყველა ხელისუფლებამ უამრავი კომპრომისი შესთავაზა აფხაზურ მხარეს პასპორტებთან დაკავშირებით, რათა მათ ჰქონოდათ მთელს მსოფლიოში თავისუფლად მოგზაურობის და სწავლის საშუალება:
ა) საქართველოს პასპორტები;
ბ) `სტატუს ნეიტრალური პასპორტები` ქართული წარწერის გარეშე, მაგრამ მის ჩიპში `ჩაშენებული` ინფორმაციით, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია;
გ) გაეროს სტატუს-ნეიტრალური `ლტოლვილთა` პასპორტები
ყველა ამ კომპრომისზე აფხაზებმა უარი თქვეს და არჩიეს რუსული პასპორტები; ხოლო ახლა, როდესაც ევროპამ ეს პასპორტები უკანონოდ სცნო, წუწუნებენ: რატომ გვაიგივებთ უკრაინასთან და ჩვენ უკრაინასთან ერთიან კონტექსტში რატომ განგვიხილავთ: თუ უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა 2022 წელს, ჩვენ პირიქით, საქართველოს აგრესიის მსხევრპლნი გავხდით 1992 წელსო.
სამწუხაროდ, ე.წ. ჟენევის პროცესის` გაგრძელება, სადაც დასავლეთის მონაწილეობით საქართველოს წარმომადგენლები აფხაზებთან თანაბრად მონაწილეობენ, აფხაზ სეპარატისტებს ეხმარებათ დაარწმუნონ ევროკავშირი, რომ `აფხაზეთი სხვაა და დონბასი/ყირიმი სხვა` ანუ ეს ორი კონფლიქტი განსხვავებულად უნდა აღიქვან. ესე იგი დონბასზე და ყირიმში გაცემული რუსული პასპორტები კი უნდა აკრძალონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთში და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტები უნდა აღიარონ.
2008 წელს, როცა `ჟენევის ფორმატი` იწყებოდა, კიდევ გასაგები იყო საქართველოს მასში მონაწილეობა უსაფრთხოების მომენტებიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა, როდესაც რუსეთი ყელამდე ჩაეფლო უკრაინაში და მარცხდება, არანაირი გამართლება, ჩემი აზრით ამას აღარ აქვს: რატომ ვეხმარებით აფხაზ სეპარატისტებს ევროკავშირში იმ აზრის პრომოუტირებაში, რომ `აფხაზეთი სხვაა` და `ყირიმი სხვა`? და რომ რუსულ აგრესიას უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ევროპა დიფერენცირებულად უნდა მიუდგეს?
. . . . . . . . . . . . . . .
ჩინეთში დასრულდა კომპარტიის XX ყრილობა, რომელიც ნამდვილად შეიძლება იქცეს ისტორიულად.
მიუხედავად იმისა, რომ სი ძინპინს მძლავრი ოპოზიცია ჰყავდა პარტიის შიგნით, ამ ოპოზიციამ ჯერ-ჯერობით, ყრილობაზე წამოკნავლებაც ვერ გაბედა.
უფრო მეტიც: სი ძინპინმა გუშინ გამოაქვეყნა ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს ახალი შემადგენლობა, რომელიც კიდევ უფრო კონსერვატიულია, კიდევ უფრო ლოიალურია მის მიმართ, ვიდრე წინა შემადგენლობა. მივაქციოთ ყურადღება, რომ პოლიტბიუროს შვიდივე წევრი 60 წლის ან მეტი წლისაა. ხოლო თვით სი ძინპინი - 69 წლისაა.
უკვე აღარავინ დავობს, რომ სი ძინპინი ხელმძღვანელობს ფიდელ კასტროს ცნობილი სლოგანით: `კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არავის შეუნარჩუნებია ძალაუფლება ოპოზიციისადმი დათმობების ფასად`.
აშკარაა, ჩინელ ლიდერს არა მხოლოდ მესამე ვადით გახელისუფლება აქვს გადაწყვეტილი, არამედ სიკვდილამდე ძალაუფლების შენარჩუნება და ყველა იმ თანამდებობის სამუდამოდ დაპყრობა, რაც ამჟამად უკავია: კომპარტიის ლიდერის, სახელმწიფოს მეთაურის, უმაღლესი მხედართმთავრის და (რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის პირობებში) ყველა მნიშვნელოვანი `სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეობა` ანუ ფაქტიურად იგი უკვე არის ფადიშაჰი, აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელმწიფე.
ეს კატეგორიულად ეწინააღდმეგება დიდი რეფორმატორის, დენ სიაოპინის დამკვიდრებულ წესს `კოლექტიური მმართველობისა` და `მესამე ვადის აკრძალვის` შესახებ. 1975 წლის შემდეგ ჩინეთი სწორედ ამგვარი მექანიზმით იმართებოდა, როდესაც ლიდერები 2 ვადით ირჩეოდნენ და მერე იცვლებოდნენ. Xi და მისი მომხრენი ამ წესს არღვევენ.
ჩინელ ლიდერს ბევრი მძიმე პრობელმა აქვს, რაც ვერ გადაჭრა ვერანაირად:
ა) ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება; უმუშევრობის ზრდა ახალგაზრდებში; დიდი შიდა ვალები განსაკუთრებით რეგიონებში;
ბ) გაუთავებელი Covid-19, რომელიც ჩინეთში არათუ გრძელდება, არამედ ძლიერდება და საქმე ახალ ლოკდაუნებამდეც მივიდა;
გ) ტაივანის პრობლემა
დღეს მთელი მსოფლიო ჩინეთის კომპარტიის ყრილობას `თრილერივით` ადევნებს თვალს - არავინ იცის და ვერ იტყვის დანამდვილებით, როგორ განვითარდება მოცლენები ამ ყრილობის ბოლო დღეებში.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური კომიტეტისა და პოლიტბიუროს პირველ სხდომაზე, შაბათს, ჩინეთის წინა ლიდერს, ჰუ ძინტაოს (სწორედ ის შეცვალა სი ძინპინმა 10 წლის წინ, ლამის ძალით დაატოვებინა სხდომათა დარბაზი დაცვის ორმა თანამშრომელმა.
დღეს, კვირას, ყევლაფერი საბოლოოდ უნდა გაფორდმეს, თუმცა ჰუ ძინტაოს ინციდენტი ადასტურებს, რომ აფეთქება ბოლო მომენტშიც შესაძლებელია. ოღონდ ამის შანსი შემცირდა - Xi აირჩიეს და უკიდეგანო ძალაუფლება დაუმტკიცეს.
მთელს მსოფლიოში მცხოვრები ჩინელები საპროტესტო აქციებს მართავენ სი ძინპინის მესამე ვადის წინააღმდეგ
. . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკვე შეაგროვა კონსერვატორი დეპუტატების 100 ხელმოწერა, რაც მას მისცემს საშუალებას, კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, კვლავ იბრძოლოს პარტიის თავმჯდომარეობისა და პრემიერ-მინისტრობისათვის.
ეს ცოტა არ იყოს გაუგებარია, რადგან ბორის ჯონსონი პარტიის თავმჯდომარეობიდან და პრემიერ მინისტრობიდან რამდენიმე თვის წინ გადადგა არა პოლიტიკური, არამედ კრიმინალური მიზეზების გამო: ჟურნალისტებმა იგი გამოიჭირეს იმაში, რომ მაშინ როდესაც ლონდონის პოლიცია ადამიანებს აპატიმრებდა `კოვიდ-რეგულაციების` დარღვევის გამო, თვითონ პრემიერ-მინისტრი წვეულებებს აწყობდა და ცეკვავდა. ეს პოლიტიკური გადაცდომა კი არ იყო მაშინ, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. ან, როგორც მინიმუმ, ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება.
და რა - ახლა თუ დაბრუნდა ისევ პრემიერ-მინისტრად, ის წვეულებები და ის ცეკვა კანონიერი გახდება?
ვიმეორებ: ჯონსონი პოლიტიკური პოზიციის გამო არ გადამდგარა - კრიმინალური გადაცდომის გამო გადადგა!
მისი მთავარი მოწინააღდმეგე ყრილობაზე იქნება რაში სუნაკი: ინდური წარმომავლობის ბრიტანელი.
. . . . . . . . . . . . . . .
შაბათს, ფიცი დადო იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯო მელონიმ. ჯერ-ჯერობით ასე ჩანს, რომ იგი არაფერს შეცვლის ფუნდამენტურად იტალიის საგარეო პოლიტიკაში.
ქალბატონ მელონის თქმით, იტალია ევროპის (იგულისხმება, ევროკავშირის) განუყოფელი ნაწილია და ვინც ამ ფუნდამენტურ დებულებას არ იზიარებს, მის კაბინეტში ვერ მოხვდება.
ჯორჯო მელონის პარტია `იტალიური საძმო` ლიდერობს ამ სამთავრობო კოალიციაში, თუმცაღა იმავე კოალიციის ორი სხვა ლიდერი - სილვიო ბერლუსკონი და მატეო სალვინი (იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი) შემჩნეულნი არიან პროპუტინურ ინტენციებში.
მატეო სალვინი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩრდილო იტალიის - იტალიის რესპუბლიკისაგან გამოყოფის გიჟურ იდეებს აფიარებდა.
მელონის უდიდესი გამოწვევა იქნება ენერგეტიკის სფეროში ფასების აბსოლუტურად გარდაუვალი ზრდა, რაც გამოწვეულია პუტინის აგრესიით უკრაინის წინააღდმეგ.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა თეირანისგან შეიძინა 2 400 `თვითმკვლელი დრონი` სახელად `შაჰიდი`. თვითონ რუსები ამ დრონებს `გერან`-ს უქოდებენ. ნაყიდი თუ შეძენილი დრონების დიდი ნაწილი ჯერ არ ჩასულა რუსეთში.
მიწოდების მარშრუტი დადგენილია და არავითარ ეჭვს არ იწვევს: ირანი-სომხეთი-საქართველო.
ახლა ყველას სტანჯავს კითხვა: რა მიაწოდა რუსეთმა ირანს სანაცვლოდ? ირანელი აიათოლლები (ისლემისტი მულლების არეოპაგის წევრები, უმაღლესი სულიერი მმართველები) ფანატიკოსები კი არიან, მაგრამ სანაცვლოდ ალბათ `ისკანდერის რაკეტებს` ან (რაც ბევრად უქარესია, ბირთვილ ტექნოლოგიებს ელიან. პუტინს ახლა ისე უჭირს, ყველაფერზე წავა.
შაბათს, რუსული სარაკეტო შეტევის დროს, უკრაინის საგაერო თავდაცვამ და ავიაციამ (!) რუსული რაკეტების და დრონების დიდი ნაწილი ჩამოაგდო. თუმცა რუსულმა არმიამ, ხერსონისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ (რამდენიმე დღეში დაიწყება, როგორც სჩანს) უკრაინის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება მაინც მოახერხა.
ოღონდ ნიშანდობლივია, რომ რუსეთი იუენებს ჩვეულებრივ რაკეტებს, რომელთა ლოკალიზება და ჩამოგდება საბრძოლო თვითმფრინავითაც შესაძლებელია. თითქმის აღარ იუენებს ზებგერით რაკეტებს. ალბათ არა იმიტომ, რომ საერთოდ აღარ დარჩა, მაგრამ ცოტა დარჩა და კიევზე მასირებული დარტყმისთვის, მათ შორის ზელენსკის განადგურებისთვის ინახავს.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში მძვინვარე რეაქცია გამოიწვია კონსერვის ფოტომ: ბიჭვინთის სუპერმარკეტში იყიდება `ხაშის` კონსერვი ზედ საქართველოს რუკით და აფხაზეთი ამ რუკაზე რა თქმა უნდა საქართველოს შემადგენლობაშია. კონსერვი ალბათ საქართველოშია დამზადებული და ისეთი ისტერია გამოიწვია, პრეზედენტმა ბჟანიამ დაავალა უშიშროებას, ეს საკითხი გამოიკვლიოს. ანუ როგორ მოხვდა ასეთი კონსერვი აფხაზეთში ქართველი `დივერსანტების ძალისხმევით
საწყლები - კონსერვების რომ ეშინიათ უკვე.