საერთაშორისო მიმოხილვა 2021 წლის 5 სექტემბერი

ის, რაც მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი:
პუტინის შეცდომა და რუსული საზოგადოების რეაქცია.
რუსეთში მოხდა საინტერესო და ნიშანდობლივი ინციდენტი. პუტინი ხვდებოდა უფროსკლასელებს და `ჩრდილოური ომი`(Северная война), რომელსაც რუსეთის პირველი იმპერატორი პეტრე I აწარმოებდა შვედეთის წინააღმდეგ 1700-1721 წლებში, აერია `შვიდწლიან ომში` (Семилетняя война), რომელიც ევროპაში მიმდინარეობდა ბევრად გვიან, 1756 – 1763 წლებში `ავსტრიის მემკვიდრეობისათვის`.
რუსმა უფროსკლასელმა, საკმაოდ ზრდილობიანად, პუტინს შეუსწორა: `ეს შვიდწლიანი ომი კი არ იყო, რასაც პეტრე დიდი აწარმოებდა, არამედ ჩრდილოური ომი იყოო`.
ამას მოჰყვა ნამდვილი ისტერიკა რუსეთში: სკოლის დირექტორი ქალი გამოვარდა ტელევიზიით და იმ 16 წლის ბიჭს `უზრდელი` უწოდა, სკოლიდან გარიცხვით დაემუქრა.
რუსულ სოციალურ ქსელებში მომხდარმა ატომური ეფექტი მოახდინა: `რა დებილი და უმეცარი, უწიგნური პრეზიდენტი გვყავს.....პატარა ბიჭმა პრეზიდენტზე მეტი იცის......`წერდნენ ბლოგერები. ბევრი მათგანი აღარც მალავდა თავის ვინაობას.
ასეთი შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ.......ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ როდესაც ავტორიტარი მმართველი მეტისმეტად დიდხანს მართავს ქვეყანას და კიდევ უფრო დიდხანს აპირებს მართვას (მინიმუმ 2036 წლამდე) მისი ხელისუფლება და ძალაუფლება თანდათან იჟანგება. პატარა შეცდომაც კი საზოგადოების გადაღლასა და გაღიზიანებას ამჟღავნებს.
ავტორიტარული ხელისუფლების `ჟანგვა` არის არის აბსოლუტურად გარდაუვალი. პუტინის შემთხვევაშიც იგივე კანონი მოქმედებს და ამ ყავლგასულ დიქტატორზე ფსონის დადება ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან არის უბრალოდ სისულელე, სხვას რომ ყველაფერს დავანებოთ თავი.
ამერიკის ძალა ისაა, რომ ხელისუფლებები იცვლებიან. და რა სისულელეც არ უნდა თქვას რომელიმე პრეზიდენტმა (სისულელეების მეტი რა უთქვამს ბევრ მათგანს), ის წავა და მოვა სხვა პრეზიდენტი.
ამიტომაც, ტყუილად ჰგონიათ დიქტატორებს, რომ დემოკრატია სუსტია. სინამდვილეში დემოკარტიული სახელმწიფო მუდამ უფრო ძლიერია, ვიდრე ავტორიტარული.
ბაიდენს აშკარა სკლეროზი აქვს და ზოგჯერ შეცდომებს უშვებს, თუმცა ამერიკელებმა იციან, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება და სხვა პრეზიდენტი მოვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბაქო პირველ ღია პროტესტს უცხადებს მოსკოვს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანი დათანხმდა მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანას (თანაც უალტერნატივოდ), აზერბაიჯანის ამ ტერიტორიაზე მოვლენები ვითარდება ზუსტად ისე, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც შევარდნაძემ რუსი ე.წ. `მშვიდობისმყოფლები` შეიყვანა ჯერ ცხინვალში (1992 წ), შემდეგ აფხაზეთში (1994 წ).
პრეზიდენტი ალიევი აცხადებს, რომ რუსი `ცისფერჩაფხუტიანები` (ციტატა) `იფარავენ სომეხ ტერორისტებს, სამხედრო დამნაშავეებს და საშუალებას აძლევენ სომხებს, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება გადაისროლოს ყარაბაღში სომხეთიდან`.
აი ზუსტად ისე, როგორც ამას თავის დროზე ამბობდა (და სიმართლეს ამბობდა) საქართველოს ხელისუფლება.
მოსკოვიც ზუსტად ისევე `იჩეჩს მხრებს`: `სად წერია ხელშეკრულებაში, რომ ჩვენ სომეხ სეპარატისტებს უნდა ვეომოთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისათვის. მხოლოდ მეომარ მხარეებს ვაშორიშორებთო`.
გარდა ამისა, ზუსტად ისეთივე ცბიერებით როგორც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რუსეთი თანდათან ``აპრავებს`` სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გაჩნდა ინფორმაცია რუსეთის მიერ მთიან ყარაბაღში პირდაპირი შესყიდვით პროდუქციის შეძენის შესახებ.
`მთიანი ყარაბაღის` ხსენებამ რუსეთის ოფიციალურ დოკუმენტში ბაქოს აღშფოთება გამოიწვია. იმიტომ, რომ გასული წლის ოქტომბრის ომის შემდეგ აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ ასეთი წარმონაქმნი (Entity), როგორიც `მთიანი ყარაბაღია`, იურიდიულად არ არსებობს.
ზუსტად ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებები აღშფოთდებოდნენ ხოლმე რუსეთის თავხედობით და მათი პირდაპირი კონტაქტებით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. თუმცა ჩვენს პროტესტებს მოსკოვი ყურადღებას არ აქცევდა.
ახლა ბაქოს პროტესტებს....არ აქცევს ყურადღებას
ეს მხოლოდ დასაწყისია, - რასაც ახლა მოსკოვი სომხურ ანკლავში აკეთებს.
მხოლოდ დასაწყისი!
ზუსტად ისეთივე სცენარს უმზადებენ აზერბაიჯანს, რაც საქართველოში განხორციელდა 2008 წელს
აბა რუს მშვიდობისმყოფელებს რომ კონფლიქტის ზონაში შემოიყვან.......იგივე მგელს რომ შემოიყვან ცხვრის ფარაში და მერე გიკვირს......
თანაც, ყოველგვარი საერთაშორისო სტატუსის გარეშე: საქართველოში რუს ვითომ `მშვიდობისმყოფლებს` საერთაშორისო მანდატის მსგავსი მაინც ჰქონდათ: აფხაზეთში `გაეროს`, ხოლო ცხინვალში OSCE-ს.
დამაიმედებელი ისაა, რომ ბაქოში დაიწყო მორიგი თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო მანევრები. თუმცა თურქებს ყარაბაღის გარშემო მხოლოდ დამკვირვებლების სტატუსი აქვთ.
ახლა რუსები მხოლოდ იმას ელიან, ერდოღანი დასუსტდეს, ან თურქეთში არეულობა დაიწყოს და მერე.....ერთი-ერთში მსგავსი იქნება ცხინვალის 2008 წლის სცენარის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კატალონელ სეპარატისტთა ლიდერს კარლოს პუჩდიმონს ესპანეთში უკვე ღიად სდებენ ბრალს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, როდესაც კატალონიასა და ბარსელონაში სეპარატიზმს აღვივებდა.
ეს ახალი და უცნობი არავისთვის იყო, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ესპანეთის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია ესპანელ ჟურნალისტებს და/ანუ ამით მადრიდმა ღია სივრცეში გადაიტანა ფარული კონფლიქტი მოსკოვთან. ადრე ღიად ამაზე მადრიდში არ ლაპარაკობდნენ. ჟურნალისტები კი მხოლოდ ეჭვობდნენ - მტკიცებულებათა გარეშე.
პუჩდემონი ამჟამად ბელგიაში, ბრიუსელში ემალება ესპანურ მართლმსაჯულებას და ალბათ მალე მოსკოვში გაიქცევა.
ძალიან საინტერესოა, რომ იმავე მონაცემებით, პუჩდემონი რუს ოპოზიციონერ ნავალნისთან და ნავალნის ოფისთან თანამშრომლობდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სოხუმში რუსეთის ე.წ. `საელჩომ` შეწყვიტა აფხაზებისათვის ბიომეტრული პასპორტების გაცემა.
ჩვეულებრივ რუსულ პასპორტებს კვლავინდებურად გასცემს ძველებურ რეჟიმში.
რატომ? იმიტომ, რომ მოსკოვს სულაც არ ეპიტნავება აფხაზებმა ევროპაში და მსოფლიოში იმოგზაურონ რუსული ბიომეტრული პასპორტებით. ჩვეულებრივი რუსული პასპორტებით კი აფხაზებს არც ევროპაში შეუშვებენ და არც ამერიკაში.
რუსეთს არა აფხაზების თავისუფლება, არამედ რუსეთში შეთრევა სურს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკა აღარ იყიდის რუსეთისგან კოსმოსური რაკეტების ძრავებს: დღემდე ყიდულობდა საბჭოთა-რუსული წარმოების РД-180. იაფი ძრავები იყო და ცუდი არ იყო ტექნოლოგიურად. თუმცა ახლა ამერიკულმა ინდუსტრიულმა გიგანტებმა თავად შექმნეს ძრავი BE-4 და ამერიკული კოსმოსური რაკეტები ახლო მომავალში სწორედ ამ ძრავებით გაიგზავნება დედამიწის ორბიტაზეც და მთვარის ხელახლა ასათვისებლად.
ამერიკელები მთვარეზე ახლა ექსპედიციებს 2030 წლამდე გეგმავენ. თუმცა ბევრი ფინანსური თუ სხვა წინაღობა აქვთ.
რუსეთიც გეგმავს მთვარეზე გაფრენას და ცდილობს ამერიკელებს დაასწროს.
ეს ახალი `კოსმოსური რბოლა` არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე 1960-იან წლებში იყო, როცა ამერიკელებმა, საბედნიეროდ (!), დაასწრეს რუსებს მთვარეზე ექსპედიციის გაშვება.
ახლა თუ რუსებმა დაასწრეს (გუშინ პუტინი ახალ რუსულ კოსმოდრომ `ვოსტოჩნი`-ზე იმყოფებოდა) ეს ავღანეთზე დიდი კატასტროფა იქნება თავისუფალი სამყაროსათვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას 11 სექტემბრის (2001წ) ტერაქტის გამოძიების მასალებზე გრიფი `საიდუმლოს` მოხსნის შესახებ. ამით თეთრი სახლი ცდილობს წერტილი დაუსვას ათასგვარ სიყალბეს, თითქოს ის ტერაქტი თვით ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს.
თუმცა....კონსპიროლოგიით დაავადებულებზე მეტი რა არის - რუსული სპეცსამსახურები კი იმ ჭორებით და სიყალბეებით აქტიურად სარგებლობდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ევროპაში აქტიურად განიხილავენ ერთიანი ევროპული არმიის და ერთიანი ევროპული სასაზღვრო ჯარების შექმნის იდეას.
ამაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა იმმანუილ მაკრონმა(ც) ისაუბრა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა უკვე გააფრთხილა ევროპელები, რომ ეს არის ფუჭი და სახიფათო იდეა.
არ არის გამორიცხული რუსების შემოგდებული იყოს.
ბევრი ექსპერტის აზრით, `ევროპაში ერთიანი არმია და ერთიანი სასაზღვრო ჯარები შევქმნათო`, ნამდვილად დემაგოგია და პოპულიზმია.
ვინც არ უნდა ამბობდეს ამას.
გონივრული აზრით, თუ ევროპული ერთიანობა უნდათ, მართლა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ევროპის ერთიანი ბიუჯეტი და ცენტრალიზებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა (დღეს მსგავსი არაფერია), როცა გამოირიცხება იმგვარი ძარცვა, რომ საბერძნეთი ჩინეთისგან სესხულობს მილიარდებს ბრიუსელის დაუკითხავად და მერე საბრალო გერმანელ შრომაგოლიკს (შრომის ფანატიკურად მოყვარულ გერმანელებს) უხდება ამ ვალების გასტუმრება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა (გენერალური შტაბის უფროსი), ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მომავალი ომის შედეგად, `უკრაინული ტანკები მოსკოვის წითელ მოედანზე გაისეირნებენ`.
რუსეთი ისტერიკაშია. განსაკუთრებით რუსი პროპაგანდისტები.
დათო