საერთაშორისო მიმოხილვა. 2 აგვისტო 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 2 აგვისტო 2025 წელი

მსოფლიოში განხორციელდატყვეთა და მძევალთა გაცვლასუფთად ცივი ომის სტილში!

გუშინ გლობალური მედია მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, სად რომელი სამგზავრო თუ სამხედრო-სატრანსპორტოსპეცბორტიმიფრინავდა, ჰაერში როგორ გადაადგილდებოდა, რომელ აეროპორტში რომელი თვითმფრინავი დაჯდა, ვინ რა განაცხადა, ვინ ვის დახვდა და . და ..

მოკლედ თუ ვიტყვით, რუსეთმა და ამერიკამ (უფრო ზუსტად დასავლეთმა) რუსულ ჯურღმულებში სრულიად უკანონოდ, შეთითხნილი ბრალდებებით და მარაზმატული განაჩენებით წამებული პოლიტპატიმრები, ასევე ამერიკელი და გერმანელი მძევლები (აი მართლა სასიკვდილო მძევლები) გაცვალეს უპირველეს ყოვლისა პუტინის კილერზე, ვინც ბერლინის ცენტრში მოკლა საქართველოს მოქალაქე, ქისტი ხანგოშვილი, ასევე რამდენიმე რუს დივერსანტზე, ჯაშუშზე და სპეცსამსახურების დავალებით მოქმედ ბობოლა ინტერნეტ-ჰაკერზე.

რასაკვირველია მთავარი როლი შეასრულა პუტინის სურვილმა, „გამოეხსნაგერმანიის ციხიდან კილერი ვადიმ კრასიკოვი.

ბრჭყალებში რასაკვირველია, რადგან ამ არსებას რამდენიმე სახელი და გვარი ქვეყნდება...... რეალურად ვინ არის ეს კილერი, რა გვარია არავინ იცის.

ცნობილია მხოლოდ, რომ  X (ასე მოიხსენიებენ) მკვლელი მსახურობდა რუსულ ელიტურ სამხედრო დაჯგუფებაში Вымпел და მას პუტინმა უწოდაგმირიხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ.

თან ცინიკურად დაამატა: ამ პატრიოტმა საკუთარი ინიციატივით მოკლა ის ჩეჩენი ტერორისტი თუ ვინმემ დაავალა, სხვა საკითხიაო“.

სხვა საკითხია“, პუტინის ენიდან თუგადმოვთარგმნით“, ნიშნავსარა აქვს მნიშვნელობა“.

კიდევ უფრო მეტი: პუტინი პირადად დახვდა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ამგმირ კილერსდა სხვაგამოხსნილჯაშუშებსა თუ ინტერნეტ-დივერსანტებს.

მანამდე პუტინმა გამოსცა რამდენიმე საიდუმლო (!) ბრძანებულება. ამას მისი რეჟიმის .. „კონსტიტუცია და კანონიითვალისწინებს.

ანუ პუტინმა ერთის მხრივ გამოსცასაიდუმლობრძანებულებები რუსულ ციხეებში და კოლონიებში დამწყვდეულ პოლიტპატიმართა და მძევალთაშეწყალების თაობაზე და მეორეს მხრივ, კილერი X ასევე სხვა რუსი ჯაშუშები და დივერსანტები დააჯილდოვა რუსეთის ფედერაციის ორდენებით.

X-კილერს კი, ზოგიერთი ცნობით, გმირობა მიანიჭა.

ეს უკანასკნელი გერმანიის ციხეში მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა.

აბა რა - შოკოლადი არ აკლდა და.....იცოდა, ადრე თუ გვიან გამოიხსნიდა პუტინი.

 

სანამ დავასახელებდეთ რას ეხება და ვის ეხება კონკრეტულად, გავიხსენოთ, რომცივი ომისდროს დაახლოებით ამ სტილში გაცვალეს ამერიკელი მფრინავი პაუერსი და საბჭოთა სუპერ-აგენტი (გერმანული წარმომავლობის ინგლისელი) აბელი.

ოკუპირებული და ანექსირებულიგერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისადაგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისსაზღვარზე, გლინიკის ხიდზე გაიმართა გაცვლის სპეცოპერაცია მაშინ: ერთის მხრივ მიდიოდა პაუერსი, მეორეს მხრივ მოდიოდა აბელი, ხიდის ცენტრში ერთმანეთს თვალი-თვალში გაუყარეს და მივიდნენ თავისიანებთან.

მაგრამ ის ომი მაინც იყო (თუნდაც „ცივი“), პაუერსი სამხედრო მფრინავი მაინც იყო....მართლა სადაზვერვო ოპერაციას აწარმოებდა სსრკ საჰაერო სივრცეში და ორი მზვერავი გაცვალეს მხარეებმა, ახლა კი.......

 

მანამდე, 2010 წელს მოსკოვმა და ვაშინგტონმა გაცვალეს რამდენიმე ადამიანი.

რუსებმა გაუშვეს, მათ შორის, სკრიპალი (სწორედ ის სკრიპალი, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ინგლისში, სოლსბერიში მოწამლეს საზარელი ნივთიერებანოვიჩოკით“) და მიიღეს სხვებთან ერთად აპოკალიფსური მეძავი-ჯაშუში ანნა ჩაპმანი, ვინც ამერიკულგერონტოკრატიულელიტებს, მათ შორის პარტიულ ელიტებს.......ხიბლავდა თავისი სილამაზით, სექსუალობით და მნიშვნელოვანგავლენის კვანძებსაცქმნიდა ინფორმაციის მოსაპოვებლად თუ კრემლის ინტერესთა ლობირებისთვის.

ძველი КГБ-შნიკი პუტინი იმ დროს (2010წ) მათაც დახვდა აეროპორტში, შემდეგ სადილზე დაპატიჟა და როცა პრეს-კონფერენციაზე კითხეს რაზე ისაუბრეთო, უპასუხა: უბრალოდ ვიმღერეთ С чего начинается рооооодинаааааа»

საბავშვო/სასკოლო  სიმღერაა ასეთი - პატრიოტული.

 

სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ის გაცვლა მოჰყვა ამერიკაში რუსული ჯაშუშური ქსელის უდიდესჩავარდნას“.

ჩაპმანთან ერთად ათეულობით რუსი ჯაშუში დააპატიმრეს  FBI- და Secret service- მა მას შემდეგ, რაც რუსული ФСБ- გენერალი გაიქცა ამერიაკში და მთელი რუსული აგენტურაჩაუშვა“.

საინტერესოა თუ როგორ გაიქცა: ჯერ კიევში ჩავიდა მატარებლით, რაკი მატარებლებს ФСБ ვერ გააკონტროლებდა და კიევიდან გაფრინდა ამერიკაში.

აეროპორტს უკრაინა აკონტროლებდა მაშინაც და არა მოსკოვი.

ერევნის „ზვარტნოცი“ კი არ იყო.

 

 რაც შეეხება ამჟამად განხორციელებულ გაცვლას, რუსული ჯურღმულებიდან გამოიხსნეს პოლიტპატიმარი ვლადიმერ კარა-მურზა, ასევე ილია იაშინი, ანდრეი პივოვაროვი, ვადიმ ოსტანინი, ქსენია ფადეევა, ლილია ჩანიშევა, ოლეგ ორლოვი, ჟურნალისტი (RFERL) ალსუ კურმაშევა და WSJ ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, მხატვარი ალექსანდრე სკოჩილენკო, აშშ ყოფილი საზღვაო ფეხოსანი პოლ უილანი, გერმანიის მოქალაქეები რიკი კრეგერი, პატრიკ შებელი, გერმან მოიჯესი, დიტერ ვორონინი და კევინ ლიკი.

ეს გერმანიის მოქალაქეების ამბავი საერთოდ გამაოგნებელია: რაკი გერმანია უარს აცხადებდა შარშან მოლაპარაკების დროს გამოეშვა კილერი X და ვაშინგტონმაც ვერ დაარწმუნა ბერლინი ეს ნაბიჯი გადაედგა, რუსულმა და ბელორუსულმა სპეცსამსახურებმა სრულიად უსაფუძვლოდ, აბსოლუტურად       „არაფრისთვის“ მძევლად აიყვანეს რამდენიმე გერმანიის მოქალაქე, რათა ბერლინისთვისმოტივატორიშეექმნათ.

ამგვარ საკითხებში, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისას, ლუკაშენკო პუტინის ყმაა; თორემ ბელორუსული რძის ნაწარმის რუსულ ბაზრებზე გაყიდვისას და მათშიჩხირებისაღმოჩენისას კი შეიძლება მოსკოვი გააკრიტიკოს.

 

სანაცვლოდ ვინ მიიღო პუტინმა? ხსენებული კილერი X (პირობითივადიმ კრასიკოვი“), ვისაც ბერლინის ტირგარტენში ჩადენილი ცინიკური მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი არა უბრალოდ ტერორიზმის, არამედ სახელმწიფო ტერორიზმის ბრალდებით და რომლის განთავისუფლების გამო გერმანიის პროკურატურამ გერმანიის ფედერალური კანცლერი მწარედ გააკრიტიკა (დიახაც დემოკრატიაა და დემოკრატიაში ასეთი რამ ნორმალურია-) არტიომ და ანა დულცევები, რომლებიც სლოვენიაში იხდიდნენ სასჯელს რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟისთვის; ნორვეგიასა და პოლონეთში შპიონაჟისთვის სასჯელმისჯილი მიხაილ მიკუშინი და პაველ რუბცოვი; ინტერნეტ-დივერსანტი, ჰაკერი რომან სელეზნიოვი ФСБ- ოფიცერი ვადიმ კონაშიონოკი, რომელიც აკოორდინირებდა რუსული რეზიდენტურის ძალისხმევას დასავლეთში სასანქციო რეჟიმის დარღვევის თაობაზე; ხაკერი ვლადისლავ კლიუშინი, რომელიც სხვათა შორის იმაშია ბრალდებული, რომ ინტერნეტ-დივერსიებს ახორციელებდა ამერიკული საფონდო ბირჟის დესტაბილიზაციისთვის;

 

ჟურნალისტური რესურსების ცნობით (ოფიციალური წყაროები არ გასცემდნენ ინფორმაციას, რათა პროცესი არ დაეზიანებინათ) გაცვლა რეალურად შედგა ანკარაში, თურქეთის დედაქალაქში!

 ანუ ერდოღანმა რა თქმა უნდა (რატომღაც რომ......)  მორიგიქულები“ ჩაიწერა ანუ ჟარგონით თუ ვიტყვითერთი აქეთ გააგორა კამათელი და მეორე-იქით“....მაშასადამე  ორივე მხარისთვისშეუცვლელიშუამავლის როლი ითამაშა.

ანკარადან, განთავისუფლებული პოლიტპატიმრები გაფრინდნენ გერმანულ კიოლნში. „რუსებიგამოფრინდნენ მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც.....არა მხოლოდ პუტინი დახვდათ პირადად, არამედ წითელი ხალიჩა დაუგეს და საპატიო ყარაული (!) ჩაუმწკრივეს, როგორც უმაღლესი რანგის სტუმრებს ხვდებიან ხოლმე.

პუტინს არ დაავიწყდა ანნა დულცოვასთვის ყვავილების თაიგული მიერთმია.

როგორც თავის დროზე უკვე ნახსენებ აპოკალიფსურ მეძავ ანნა ჩაპმანს მიართვა.

«Ездила по Вашингтону без трусов» - როგორც დაწერა მაშინ იულია ლატინინამ.

 

გულდასაწყვეტია, რომ ამ გრანდიოზულგაცვლაშიმონაწილეობა უნდა მიეღო ალექსეი ნავალნის, თუმცა ვერ მოასწრეს......

ეს ინფორმაცია დაადასტურა აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანმა. მისი თქმით, მთელი 2023 წლის განმავლობაში მიმდინარეობა მოლაპარაკება მოსკოვთან, თუმცა..... მიზეზი არ უთქვამს, თუ რატომ ვერ მოესწრო გაცვლა ნავალნის სიკვდილამდე, მაგრამ რეალური მიზეზი ჟურნალისტურ წრეებში ზუსტად იციან: ბერლინი გაჯიუტდა!

ერთის მხრივ, „გაცვლათუ მოხდებოდა, უნდა ყოფილიყო სწორედ ასეთი პრინციპით: „ყველა-ყველაზეანუ პუტინს ნავალნის ტოლფასად მიაჩნდა მხოლოდ კილერი X სხვა არავინ, მაგრამ...... გერმანიის Deep state კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რაც უკვე გაცვლის შემდეგ გამჟღავნდა გერმანიის პროკურატურის კრიტიკაში კანცლერის და მთლიანად მთავრობის მიმართ;

 ამიტომ რუსებმა და ბელორუსებმამოტივატორიშეუქმნეს გერმანიას და რამდენიმე გერმანიის მოქალაქე() დაიჭირეს სრულიად ფეიკური და შეთითხნილი ბრადებებით.

კანცლერ შოლცის გუშინდელი გამოსვლა თავის მართლებას უფრო ჰგავდა: ნავალნის სიკვდილის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ პოლიტპატიმრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდითო - თქვა კანცლერმა.

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ (თავმჯდომარე თვითონ პუტინია) ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი გუშინვე დაწერა განთავისუფლებულ პოლიტპატიმრებზე: დაიმალეთ ახლა, „მოწმეებისდაცვის ამერიკული პროგრამებით ისარგებლეთ თქვე მოღალატეებო; სულ ერთია ადრე თუ გვიან გიპოვით და ჩაგაძაღლებთ, თუმცა მე ვარჩევდი, ციხეში ჩამპალიყავით და იქვე ჩაძაღლებულიყავითო (იგულისხმება: „როგორც ნავალნი“-)-წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც 2009 წელს დასავლეთის ლიდერებიმეგობარსუწოდებდნენ და წითელ მოედანზე, 9 მაისის აღლუმისას მხარს უმშვენებდნენ სამხედრო ქვედანაყოფთა მარშირებასთან ერთად.