საერთაშორისო მიმოხილვა. 16 იანვარი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 იანვარი. 2022 წელი

აფხაზეთში ანტისამთავრობო საახალწლო აქციათა ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, სასამართლო სხდომაზე, პროტესტის ნიშნად ლურსმნები გადაყლაპა.

ვითარება ამ დაპატიმრებებთან დაკავშირებით (უკვე საკმაოდ ბევრია დაპატიმრებული პატარა აფხაზეთისთვის0 სულ უფრო იძაბება და საეჭვოა ხელისუფლებისთვის კარგად დამთავრდეს.

იმიტომ, რომ ოპოზიციონერებს აქვთ `რკინის` არგუმენტი: თვითონ დღევანდელი ხელისუფლება ხომ აფხაზეთის სათავეში მასობრივი გამოსვლებით, სამთავრობო შენობებში შევარდნით და გადატრაილებით მოვაიდაო - როცა პრეზიდენტი ჰაჯიმბა გააქციეს და რუსულ ბაზაზე დაიმალა?

`მაშინ ჩვენც ყველანი დაგვაპატიმრეთ` - ამბობენ ოპოზიციონერები.

`ლურსმნების გადაყლაპვა` იმდენად უცხოა აფხაზური მენტალობისთვის, რომ იქ ხელისუფლებას საქმე მართალ ცუდად აქვს.

მოსკოვი სიტუაციას ყურადღებით აკვიდრება ჯერ.

ორივე ბანაკი `პრორუსულია` უბრალოდ რუსულ ფინანსურ ნაკადებს ვერ იყოფენ

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ, პუტინის ბრძანებით, ვლადივოსტოკიდან (ანუ შორეული აღმოსავლეთიდან) უკრაინის საზღვრებისკენ გადაისროლეს სარაკეტო კომპლექსები СС-26 Искандер. ეს სერიოზული იარაღია. პირველად რუსულმა არმიამ ეს რაკეტები გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისას, 2008 წელს, როდესაც დაღესტნის სპეციალურად წინასწარ მოწყობილი პლაცდარმიდან ესროლა  ქალაქ გორს, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

იმ პლაცდარმის წინასწარ მოწყობა ჯერ კიდევ 2007 წელს, ნამდვილად ადასტურებდა, რომ პუტინი დიდი ხნის მანძილზე  ემზადებოდა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისათვის და მთელი ეს დემაგოგია `საქართველომ დაიწყო ომი` არის უსინდისო სიცრუე!

რა თქმა უნდა, 10 000 კილომეტრიდან ასეთი რაკეტების რკინიოგზით გადატანა უკრაინისკენ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. მართლაც, უამრავმა ბლოგერმა დადო ფოტოები და ვიდეოები `ინსტაგრამზე` და სხვა სოციალურ ქსელებში, მაგრამ პუტინს ზუსტად ეს სჭირდებოდა, რაკი `ისკანდერების` გადასროლა დემონსტრაციული აქცია იყო - კიდევ ერთხელ დასავლეთის დასაშანტაჟებლად, რათა ამერიკამ და NATO-მ უარი თქვან საკუთარ პრინციპებზე. მათ შორის მთავარ პრინციპზე: `ღია კარის პოლიტიკა`.

ამავე დროს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და საინფორმაციო ნაკადებზე დაკვირვებით, კრემლის დავალებით ერთდროულად რამდენიმე ანალიტიკური ჯგუფი (Think tanks) მოსკოვსა და მთელს რუსეთში მუშაობენ წინადადებებზე რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, თუ რა ტაქტიკა და სტრატეგია იქნება უფრო მიზანშეწონილი, რათა აიძულონ დასავლეთი, უარი უთხრან უკრაინას და საქართველოს არჩევანის უფლებაზე.

ჩემი შთაბეჭდილებით, ძირითადი წინადადება, რაც ახლა ჟონავს საინფორმაციო სივრცეშიც ამ ანალიტიკოსებისაგან, ის კი არ არის, რომ რუსეთმა განაგრძოს ჯართა კონცენტრაცია და `ისკანდერის გადასროლის` მსგავსი აქტივობები (`ამით დასავლეთს და ამერიკას მაინც ვერ დავაშინებთო`) არამედ ის, რომ

ა) რუსეთმა სერიოზული იარაღი განალაგოს ლათინურ ამერიკაში და

ბ) უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ამერიკის ნომერ პირველ მტერთან (უკვე) - ჩინეთთან. მათ შორის სამხედრო სფეროში.

ეს რუსი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამით (`ა` და `ბ` ვარიანტებით) უფრო აიძულებენა ამერიკას, გააუქმოს 2008 წლის ბუხარესტის სამიტის დეკლარაცია უკრაინის და საქართველოს ალიანში მიღების შესახებ`, ასევე 1990 წლის პარიზის ქარტია, რომ ევროპაში ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად აირჩიოს ალიანსები და კავშირები, სადაც სურს შესვლა.

პუტინი აშკარად არ გამორიცხავს არც ერთ ვარიანტს: უკვე რამდენიმე დღეა, რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები ТУ-160 ატომური იარაღით პროვოკაციულად დაფრინავს ლათინური ამერიკის რაიონებში, თითქოს ამით მიანიშნებს ვაშინგტონს, რომ უკრაინის და საქართველოს თავდაცვისუნარიოანობის ამღლებისთვის  ის მზად არის `იძიოს შური` ამერიკაზე იმით, რომ განალაგოს სერიოზული იარაღი ლათინური ამერიკის ქვეყნებში: ვენესუელა, კუბა, ნიკარაგუა, რომელთაც ანტიამერიკული რეჟიმები მართავენ.

ამერიკა ამას არ დაუშვებს. 1962 წელს, კუბაზე საბჭოთა რაკეტების განლაგების მცდელობას კინაღამ გლობალური ბირთვული ომი მოჰყვა.

თუმცა ფაქტია, პუტინმა, ერთი რუსული გამოთქმის თანახმად `გააჭენა ცხენები` Закусив удила და რამდენად შორს შეტოპავს, ძნელი სათქმელია.

 ზუსტად ამიტომ, ბევრი ამერიკული ანალიტიკური ცენტრი (Think tank-ები ამერიკაში არის თუ არის - მათი მოგონილია საერთოდ) ბაიდენის ადმინისტრაციას ურჩევენ, დაუყოვნებლივ მიიღოს პრევენციული ზომები პუტინის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი ძალიან ქმედითი ზომა, მათი აზრით, იქნებოდა ვიზების სრული გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისათვის ისევე როგორც ცხოვრების უფლების Residence permit ანულირება როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს რუსეულ ელიტებში პუტინის მიმართ.

ამ წინადადებას მხარი დაუჭირა სენატორმა მარკ რუბიომ, რომელიც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო და უეჭველად კიდევ იქნება მომავალ არჩევნებზე.

თუმცა ბაიდენი მაინც ფრთხილობს ჯერ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას.

 ამასობაში, ამრიკის პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საკითხებში, სალივანი სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე აცხადებს, რომ რუსეთი გეგმავს გადააცვას რუს ჯარისკაცებს უკრაინული სამხედრო ფორმა, მათი მეშვეობით მოაწყოს პროვოკაცია და მერე ამ საბაბით შეიჭრას უკრაინაში.

ამ განცხადებას აბსოლუტურად გამაოგნებელი პასუხი გასცა პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა: `არა ამას არ ვგეგმავთ, თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ უკრაინაში შესაძლოა რუსული ჯარები და შეტევითი შეიარაღება....`განვალაგოთო`. ფაქტობრივად ამით პუტინმა აღიარა, რომ ზმადაა შეტევისთვის, რომელიც შესაძლოა ყოველ დღე დაიწყოს პროვოკაციით ან პროვოკაციის გარეშეც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთის (ამერიკის მთავარი მოკავშირის) პრემიერ-მინისტრი დევიდ ჯონსონი შესაძლოა მისივე პარტიამ გადააყენოს 2020 წელს, ლოკდაუნის დროს, წვეულების ორგანიზებისათვის, სადაც თავად აქტიურად მონაწილეობდა, - ცეკვავდა, მღეროდა და სვამდა მაშინ, როცა იმავე დღეებში, მისი ინიციატივით, დიდ ბრიტანეთში სასტიკი ლოკდაუნი მოქმედებდა.

ჯონსონის გადაყენება პრემიერ-მინისტრობიდან, ბრიტანული კანონმდებლობით,  აუცილებლად არ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს......მას სხვა `კონსერვატორი` შეცვლის პოსტზე,  თუმცა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს კი ნამდვილად ნიშნავს. მით უმეტეს Brexit-ის გათვალისწინებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინწინ რუსეთმა უკრაინის წინააღდმეგ განახორციელა უძლიერესი კიბერ-შეტევა. იმდენად ძლიერი, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა იგი მკაცრად დაგმო სპეციალურ ბრიფინგზე.

ხოლო გუშინ, რუსულმა სპეცსამსახურებმა მოსკოვში დააპატიმრეს ხაკერთა ჯგუფი REvil და განაცხადეს, თითქოს სწორედ ამ ხაკერთა ჯგუფმა (სულ 14 ადამიანია დაპატიმრებული) გამოიყვანა მწყობრიდან შარშან სტრატეგიული მილსადენი ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე; შემდეგ კი გამოსასყიდად მილიონობით დოლარი მიიღო ამერიკისგან.

ასეთი ტექნოლოგიები, სამწუხაროდ, ხაკერებს აქვთ: დაბლოკავენ და მერე გამოსასყიდს ითხოვენ განბლოკისთვის. ზოგჯერ წარმატებით.

ამერიკის სპეცსამსახურებმა შარშანვე განაცხადეს, რომ ამ ხაკერების მიღმა რუსეთის ხელისუფლება იდგა.

ახლა რუსული ФСБ  იმიტომ აპატიმრებს ამ ჯგუფს, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ებრძვის კიბერ-ტერორიზმს. რეალურად, არავინ იცის, ეს ხაკერები მართლა ის ხაკერები არიან ვინც ამერიკული მილსადენი მწყობრიდან გამოიყვანა თუ არა.

შესაძლოა ყოველივე ერთი დიდი ბლეფი იყოს: `პუტინი ხომ მოელაპარაკა ბაიდენს ბოლო შეხვედრისას, რომ კიბერტერორიზმს შეებძოლებოდა და ხომ ხედავთ, - ასრულებსო`.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ახლა, როცა უკრაინის გარშემო დაძაბული ვითარებაა, კიევში ვიზიტით ჩავიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მოილაპარაკეს გააღრმავონ თანამშრომლობა ყველა სფეროში. სამხედრო და ენერგეტიკული სფეროს ჩათვლით.

ეს არ შეიძლება მოსწონებოდა პუტინს, მაგრამ საქმე ისაა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის რეგიონული  ტანდემი, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა და `შეიკრა` ყარაბაღის მეორე ომის დროს 2020 წელს, მზადაა სულ უფრო აქტიურად იმოქმედოს მთელს შავი ზღვის რეგიონში და პუტინი იძულებულია ჯერ-ჯერობით `კბილების ღრჭიალით` ადევნებდეს ამას თვალს - სერიოზული რეგირების გარეშე.

ახლა თურქეთთან დაპირისპირება პუტინს არ აწყობს, რადგან ანკარას შეუძლია ნებისმიერ დროს დაბლოკოს ბოსფორის სრუტე სირიაში მიმავალი რუსული სამხედრო ან სატვირთო გემებისთვის.

არადა ალიევმა ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს (ვიმეორებ) იმ მომენტუმში, როდესაც ამ მთლიანობას და სუვერენიტეტს რუსეთი აშკარად ემუქრება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხვალ, 17 სექტემბერს, ექს-პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო უკარინაში ბრუნდება ვარშავიდან. შესაძლოა იგი აეროპორტშივე დააპატიმრონ კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით. უკრაინის საგამოძიებო ორგანო პოროშენკოს ბრალად სდებს, რომ პრეზიდენტობის დროს, მისი თანხმობით, უკრაინის მთავრობამ დიდი რაოდენობით ქავნახშირი შეიძინა დონბასის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ანუ ტერორისტებისაგან.

ბევრი დამკვირვებლის აზრით, შექმნილ სამკვდრო-სასიცოცხლო ვითარებაში  მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება ისევე `არ ეხმარება` უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში, როგორც საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ციხეში ყოფნა არ ეხმარება საქართველოს.