და მაინც, რისი კრიზისია საქართველოში?

და მაინც, რისი კრიზისია საქართველოში?

  შესანიშნავად მესმის, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი გაბათილება ძალიან ძნელია – ალბათ, შეუძლებელიც კი, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უპირველესად გვაქვს ეროვნული მენტალიტეტის კრიზისი, ხოლო ყოველივე დანარჩენი (საბიუჯეტო კრიზისი, კორუფცია, კლანურობა და ასე შემდეგ) სწორედ ამ კრიზისის «მეორადი» გამოვლენაა. ასეთი რეალობის სრულ დადასტურებად იქცა გასულ კვირას პარლამენტში გათამაშებული ტრაგიკომედიათა სერიალი. უპირველესად, პარლამენტმა (საპარლამენტო უმრავლესობა) უფლებამოსილება არ შეუწყვიტა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ჯიმი ყიფიანს, მიუხედავად იმისა, რომ, კანონის შესაბამისად, მან არ გაიარა ატესტაცია. განურჩევლად იმისა, როგორი დამოკიდებულებაა თვით სასამართლო რეფორმისა და ატესტაცია-გამოცდებისადმი (ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იყო სასამართლოსადმი საზოგადო ნდობის მოსაპოვებლად) – შეუძლებელია არ ითქვას, რომ პარლამენტმა ამ შემთხვევაში მიიღო იურიდიული აბსურდული გადაწყვეტილება: მრავალი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს პარლამენტში კენჭისყრას (ვთქვათ) გარდაცვლილი დეპუტატის უფლებამოსილების შესაწყვეტად. ეს არის ფორმალური პროცედურა, რომელიც მაინც აუცილებელია, მაგრამ ნებისმიერი მოსაზრებით ამგვარი კენჭისყრისას «წინააღმდეგ» ხმის მიცემა ან კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა (შეგნებულად) – ხომ სრული აბსურდია?! აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მოსამართლე ჯიმი ყიფიანი (ჯვარი სწერია) ჯანმრთელია და პირადად შეძლო პარლამენტში მისვლა. კენჭისყრის პროცედურა მაინც ფორმალური იყო, მაგრამ მან თანამედროვე ვითარების ერთი თავისებურება დაადასტურა: ახალგაზრდა რეფორმატორებმა განვლეს რეფორმათა ზედაპირული შრე და მიადგნენ იმ პრობლემას, რომლის დაძლევა გაცილებით რთული და მტკივნეული იქნება. შესაძლოა, რეფორმა სწორედ აქ დაიმსხვრეს და ვეღარც გამთლიანდეს ოდესმე.
        იმის გასარკვევად, თუ რასთან გვაქვს საქმე, დავუბრუნდეთ ისევ ჯიმი ყიფიანთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ინციდენტს. კენჭისყრის შედეგებით აღშფოთებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ «ამ პარლამენტში კლანებს ღრმად აქვთ ფესვები გადგმული». მას (რაც ნიშანდობლივაი) რეზო ყიფიანმა უპასუხა, არანაკლებ მწვავედ და «უმრავლესობის» მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციაც დაადასტურა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის «უმრავლესობის უმრავლესობა» - ჯიმი ყიფიანის «საწინააღმდეგოდ» მიცემული 100 ხმა ყველაზე ზუსტი ინდიკატორია ამ თვალსაზრისით. მაგრამ ეს მაინც სხვა საკითხია. რაც მთავარია, «რეფორმატორებს» რატომღაც ძალოიან გაუკვირდათ, რომ რეზო ყიფიანმა ჯიმი ყიფიანს მხარი დაუჭირა. არგადა, დღევანდელ საქართველოში, ამჟამინდელი რეალიების გათვალისწინებით, გასაკვირი სწორედ ის იქნებოდა, თუ პირიქით მოხდებოდა. აბა რა გასაკვირია (და რა მოულოდნელია) თუ რეზო ყიფიანმა ჯიმი ყიფიანს მისცა ხმა?
        არც ის უნდა იყოს საკვირველი, თუ «მოქალაქეთა კავშირის» დიდი ნაწილი, რომელიც ჯიმი ყიფიანს იცნობს, როგორც «კაცურ კაცს», აგრეთვე წინააღმდეგია უფლებამოსილების შეწყვეტისა. რაც შეეხება ჯიმი ყიფიანის «კაცურკაცობას»- არანაირი საფუძველი არ არსებობს ეჭვი შეგვეპაროს იმაში, რომ ჯიმი ყიფიანი ნამდვილად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოყალიბებულია ამ თიკუნის («კაცური კაცობის») მოსაპოვებლად. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი დიახაც, «კაცური კაცია», ამიტომაც დაუჭირა არა მხოლოდ რეზო ყიფიანმა, არამედ დეპუტატების ძალიან დიდმა ნაწილმა: თუ ოპოზიციონერთა ხმებს გავითვალისწინებთ - პარლამენტის უმრავლესობამ.
        შეიძლება, ოპოზიციონერებს სხვა მოსაზრება ჰქონდათ, მაგრამ მათ შორის «კაცურკაცობის» არგუმენტი არცთუ უმნიშვნელო იქნებოდა.
        აი, სწორედ აქ მივადექით ხსენებულ პრობლემათა-პრობლემას». გადამწყვეტი ფაქტორი ამ «ნიშანდობლივი კენჭისყრისა», რა თქმა უნდა, პირადი ურთიერთობები იქნებოდა, კიდევ, ერთხელ შევნიშნავთ, ყოველივე სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ჯიმი ყიფიანი ცუდი მოსამართლეა, ?? პროფესიონალია, მით უმეტეს, კორუფცირებულია, უპატიოსნოა და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში, მისი პიროვნება ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, მათ შორის, არც რეფორმატორებს (ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა). მაშასადამე, აქ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. საინტერესო ის არის, რას წარმოადგენს ამა თუ იმ კენჭისყრის საგანი, (ამ შემთხვევაში, ასე ??? კონკრეტული მოსამართლის კანდიდატურა»), არამედ მოტივაცია, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ რეტროგრადირებული კონსერვატორები მმართველ პარტიაში, რომლებიც არ შეუშინდნენ კოლეგების განაწყენებას და არ მიმსცეს ხმა ჯიმი ყიფიანის საწინააღმდეგოდ.
        კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. «წინააღმდეგ» ხმის მიცემა უფრო ძნელია, ვიდრე მომხრედ «არ მიცემა» ძნელია სწორედ ეროვნულ ურთიერთობათა შენარჩუნების თვალსაზრისით, რასაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
        საქმეც სწორედ ის არის, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი ფაქტორების» მსხვრევის გარეშე საქართველოს რეფორმირება (მოდერნიზება) შეუძლებელია, ანუ იქმნება ერთგვარი ჩაკეტილი წრე – მოდერნიზება განახლების გარეშე III ათასწლეულში ჩვენსა ქვეყანას პერსპექტივა უბრალოდ არა აქვს და იგი «წმინდად ისტორიული ეიფორიის» საგნად იქცევა.
        «მოძრაობის გარიჟრაჟზე» ამ ფაქტორებს, რა თქმა უნდა, ყურადღებას არავინ აქცევდა და მაშინ ვერავის შეასმენდი, რომ ეფემიზმი «დამოუკიდებლობა» სავსებით კონკრეტული ცნება იყო და ძალიან მტკივნეულ ტრანსფორმაციას მოითხოვდა. «მტკივნეულს» მათ შორის იმ ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებისა და თვისებების მტვრევის თვალსაზრისით, რაც ათწლეულებისა და უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ჩამოყალიბდა.
        «მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი რამდენიმე წლის წინათ აცხადებდა, რომ «დემოკრატიული ტრანსფორმაცია ტრადიციებზე ან მამა-პაპათა ადათებზე უარის თქმას სრულებითაც არ ნიშნავს». სწორედ ეს არის მთავარი შეცდომა და ილუზია! დასავლური ყაიდის ცივილიზებული სახელმწიფო მშენებლობის პროცესში (არადა, სხვა ყაიდის დემოკრატიული, ცივლიზებული სახელმწიფო ბუნებაში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს) აუცილებელია მოდერნიზაცია უეჭველად გულისხმობდეს ჩვეულ სტერეოტიპთა მსხვრევასაც, რომლებიც არა თავს მოხვეული, არამედ ბუნებრივი, მახლობელი, თვისებრივი და ჩვეულებრივი იყო.
        მაგალითად, ქართული ტრადიციების შესაბამისად, განა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მეგობრები რესტორანში წავიდნენ «საქეიფოდ» და («გერმანელებივით» ან «ამერიკელებივით») თითოეულმა საკუთარი წილი გადაიხადოს მირთმეულის შესაბამისად?
        მკითხველი შესაძლოა აღშფოთდეს კიდეც, - «ეს რა შუაშიაო». სინამდვილეში, «შუაში» კი არა, როგორც ჩვენში იტყვიან, «თავშია».
        მარქსი და ენგელსი სრულებითაც არ არიან ავტორნი იმ უბერებელი სოციოლოგიური ფორმულისა, რომ «ყოფიერება შეიქმს შეგნებას». რამდენად უტრირებულადაც უნდა მოგეჩვენოთ, დაბეჯითებით ვაცხადებ: თანამედროვე (დასავლური) ყაიდის ქართული სახელმწიფო, ვერ «შედგება,» ვიდრე არ დაიმსხვრევა ძველი ეპოქისთვის დამახასიათებელი და ჩვეული სოციალური მიმართებები თვით წვრილმანებშიც კი, ან, «თითქოს წვრილმანებში» - როგორიცაა მასპინძლობა ან წვეულება «გერმანული ანგარიშით».
        ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით ძნელია, ვიდრე მიტინგების მოწყობა და დამოუკიდებლობიტს (იმავე სახელმწიფოებრიობის) დეკლარირება, მაგრამ, მოგვწონს თუ არა, საქართველო ან შედგება სახელმწიფოდ (კვლავ ნუ მოგეჩვენებათ უტრირებად – ეს მხოლოდ ერთი მაგალითია), რომელშიც რესტორანში წვეულების შემდეგ მეგობრები თითოეული თავისი ულუფის შესაბამისად გადაიხდის თანხას, ან საერთოდ ვერ შედგება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. «მესამე გზა» ან «მესამე ვარიანტი» აქ არ არსებობს, და არც შეიძლება აერსებობდეს.
        რამდენიც უნდა ილაპარაკოს თანამედროვე იაპონელმა, რომ დასავლური ყაიდის ცივილიზებული სახელმწიფოს დაფუძნების მიუხედავად (ვიმეორებ: სხვა ყაიდის დემოკრატიული, ცივილიზებულიო სახელმწიფო შეუძლებელია), მან მოახერხა, შეენარჩუნებინა ეროვნული მეობა, ეროვნული თვითმყოფადობა და ასე შემდეგ -–ეს იქნება დემაგოგია. თანამედროვე იაპონელის «ეროვნული მეობა» და თვითმყოფადობა დაახლოებით იმას ჰგავს, რესტორანში რომ მომსახურე პერსონალს ჩოხას ჩავაცმევთ ხოლმე. შ:ესაძლოა, სადღაც, იაპონიის მიყრუებულ მსოფელში (ასეთი სოფელი იქაც მოიძევებ) კვლავ ცხოვრობენ, ეგრეთ წოდებული «ნამდვილი», ანუ თვითმყოფადი იაპონელები, მაგრამ მოდერნიზებულიო დაბებისა და ტოკიოს მსგავსი მეგაპოლისების მაცხოვრებლებს მენტალიტეტით, ცხოვრების წესითა და ქცევსი ნირით ძნელად თუ გაარჩევთ ნიუ-იორკის, ბერლინისა თუ ამსტერდამის ან ჰონკონგის მაცხოვრებისგან.
        როგორც უნდა აღშფოთდეს მკითხველი, მაინც ვიტყვი, რომ იგივე გველის ქართველებსაც – სხვა შემთხვევაში, საქართველო ვერ შედგება, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო.
        აქვე შევნიშნავ: ზემოთ თქმული სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს მე ეს მიხარია და ამას მივესალმები. შეიძლება, არ გიხაროდეს მზის ამოსვლა (მით უმეტეს, ჩასვლა(, მაგრამ ეს მაინც მოხდება, განურჩევლად პ იროვნული დამოკიდებულებისა.
        სხვათა შორის, გავბედავ კიდეც ვთქვა, რომ ასე გაავებული ტრადიციონალიზმისათვის (ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად) იდეალური პირობები არსებობდა «საბჭოთა საქართველოში» - კომუნისტური რეჟიმის დროს. მაგრამ იმდროინდელი რეჟიმისა და პირობების აღდგენა, გასაგები მიზეზების გამო, აბსოლუტურად შეუძლებელია.
        ყოველივე ეს 80-იანი წლების მეორე ნახევარში აზვირთებული «მოძრაობის» ლიდერებისთვის რომ გეთქვა (ყველა მათგანი «ფრჩხილიდან ღერამდე» ჭეშმარიტი ქართველი იყო) – ვერც გაიგებდნენ, რაზე ელაპარაკები. უშინაარსოდ აკვიატებული «დამოუკიდებლობის» თვისებრიობას ისინი, რასაკვირველია, ვერ დააკონკრეტებდნენ და ვერც წარმოიდგენდნენ. თუ მაგალითად, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოში ტელევიზიით მოხდებოდა ქალიოს ჰიგიენური პაკეტების რეკლამირება. დღეს იმ ეპოქის «ნამდვილი ქართველები» (ნუ გეცინებათ) კბილთა ღრჭიალით ადევნებენ თვალს დამოუკიდებელი თუ სახელმწიფო არხებით «ოლვეიზ ულტრას» რეკლამებს. ასეთი ქოართული მენტალიტეტისთვის ეს ჯოჯოხეთური სულიერი ტანჯვაა, იაპონელებიც იტანჯებოდნენ, მაგრამ მერე შეეჩვივნენ თანდათან. თუმცა, «შეჩვევად» მენტალურ თავისებურებათა მსხვრევაა საჭირო, რაც ყოველთვის მტკივნეულიო პროცესია.
        დააკვირდით, რა ხდება ქართულ პრესაში, როგორ მოძლიერდა («რეფორმათა გაღრმავების» კვალობაზე) პროტესტის გრძნობა. იგი იმდენად ძლიერი ხდება, რომ «სამოქოალაქო ომის აჩრდილოზეც» კი ალაპარაკდნენ. ეს არის ბუნებრივი რეაქცია ეროვნული მენტალიტეტისა, რომელსაც ძალიოან სტკივა ტრანსფორმაციის პირველი ცდა, ეშინია ამ ტკივილისა, ცდილობს, იგი თავიდან აიცილოს, გაექცეს მას, დაემალოს «ძველი ცხოვრების წესში», წარსულის დაბრუნების ილუზიაში. ამაოდ – სრულებით ფუჭი მცდელობაა. «ფუჭი» იმდენად, და იმ აზრით, რომ წარსულის დაბრუნება (თუნდაც, დაკონსერვება ცნობიერ დონეზე») შეუძლებელია, მაგრამ სრულებითაც არ არის გამორიცხული ამის სისხლიანი მცდეოლბა», ახალიო სამოქალაქო ომის რეციდივი, კიდევ ერთი შეურიგებელი, პათოლოგიური დაპირისპირება, რაც არაფერს შეცვლის, - არაფერს მოიტანს ახალიო მსხვერპლის გარდა, რადგან სულერთია, სხვა გზა არ არსებობს.
        იგივეა – უმწეო ნაფოტი შეეწინააღმდეგოს ბობოქარი მდინარის დინებას.
        რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ეს გახარებდეს. არც მე მახარებს, მაგრამ აღვწერ იმას, რაც არის.
        მით უმეტეს, სისულელე იქნებოდა, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკოსს – შევარდნაძეს, ჟვანიას, სააკაშვილს, ბერძენიშვილს დავითაშვილს, ან ვინმე სხვას.
        ერთადერთი, რაც შეიძლება «რეფორმატორს» სთხოვო, ლმობიერებაა და სხვა არაფერი. ისევე, როგორც ექიმს შეიძლება სთხოვო, მაქსიმალურად ლმობიერი იყოს საბრალო ავადმყოფისადმი, რომელიც ტკივილით იტანჯება, მაგრამ ოპერაციის გარეშე უეჭველად დაიღუპება. ნარკოზის გამოყენება კი დაუშვებელია: ავადმყოფის ორგანიზმი მას ვერ აიტანს. ექიმმა შეიძლება გაითვალისწინოს კიდეც თხოვნა, მაგრამ რა ქნას იმ შემთხვევაში, თუ თვით ავადმყოფის ბუნება რაც შეიძლება სწრაფ (ანუ მტკივნეულ) ქმედებას მოითხოვს? საკითხის ასეთი დასმით გაღიზიანეუბლი ავადმყოფი (და მისი გულშემატკივარი) კი იწყებს მსაჯელობას იმაზე, რამდენად აქვს ექიმს მორალური უფლება, გააკეთოს ოპერაცია. არადა, «მორალური უფლება» რა შუაშია – ეს საკამათო საკითხია, თქვენ ექიმის პროფესიონალიზმი იკითხეთ, თორემ მორალური კატეგორიები სხვადასხვა თვალთახედვით შეიძლება განიხილებოდეს, პროფესიონალიმზის შედეგი კი თვალსაჩინო იქნება: ან გადარჩება ავადმყოფი, ან მოკვდება, რაც მხოლოდ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
        «მენტალურ ტრანსფორმაციასა» და ძალზე მტკივნეულ ეთნოფსიქოლოგიურ მსხვრევას ყველაზე მეტად ინტელიგენცია უნდა ეწინააღმდეგებოდეს და ასეც ხდება. ასეთი რეაქცია სავსებით ნორმალურია და აქ აგრეთვე ჰუმანური დამოკიდებულებაა საჭირო. საზოგადოების ეს ფენა ყველაზე მგრძნობიარეა თვისებრივი ტრანსფორმაციის პროცესისადმი, იგი ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს შეჩვეული «ცხოვრების წესის» მსხვრევას, ახალი დროებით მოტანილი ახალი წესების დამკვიდრებას, ახალ სოციალურ მიმართებებს და ასე შემდეგ.
        იმავდროულად, ქართული ინტელიგენცია იმდენად შეწუხებულია, თითქმის გონდაკარგული და «მისავათებულია» ხსენებულიო ტკივილით, რომ, სამწუხაროდ, რეალობის გრძნობასაც კარგავს. აღშფოთებისა და სიძულვილით დაბრმავებული, იგივ ვეღარც ამჩნევს (არ სურს შეამჩნიოს), რომ ერთადერთი, რასაც ფუჭი წინააღმდეგობით მიაღწევს, ახალიო დაპირისპირება, ომი და სახელმწიფოებრიობის ნგრევა იქნება.
        სულერთია, ის «ძველი საქართველო» ის «ძველი ქართული საზოგადოება» უკვე ვეღარ აღდგება – იგი უკვე არსულის საკუთრებაა.
        ხშირად, თანამედროვე «პროტესტანტები» ახლო წარსულში კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდნენ, მაგრამ მათ ვერაფრის დიდებით შეაგნებინებ დღეს, რომ მათი იდეალი იმთავითვე განუხორციელებელი იყო, ხოლო ის ვითარება, როდესაც მათ შეეძლებოდათ ეთქვათ და დაეწერათ, რაც თავად სურდათ, გულისხმობდა სხვის ანალოგიურ უფლებასაც, - ეთქვათ და დაეწერათ, რაც თავად სურდათ. ამათთვის კატეგორიულად მიუღებელია. მაგალითად, მათი უფლება, გამოექვეყნებინათ სტატია გრიგოლ რობაქიძის ხოტბით, გულისხმობდა სხვის უფლებას, ეთქვა და დაეწერა, რომ არ მოსწონს ილია ჭავჭავაძე.
        დემოკრატიულ, (ახალ) საქართველოში მათი უფლება, ენახათ ტელევიზიით ანდრეი ტარკოვსკი, «ემიგრანტული შედევრები», აგრეთვე, გულისხმობდა სხვის უფლებას, ეჩვენებინა და ენახა ალმოდოვარისა და ბუნუელის (მათთვის) გ ულისამრევი ფილმები; და რომ «ახალიო ცხვორების» წესი ნიშნავს არა მხოლოდ არჩევნის უფლებასა, ზოგადად, არამედ, ისეთი დეპუტატის (ან პარტიის) არჩევის უფლებასაც, რომელიც სხვისთვის მიუღებელი და გამაღიზიანებელია: რომ «ქართული დემოკრატია» ბუნებრივად გულისხმობს 50-100 ლარიანი «პუტანების» სეირნობას ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე, ისევე, როგრც ამას უეჭველად გულისხმობს (და მონდომების შემთხვევაშიც ვერაფერს დაადკლებს) იაპონური დემოკრატია, უნ გრულიო დემოკრატია, რუსული დემოკრატია, ფრანგული დემოკრატია.
        70-იანი წლების «რომანტიკული ანტიკომუნიზმის» მაინც მშვენიერ (ოცნებებითა და ილუზიებით აღსავსე) საქართველოში, აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა (უეჭველად დადგება) დრო, როდესაც უძველესი პროფესიის წარმომადგენლები საქართველოში (!) ღიად გაბედავდნენ საკუთარ უფლებებზე საუბარს და დემონსტრაციებსაც კი მოაწყობენ, როგორც სან-ფრანცისკოსა თუ ამსტერდამში. ჯერჯერობით, საქმე აქამდე არ მისულა, მაგრამ აუცილებლად მივა და ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, როგორიც პენსიების დაგვიანების მოტივით ამჟამად გამართული დემონსტრაციები. ასეთი დემონსტრაციები ხომ თხუთმეტიოდე წლის წინათ წარმოუდგენელი იყო? წარმოუდგენელი იყო არა მხოლოდ და არა იმდენად «პენსიების დაგვიანება, რამდენადაც პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვა.
        მაგრამ ტკივილით გათანგულ ქართულ მენტალიტეტს არაფრის გაგონება არ სურს: საერთოდ, ავკრძალოთ რეკლამა, ოღონდ არ ხდებოდეს «ოლვეიზულტრას» პეკლამირება, საეროთდ დავანგრიოთ «პეროვსკაიას» ქართული ბორდვეი – მისი რესტორნებითა და უხვი მაღაზიებით, ოღონდ არ ვხედავდეთ კახპებს – მერე რა, რომ ისინი, უბრალოდ, სხვა, ნაკლებ გამოსაჩენ ადგილებში აგდაინაცვლებენ, როგორც კომუნისტურ ეპოქაში; ავკრძალოთ სიტყვის თავისუფლება, იმისათვის, რომ არავის ჰქონდეს საშუალება, კრინტი დაძრას ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ: თანახმა ვარ,თ არ მქონდეს საშუალება, ვნახო ტარკოვსკის «ნოსტალგია», ოღონდ სხვასაც წაერთვას საშუალება, ნახოს «ფსიქოში» ალმოდოვარის «მთრთოლვარე სხეული», საერთოდ, გავრეკოთ პარლამენტი, აღვადგინოთ 70-იანი წლების უმაღლესი საბჭო, ოღონდ კი ჩვენთვის მიუღებელი დეპუტატი არ ქადაგებდეს იმას, რაც ჩვენთვის აღმაშფოთებელიოა და ასე შემდეგ.
        რა კავშირშია ყოველივე ეს ჯიმი ყიფიანთან და იმ «კაცურ» გადაწყვეტილებასთან, რომელიც «რეფორმატორი» მოქალაქეთა კავშირის ჯინაზე მიიღო იმავე პარტიის «ტრადიციონალისტურმა» ფრთამ? ამ გადაწყვეტილებას ქართულიო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დაეთანხმებოდა – თქვენი არ ვიი და, მე არ შემხვედრია ადამიანი, ჯიმი ყიფიანზე აუგი ეთქვას – ამასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ზემოთ-ხსენებულ ანალოგიას «ექიმის პროფესიონალიზმისა და მორალურობის შეოსახებ».
        შექმნილი ვითარება რომ სერიოზულ რისკს შეიცავს (არა ჯიმი ყიფიანთან დაკავშირებით) – იმთავითვე ცხადია, უდიდესი პასუხისმგებლობა ამ დროს ეკისრება იმას, ვისაც ქირურგიულიო ინსტრუმენტი უჭიტრავს ხელში. ბოლოს და ბოლოს, ოპერაციაც ხომ ისე უნდა გააკეთო, ტკივილით გაგიჟებულმა ავადმყოფმა არტახები არ გაწყვიტოს და შენივე ლანცეტით არ გამოგჭრას ყელი.
        თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორული გუნდი მეცხრე ციდან დედამიწაზე ბრუნდება და პრაგმატიმზის ძვირფასი იარაღით აღიჭურვება. ამიტს მაგალითად გამოდგება გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილება ომბუდსმენთან დაკავშირებით.
        პირადად ჩემთვის ნანა დევდარიანის კანდიდატურა წარმოუდგენელი იყო ამ პოსტზე, რადგან ღრმად მწამს, რომ პოლიტიკოსის არჩევით მან («სახალხო დამცველის» ინსტიტუტმა) დანიშნულება დაკარგა. მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკოსისა, რომელმაც სინათლის სხივის სისწრაფით განვლო უდიდესი მსოფლმხედველობრივი გზა ლიბერალიზმიდან (ნანეიშვილის ლიბერალურ-დემოკრატიულიო პარტია) – სოციალიზმამდე (რჩეულიშვილის სოციალისტური პარტია). მაგრამ «მოქკავშირსი», ეგრეთ ოწდებული «რადიკალური ფრთა», როგორც იქნა, მოიქცა პრაგმატულად. რაკი შენიშნეს, რომ კვლავ მწიფდებოდა განხეთქილება, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი «აღორძინების» კანდიდატურას. სამაგიეროდ, იმავე სხდომაზე, «თამაშ-თამაშ» დაამტკიცეს მათთვის მისაღები კომიტეტების თავმჯდომარეები. დღევანდელ ვითარებაში, როცა ქართულიო ცნობიერება გარდაუვალი ტრანსფორმაციის აუცილებელიო ტკივილით იკრუნჩხება, მხოლოდ რეფორმატორთა ასეთმა პრაგმატიზმმა შეიძლება თავიდან აგვაცილოს მორიგი სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი.

დილის გაზეთი, 19 ივნისი, 2000 წელი