საერთაშორისო მიმოხილვა. 1 აგვისტო 2022 წელი
ერთბაშად, თითქოსდა `მოულოდნელად` გამწვავდა სიტუაცია სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე. გუშინ ღამით იქ ისმოდა აფეთქებების და სროლის ხმა.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ NATO, რომელიც დღეს, შეიძლება ითქვას მთლიანად აკონტროლებს ბალკანეთის ნახევარკუნძულს, გარდა უშუალოდ სერბეთისა (თუმცა ნაწილობრივ სერბეთსაც აკონტროლებს) უბრალოდ არ დაუშვებს არანაირ სერიოზულ გამწვავებას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, მათ შორის კოსოვოში და მით უმეტეს არ დაუშვებს სერბეთ-კოსოვოს ახალ ომს.
ეს გამორიცხულია. რამდენი პროვოკაციაც არ უნდა მოაწყოს იქ რუსეთმა ან თვით სერბეთმა ან კოსოვარებმა (ანგელოზები არც კოსოვოელი სეპარატისტები არიან) NATO ახალ ომს და 1990-იანებში დაბრუნებას ა რ დ ა უ შ ვ ე ბ ს!
გუშინდელი გამწვავების მიზეზი ის გახდა, რომ 1 აგვისტოდან, სერბეთის ყოფილი ავტონომიის, კოსოვოს ხელისუფლებამ აკრძალა კოსოვოს ტერიტორიაზე, მათ შორის ჩრდილო კოსოვოში, - სადაც სერბები ცხოვრობენ კომპაქტურად, - სერბების შემოსვლა, თუ მათ არ ექნებათ კოსოვოს მიერ გაცემული დოკუმენტები. მათ შორის კოსოვოს მიერ გაცემული მართვის მოწმობები.
ასევე სერბეთიც არ ცნობს კოსოვოს გაცემულ დოკუმენტებს, რადგან კოსოვო სერბეთის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.
შესაბამისად, ეს კონფლიქტი.....ვითომ `მართვის მოწმობების` გამო ........ სინამდვილეში ამათუ იმ მხარის ან თუნდაც ორივე მხარის ახირება კი არ არის, არამედ `ილინკება` იმ ფუნდამენტურ გეოპოლიტიკურ ძვრასთან, რაც ევროპის (და მთელი მსოფლიოს) ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მოხდა 1995-1999 წლებში: საზარელი ომისა და გენოციდის დროს.
მოკლედ შეგახსენებთ უახლესი ისტორიის ამ საკვანძო ეპიზოდს მცირე შესავალით:
თავის დროზე, ბალკანეთის კონფლიქტით სერბეთსა და ავსტრია-უნგრეთს შორის დაიწყო პირველი მსოფლიო ომი (1914 წლის ივლისში).
პირველ მსოფლიო ომს ლოგიკურად მოჰყვა მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა იოსებ ბროს ტიტოსა და იოსებ სტალინის შექმნილი `იუგოსლავის ფედერაციული რესპუბლიკა`
ჯერ კიდევ 1989 წელს ამ ფედერაციამ დაიწყო დაშლა - როგორც კი კომუნისტური რეჟიმი დასუსტდა იუგოსლავიაში.
პირველმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა სლოვენიამ.
ეს იუგოსლავიის ფედერაციის სუბიექტია, - პატარა რესპუბლიკაა იტალიის საზღვართან.
სწორედ ამ გეოგრაფიულმა გარემოებამ გადაარჩინა მაშინ სლოვენია, რადგან როდესაც იუგოსლავიის იმდროინდელმა მმართველმა, სლობოდან მილოშევიჩმა (სერბი იყო - იუგოსლავიაში სერბები იყვნენ `მთავარნი`, როგორც სსრკ-ში - რუსები) დაძრა არმია სლოვენიის დასათრგუნად, დასაჩაგრად და ამოსაჟლეტად, იტალიის მთავრობა დაემუქრა იუგოსლავიის დიქტატორ მილოშევიჩს: `ერთი ბომბის რომ ჩამოვარდეს მეზობელ, ჩვენთვის ისტორიულად მახლობელ სლოვენიაში, იცოდეთ, იტალიის არმიასთან გექნებათ საქმე და NATO-ს არ დაველოდებით - გაგანადგურებთო!`
მილოშევიჩი მიხვდა, რომ იტალიელები არ ხუმრობდნენ, - იტალიის არმიას კი მისი არმია წინააღდმეგობას ვერ გაუწევდა და უკან დაიხია. დღეს სლოვენია NATO-ს და EU-ს მშვიდობიან, აყვავებული, წარმატებული წევრია.....
მაგრამ რაკი მილოშევიჩმა სლოვენაში დაიხია უკან, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის სხვა სუბიექტებმაც დაიწყეს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ბელგრადს დაუპირისპირდნენ დამოუკდიებლობის მოსაპოვებლად.
ბელგრადმა ამას უპასუხა იმით, რომ ყველგან ადგილობრივი სერბები აუჯანყა ცენტრალურ ხელისუფლებებს. ზუსტად ისე, როგორც მაგალითად, ოსები და აფხაზები აუჯანყა საქართველოს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ატყდა ომი ხორვატეთში მცხოვრებ სერბებსა და ხორვატებს შორის.
სერბებმა შექმნეს სეპარატისტული წარმონაქმნი `რესპუბლიკა სერბსკაია კრაინა`, რომელსაც ხორვატეთის ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ სერბებსა და ხორვატებს შორის ერთადერთი სხვაობა რელიგიაა. ხორვატები კათოლიკენი არიან, ხოლო სერბები - მაღთლმადიდებლები.
სხვა არანაირი განსხვავება არ არის. ენა ერთი აქვთ და მას მეცნიერულად ეწოდება `სერბულ-ხორვატული ენა`.
იტალიამ და განსაკუთრებით გერმანიამ, ხორვატეთი გააძლიერეს, შეაიარაღეს...... ხორვატეთის ხელისუფლება მოთმინებით დაელოდა ხელსაყრელ მომენტს და 1995 წლის მაისში განახორციელა ბრწყინვალე სამხედრო ოპერაცია `ქარიშახალი` (1995 წ. 4-7 აგვისტო), სულ სამი დღის განმავლობაში გაანადგურა სერბული სეპარატისტული წარმონაქმნი და აღადგინა ხორვატეთის ტერიტორიული მთლიანობა.
დღეს ხორვატეთიც აყვავებული, ბედნიერი, EU და NATO-ს წევრი ქვეყანაა.
იმ ოპერაციის შედეგად, `სერბსკაია კრაინადან` (ხორვატეთის დაახლოებით 20% იყო) სერბები გამოყარეს და ისინი იქ აღარც ოდესმე დაბრუნებულან.
თუმცა ხორვატებს, სერბებს და მუსლიმებს შორის საზარელი, ენით აუწერელი სასაკლაო გრძელდებოდა იუგოსლავიის კიდევ ერთ რესპუბლიკაში `ბოსნია და ჰერცოგოვინა` ანუ შემოკლებით ბოსნია.
მუსლიმებიც ეთნიკურად იგივე ხალხია, მაგრამ ისინიც რელიგიით განსხვადებიან - მაჰმადიანები არიან თურქეთის (ოსმალთა) იმპერიის ეპოქიდან...... როგორც მესხები გაამაჰმადიანა თურქეთმა ოდესღაც, ზუსტად ასევე `მაჰმადიანი სერბები` არიან, ოღონდ თავს სხვა ხალხად თვლიან - ბისნიელებად. იმავე ენაზე კი ლაპარაკობენ, რაც სერბები და ხორვატები.
ბოსნიაში (ბოსნია-ჰერცოგოვინაში - Bosnia and Herzegovina) სამივე ჯგუფი ერთმანეთს ხოცავდა: სერბები, ხორვატები, მაჰმადიანები ერთამნეთს ჟლეტდნენ.
ზოგჯერ ხორვატები და მაჰმადიანებიც ხოცავდნენ ერთმანეთს, მერე რიგდებოდნენ, ისევ ერთად იომებოდნენ სერბებს და ასე შემდეგ
ეს საზარელი ხოცვა ჟლეტა ბოსნიაში გაგრძელდა 1995 წლამდე.
მილიონობით ქალი სასტიკად გააუპატიურეს. ეს იმ ომის ერთ-ერთი მარკერია.
მას შემდეგ რაც სერბებმა ნაცისტების დარი დანაშაულები ჩაიდინეს, უმწეო ქალები, ბავშვები, უიარაღო მაჰმადიანები დახოცეს სრებრენიცაში, საკონცენტრაციო ბანაკები მოაწყვეს და ჰიმლერი რომ ფოტოებს იღებდა, ისეთი ფოტოები გადაიღეს, დასავლეთის მოთმინების ფიალა აივსო!
NATO-მ (აშშ-ს პრეზიდენტმა კლინტონმა), ულტიმატუმი წაუყენა სლობოდან მილოშევიჩს!
1995 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა ე.წ. `დეიტონის` ისტორიულ შეთანხმებას, რომლითაც ბოსნიაში შევიდა NATO-ს ჯარი, რომლის 80%, რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, ამერიკელები იყვნენ და არიან.
ის ჯარი დღესაც იქაა და არსად არ წავა კიდევ 100 წელი ალბათ.
ამჟამად ბოსნიაში სამმხრივი (სერბულ-ხორვატულ-მაჰმადიანური) ადმინისტრაციაა. ერთგვარი კონდომინიუმია, ანუ ერთობლივი მართვა.
რთული სისტემაა, თუმცა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს რა თქმა უნდა NATO-ს ამერიკული სარდლობა იღებს და თუ რაიმე გადაწყვიტა, ამ `სამმხრივ ტრიუმვირატს` არც არაფერს შეეკითხება.
1995 წლის შემდეგ იუგოსლავიაში შედარებით მშვიდობა დამყარდა, თუმცა თანდათან, ჯერ გამწვავდა, მერე საშინელ ომში გადაიზარდა კონფლიქტი კოსოვოს ავტონომიასა და სერბეთს შორის.
კოსოვო იუგოსლავიის ფედერაციის სუბიექტი კი არ იყო, არამედ ავტონომიის სტატუსით ისევე შედიოდა სერბეთის შემადგენლობაში, როგორც მაგალითად `სამხრეთ ოსეთი` შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც თავის მხრივ შედიოდა სსრკ ანუ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
იქაც საშინელი ხოცვა ატყდა, მილოშევიჩმა გადაწყვიტა კოსოვოელები უბრალოდ ამოეწყვიტა და მეზობელ (!) ალბანეთში გაეყარა, რაკი კოსოვარები ეთნიკური ალბანელები და მაჰმადიანები არიან.
მაგრამ 1999 წელს ისევ აივსო ამის გამო დასაველთის მოთმინების ფიალა და იმავე პრეზიდენტმა კლინტონმა შეძლო NATO-ს მობილიზიება (მართლმადიდებელი საბერძნეთი ეკამათებოდა ღიად მხოლოდ), წაუყენა ულტიმატუმი სერბეთს და დაიწყო სერბეთის წინააღდმეგ ოპერაცია.
რუსეთი (პრეზიდენტი ელცინი) სერბეთს ვერ დაეხმარა.
რუსეთი მაშინ ბევრად სუსტი იყო - მშიერი, უფულო....საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დამოკიდებული.
რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც თითქოს აფრინდნენ სერბეთის დასახმარებლად, უნგრეთმა და რუმინეთმა (უკვე ალიანსის წევრებმა) არ გააატრეს თავიანთ საჰაერო სივრცეში.
შედეგად, მილოშევიჩი, 3 თვიანი დაბომბვების შემდეგ, დანებდა, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, კოსოვოში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჯარები შევიდა და....კინაღამ NATO-ამერიკის ომი დაიწყო:
საქმე ისაა, რომ როგორც კი ცეცხლის შეწყვეტას მოეწერა ხელი, რუსეთის ე.წ. `სამშვიდობო ჯარები`, რომლებიც ზემოთხსენებული დეიტონის ხელშეკრულებით ბოსნიაში იყვნენ (და არიან!) დისლოცირებულნი, ღამით, ჩუმად, სერბეთის ტერიტორიის გავლით დაიძრენ და მოასწრეს კოსოვოში შესვლა, სანამ იქ ალიანსის ჯარები (ამერიკელები და ბრიტანელები) შევიდოდნენ.
რუსებმა ასე დაიპყრეს (მოასწრეს) კოსოვოს დედაქალ პრიშტინას აეროპორტი და იქ უკვე მზად იყო ყველაფერი რუსეთის საჰაერო-სადესანტო დივიზიების მისაღებად, თუმცა უნგრეთმა და რუმინეთმა კვლავ არ გამოატარეს თავის საჰაერო სივრცეში რუსული სადესანტო თვითმფრინავები.
პრიშტინას აეროპორტს კი` გარედან` შემოარტყა ალყა ბრიტანულმა ქვედანაყოფმა.
სულ რამდენიმე დღეში რუსები მიხდნენ (როცა პურსაც კი ბრიტანელები აჭმევდნენ) რომ იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა.
დიდხანს იწვალა ელცინმა, როგორმე ჩრდილო კოსოვოში მაინც მიეღო სამშვიდობო სტატუსი რუსის ჯარს. ისეთივე როგორც ბოსნიაში ჰქონდა..... იქაც ხომ სერბები ცხოვრობენ, ისინი რუსებს `ბრატუშკებს` ეძახიან, მაგრამ.....პრეზიდენტმა კლინტონმა, ასევე დასავლეთ ევროპის ლიდერებმა უკვე მტკიცე პოზიცია დაიკავეს და სერბებით დასახლებული ჩრდილო კოსოვო რუსებს არ დაუთმეს: ის სადესანტო ქვედანაყოფი (500 რუსი მედესანტე) ისევ უკან, ბოსნიაში გაბუნძულდა.
კოსოვოს მთლიანად ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჯარი აკონტროლებს დღემდე. მათ შორის იმ `სერბულ ნაწილსაც`, სადაც გუშინ ღამით გამწვავება მოხდა.
2008 წლის თებერვალში, კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
აშშ პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დაჟინებული მოთხოვნით, კოსოვოს დამოუკიდებლობა სცნო ამერიკამ და მთელმა დასავლეთმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და მიუხედავად ბუშის ადმინისტრაციის ზეწოლისა, არ სცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა.
სამწუხაროდ, `კოსოვოს პრეცედენტი` პუტინმა ძალიან ბოროტად გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ.
ეს არ ნიშნავს, თითქოს რომ არა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, 2008 წლის აგვისტოს აგრესია არ იქნებოდა.
ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა! აუცილებალდ იქნებოდა. რუსეთი მაინც აუცილებლად შემოიჭრებოდა საქართველოში მაგრამ.......აი რაც შეეხება ცხინვალის და აფხაზეთის `დამოუკიდებლობის` აღიარებას, ეს სათუოა.
ანუ, `კოსოვოს` პრეცედენტის გარეშე, არ არის გამორიცხული პუტინს კი განეხორციელებინა აგრესია, ოკუპაცია, დე-ფაქტო ანექსია, მაგრამ....მათი `დამოუკიდებლობა` არ ეცნო.
ვიმეორებ: მას ამაში `კოსოვოს` პრეცედენტი დაეხმარა.
ისტორიაში `თუ`-რმეობა არ არსებობს თითქოს: რა როგორ იქნებოდა, `რომ`........`რომ არა`.......მაგრამ მაღალი ალბათობით ასეა:
კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოდგა დასავლეთის იმდროინდელ ლიდერთა უმძიმესი სისტემური შეცდომა, რომელმაც ჯერ საქართველოს შეუქმნა უმძიმესი პრობლემა, მერე უკრაინას და მთელს დასავლეთს.