რატომ იჯდა მუდამ აშშ პრეზიდენტი ცენტრში - G3 კონფერენციებზე?
უჰჰჰჰ ამოვისუნთქე.....
ჩემს ძვირფას მკითხველს შესაძლოა ახსოვდეს, რომ დაახლოებით 5-6 წლის წინ ერთი ჩემთვის ძალიან საინტერესო და ჩემთვის ამოუცნობი საკითხი დავსვი:
„დიდი სამეულის“ (G3) სამიტებზე რატომ ზის აშშ პრეზიდენტი მუდამ ცენტრში? მათ შორის იალტაშიც (1945წ), სადაც სტალინი იყო მასპინძელი?
იმ დროს ეს საკითხი ცხარე დისკუსიის თრიგერი გახდა;
ყველა მონაწილის მადლობელი ვარ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი.......„ გულუბრყვილობა“ წავიკითხე.
დაწყებული იმით, რომ რუზუველტი ინვალიდი იყო (ტრუმენიც ინვალიდი იყო?-დ.) დასრულებული იმით, რომ სტალინმა, „როგორც ქართველმა კაცმა“, თურმე სტუმარს (რუზუველტს) „დაუთმო პირველობა“ და ა.შ და ა.შ
ბევრი ვიფიქრე, პასუხს ვერ მივაგენი და....მოულოდნელად ვიპოვე პასუხი სულ სხვა პრეცედენტში!!
ახლა ვკითხულობ ფუნდამენტურ ნაკრებს „ნიურნბერგის პროცესი“, სადაც არის ასეთი ჩანაწერი:
ოთხმა გამარჯვებულმა სახელმწიფომ, ნიურნბერგის ტრიბუნალის წესდების შემუშავებისას, ლონდონში მოილაპარაკეს, რომ ტრიბუნალის თავმჯდომარე-მოსამართლეს აირჩევდნენ..... ხმების უმრავლესობით.
„უმრავლესობით“ ესე იგი სამი მაინც უნდა ყოფილიყო ხომ?
ჰოდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და საფარანგეთი ამერიკელ მოსამართლეს დაუჭერდნენ მხარს რასაკვირველია და არა საბჭოთა მოსამართლეს - ისინი ამერიკას არ გაანაწყენებდნენ..... იმ დროს მით უმეტეს.
ზუსტად ასე წყდებოდა ალბათ საკითხი თეირანის, იალტას და პოტსდამის კონფერენციათა დროს ფოტოსესიის მოწყობისას.
თუმცაღა სამივე ჭკვიანი კაცი იყო და ხვდებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს „კარწინკას“ მათ მიერ შექმნილ ახალ სამყაროში
ამიტომ ამერიკის პრეზიდენტი (რუზუველტი, მერე ტრუმენი) და ჩერჩილი აშშ პრიორიტეტულობას მიანიჭებდნენ რასაკვირველია უპირატესობას და „უმცირესობაში დარჩენილ“ სტალინსაც ისღა დარჩენოდა, უმრავლესობას, ესე იგი აშშ პრეზიდენტს და ბრიტანეთის პრემიერს დისკუსიის შედეგად ან (უფრორე) დისკუსიის გარეშეც დამორჩილებოდა ამ „წვრილმან“ (ვითომ) საკითხში, რომელიც „წვრილმანი“ კი არა, უდიდესი მნიშვნელობისა იყო რეალურად.
სინამდვილეში (აი ეს გახლავთ ყველაზე მთავარი) სამივე საერთაშორისო კონფერენციის არაფორმალური თავმჯდომარე (!!-ან იქნებ ფორმალურიც?) სწორედ აშშ პრეზიდენტი იყო (2-1 თანაფარდობის გამო...განა ჩერჩილი ამერიკას აწყენინებდა?) ამავე მიზეზით და ზუსტად ამიტომ ჯდებოდა მუდამ „ცენტრში“: თეირანშიც, იალტაშიც და პოტსდამშიც ანუ ბერლინში.
ეს არის და ეს.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი