„რატომ არ დათანხმდა „ლელო“ გაერთიანებას?“

„რატომ არ დათანხმდა „ლელო“ გაერთიანებას?“

„რატომ არ დათანხმდა „ლელო“ გაერთიანებასო?“

კითხვა არასწორადაა დასმული.

სწორად დასმული კითხვაა:

„რატომ არ დათანხმდა გაერთიანებას მამუკა ხაზარაძე?“

ორი სისტემური მიზეზით:

ა) მამუკა ხაზარაძეს არ სურდა „ლელოს“ დაეკარგა იდენტობა ან/და მისი ჩვეული მენეჯერული ნიჭით წლების მანძილზე „ნაშენები“ პარტია, როგორც მინიმუმ „გადღაბნილიყო“ გაერთიანებაში.

მაშასადამე, ისევ და ისევ, საფრთხე შექმნოდა პარტიის პოლიტიკურ იდენტობას

ბ) ასეთ გაერთიანებაში, ამგვარი ამბიციური და „ლიდერშიპულად აგრესიული“ ლიდერებით, როგორებიც არიან მელია, გვარამია, ხოშტარია, ჯაფარიძე...... მამუკა ხაზარაძე, მისი შედარებით აკადემიური სტილით, ვერ გამოიკვეთებოდა ლიდერად.

იგი იქ დაიჩრდილებოდა (!), როგორც ლიდერი, რაც ისევ და ისევ პოლიტიკური იდენტობის შენარჩუნების ამოცანას უკავშირდება.

ერთადერთი კომპრომისი, რასაც სულ ბოლოს შესთავაზებდა „ამათ“ იქნებოდა შემდეგი: „კი ბატონო, გავერთიანდეთ, შემოდით „ლელოში“ უპარტიოდ და შედგეს საარჩევნო სია „ლელოს“ სახელით“ მორჩა, წერტილი.

ამას რომ „არც ერთ ვარიანტში“ არ დაეთანხებოდნენ „ესენი“ (!) - უშველებელი ამბიციის მქონენი, - ნათელია ხომ?

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

„კი მაგრამ, ამით ხომ შემცირდაო „ლელოს“ შანსები, გადალახოს 5% ბარიერი?“

აი ეს კითხვა უკვე არა უბრალოდ არასწორია, არამედ სრული არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა.

დავუშვათ ვერ გადალახა.

მერედა რა, ამით?

მამუკა ხაზარაძისთვის პოლიტიკური იდენტობის შენარჩუნება შეუდარებლად მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე პარლამენტში წარმომადგენლობა.

იმიტომ, რომ როდესაც ფლობ ტელევიზიას და გაქვს ფინანსური რესურსი, არავითარი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს გეყოლება პარლამენტში 3-4-5 დეპუტატი თუ არ გეყოლება.

მთავარია შეინარჩუნო პოლიტიკური იდენტობა (!) და საკუთარი ტელევიზიის წყალობით, ასევე სხვა რესურსების წყალობით კი მაინც მუდამ „მოთხოვნადი“ აქტუალური და გავლენიანი იქნები ისტებლიშმენტში, მათ შორის პოლიტიკურ ლანდშაფტზე: „ლელოს“ მაინც მიიწვევენ ეთერებში, მაინც პრიორიტეტულად გააშუქებენ შენს განცხადებებს, მაინც შექმნი „ნიუსს“ პირდაპირ ეთერებში ბრიფინგებით და ა.შ

მთავარია მეთქი, შეინარჩუნო პოლიტიკური ი დ ე ნ ტ ო ბ ა - არ „გადღაბნო“ ეს იდენტობა „ერთიან სიაში“ რაღაც სხვა სახელწოდებით და არც თავად „გაითქვიფო“ ზეამბიციურ „სხაპასხუპა“ ლიდერთა შორის.

ბუნებრივია, მამუკა ხაზარაძე ამას ღიად, ტელეეთერში არ იტყოდა არა მხოლოდ ე.წ. „მოლაპარაკებების“ მიმდინარეობისას, არამედ არც მოლაპარაკების მხარეებს ეტყოდა, სანამ მეორეხარისხოვანი საკითხთა მიღმა მთავარ საკითხზე (საარჩევნო სია და მისი სახელი!) არ მიდგებოდა საქმე და რაც მთავარია, არც თანაპარტიელებს არ ეტყოდა გარკვეულ დრომდე.

სწორედ ამით აიხსნება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მდივნის, სალომე სამადაშვილის აშკარად დაბნეული, კომიკური განცხადება: „ახალი“ კარგად დავიწყებულ ძველს არ უნდა ნიშნავდესო“

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ოღონდ მთავარი კითხვა მაინც სხვაა: რატომ სჭირდება მამუკა ხაზარაძეს ასე ძალიან პოლიტიკური იდენტობის შენარჩუნება?

ვითომ პიროვნული ამბიციაა ან მხოლოდ პოლიტიკური ამბიციაა ამის მიზეზი?

არა. ეს ზედაპირული ახსნაა.

სიღრმისეული მიზეზი სხვაა და მამუკა ხაზარაძის ნამდვილ საქმიანობას (!) უკავშირდება რასაც ძალიან ნიჭიერად, უნარიანად და შედეგიანად აშენებდა 30 წლის განმავლობაში და რაც სინამდვილეში მისთვის ბევრად მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკა.

საერთოდ არ აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას.

სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი საქმე/საკეთებელი აქვს.

დათო