დაპირისპირება: Mittelspiel

დაპირისპირება: Mittelspiel

საახალწლო საკითხავი ჩემი ძვირფასი მეგობრებისთვის

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გრძელდება რთული საჭადრაკო პარტია და ნერვების ომი.

ეს პარტია სადღაც Mittelspiel-ია ანუ შუაწელში, როცა ფიგურები უკვე ფართოდ გაშლილია, რესურსები ცხადი და სტრატეგია ორივე მხარისთვის მკაფიო

თუ ხელისუფლების სტრატეგია „მინავლება/გაწოვაა“......მეტისმეტ ილუზიაში არიან.

მე ვიტყოდი, სულელურში.

იმ აზრით, რომ ყოველნაირი ილუზია სულელური როდია.

რაღაცნაირად თითქოს ყველას დაავიწყდა, რომ 2020 წელს ანალოგიური პროცესი, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, თავისით არ „მინავლებულა“, არ „აორთქლებულა“ და არ გაწოვილა: შედგა „შარლ მიშელის შეთანხმება“ -კომპრომისი.

ახლა მსგავსი არაფერი განიხილება.

უფრო მეტიც, ამჟამინდელ პროცესს რამდენიმე ფუნდამენტური გარემოება განასხვავებს 2020 წლისგან:

ა) დასავლეთის აქტიური და უკვე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. მსგავსი არაფერი ყოფილა მაშინ. მიახლოებითაც კი.

ბ) ქართული ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ღია (!) მხარდაჭერა ოპოზიციურ მოძრაობას.

გ) საქართველოში ზემძლავრი, მრავალათასიანი NGO-კლასტერის უშუალო ჩართულობის დონე. მიზეზი ცხადია: 2020 წელს ეს „კანონი“ ხელისუფლებას არ ჰქონდა მიღებული.

დ) აბსოლუტურად ლეგიტიმური „ევროპული იდეა“. 2020 წელს არ ჰქონდა ოპოზიციურ მოძრაობას ესოდენ ლეგიტიმური „სათქმელი“. მაშინ დისკურსი უფრო „სახელისუფლებო/პარტიული“ იყო და არა ზეპარტიული და საერთო ნაციონალური: „საქართველო-ევროპაში“

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

„სტატუს-კვო“ ამ ვითარებაში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ხელისუფლების „დგანდგარი“ გაგრძელდება, თუმცა ხელისუფლების „ჩამოშლაც“ არ მოხდება.

სტატუს-კვოს „დაჭერის“ რესურსი ხელისუფლებას მუდამ დარჩება.

დასავლეთის მიერ „ირანის ტიპის“ სანქციათა შემოღება ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს მიმართ (ანუ ეროვნული ბანკის დასანქცირება მაგალითად), არარეალურია საქართველოს შემთხვევაში.

თუნდაც პრეცედენტულობის გამო - ბელორუსია რომ ბელორუსიაა, მის მიმართაც კი არ შემოუღიათ ამგვარი სანქციები და......

ხელისუფლების „დგანდგარი“ ნამდვილად გრძელვადიანია და ოპოზიციური კლასტერის ინფლუენსერებმა სხვადასხვა სფეროდან უკვე თქვეს კიდეც ღიად: „შეიძლება თვეები გაგრძელდეს......შეიძლება წლები გაგრძელდეს.....შეიძლება 2 წელი გაგრძელდეს.....“ და ა.შ.

მაშასადამე იქმნება სიტუაცია, როდესაც თვით პროცესი იძენს თავისთავადობას და კონკრეტულ შედეგზე, კონკრეტულ თარიღზე ან მოვლენაზე აღარ არის დამოკიდებული.

არ „გაიწოვება“ და არ განქარვდება, შესაძლოა ინტენსივობა იცვლებოდეს მხოლოდ.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ეკონომიკის ტოტალური ჩამოშლა არ მოხდება იმიტომ, რომ იმ სახელმწიფოებთან, რომლებზეც 95%-ით არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა, ხელისუფლებას კონფლიქტი არა აქვს, ხოლო დასავლეთი (ვიმეორებ) „ირანული ტიპის“ ფინანსურ (!) სანქციებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ (!) არ შემოიღებს.

არ შემოიღებს, რაკი არ ღირს „ჩიტი ბრდღვნად“ ჯერ ერთი..... და მეორეც „რამე რომ იყოს“ საქართველო შესაძლოა დასჭირდეთ და მიიღონ ხელისუფლებისგან ის, რაც „რამე რომ იყოს“ დასჭირდებათ....... უფრორე ვიდრე ბელორუსიისგან.

მით უმეტეს ირანისგან.

ცოტა რთულად დავწერე, თუმცა გამგები გაიგებს.

ზუსტად ამის სიმპტომია NATO-ს გენმდივნის მილოცვა

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ბუნებრივია, ტურიზმის დამცრობა, ინვესტიციების შემცირება, ზოგადი არასტაბილურობა, ლარის დევალვაცია მოსახლეობის დიდ ნაწილს დააზარალებს.

ოღონდ..... ხელისუფლებას იმდენი რესურსი ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება, რათა ჯარი/პოლიცია დააფინანსოს, „რამე რომ იყოს“ თავი დაიცვას, ხოლო გაბრაზებული მოსახლეობის ბოღმა მოწინააღმდეგეებისკენ მიმართოს.

აი ამ ალბათობას და საფრთხეს „რატომღაც“ არ ითვალისწინებენ ის ჭკუისკოლოფები, ტელეეკრანიდან რომ ქადაგებენ ღიად: „მაქსიმალურად უნდა გამწარდეს ხალხი, ანაბრები დაკარგოს, შემოსავალი დაკარგოს, რათა ეს გაგიჟებულ/გაცოფებული მასა ხელისუფლებას მივარდეს და......“

ჰოოოოო......და ხელისუფლება რომ „პრეტორიანული გვარდიით“ კარგად აღმოჩნდეს დაცული (საამისოდ ფული მუდამ ეყოფა. თუნდაც „კერძო ბიუჯეტიდან“ და „ზაგაჟნიკებიდან“), თითი თქვენსკენ გამოიშვიროს და ეს გაგიჟებულ/გაცოფებული ხალხი.....ჰმ....აეროპორტამდე მირბენას მოასწრებთ? თუ იყვირებთ: „ჩვენ რა შუაში ვართ - ჰორიზონტული იყო პროტესტი ჰორიზონტულიიიიიი........“